კუბოკრულპერანგიანი კაცი

გურჯაანისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში ვსხედვართ. ტრენინგზე მივდივართ.  გვაგვიანდება.

მღოლის გვერდით ასე 30 წლამდე ქალი ზის, ოღონდ იმ პირობით, თუ ვივარაუდებთ, რომ ზურგიდან ასაკის გამოცნობა შეიძლება.

ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ.

“ის ქალი აცდენს, თორე უფრო სწრაფად ივლიდა”, – ვეუბნები მარის ცოტა ნაწყენი.

მუსიკას ვრთავ და თვალებს ვხუჭავ. ვახელ.  ისევ ლაპარაკობენ.

ახლა ქალი რამდენიმე სანტიმეტრით არის გადახრილი კაცისკენ. რაღაცას უყვება თან  ხელებს იშველიებს.  კეფაზეც კი ეტყობა, რომ ამ დროს იღიმება და თვალებში ციცინათელებს ისხავს. სარკეში ვხედავ ,როგორ გადახედავს ხოლმე კაცი ქალს ღიმილით. ისეთი ღიმილით, აი რომ ვერ ახსნი და რომ უნდა დაინახო.

ან შენ თვითონვე უნდა გაგიღიმოს ასე ვინმემ და იგრძნო…

კაცს საერთოდ არსად არ ეჩქარება, მიდის და მირონინობს. ზურგიდანვე ვატყობ, კუბოკრულპერანგიან განიერ ბეჭებზე, – მთელი დღე ივლიდა ასე, არ დაიღლებოდა. მეორე დღეც, მესამეც…

“ამ ქალს არ ვიცი რას ვუზავ”, – ბრაზდება მარი.

ახლა მეც მეღიმება.

“გაუშვი რა გინდა, იცინონ.” – ვპასუხობ და ჩემს “სოკო გოგოს”  ვუბრუნდები.


………………………………..

რა თქმა უნდა, ტრენინგზე დავაგვიანეთ.

მაგრამ ვიცით, რომ  ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ხდება :  ) 


მზიანი პოსტი, მერე რა რომ თოვს…

”მომენატრა ერთი შენებური, მზიანი პოსტი..”   

თითები გაყინული მაქვს.. გარეთ თოვს..  და მე არაგამართულქართულად დამთბა ❤

დაბრუნებისთვის კი  ეს ერთი წინადადება საკმარისი იყო…

დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი . . .

იმდენაც ჩემი ხარ და იმდენად მიყვარხარ…..

ისეთი ახლო ხარ და თან შორი…

ისე მინდა ბედნიერი იყო და ისე ვიღუშები, როცა მეუბნები რომ დაიღალე, მოგბეზრდა და უბრალოდ გინდოდა  პატარა ლამაზი სიყვარული, თუნდაც საერთოდ არ ეთქვა, რომ უყვარხარ…

აგრიე და ავირიე მეც.

და ისე მინდა, იმდენად, ისე უაზროდ რომ მზე იყოს!

გარეთ..

ჩემთან..

და შენთან…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მინდოდა, ამით მეთქვა?..

უბრალოდ, დავბრუნდი.

და ეს    ”გეძღვენა მხოლოდ შენ!”  : )


22 წლის შემდეგ…

 ❤

    გვერდით ოთახში დედიკო მამას ტელეფონზე ელაპარაკება…….

……………………

…მეც მინდა ერთად ცხოვრების 22 წლის შემდეგაც ასე მიყვარდეს და ასე ვუყვარდე!..


გილოცავ დეე…

მზეს ველოდები, როგორც არასდროს,

ცის სხივებს ვეტრფი..

გულის სიღრმიდან ამოდის მღერა,

თბილ ქუჩებს ერწყმის…

ტყემლის ხეებზე ცეკვავენ ფრთები,

პატარძლის ფერი..

მიწის სურნელით ივსება სული

სიფხიზლეს ველი!..

იღვიძებს დილა,

იღიმის დედა შინდისფერ კაბით.

