სილაჟვარდის შესამოსელი
Posted: სექტემბერი 30, 2010 Filed under: მზიანები, ჩუმი მზიანი ლექსები... | Tags: დედამიწა, მზე, ოცნება, სილაჟვარდე, სხივი, ქვიშა 4 Comments
მე გავგედდები…
გადავიქცევი ციფერ ოცნებად
და როგორც ყველას,
მომინდება
მზესთან…
გაფრენა…
ცის სილაჟვარდეს შემოვიხვევ
შესამოსელად..
მე მზესთან მივალ სურვილებად,
ოცნებად… ლოცვად…
და გათენდება!..
აივსება ყველა ნაპრალი.
მზე სხივებს დაღვრის,
სველ ქვიშაშიც მზე გაიღიმებს.
უთეთრეს სხივებს შემომაწნავს თმებზე პეპლებად
და მიმიზიდავს, მიმიტმასნავს,
როგორც მთა იელს…
მე სილაჟვარდეს შევერევი,
ვიქცევი მგოსნად
და როგორც გედი, მე ვიმღერებ უთეთრეს სხივებს.
ჩაიფერფლება ბოროტება,
ტანჯვა,
ვაება..
მზესთან აღარ სჩანს არც სიავე,
არც მწუხარება…
ზევიდან მიწა,
უშავესი ეს დედამიწა..
შ ე ბ უ რ ვ ი ლ ი ა
ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ი ს
შ ე ს ა მ ო ს ე ლ ი თ …
2007 წ
კაცი, რომელმაც ამერიკელ ქალებს სიგარეტის მოწევა “ასწავლა”
Posted: სექტემბერი 29, 2010 Filed under: NewsRoom | Tags: ამერიკა, ბალეტი, ედუარდ ბერნაიზი, ზიგმუნდ ფროიდი, იმიჯი, პიარი, ჰებელსი, ჰიტლერი, PR 6 Comments
დღეს ძალზე ხშირად გამოიყენება სიტყვა “პიარი”, თუმცა ბევრმა როდი იცის მისი გამომგონებლის შესახებ. ედუარდ ბერნაიზი, PR-ის ფუძემდებელი და მსოფლიოში აღიარებული ერთადერთი სპეციალისტია, რომელსაც მეტსახელად უწოდეს ,,პიარის გურუ’’. კაცი რომელმაც ასწავლა ქალებს სიგარეტის მოწევა და ამერიკელების საყვარელ კერძად აქცია შემწვარი კვერცხი ბეკონით!
ამერიკაში ედი 1893 წელს მოხვდა. მაშინ ის 2 წლისაც არ იყო, მამასისი, ვენაში მოღვაწე კომერსანტი, დაჯილდოებული იყო არაჩვეულებრივი ინტუიციით და ანშლუსამდე და საკონცენტრაციო ბანაკებამდე დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა: “ებრაელებს ამ ქვეყანაში არ აცოცხლებენ, უნდა წავიდეთ!” ედის აზრი არავის აინტერესებდა, ის უბრალოდ მოათავსეს გემზე, როგორც ერთგვარი ბარგი. როდესაც ჰორიზონტზე თავისუფლების ქანდაკება გამოჩნდა, პატარა ედიმ გაიღიმა და ფუმფულა თითი მისკენ გაიშვირა. ამერიკა მას იმ წამსვე მოეწონა..
როცა წამოიზარდა მამამ ის უნივერსიტეტში გაგზავნა.. სოფლის მეურნეობის შესასწავლად. 3 წლის მერე კი ედი ბრუკლინის გაქვავებულ ჯუნგლებში გაიპარა. შემდეგ ჩავიდა ევროპაში სადაც გაიცნო დედამისის ძმა ზიგმუნდ ფროიდი. ედვარდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიძია ზიგის “კოლექტიურმა არაცნობიერმა”. გარდა ამისა მასზე გავლენა იქონია ფრანგმა ფილოსოფოსმა ლემონმა , რომელიც დემოკრატიის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო.
ასეთი ინტელექტუალრუი განათლებით დაბრუნდა ედი სახლში და გახდა “სარელამო აგენტი” ბროდვეზე. მის მიერ შექმნილ საქმიანობას ეწოდა Public Relations, უბრალოებისთვის PR, ხოლო თავის თავს უწოდა პიარმენი.
