Zahra Hindi <3
Posted: აპრილი 20, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :) | Tags: განწყობა, კლიპი, Zahra Hindi 2 Commentsუბრალოდ მიყვარს ❤ ჩემი განწყობაა… თბილი და წყნარი ❤
დილით ამის ფონზე მინდა რომ ვიღვიძებდე სულ : )
რატომღაც ჩემ აღმოჩენად ვთვლი, მაგრამ იმედია, ასე არ არის და უკვე იცნობთ მის შემოქმედებას.
თუ არადა, მაშინ, აი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერა…
კლიპიც რა თბილია…
…………….
მცირე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. იმდენად მწირი იყო, რომ ჩემი ბლოგის მაგის დასადებად ვერ გავიგეტე : )
გამოფეისბუქებულნი
Posted: აპრილი 19, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: მიწისთხილი, სალომე, ფილმი, Facebook 7 Comments
თუ გინდათ ჭეშმარიტი გამოფეისბუქებულები იხილოთ, ახლა ჩვენ უნდა გვიყურებდეთ.
სალო თავის ვარდისფერ ლეპტოპს ჩაციებული, მე ცოტა მოუხერხებელ სკამზე კომპიუტერის წინ.
facebook ორივესთან ციმციმებს.
ერთმენეთის სტატუსებს კომენტარს ვუკეთებთ და ვლაპარაკობთ, როცა სულ 2 მეტრის დაშორებით ვსხედვართ.
სახლში მარტოები ვართ. სალომესიანები სოფელში წავიდნენ. მოკლედ ბურთიც ჩვენია და მოედიანიც, მაგრამ ჩვენ რატომღაც მხოლოდ ფეისბუქი გვიზიდავს 🙂
………………………………………………….
სამზარეულოში მიწისთხილი იხალება – ცოტა ხანში ფილმის ყურებას და კნატუნობანას ვაპირებთ ❤
მგონი დავწვით, რაღაც სუნია…
…არა, გადავრჩით 🙂
……………………….
ფილმი უკვე გადმოიწერა.
მიწისთხილიც მოიხალა.
მოკლედ წავედი 🙂
გპირდებით, facebook-ს გამოვრთავთ და ისე ვიკნატუნებთ 🙂
უსაქმურობის ერთი დღე :|
Posted: აპრილი 14, 2011 Filed under: ჩე_მზე | Tags: "ნადირობა ცხვარზე", თექა, კომპიუტერი, ლექცია, პიჟამო 7 Commentsნანატრი ხუთშაბათი.
მაღვიძარამ, ჩვეულისებისამებრ, 07:15–ზე დარეკა. გამოვრთე და კედლისაკენ გადავბრუნდი.
11:30–ზე ავდექი.
ერთ ხანს პიჟამოებით ვიბოდიალე. ჯერ ოთახებში, მერე ინტერნეტში.
ყველაფერი ისე იყო, როგორც ვნატრობდი, ერთი ეგ იყო რომ ჩაის ჭიქა არ მეჭირა ხელში…
მერე ჩემთვის კარტოფილი შევწვი და ხელი ზედ არ მივაყოლე 🙂
მერე ისევ ბოდიალი.
უქმე ხუთშაბათი!
მივხვდი რომ მძაგს!
მირჩევნია 08:15–ზე მაღვიძამ დარეკოს და მე გამოვრთო და სინდისმა შემაწუხოს ამის გამო. მერე დედა ოთახში შემოვიდეს, პროცესორზე გაკრულ ჩემს ლექციების ცხრილს შეავლოს თვალი და მითხრას რომ დამაგვიანდა!
წამოვიზლაზნო.
რაც ხელში მომხვდება ჩავიცვა.
მერე ხელში მოხვედრილი აღარ მომეწონოს და კიდევ ერთხელ გამოვიცვალო.
ჩაი ორ წამში გამოვცალო.
უკვე ჩაცმული ფეხსაცმელები გავწმინდო (დედა მაპატიე, ვერ შევეჩვიე სახლში მოსვლისას გაწმენდას და არა მეორე დღეს, გასვლის წინ : ) ).
მერე ერთი საათი გზაში და ლექციაზე დაგვიანებით შესვლა და ლექტორის შემოხედვისას ჩემი იდიოტურად გაკრეჭილი და გამოუძინებელი სახე..
საღამოს ლექციების შემდეგ რეპეტიციები. ბავშვები, რომლებიც უბრალოდ მიყვარს. ❤
დღეს კი…..
1. ჯერ კიდევ თმებდაუვარცხნელი კომპიუტერტან ვზივარ.
2. ლოგინი ასალაგებელი.
3. სახლი დასალაგებელი 🙂
4. “ნადირობა ცხვარზე” დასამთავრებელი, არადა დღეს ბიბლიოთეკაში უნდა დავაბრუნო.
5. საღამოს თექაზე უნდა წავიდე, ჩანთის შეკერვა კი ჯერ ვერ დავასრულე 😐
6. ხვალ თუ არ წავალ სამინისტროში, შაბათ–კვირას ვერ მოვახერხებ, იქით კვირისთვის კი უკვე დაწერილი სტატია უნდა მქონდეს მაგიდაზე.