მე ვმღერი, რადგან აღარ არის ამ ქვეყნად დარდი…

გაზაფხულის დღე იღიმის ახლა,

ყვავილებს ისვრის…

მე ვკრეფ ყვავილებს და სიცილით სახლისკენ ვილტვი…

მიმაქვს სხივები, ნარცისები,

ყოჩივარდები..

ფუტკრის ზუზუნი,

ვარდისფერი ატმის ყვავილი..

მივრბი, მივღელავ,

მივგიჟმაჟობ მე, როგორც მარტი..

დედას სიზმრისფერ ყოჩივარდებს

ჩავუწნავ თმაში…

გილოცავ დეე….

p.s. 2007 წელს დაწერილი ლექსია.. არ ვიცი მგონი მაშინ მუზები “მეძალებოდა” 😀

დღეს უბრალოდ ქოთანში ჩარგული პაწაწინა ყვავილები ვაჩუქე..

როგორ უაზროდ მიყვარს…


“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…

.

“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა!

1 თვის განმავლობაში ამ თამაშში მონაწილე ბლოგერები ვცდილობდით ყოველდღიურად ჩვენს გარშემო “მზეები” დაგვენახა და აქ გადმოგვეტანა.

მივხვდი რომ ძნელია…

ვიჯექი საღამოობით და ვფიქრობდი, რა მოხდა დღეს?  ვერაფერს ვიხსენებდი ისეთს, რომ აქ დასაწერი ყოფილიყო.

მაინც ვწერდი.

უფრო ხშირად არაფერი ღრმა და სულიერი, უბრალოდ  ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და გამოცდაში მიღებული შეფასება იყო ჩემი მზე..

და მე ამ დროს მრცხვენოდა..

მივხვდი რმ ძნელია “მზის” დანახვა ცივ კედლებში, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი რომ სულ უმზეო დღესაც შეიძლება დიდი და მცხუნვარე მზის აღმოჩენა შენს გვერდით!..

მივხვდი რომ ჩემი ყველაზე დიდი მზე ადამიანია!.

ურთიერთობები მანიჭებენ ყველაზე მეტ სიამოვნებას და როცა “ერთი ვარ” გულში უხმოდ ვტირი…

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი მეგობრები მართლა ჩემი ყველაფერია..

გავიხსენე რა კარგია ბნელ ოთახში თვალებდახუჭული ჩემივე მოგონილი  სიმღერის მღერა.

..და ჩემი მზე – დე, დედიკონა…

კიდევ ბევრ რამეს მივხვდი და ბევრ რამეზე დავფიქრდი..

……………………………………..

“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…

მე ისევ გავაგრძელებ მზეების დათვლას!..

p.s. . რატომღაც თითქოს ნაღვლიანი პოსტი გამომივიდა : )


კიდევ ერთი მზიანი…

დავიწყებული მზე შემოგეპარე ბლოგზე….

მოკლედ ისე უბრალოდ გამახსენდა, რომ მე ვსარგებლობ პრივილეგიით ვწერო ის რაც მინდა….

მზეო მზეო.. ჩვენ მზეს ვხედავთო.. ჩემზე მეტად ხედავთ თქვენ მაგ მზეს?! ჰმმ….

სულ ხელცარიელიც არ მოვსულვარ ჩემი მზიანი ფოტოების დიდი კოლექცია მოგიტანე… რამდენი ხანია ვაგროვებ რომ იცოდე… მმმ…

This slideshow requires JavaScript.

კიიდევ… მოგიტანე ნაწყვეტი ჭილაძის ლექსიდან….

წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები.
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის.
დიდი ხნის მერე.
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება…
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მზეო,
ნურასოდეს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვუტანთ.
როცა სხეული მზითაა სავსე.

ახლა როგორც შემოვიპარე ისე გავქრები…. თუ ამ სურათებმა ცოტათი მაინც გაგაღიმათ და მზის სითბო მოგიტანათ სულ ტყუილადაც არ მოვსულვარ :))

:**


კიდევ ერთი მზე ჩემთან…

. 14/01/2011.

დილით ეკლესიაში ვიყავი.  უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში  30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…

და მერე… ორივე ვეზიარეთ…  რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…

აღარ გვციოდა არცერთს..