ბროდვეიზე მან უამრავი მეგობარი გაიჩინა, რომელთა შორის იყო მსახიობი ბენეტი. მან დადგა პიესა სადაც მოთხრობილი იყო მეძავების შესახებ. იმ დროის პურიტანულ ამერიკაში სავსებით შესაძლებელი იყო ეს პიესა დაეხურათ და ამიტომ მან დახმარებისათვის ბერნაიზს მიმარტა. ედვარდმა კი ჩამოაყალიბა ვენერიულ დაავადებებთან მებრძოლი საზოგადოების ფონდი. ამ ფონდის სხდომებზე “სხვათაშორის” აღინიშნებოდა ხოლმე რომ პიესა “გაფუჭებული საქონელი” წარმოაჩენს საკითხს პროსტიტუციის პრობლემებთან დაკავშირებით და სულ მალე ბენეტის თეატრს მაყურებლის დიდი ნაკადი მიაწყდა. ბერნაიზმა სწორად განსაჯა: საქონელს უნდა აქებდეს არა გამყიდველი, არამედ მყიდველი! ეს აზრი გახდა ის ქვაკუთხედი, რომელზედაც დაფუძნდა ბერნაიზის “იმიჯის გაყიდვა”. სიტყვა “იმიჯი” კი პირველად სწორედ მან გამოიყენა თავის წიგნში “თანხმობის შენება”, სადაც იგი ხელოვნურად შექმნილ რეპუტაციას აღნიშნავდა.
20-იანი წლები “ოქროს ათწლეული” გახდა PR-ისათვის, მაგრამ დიდი ხნით ადრე ედვარდმა მოაწყო უჩვეულო აქცია. აშშ-ში რუსული ბალეტი ჩამოიყვანა. ბალეტი საყოველთაოდ პოპულარული იყო ევროპაში თუმცა ამერიკაში მას ” გარყვნილთა ხელოვნებად” მიიჩნევდნენ. ბერნაიზმა გასტროლებმადე დიდი ხნით ადრე დაიწყო გაზეთებში სტატიების ბეჭდვა, სადაც დადებითად იყო წარმოჩენილი ბალეტი. ასევე საზოგადოებას აცნობდა ბალეტის მოცეკვავეების ცხოვრებას და სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი სექსუალური თავგადასავლები, რის შედეგადაც მკვიდრდებოდა აზრი რომ ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. ამ და სხვა მრავალი აქციის შედეგად სულ მალე რუსული ბალეტის წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთების რიგი კილომეტრებზე იყო გაჭიმული და მილიონერი მამიკოები კი თავიან შვილებს ერთიმეორის მიყოლებით აგზავნიდნენ საბალეტო სკოლებში.
იმავე მეთოდით ბერნაიზმა დაარწმუნა ამერიკელები, რომ ბეკონი საუკეთესო საუზმე იყო. მან გამოაქვეყნა ცნობილი ექიმების სტატიები მათ გვერდით კი განათავსა პოპულარული ადამიანების საუზმის პროცესში გადაღებული ფოტოები. სუფრის ცენტრში რა თქმა უნდა იყო შემწვარი კვერცხი ბეკონით. შემდეგი პროექტი ედვარდს დაუკვეთა “Lucky Strike“-მა რომელსაც ქალთა მრავალათასიანი აუდიტორიის ათვისება სურდა. ბერნაიზის დაკვეთით ექიმები იტყუებოდნენ რომ მოწევა ხელს უწყობს საჭმლის მოენლებას, ხოლო საოპერო მომღერლები ამტკიცებდნენ, რომ სიგარეტი აუმჯობესებს ხმას. ამასთან ცოლის ფემინისტი მეგობრების დახმარებით რეკლამას უკეთებდა სიგარეტს, როგორც ქალთა დამოუკიდებლობის და მამაკაცებთან გათანაბრების სიმბოლოს.
აღსანიშნავია რომ თავად ედვარდი არ ეწეოდა და ნიკოტინს შხამად თვლიდა. თუმცა ედი საქმის საჭიროების გამო მზად იყო დაეთმო თავისი პრინციპები და გაეყიდა სინდისი!
ჰიტლერის მთავრობის პროპაგანდის მინისტრი ჰებელსი იყენებდა ედვარდის ბევრ ტექნოლოგიას და ამბობდა რომ ” მიუხედავად იმისა, რომ ის ებრაელია, საქმე მაინც გამოსდის!” ბერნაიზის კლიენტების სია მოგაგონებდათ ცნობარს “ვინ ვინ არის ამერიკაში”-პრეზიდენტები, კონგრესმენები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ა.შ.
1964 წელს ედვარდი ცოლთან ერთად ნიუ-იორკიდან გადასახლდა კემბრიჯში. იქ მან უკანასკნელად გამოიყენა თავისი ლეგენდარული ნიჭი: როდესაც მისი სახლის მახლობლად აპირებდნენ ავტოტრასის აშენებას, მან 2 საათში მოახერხა სახალხო დემონსტრაციის ორგანიზება ლოზუნგით “ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს ბორბლების ქვეშ დასაღუპავად!”
მეუღლის გარდაცვალების შემდეს მან დაიქირავა მომვლელი ქალი ჯოან ვონდრა, რომელმაც დაითანხმა მოხუცი ედი მის სასარგებლოდ დაეწერა ანდერძი. ეს არ აწყობდათ მის ქალიშვილებ-ექიმს დორისს და ცნობილ მწერალ ენს. დიდი სკანდალის შემდეგ თითქმის 100 წლის ედი და ჯოანი ჩასხდნენ მანქანაში და სასტუმროში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქალიშვილებმა კი ჯოანს სასამართლოში უჩივლეს მამის გატაცების ბრალდებით. ყოველივე ეს ნაკლებად ადარდებდა ედვარდს: მან დიდი ხანია იცოდა, რომ სწორად წარმართული სკანდალი აუმჯობესებს იმიჯს. მალე მან გამოსცა თავისი მოგონებების წიგნი ოპტიმისტური სახელწოდებით: “ჩემი პირველი 100 წელი”, თუმცა მისი მეორე ასწლეული ხანმოკლე აღმოჩნდა-1995 წლის 9 მარტს PR-ის მამა ჩუმად გარდაიცვალა თავის სახლში!..
“წამება ქეთევან დედოფლისა”
Posted: სექტემბერი 26, 2010 Filed under: Uncategorized | Tags: "დედა ისტორია", ლევან სანიკიძე, ქეთევან დედოფალი 15 Comments
ცეცხლის საგებელზე იწვა დედა საქართველოსი, შიშველი და ყვავილ-ჩაუქრობელ მკერდზე ქართული მიწის ნაშთით მიმოფანტული.
ლევან სანიკიძე “დედა ისტორია”
I <3 TSU
Posted: სექტემბერი 24, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), სტუდენტური ცხოვრება | Tags: თსუ, პირველკურსელი, უნივერსიტეტი 2 Commentsუყურებ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს და ხვდები! არც ბევრი ფიქრი უნდა და არც დედუქციური მეთოდების გამოყენება. უბრალოდ შეხედავ და იტყვი: “ეს პირველკურსელია!” მერე გეღიმება ისეთი ღიმილით რომელსაც ვერაფრით ჩაწვდება “ის” სანამ მომავალ წელს თვითონაც არ დაინახავს მის გარშემო დაბნეული სახეებით, უკიდურესი მარაზმის დროს მშობლების თანხლებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოჩვენებითი თავდაჯერებულობით შენიღბულ ბავშვებს.. და ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს, წამოცდება “ჰმ, პირველი კურსი!”
ჩვენგან განსხვავებით ამათ უფრო გაუმართლათ. ზუსტად მახსოვს შარშან 28 სექტემბერს დაიწყო სწავლა. საააშინლად წვიმდა და გაწუწული ქათმებივით დავბოდიალობდით 😀
რაც იყო, იყო.. ახლა ვთქვათ დღეს რა იყო (რა კარგი სიტყვაა “იყო” 🙂 )
დღეს ბევრზე ბევრი ნაცნობი სახე და ძალიან გულწრფელი ღიმილი, უთბილესი ჩახუტებები და ბევრი ბევრი კოცნა ❤ კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ მიხარია!
მიყვარს თსუ და თსუ-ელები 🙂
არაფერი განსაკუთრებული…
Posted: სექტემბერი 13, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩემეული ჩანახატები... :) | Tags: თბილისი, ფილმი, ღამე 3 Comments“-ეხლა ღამეა..
-ხო ვიცი..
-რა ვქნათ? 😛
-მგონი უნდა დავიძინოთ…
-ხო მართალი ხარ, “მგონი”..
-მგონი? რა ვაპირებთ რამეს?
-მე კი.
-რას?
-წამომყვები?
-სად?
-ღამეა ანნ…
-მერე?!
-ღამეამეთქი.. და გარეთ ისეთი სიწყნარეა განმეორება რომ აღარ იქნება..
– ……
-წავიდეთ რა… უბრალოდ დავუყვეთ ქუჩებს.. ხო გიყვარს?..
– მე მიყვარს?! არა საიდან მოიტანე..
-კაი რა… : ) მე მიყვარს.. თბილისი ხო გიყვარს ანნ 🙂
– აჰ, ეგ იგულისხმე?
– შენ რა იფიქრე 😛
– რა აზრი აქვს…
– წავიდეთ, და უფრო მეტად შეგიყვარდება.. თუ გინდა იმის ფანჯრებსაც გავუაროთ..
-რა? გაგიჟდი?
–აკი არ მიყვარსო?! 🙂
– …….
– კაი, გეხუმრე…
– …..
– გავდივართ?
-არა!
– … კარგი! და გახსოვდეს რომ დაკარგე.. ღამე… ისევ ასეთი აღარასოდეს აღარ იქნება…”
მერე? მერე არაფერი.. ფილმი გადმოვწერეთ და ვუყურეთ : )))) უბრალოდ.. ხომ გითხარით არაფერი განსაკუთრებულითქო….
ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)
Posted: სექტემბერი 5, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), შენ გწერ :), ჩე_მზე | Tags: ბავშვობა, თამუნა, ქორწილი 5 Commentsვუყურებ. ჩემს წინ ზის და გიოს ტელეფონზე ელაპარაკება. თვალწინ მიდგება ბავშვობის კადრები. უცბად ვყვირი “ვაიმე” და სახეზე ქაღალდებს ვიფარებ. მარი გაკვრივებული მიყურებს, თამუნა ისევ ლაპარაკობს..
მარი მეკითხება რა მოგივიდაო და ვუხსნი რომ 2 კლასის დროინდელი კადრები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა როგორები ვიყავით, როგორ ვგიჟობდით და ვდიდგოგოობდით პატარები.. და ახლა.. როგორ მალე გავიდა დრო!
მარი მეთანხმება. ამბობს: “მეგონა სულ ასე ვიქნებოდით..” სუულ?”-ვკითხულობ მე და მეღიმება. თამო უკვე ჩვენ გვისმენს და “სულ ასე ჩვენი მტერი იყოსო”- ეცინება 😀 შინაბერობა არ გვინდა არცერთს : ) მაგრამ მაინც..
და ვგრძნობთ რომ დიდები ვართ და ამის მერე უკვე ყველაფერი “ისევ ისე” აღარ იქნება..
ჩემი თამუნა..
ჩემი ყველაზე ახლობელი… ყველაზე ჩემი… ჩემიანი!… ❤
საოცრად მიხარია! სადღაც გულში კი რაღაც გაურკვეველი ნამცეცები დაფუსფუსობენ… და უცბად მომდის თავში და ვხვდები რატომ ვერ ეგუებიან ადვილად მამები ქალიშვილების გათხოვებას 🙂
როგორ უსაშველოდ კარგად გვესმის ერთმანეთის. სულ უსიტყვოდაც..
ვეღარ ვწერ.. იმდენი მაქვს სათქმელი ჩვენზე და ახლა..