7. ზღვა ინფორმაცია მოსაძიებელი. 😐 მე კი გუგლის მაგივრად, ფეისბუქი მაქვს ჩართული.
უქმე ხუთშაბათი მძაგს! 😐
არ გამოტოვო KBH-ის ნახევარფინალი თსუ–ში! :)
Posted: აპრილი 10, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: "გედევან ფოფხაძის ექვსეული", თსუ, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, KBN 9 Commentsხვალ, 11 აპრილს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ოფიციალურობას ვიცავთ 🙂 ) მე–8 კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი!
მონაწილეობენ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეული”
“ლას სტუდენტას”
“ფანტომასი“
“ჰოპლა”
შეიქმენით მხიარული განწყობა, დაპატიჟეთ მეგობრები, გაამზადეთ პლაკატები და ტრანსფარანტები, მოდით მე–8 კორპუსში და იყვირეთ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეულიიიიიიიიიი! “ : )))))
მისურვეთ წარმატება : )))
p.s. დასწრება თავისუფალია 🙂
მთავარია, იაქტიუროთ და დასაჯდომი ადგილები იპოვოთ, 300 ადგილიან დარბაზში, თუ არადა თქვენც ფანჯრის რაფებზე მოგიწევთ შემოსკუპება 🙂
იმიტომ, რომ…
Posted: აპრილი 7, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), KBH | Tags: KBN 9 Commentsარ ვიცი ვის ვებუტები, ან რას.
უბრალოდ დღეს არ წავალ.
იმიტომ, რომ მცივა.
იმიტომ, რომ გარეთ ქარია.
იმიტომ, რომ მზე არ არის.
იმიტომ, რომ ახლახანს ვიბანავე.
იმიტომ, რომ გავცივდები. 😐
იმიტომ, რომ მეზარება…
იმიტომ, რომ მარტო მინდა ყოფნა.
იმიტომ, რომ გულს მტკენენ და არ იციან.
იმიტომ, რომ გულს ვტკენ და ვიცი.
იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვხვდებით რა გვინდა.
ან ვხვდები, მაგრამ ჩემს თავსაც კი არ ვუმხელ ამას…
იმიტომ, რომ მე ვარ..
არ წავალ, იმიტომ, რომ გუშინ წამოვედი…
მითხრეს, დარჩიო და არ დავრჩი.
შემეძლო არ შემემჩნია და შევიმჩნიე.
შემეძლო გავჩუმებულიყავი, მაგრამ ვთქვი..
იმიტომ, რომ არ უნდა მეტირა მაგრამ…..
p.s. ხვალ მოვალ.. გავიღიმებ და უბრალოდ გეტყვით, რომ მიყვარხართ..
ან არც გეტყვით.
უბრალოდ… : )
ყველაზე ტკბილი
Posted: აპრილი 4, 2011 Filed under: ჩე_მზე | Tags: ბავშვობა, ბილეთი, მზიანები, სადარბაზო, ჩუპა–ჩუპსი 14 Commentsრაიმე თბილი, მზიანი და იმედიანი პოსტი კარგი იქნებოდაო..
…………………………….
ჩემი სახლის ვრცელი და გრილი სადარბაზო.
ეზოს ბავშვების სასახლე – პატარ–პატარა მინებიანი მაღალი ფანჯრით, გრძელი კიბეებით და ხის რიკულებიანი მოაჯირით.
…სადარბაზოს შესასვლელ კარში გაჭირვებით ვაფარებთ გრძელ, ალაგ–ალაგ ჩრჩილისგან ამოჭმულ ფარდას.
ფურცლებს პატარ–პატარ მართკუთხედებად ვჭრით და დიდი მონდომებით გამოგვყავს სულ რამდენიმე სიტყვა:
ბილეთი
დასაწყისი 5 სთ.ზე ფასი 20 თეთრი
გრძელ სკამებს ვამწკრივებთ სადარბაზოს შესასვლელთან და ფარდის ნახვრეტებიდან ჩუმად ვიჭყიტებით.
ნელ–ნელა ივსება სკამები და თითქოს ერთმანეთის გულისცემაც გვესმის.
..და მერე ვმღერით საბავშვო ბაღში ნასწავლ სიმღერებს, გამოთქმით და ხელების ნარნარი შლით ვყვებით ლექსებს, ( 🙂 ) ვცეკვავთ.
ბევრი ტაში და ყვავილები…
მეზობლები იღიმიან.
“კულისებში” ჩუმად ვიცინით და ერთმანეთს ვეხუტებით.
მოსაღამოვდა. ფარდას ვხსნით და სკამებს ვალაგებთ.
“ოცი.. ორმოცი.. სამოცი….. ლარი..”
(“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთ, ტიტუუ რა ბევრიაა” 🙂 )
გვიხარია.
თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ.
5 წუთში ყველას ტკბილი, გემრიელი ჩუპა–ჩუპსებით გვაქვს გაბერილი ლოყები.
არ ვიცი, რამდენად თბილი, მზიანი და მითუმეტეს იმედიანი გამომივიდა ..
უბრალოდ ეს ჩემი ბავშვობაა.. ყველაზე ტკბილი ❤
კომენტარები