მე დავწერდი, რომ…
Posted: მაისი 27, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: ანი, დოქი, ზაფხული, მზე, რძე, ღამე, ხელისგულები, Facebook, KBH 13 Commentsრომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..
ნათესავები..
ჯგუფელები..
კურსელები..
KBH-ელები….
ჩემი მეგობრის დედა…
Facebook-იდან შემოხეტებულები…
მე დავწერდი რომ…..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მთელ დღეს ვფიქრობდი. დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო. მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..
დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.
მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.
იქაც, ტაძარში…
მოკლედ, ავირიე!
უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…
ჩემში.
სულ მინდა რომ იყოს.
და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.
შეღამდებოდა.
აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.
მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.
იქნებოდა ზაფხული და ღამე.
ზაფხულის გრძელი ღამე.
დილით მამლები.
და მზე…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხო, აი ამას დავწერდი… : )
და ანი გადამერეოდა : )
ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))
Posted: მაისი 22, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკოს პარკი, იმედის დილა, სანდრო, სახლი, სტუდენტური დღეები, წყნეთი, KBH 9 Commentsჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი.. თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂
ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….
მზის და წვიმის სუნიანი…
ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.
ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.
ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.
წყნეთის ნაძვებიანი…
ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.
ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.
KBH–ის “პრაგონიანი” : )
იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.
სტუდენტურ დღეებიანი
და “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი : ))))))
მეთი აღარ მახსოვს 😦
სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი – მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐 ეს ყველაზე მეტად არ მომწონს. სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )
აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.
არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂
დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?
მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …
და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.
მაგრამ ალბათ ღირდა…
გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..
……………………………………………………
ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება: “სალო, ეს ასე დავწერო?”
ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება, არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..
თან მიხარია.
მელოდება ❤
გამოგაზაფხულდა და შემოგირბინე
Posted: მაისი 18, 2011 Filed under: Here Comes The Sun... ჩემთან <3 2 Commentsგილოცავ გამოგაზაფხულებას…ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს აქ შემოჭრა.. იმედია მოგეწონება, თავი ავხადე ჩემს საჭურჭლეს – ამ ფოტოებს არავის ვაჩვენებ ხოლმე და…. ))
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების…
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.
გაზაფხულივით არეული პოსტი…
Posted: მაისი 5, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: გაზაფხული, გვანცა, დეიტა, მასწავლებელი, მზე, წვიმა, KBH 12 Commentsშემოგაზაფხულდა.. კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია, მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..
არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა. ღამეები თბილი და ჩუმი. დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.
აი ეს მიყვარს ❤
მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .
მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა..
მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს.
მარტო ვიქნები.
და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.
……………………………………………………………………………….
… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.
–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.
………………………………………………………………..
გუშინ გვანცას გავებუტე. თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა! და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას… ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…
………………………………………………………………
…. “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…
მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე! (ალბათ 🙂 )
ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤
p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა… და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))
…………………………………………………………
… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )
………………………………………………………….
… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )
………………………………………………………..
…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ, მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.
………………………………………………………………
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…
………………………………………………………………………….
ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…
მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება. ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ. თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..
ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….
გაზაფხულივით არეული პოსტი….
კომენტარები