“მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!” :)
Posted: ნოემბერი 23, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: გიორგობა, გურია, ორიგინალური, ქორწილი, შეცდომა, Facebook 5 Commentsხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ვნანობთ… ვნანობთ, იმიტომ რომ ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, ან როგორც გვეგონა რომ გამოვიდოდა..
შეცდომებს ვუშვებ ვხვდები!
არ მეშინია შეცდომების დაშვების, არც მათი გამოსწორების! უბრალოდ…
ყველაფერი ორიგინალური მე უნდა მოვიგონო. კარგია განსხვავებულობა, მაგრამ თუ გინდა განსაკუთრებული იყო, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ კარგი მრჩეველი არ გეყოლება არავინ დედამიწის ზურგზე! იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათთვის შენს მიერ აღმოჩენილი განსხვავებულობა უცხო და უცნობი იქნება!
ვერავინ გეტყვის როდის დაუშვი შეცდომა, იმიტომ რომ ახალი გნსაკუთრებულობა არ ჯდება არავითარ ჩარჩოში, არ გავს არცერთ სხვას, წინათ ყოფილს ჩემს თუ სხვის ცხოვრებაში…
” წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო” გამიგონია… აი მე კი ჩემს წინ მიმავალს ვერავის ვხედავ.. მე უნდა ვიყო ჩემი თავის წინაც და უკანაც
მე უნდა ვურჩიო ჩემს თავს, როდის შევჩერდე, ვუთხრა, თუ როდის ვუშვებ შეცდომებს, როდის არ შეიძლება გაღიმება და როდის უნდა დავიხიო უკან…
სისულელეა… ავირიე…
“ხო, ვიცი რომ სულელი ვარ.. ვიცი რომ ნებით ვკარგავ იმას, რაც ბედნიერს მხდის.. ვიცი… მაგრამ.. მიხარია, რომ შემიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება! თუნდაც ყველაფერი “უკუღმა” იყოს…
მე, მე ვარ!!! ♥ ” – ჩემი სტატუსი facebook-ზე..
ავირიე…
მეგონა სწორად ვიქცეოდი და ეს იყო ჩემი შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა, მაგრამ ახლა მივხვდი, ამით კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი..
და facebook-ის ტესტები? არ ვიცი მგონი სადგაც ამართლებს.. “ფრაზები შენი პატარა ვარდისფერი დღიურისთვის” –
consult: ” ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ..”
აი, ესეც ჩემსავით უკუღმართი პოსტი არაუშავს, ამიტანეთ…
შეგიძლიათ კითხვა ბოლოდან დაიწყოთ
p.s. დღეს გიორგობაა, ხვალ ანუ ოთხშაბათს გურიაში მივდივარ, ხუთშაბათს ნათესავის ქორწილია, პარასკევს გურიიდან წამოვალ და შაბათს ჩემი თამუნას და გიოს ქორწილი, თან მეჯვარე ვარ! ❤ ხოდაა…
” მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ …”
News-ები გაუცხოებული ბლოგიდან
Posted: ნოემბერი 17, 2010 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: "შემოდგომის ლეგენდა", გამოცდები, თამუნა, მეჯვარე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სამსახური, ქორწილი, KBN, News 2 Comments
დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.
ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂
უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂 ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂
ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!
შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !
ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐
არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤ (sun)
ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀
და ჩემი ქორწილიიიიი?!!! ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..
კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀
დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!
არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀 მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*
ხო კიდევ რა? მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))
ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀
მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤
Good Lucks!!!
ორი ბილეთი მომავლამდე
Posted: ნოემბერი 14, 2010 Filed under: ჩემეული ჩანახატები... :), Uncategorized | Tags: აბორტი, ემბრიონი, მარტა, ორი ბილეთი მომავლამდე, ფეხმძიმე 16 Comments
მარტამ წვნიანი ხმაურით ჩახვრიპა, მერე აუღელვებლად გასწია თეფში გვერდით და თქვა:
“-ორსულად ვარ!”
დედას ხველება აუტყდა. ბანალურად. მამამ ნახევრად ცარიელ თუ სავსე ბოთლს გაუსწორა მზერა და შემდეგი 7 წუთის განმავლობაში აღარც მოუშორებია.
მარტა არ ელოდა ასეთ რეაქციას და სადღაც მოუსავლეთში დაეფანტნენ წინასწარ სათქმელად გამზადებული სიტყვები.
დაიბნა.. .
ყველაფერს ელოდა სიჩუმის გარდა.
მხოლოდ კედლის საათის წიკწიკი არღვევდა ოთახში გამეფებულ სიჩუმეს და ისიც მარტას ნასროლი სამარილეს გაცნობისთანავე გაჩუმდა.
დედას ყოველთვის სწამდა ცრურწმენების – ოთახის წითლად შეღებილ იატაკზე მარილის ათასობით ნაწილაკი დაიფანტა.
მარტას ეგონა რომ ახლა მაინც გამართლდებოდა ბავშვობიდანვე ათვალწუნებული კავშირი ჩხუბისა და მარილის შესახებ, მაგრამ მამა ისევ ნახევრად სავსე (თუ ცარიელ) ღვინის ბოთლს შესცქეროდა.
..და მაშინ მარტა მეორედ მიხვდა, რომ დამთავრდა.
უხმაუროდ გასწია სკამი უკან და წამოდგა.
ოთახიდან გასვლისას შეამჩნია მამის მთელი სიძლიერით მომუშტული მუჭი მაგიდაზე და მეორე ხელში შერჩენილი ჩანგალი.
მარტა მამას გავდა.
ახლაც ეტყობოდა ხელის გულებზე საკუთარი ფრჩხილებისგან დატოვებული ჭრილობები საშინელი სიბრაზისა და საცოდავი უმწეობის გამო…
დერეფანში გასვლისას კარებღია დარჩენილ ოთახში შეიხედა ინსტიქტურად. გაჩერდა. კარგა ხანს აკვირდებოდა ძმის სუსტ მხრებს და გაჩეჩილ თმებს. მერე კომპიუტერის ეკრანისაკენ გადაიტანა მზერა. პორნოგრაფია ციმციმებდა…
სხვა დროს აუცილებლად ეტყოდა რამეს. გაჩუმდა. ისევ ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა იგრძნო ყელში.
თავის საძინებელში შევიდა. ლოგინის ქვემოდან გამოიღო წინასწარ გამზადებული ჩანთა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი წარწერებითა და სურათებით აჭრელებულ კედლებს, მერე უხმაუროდ გაიხურა კარი და წავიდა…
მეტი სიმძაფრისათვის, ალბათ, სჯობდა მეთქვა, რომ ის ღამე მარტამ სადმე სადგურის მოსაცდელში ან ბაღში სკამზე მჯდომარემ გაატარა, მაგრამ მარტა უბრალოდ ბავშვობის მეგობართან დარჩა. ჯერ კიდევ ჰყავდა…
………………………………….
მარტას პატარაობიდანვე აღიზიანებდა გერმანელი ბებიის პატივსაცემად დარქმეული თავისი სახელი. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ კი სკოლაში დასცინოდნენ თამარები, დავითები და ქეთევანები ამის გამო.
” ჩემს გოგონას არ დავარქმევდი მარტას!” – ინდივიდების ფსიქოლოგიის ლექციაზე გაუელვა თავში და მაშინვე დანაშაულის გრძნობა დაეუფლა ჯერ არდაბადებული და უკვე სასიკვდილოდ განწირული ემბრიონისადმი…
პირველად მაშინ მიხვდა რომ მოსწონდა თავისი სახელი, როცა გაცნობისას გაკვირვებით წარმოთქვა ბიჭმა: “აა, მარტა?!” – განსაკუთრებული მახვილით სახელის პირველ მარცვალზე. მას მერე გახდა “ამარტა” – ბიჭის ლამაზი სამკაული…
…და როცა მარტამ გაბედა და ბანალურად უთხრა: “ჩვენ უკვე სამნი ვართ,” ბიჭმა უბრალოდ წარმოთქვა “მარტა!” – განსაკუთრებული მახვილით ახლა უკვე სახელის ბოლო მარცვალზე…
და მაშინ მარტა პირველად მიხვდა, რომ დამთავრდა…
………………………………..
მძიმედ აიარა ექვსსართულიანი სახლის კიბეები. თითქოს მთელი ცხოვრება მოანდომა ამოსვლას… მორიდებით დააკაკუნა. ზლაზვნით გაიღო შავად შეღებილი რკინის კარები.
პირველი ნაბიჯებისთანავე ცხვირში ეცა შმორის და გაურკვეველი წამლების მძაფრი სუნი. მუქფარდებჩამოფარებულ ფანჯრებს გახედა. სული შეეხუთა. კვლავ იგრძნო უმწეობა.
მალულად დაუწყო თვალიერება სავარძელში მსხდომ დედა-შვილს. გოგო თვრამეტიოდე წლის თუ იქნებოდა. გრძელი თმით და არარეალურ სიშავემდე მისული სევდიანი თვალებით. გარკვევით ჩანდა, როგორ უთრთოდა ტუჩები და დედის მაჯას ჩაჰფრენოდა ხელით.
მარტას სადღაც, გულის სიღრმეში, შეშურდა მისი…
ჭრიალით გაიღო შიგნითა ოთახის კარები და კაბის უხერხული სწორებით გამოვიდა ორმოც წელს მიღწეული, მოკლედთმებშეჭრილი ქალი. მარტას შეხედა დანაშაულზე წასწრებულის მორცხვი ღიმილით და წავიდა…
გაუბედავად წამოდგა გოგონა. მუდარის თვალებით შეხედა დედას. მკაცრ მზერას შეეჯახა გამოუთქმელი ტკივილითა და შიშით აელანძა სახე და სწრაფად გაუჩინარდა ოთახში.
უფრო მეტად დაიძაბა მარტა.
ერთმანეთში აიზილნენ ფიქრები და სიტყვები.
ახლაც მხოლოდ საათის მონოტონური წიკწიკი არღვევდა სიჩუმეს და თეთრ ბალერინასავით ცეკვავდა მარტას ნერვებზე.
ქუთუთოები დაუმძიმდა.
…………………..
“- შემდეგი!”
მარტამ თვალები გაახილა. ცარიელ ოთახს მოავლო მზერა და სწრაფას წამოდგა. დედა-შვილი წასულიყო. ღია კარს გახედა და გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯი.
“-აღარ შემოდიხარ, გოგონი?!” – მოისმა ქალის გამყინავი ხმა და მარტამ ოთახში შედგა ფეხი.
“უკვე მეგონა, გადაიფიქრე”- ჩამოტეხილი წინა კბილი დაანახა სამედიცინოხელთათმანიანმა ქალმა. მარტა დაიძაბა, ჭუჭყიან ზეწარს მიაბჯინა მზერა. მერე მაგიდაზე დალაგებული მაშები და რაღაც უცნაური ხელსაწყოებიც დალანდა. თავბრუ დაეხვა. იგრძნო, რაღაც საშინლად უჭერდა ყელში. ეს არ იყო ის ბურთად გაჩხერილი საცოდავი უმწეობა!.. ფეხის თითებიდან ამოყვა სიცივე… ყურებზე აიფარა ხელისგულები, საშინელი ხმაურის დასახშობად. თვალები დახუჭა.
“- მე დედამ მომკლა!” – ცხადად ჩაესმა მარტას ბავშვის ხმა…
გაშეშდა…
………………………………………
ხალხით სავსე ავტობუსში გაჭირვებით ავიდა ყვითელმაისურიანი კონტროლიორი გულზე ჩამოკიდებული ვინაობის დამადასტურებელი ბარათით.
“-წარმოადგინეთ ბილეთები”- გაიმკაცრა ხმა და იქვე ფანჯარასთან მჯდომ გოგონას წამოადგა თავზე.
მარტამ ძლივს მოწყვიტა ქალაქის ხედს მზერა. აუღელვებლად გახსნა საფულე, ფრთხილად ამოაცოცა ორი ბილეთი და გაუწოდა.
გაოცებულმა მიმოიხედა გოგოს გარშემო კონტროლიორმა და კიდევ უფრო დაბნეულმა ჰკითხა: “მეორე ვისთვის?!”
მხიაურლი ეშმაკები აუჯანყდნენ მარტას თვალებში.
“ჩემი მომავალი შვილისთვის” – თქვა მან – “იცით, ის დღეს თავიდან ჩაისახა!”
მზიანმა ავტობუსმა გაიღიმა…
8/10/2010 წ.
მოშორების სტადია
Posted: ნოემბერი 1, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: ბიჭის მოშორება, კუჭი, მამა., საჭმელი, სტადია, ცოლი 11 Comments” – სახლში მარტო ვარ, მაგრად მშია და რა ვქნა?”
– გააკეთე რამე.
– შენ არ მომეხმარები?”
– არა
– რატო? ცოდო ალა ვაალ? ”
(loooool)
” – მე რატო უნდა მოგეხმარო, მოიყვანე ცოლი და საჭმელსაც გაგიკეთებს და სარეცხსაც დაგირეცხავს! 😛
– რო არ მომყვება? ”
(აქ მივხვდი, რომ მე მგულისხმობდა, ამიტომ..)
” – შენც ისეთი მოიყვანე, რომელიც მოგყვება!
– ის რომ არ მინდა რა ვქნა?
– მაშინ, იყავი მშიერი! 😀 😀 ”
აჰ, ამ ყმაწვილს თქვენ მგონი უნდა იცნობდეთ, თუ არადა მასთან დაკავშირებული მოკლე ისტორია იხილეთ აქ!
მოკლედ ასე, მოშორების სტადიაზე ვარ : ))) 😛
და რადგან ვიცი, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მის კუჭზე გადის, ვირტუალურადაც კი გამოვრიცხე ჩემი მისდამი “დახმარების” პერსპექტივა ამ კუთხით. 😛
და მისი ბოლო განწირული სიტყვები იყო, “- რა მოგიხერხო?..”
P.S. ჰაჰ, ამან რა უნდა მომიხერხოს, მამაჩემი 1 კვირაა სახლში დაუგვიანებლად მოსვლას მთხოვს და მან ვერ მომიხერხა ვერაფერი… 🙂
❤ …თუმცა ეს დაგვიანება და მისი მიზეზი სულ სხვა თემაა.. 😛
ჯერ ჩუუუუუუ!… ❤ (sun)
კომენტარები