ჩემი ყველაფერი!..

. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 )  და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .

დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.

. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..

სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…

არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.

სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!

და მაინც..

თურმე.

კიდევ ერთი მზიანი…


ჩვენ ვხედავთ მზეს!

მზე რომ ძალიან ძალიან, რაღაც სხვანაირად მიყვარს, ეს მგონი ყველამ იცის ვინც კი ოდესმე თუნდაც შემს ბლოგზე მოხვედრილა.  ასე რომ, რა გული გამიძლებდა, მეც არ შევვერთებოდი ტომუშკას წამოწყებულ თამაშს “მე ვხედავთ მზეს!”

დღეიდან მომავალი 1 თვის მანძილზე ყოველდღე  ხისსუნიანი სახლის დიასახლისი, გრინმარი, სქოლიოზიანი ემბრიონი, ტომუშკა,  კანარიო, კლოუნი, გიგოლი, baccus, როცა ონკანში ჭის წყალი მოდისსიცარიელით სავსე ბლოგი და მე,  ჩვეს ირგვლივ მოციმციმე მზეებს დავინახავთ. ვეცდებით სულ არაფერში დავინახოთ კარგი ამბები და არ გამოგვეპაროს სულ, სულ პაწაწკინტელა სიკეთე და სიხარული ჩვენს ირგვლივ!

ჩემი დღევანდელი სიხარული: მგონი თანდათან ჩემს იდეას ფრთები ესხმება!

რამდენი ხანია აკვიატებული მაქვს ლაშქრობაზე წასვლა. როგორც იქნა ჩამოვყალიბდი, გამოცდების დამთავრებისთანავე ბორჯომ-ხარაგაულის პარკში წავალთ ლაშქრობაზე 2 დღით მარშუტი უკვე გვაქვს და ახლა დღის დაგეგმვა და რაც მთავარია თანამგზავრების მოძიება დაგვრჩა 🙂

ტა-ტააამ  ! ! ! ღამეს სრულიად უსასყიდლოდ (მადლობა ტყე-პარკის ადმინისტრაციას :)) ამ კოტეჯში გავათევთ!

(ფოტოები რეალურია და სულ რამდენიმე დღის წინ არის გადაგებული 🙂 )

null

 

თან რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, შიგ არის ბუხარი და 11 კილოომეტრის გავლის შემდეგ შეციებულები ცეცხლს როგორ მივეტუზებით, წარმოიდგინეთ 🙂

 

 

და  თოვლიიი ❤  აი აქ მაინც მოვახერხებ გუნდაობას ცოტას!

აი ჩემი სიხარული (sun) არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც… : )


მზე მინდა!..


ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…

 

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზმანებას…

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…

 

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი…

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..

 

 

2007 w.

 


სილაჟვარდის შესამოსელი


მე გავგედდები…

გადავიქცევი ციფერ ოცნებად

და როგორც ყველას,

მომინდება

მზესთან…

გაფრენა…

ცის სილაჟვარდეს შემოვიხვევ

შესამოსელად..

მე მზესთან მივალ სურვილებად,

ოცნებად… ლოცვად…

და გათენდება!..

აივსება ყველა ნაპრალი.

მზე სხივებს დაღვრის,

სველ ქვიშაშიც მზე გაიღიმებს.

უთეთრეს სხივებს შემომაწნავს თმებზე პეპლებად

და მიმიზიდავს, მიმიტმასნავს,

როგორც მთა იელს…

მე სილაჟვარდეს შევერევი,

ვიქცევი მგოსნად

და როგორც გედი, მე ვიმღერებ უთეთრეს სხივებს.

ჩაიფერფლება ბოროტება,

ტანჯვა,

ვაება..

მზესთან აღარ სჩანს არც სიავე,

არც მწუხარება…



ზევიდან მიწა,

უშავესი ეს დედამიწა..

შ ე ბ უ რ ვ ი ლ ი ა

ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ი ს

შ ე ს ა მ ო ს ე ლ ი თ …

2007 წ