მე და “კვირის პალიტრა”

ბავშვობაში “კვირის პალიტრის” კითხვას ბოლო გვერდიდან ვიწყებდი. გასართობი გვერდები იქით იყო. “კურიოზები”, “საბავშვო სალაღობო”. “წისქვილმა კი ფქვასო..” ვკითხულობდი ამ და ამის მსგავს რუბრიკებს და ვერთობოდი. “სამხედრო თემას” და “პოლიტიკას”, რა თქმა უნდა, სწრაფად ვფურცლავდი.

მერე გავიზარდე.

ჯერ პირველ გვერდს ვეცნობოდი. ვკითხულობდი წინ გამოტანილი სტატიების სათაურებს, ამონარიდებს და მერე კი ცნობისწადილგაღვიძებული ვეცნობოდი ბავშვობაში უამრავჯერ სწრაფად გადაფურცლული რუბრიკების გვერდებს.

მერე ვისწავლე ბალანსი.

და მივხვდი რომ კარგი სტატია არ არის, თუ  მხოლოდ აღნიშნავ ფაქტს და ამ საკითხზე მხოლოდ ერთ მხარეს გაესაუბრები. თუნდაც ორივე მხარეს.. მაინც არ არის!

მერე ვისწავლე თვალსაზრისი.

და “კვირის პალიტრაში” თითქმის საერთოდ ვერ ვიპოვე ის…

მერე ვისწავლე, როგორია სარეკლამო სტატია.

და თვალებში გამეჩხირა ასე მომრავლებული ნიშანი R

მერე ვისწავლე სუბიექტურობა (თუ ეს მანამდე ვისწავლე? 🙂 ).

და დავინახე უამრავი გამჟღავნებული პოზიციები…

მერე? მერე არაფერი.

ახლა უბრალოდ ვკითხულობ და ვაფასებ!

ვაფასებ რას წერენ, როგორ და რატომ.

თუმცა, მარტო ამას არა..

ვაფასებ, რომ მე  “კვირის პალიტრას” ბავშვობიდან ვკითხულობდი (მერე რა მოხდა, რომ ბოლო გვერდებს 🙂 ) და ახლაც ვკითხულობ.

ვაფასებ, რომ სიტყვა “გაზეთის” გაგონებისას, რატომღაც პირველას  “კვირის პალიტრა” მახსენდება.

ვაგასებ, რომ მას აქვს თავისი ნიშა.

ვაფასებ, რომ საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა კითხულობს მას.

ვაფასებ კიდევ იმას, რომ როდესაც “კვირის პალიტრას” ხელში ვიღებ და პირველი გვერდის (ახლა უკვე პირველის) თვალიერებას ვიწყებ, თვალში მხვდება წარწერა:

“თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!”

მოკლედ, სუბიექტური ვარ!


ყველაზე ტკბილი

რაიმე თბილი, მზიანი და იმედიანი პოსტი კარგი იქნებოდაო..

…………………………….

ჩემი სახლის ვრცელი და გრილი სადარბაზო.

ეზოს ბავშვების სასახლე –   პატარ–პატარა მინებიანი მაღალი ფანჯრით,  გრძელი კიბეებით და  ხის რიკულებიანი მოაჯირით.

…სადარბაზოს შესასვლელ კარში გაჭირვებით ვაფარებთ გრძელ, ალაგ–ალაგ ჩრჩილისგან ამოჭმულ ფარდას.

ფურცლებს პატარ–პატარ მართკუთხედებად ვჭრით და დიდი მონდომებით გამოგვყავს სულ რამდენიმე სიტყვა:

ბილეთი

დასაწყისი 5 სთ.ზე                              ფასი 20 თეთრი

გრძელ სკამებს ვამწკრივებთ სადარბაზოს შესასვლელთან და ფარდის ნახვრეტებიდან ჩუმად ვიჭყიტებით.

ნელ–ნელა ივსება სკამები და თითქოს ერთმანეთის გულისცემაც გვესმის.

..და მერე ვმღერით საბავშვო ბაღში ნასწავლ სიმღერებს, გამოთქმით და ხელების ნარნარი შლით ვყვებით ლექსებს, ( 🙂 ) ვცეკვავთ.

ბევრი ტაში და ყვავილები…

მეზობლები იღიმიან.

“კულისებში” ჩუმად ვიცინით და ერთმანეთს ვეხუტებით.

მოსაღამოვდა. ფარდას ვხსნით და სკამებს ვალაგებთ.

“ოცი.. ორმოცი.. სამოცი…..  ლარი..”

(“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთ, ტიტუუ რა ბევრიაა” 🙂 )

გვიხარია.

თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ.

5 წუთში ყველას ტკბილი, გემრიელი ჩუპა–ჩუპსებით გვაქვს გაბერილი ლოყები.

არ ვიცი, რამდენად თბილი, მზიანი და მითუმეტეს იმედიანი გამომივიდა ..

უბრალოდ ეს ჩემი ბავშვობაა.. ყველაზე ტკბილი  ❤


ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)

ვუყურებ. ჩემს წინ ზის და გიოს ტელეფონზე ელაპარაკება. თვალწინ მიდგება ბავშვობის კადრები. უცბად ვყვირი “ვაიმე” და სახეზე ქაღალდებს ვიფარებ. მარი გაკვრივებული მიყურებს, თამუნა ისევ ლაპარაკობს..

მარი მეკითხება რა მოგივიდაო და ვუხსნი რომ 2 კლასის დროინდელი კადრები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა როგორები ვიყავით, როგორ ვგიჟობდით და ვდიდგოგოობდით პატარები..  და ახლა.. როგორ მალე გავიდა დრო!

მარი მეთანხმება.  ამბობს: “მეგონა სულ ასე ვიქნებოდით..” სუულ?”-ვკითხულობ მე და მეღიმება. თამო უკვე ჩვენ გვისმენს და “სულ ასე ჩვენი მტერი იყოსო”- ეცინება 😀  შინაბერობა არ გვინდა არცერთს : )   მაგრამ მაინც..

და ვგრძნობთ რომ დიდები ვართ და ამის მერე უკვე ყველაფერი “ისევ ისე” აღარ იქნება..

ჩემი თამუნა..

ჩემი ყველაზე ახლობელი…   ყველაზე ჩემი…   ჩემიანი!…  ❤

საოცრად მიხარია! სადღაც გულში კი რაღაც გაურკვეველი ნამცეცები დაფუსფუსობენ… და უცბად მომდის თავში და ვხვდები რატომ ვერ ეგუებიან ადვილად მამები ქალიშვილების გათხოვებას 🙂

როგორ უსაშველოდ კარგად გვესმის ერთმანეთის.  სულ უსიტყვოდაც..

ვეღარ ვწერ.. იმდენი მაქვს სათქმელი ჩვენზე და ახლა..

ჩემი თამუნა.. თეთრი დედოფალი…

და მერე მუცელი რომ წამოეზრდება და ჩემ მომავალ ნათლულს გარედან მივესალმები..  მე და მარი უკვე წინასწარ ვიცინით და ვგეგმავთ რომ ორსულობისას აუცილებლად ვეტყვით რომ ძალიან გასუქებულია და ჩვენ ტანწერწეტას გავაგიჟებთ 🙂

და მერე დედასავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოები და მამიკოსავით ფეხბურთელი ბიჭები… ❤  ვაიმეეე რა უღმერთოდ შორს წავედი..

თამ გახსოვს 2 წლის წინ წერილი რომ მოგწერეე? რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და საშინლად რომ მენატრებოდი.. ეხლა გადავხედე იმ ლექს იმ წერილში რომ მოგწერე..  აქაც დავწერ..  ხო, ვიცი რომ რითმაც აკლია, სიტყვებიც, ბავშვურიცაა და გაუმართავიც მაგრამ..

შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ!

ფიქრები იბრძვიან, აღწევენ გულიდან,
გონებას იპყრობენ გზები…
შენი სიფაქიზე, ჩემი ცელქობები
გიჟური მყვირალა ხმები…

რამდენჯერ უაზროდ გულები გვტკენია,
ჩხუბსაც ვერ დაარქმევ მაგას…
მერე ისევ ისე ერთად გვიცელქია,
არ შეგვიმჩნევია დაღლა…

დრომ არ შეგვიბრალა, დრო სულ არ ჩერდება
ახლაც ისევ-ისე მიდის..
მიჰქრის, მიაბოტებს და თან გვერეკება
თავისი სასტიკი ხელით…

მე კი უკან ვრჩები, უკან ვიხედები,
და წინ აღარ მიშვებს გული.
დასატოვებლად აღარ მემეტება
ბავშვობის ჩვენი წლები..

ოდნავ მეღიმება, ახლა მეცინება,
გული გამალებით მიცემს..
როგორც ნაწვიმარ ცაზე მზის სხივები
ფიქრები ასწრებენ ფიქრებს…


არ დამთავრებულა ჩვენი გიჟობები!
მე კვლავ ბავშვობაში ვრჩები!
ლამაზ ყვავილებთან, ფერად ოცნებებთან,

შენც გეპატიჟები, რჩები?!..

2008  წ

მიყვარხარ სიგიჟემდე! და რა კარგია რომ შენ ეს იცი!… ❤



-‘๑’ მე ბავშვობიდან მოვდივარ… -‘๑’

“მგონი რაღაც ავურიე… ხო რა ასე დაუფიქრებლად და უაზროდ!

ვაიმე სალომე მიგაღრჩობ სადმე. :@  აბა ეს რა იყო ჯერ ლექციების ცხრილი ჩაურაკრაკე და მერე ვითომ სასხვათაშორისოდ რომ მიაყოლე ლექციებს შორის შუალედი რომელზე გაქვს. 🙂  ჰა  არ  თქვა რომ არ იცოდი რა მოყვებოდა…   კაი, კაი, არ დაიწყო მაგის მტკიცება.. ჩემთან მაინც არ გინდა რაა… 🙂  თან მითუმეტეს მანადმე გითხრა ხვალ მეც ვაპირებ უნიში შემოვლასო…  ხოდა შენც საქმე გაუადვილე,  🙂  “ხვალ მაგ შუალედში თსუ–ში რომ ამოვიდე და “შემთხვევით”  გნახო  რამეს ხო არ დავაშავებ?”– ხელიდან არ გაუშვა შენივე შექმნილი სიტუაცია.  🙂  იდიოტი ხარ რაა…

რა არ იცოდი რომ გეტყოდა? იცოდი  მაგრამ.. ხო, თვითონვე გინდოდა რომ ეთქვა..   არადა კაცმა რომ გკითხოს თავს გაიგიჟებ, რა სისულელეა,   ვაიმე ეგოო? და თვალებს ისე აღაშფოთებ რომ ეჭვსაც კი არ შეიტანენ არაფერშო   😀  😀  ეხ სალო, სალო… მე მაინც არ გიცნობდე რაა… 😉

ხო თავის გაგიჟება როგორ გიყვარს ხოლმეე 🙂 რა სისულელეა, საერთოდ არ მომწონს და არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებო. ჰა ეხლა ხვალ რომ ნახავ “რამენაირ” ურთიერთობებში არ შედის ეეგ?

არადა სულ თავს იკავებდი გენახა ვინმე ვინც ოდნავ მაინც არ მოგწონდა. თუნდაც ამას რამდენი ხანი ახვეწნინე.. 🙂  და დღეს კიდე ჰოპ დაა ვსიოოო 🙂  ხვალ ნახავ  😐  არადა ის მაინც იცოდე რად გინდა..

შენ არ იცი და მე ვიცი, იიშ!

ი–ყე–ნებ!!!

კაი ეხლა ისევ ის შეშფოთებული სახე და აწყლიანებული თვალები არ გინდა რაა.. ხო იყენებ ! ჩუუმეთქი!…  კაი რა მოხდა მერე : )

იმ შუალედში თითქმის ყოველთვის მარტო გიწევს ხოლმე სადმე ფეხის მორთხმა და წიგნის კითხვა…. და იპოვე გამრთობი!

სალომეა, სალომეა….  -‘๑’

ვიცი  ვიცი ბავშვობიდან უფრთხი ვინმესთვის გულის ტკენას.. გახსოვს მე–5 კლასში შენს  კლასელს რომ უყვარდი,  (1–ლი კლასიდან მიყვარსო ამბობდა.. ნუ ეს ბავშვობა…)  ბიჭები ჩაგაცივდნენ… სულელები : |  ისიც იქ იყო მაშინ…  ეხლაც მახსოვს როგორ არ გინდოდა რამე გეთქვა.. იცოდი ბავშვურად დაწყვეტდი გულს.. სხვა გზა არ დაგიტოვეს, რა უნდა გექნა…

ან ის თუ გახსოვს როგორ გამოექეცი  ერთს…  იცოდი სიყვარული უნდა აეხნა და…  გამბედაობა მოკრებილს სიტყვაც კი არ ათქმევინე.. არც კი დაელაპარაკე, გეშინოდა რომ შენც უნდა გეთქვა რამე.. იმის გულის ტკენის გეშინოდა თვითონ…  მერე აღარც უფიქრია რამე..

როგორ ბავშვურად განიცდიდი ყველაფერს…

არც ახლა შეცვლილხარ სალ…

ისევ გიყვარს ჩაბნელებულ ოთახში შენი მოგონილი სიმღერების მღერა… ისევ ხშირად უყურებ გაშტერებული თვალებით ცას როცა გაწყენინებენ და ისევ არ იღებავ თმებს.. : )

თუმცა ახლა აღარ უფრთხი პირდაპირ თქვა  რასაც ფიქრობ…  უკვე მიხვდი, უთქმელობას ისევ  სიმართლის თქმა ჯობია, თუნდაც მომწარო გემო დაკრავდეს მას…

ხო ხედავ, ცოტას ერთობი კიდეც, ვითომ რა მოხდა, იმასაც გავახარებ რომ მნახავს და მეც დროს გავიყვანო ფიქრობ…  ჩუუ–მეთქი!  იქ ტვინის ღმა ხვეულებში ხო ფიქრობ?!

თან მე ხომ ვიცი..  : )    იმასაც ეტყვი, არ უნდა მენახეო ალბათ…

მერე ხომ საერთოდ არ დაალაპარაკებ არაფერზე..

ვიცი სალომეა ვიცი, შენზე არ ვრცელდება გუშინ ფსიქოლოგიაზე მოსმენილი თეორია “ფეხი კარებში”– თუ ადამიანს რაიმე პატარას გააკეთებინებ მერე ძალიან იზრდება შანსი უდრო დიდის გაკეთებაზეც დაითანხმო და უარი ვერ გითხრასო…

ეს შენ გგონია ხოლმე ხანდახან, სუსტი და სულელი პატარა გოგო ვარო..  მე ხომ ვიცი ჭკვიანი ხარ, ძლიერი და… ხო პატარა გოგო!…     😉

ჩემი სალომეა მიყვარს….  -‘๑’

” რა ეგოისტი ვარ, ღმერთო…”