ზაფხულივით არეული პოსტი : )

სულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.

იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )

………………………………………………………………………………………………….

2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება 🙂 31 ივლისი იქნება  ყველაზე ბედნიერი დღე  ჩემი დის ცხოვრებაში!

ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..

ამ ერთ აბზაცში  არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი  :Xxx

და იქნებ გამოვასწორო..

………………………………………………………………………………..

ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა..  მეგობრები..  არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები…  ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული 🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და  ყელში ამოსული ნამიოკობანა 🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…

ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი 🙂

ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”

მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით…… ❤

……………………………………………………………………………………………..

მრცხვენია ჩემი ბლოგის.

მრცხვენია ჩემი თავის.

მრცხვენია თქვენი.

ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…

………………………………………………………………………………………………….

რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )

ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))

არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..

ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან 🙂  მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”

მოკლედ, არაფერი რომატიული 🙂

……………………………………………………………………………………………….

ანისთან  მივდივარ მეტეხში!   მე ანი და ქეთი.  უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )

………………………………………………………………………………………………………

ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )


ნამძინარევი ფიქრები


…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.  მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო.  ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.

ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები.  take it easy… 

რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.

რა მზრუნველი ვარ..  🙂

მერე ისევ დავიძინე.

……………………………………………………………………

დღეს ანის ვნახავ.  გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს:  ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ! 

ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით.  (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 )  რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს!   ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )

…………………………………………………………………………………….

9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა.   მოკლედ ქართული გავაცდინე.

წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ,  რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა.  მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : )))  მიყვარს რაა… ❤

………………………………………………………………………………….

20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!

დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა  და საზრიანების შერკინება 🙂  წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!

……………………………………………………………………………………

 ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა,  მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ  გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა.  ხოდა დავეშვი. მგონი.  უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.

ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები :  ))

………………………………………………………………………………….

1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂

ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )


“მზის ფესტივალი” მზიურში

“აი მე ვარ მართლა პარაზიტი, ხალხის გამფუჭებელი, ლექციების გამცდენელი, გამცუღლუტებელი და ა.შ. : )))))) 

მარა აი მიყვააააააააააააააააააააარს ასეთი რომ ვარ : ))) “ – ჩემი გუშინდელი სტატუსი facebook–ზე 🙂

რატოომ? იმიტომ რომ დილაუთენია ჯერ ლოგინიდან წამოვაფრინე ანი, მერე ტვინი გავუბურღე, სანამ ლექციების გაცდენაზე და მზიურში წასვლაზე არ დავითანხმე.

მიზეზი მნიშვნელოვანი,

არგუმენტი შეუცვლელი,

დასაბუთება შეურყეველი:

ჩვენი დღე უნდა აღვნიშნოთ! 

წავედით!

მთელი გზა მებუზღუნებოდა, ლექციებს მაცდენინებ, პრეზენტაცია გასაკეთებელი მაქვს, რეფერატი დასაწერიო, მაგრამ…

შევედით თუ არა მზიურში, ყველაფერი დაავიწყდა..

…ლოყებზე მზეებდახატული ბავშვები, იასამნისფერი ბუშტები, ბევრი ყვავილები, ასფალტზე ფერადი ცარცებით დახატული ნახატები, სათამაშოები, წვრილ–წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, შრეკი და მზე…

ამდენი დიდი ხანია აღარ გვიცნია. არც ამდენი გვითამაში ბავშვებთან ერთად.

სოსო, ქეთი, სერგო, კატო, ლუკა, გიორგი, საბა….  კიდე რამდენი.

როგორ უხაროდათ ჩვენთან ერთად თამაში.

მშობლების ხელებს ჩაჭიდებული, ლამაზ ტანსაცმელში გამოპრანჭული ბავშვები გარშემო გვივლიდნენ, თითქოს რატომღაც ერიდებოდათ ჩვენთან მოსვლა.

 “არა, ამას ვერ ითამაშებს” – უცნაური ტონით მითხრა დიდსაყურეებიანმა ქალმა და  ბავშვი  გაგვარიდა.

არავის გვიდარდია.

ვთამაშობდით ჩვენ და ბავშვები, ბავშვები სურამის სახლიდან….


მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : )