დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?

ბლოგოსფეროში ახალი ტეგ-თამაში დაიწყო, ნუ  რაღა ახალი, მაგრამ უჭუკლესმა ვეკომ მას თამაშის სახე მისცა  და დაიწყოოო… მე სიყვარულოვნასგან ვიქმენნი დათაგული 🙂  ასე რომ რა უფლება მაქვს არ გამოვიყენო ესოდენი პატივი და უდიერად მოვეპყრო მის ჩემდამი სიმპატიებს, დაფასებას, სიყვარულს, ჩახუტებას, გაგებას და ამბავს 😀 😀

სიმართლე რომ გითხრათ განსაკუთრებით საინტერესო “მაძებრები” არ მყავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბლოგზე ვერასოდეს შეხვდებით “სექს”, “ძუძუს” და ა.შ. ( უკვე შეხვდებით 😀 )

მოკლედ ვიწყებ:

დევიდ კოპერფილდი – ნუ აშკარად ინტელექტუალი მაძებარი იყო, მაგრამ  ვგონებ იმედები გაუცრუვდებოდა 😀

lamazi bichebi –   ლამაზი ქალი ვიცი მე 😀 ყველაზე ხშირად მგონი ამით ხვდებან ჩემთან 🙂

ნერვოზი-ნევროზი (3-ჯერ )–  არ მაქვს გენაცვალე, დამანებე თავი რაა.. კიდე აქ ხაარ? გადი არა, არა, არ მჭიიირს ვაიმე შემომაკვდებიი!!!!

პ.ს. აი ხო გეუბნებოდი არ მჭირს ნერვოზი 🙂

remarki – აჰ, კიდევ ერთი ინტელექტუალი 🙂

me mapatiet – არაფერია შე კაცო, რა ბოდიშებს იხდი, კიდე შემოიარე 🙂

წვიმის ხმა ფანჯრის მინებზე? 😉 არა ღია მქონდა და პირდაპირ ოთახში ასხავდა 😀

ჩემი მი –   მი არა მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ დო, რე და ლა 😀

კოპერ ფილდი –  კოპერი აქაა და ფილდი გასულია და ხვალ  იქნება, სხვა დროს მობრძანდით 🙂

წვიმა და სიყვარული – ხოო მაგას ბევრს იპოვიდით ჩემთან 😉

კიდევ ჩემთან ეძებენ “ვარდისფერს”  “ალუბალს”  “ქოლგებს” და “მზეს…”  თავიდანვე ხომ ვთქვი არ მყავს “საინტერესო მაძებრებითქო” 🙂
არც ამის დაწერის ხასიათზე ვიყავი ჩემი უმძიმესი  დერესიის ზღვარზე ყოფნის გამო და ამიტომაც იყო ეს პოსტი მთელი კვირა დრაფტებში რომ ესვენა 🙂
ნუ როგორც იქნა მოვაბი თავი და სულ მალე დავკლიკავ “publish”-ს  🙂
მანამდე კი როგორ იქნება რომ წესებს არ დავემორჩილო და ეს თამაში სასიკვდილო
გავწირო 😀  ამიტომაც მისი სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ვთაგავ ჩემს  უსაყვარლეს მზიან ბლოგერს  Here Comes The Sun-s და წყაროს 🙂

ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა :

salolas.wordpress.com —  სწორად მომაგენით, და მიხარია რომ გსმენიათ და მეძებდით  😉  🙂



ჩემი განაცხადი

“მე დავიბადე… თვითონ განსაჯეთ, ვინ იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, მე თუ ვინმე სხვა…”

ჩემი ბლოგიც შეიქმნა..  🙂   ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი უბრალოდ ფაქტებს ვაფიქსირებ  😀

ეს სიტყვები თუ სწორად მახსოვს დევიდ კოპერფილდისაა და რატომღაც გამახსენდა პირველი პოსტის წერას რომ ვიწყებდი ჩემს “ცინცხალ” ბლოგზე 🙂 რავი…

არ მინდა პირველივე პოსტი “გაბღენძილი” და გაბერილი სიტყვების რახა-რუხი გამომივიდეს (აქვე გაფრთხილებთ რომ შესაძლოა ასეთი პოსტებიც იხილოთ:D ) ამიტომ ახლა ბევრს აღარ ვიბოდიალებ და უბრალოდ ვიტყვი! მე მოვედი!.. 😀   😀

ვერ შეგპირდებით რომ ვიქნები ძააალიან აქტიური ბლოგერი და დღეში 10 პოსტს დავწერ 😀 მაგრამ რასაც დავწერ იქნება ჩემი და არა სხვა საიტებიდან ამოკრებილი ინფორმაცია (ვუკბინე ზოგიერთს 😀 ) ..

აუცილებლად იქნება სიყვარულიანები,    მზიანები და ღიმილიანები…  🙂 იმიტომ რომ მე მიყვარს მზე!!!