ჩემი თამუნა.. თეთრი დედოფალი…
და მერე მუცელი რომ წამოეზრდება და ჩემ მომავალ ნათლულს გარედან მივესალმები.. მე და მარი უკვე წინასწარ ვიცინით და ვგეგმავთ რომ ორსულობისას აუცილებლად ვეტყვით რომ ძალიან გასუქებულია და ჩვენ ტანწერწეტას გავაგიჟებთ 🙂
და მერე დედასავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოები და მამიკოსავით ფეხბურთელი ბიჭები… ❤ ვაიმეეე რა უღმერთოდ შორს წავედი..
თამ გახსოვს 2 წლის წინ წერილი რომ მოგწერეე? რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და საშინლად რომ მენატრებოდი.. ეხლა გადავხედე იმ ლექს იმ წერილში რომ მოგწერე.. აქაც დავწერ.. ხო, ვიცი რომ რითმაც აკლია, სიტყვებიც, ბავშვურიცაა და გაუმართავიც მაგრამ..
შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ!
ფიქრები იბრძვიან, აღწევენ გულიდან,
გონებას იპყრობენ გზები…
შენი სიფაქიზე, ჩემი ცელქობები
გიჟური მყვირალა ხმები…
რამდენჯერ უაზროდ გულები გვტკენია,
ჩხუბსაც ვერ დაარქმევ მაგას…
მერე ისევ ისე ერთად გვიცელქია,
არ შეგვიმჩნევია დაღლა…
დრომ არ შეგვიბრალა, დრო სულ არ ჩერდება
ახლაც ისევ-ისე მიდის..
მიჰქრის, მიაბოტებს და თან გვერეკება
თავისი სასტიკი ხელით…
მე კი უკან ვრჩები, უკან ვიხედები,
და წინ აღარ მიშვებს გული.
დასატოვებლად აღარ მემეტება
ბავშვობის ჩვენი წლები..
ოდნავ მეღიმება, ახლა მეცინება,
გული გამალებით მიცემს..
როგორც ნაწვიმარ ცაზე მზის სხივები
ფიქრები ასწრებენ ფიქრებს…
არ დამთავრებულა ჩვენი გიჟობები!
მე კვლავ ბავშვობაში ვრჩები!
ლამაზ ყვავილებთან, ფერად ოცნებებთან,
შენც გეპატიჟები, რჩები?!..
2008 წ
მიყვარხარ სიგიჟემდე! და რა კარგია რომ შენ ეს იცი!… ❤
I’m here :)))
Posted: სექტემბერი 2, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ზაფხული, სახლი 7 Commentsაზრზე არ ვარ როგორ უნდ დავიწყო, მაგრამ იმას ნამდვილად ვხვდები რომ სულ არ დაწყებას მაინც რამენაირად დაწყება ჯობია, თუნდაც ამდენი ტავტოლოგიებით. 🙂
მოკლედ, ჩამოვედი! (საზეიმო შეძახილი და ტაშის გრიალი) 😀
ცხოვრებაში პირველად მოხდა რომ მაქვს შეგრძნება, თითქოს საუკუნეა არ ვყოფილვარ საკუთარ სახლში. (ამაზე ალბათ ჩემს აქ არ ყოფნაში მიმდინარე რემონტმაც იზრუნა 😀 )
დავისვენე და დავიღალე კიდევაც, დასვენებით დავიღალე… 😀
ვფიქრობდი ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი დამეწერა მაგრამ მგონი ეს, ისევე როგორც სხვა იდეები ახლო მომავლისათვის გადაიდება და მერე სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს 😀
რამდენი რამე მოხდა, ცუდიც და კარგიც.. უფრო უკეთ ვისწავლე ცხოვრება, ბევრი რამ გავიგე და მივხვდი…
ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ზაფხული იყო, მაგრამ რაც იყო იყო.. და რაც მთავარია ” მაქვს მაგარი ზაგარიი” 😀
კიდე ერთ რამეს მივხვდი ეხლა: საშინლად გადავჩვეულვარ პოსტები წერაას!!!
ჩემი ფრიად დასვენებული გონება წამდაუწუმ მახსენებს “კაი გეყოფა, რა გაქვს ამდენი სათქმელი და საწერიო.!” 🙂
ვეცდები თავიდან შევიჩვიო და დავიმორჩილო ჩემი აზრებიც და კლავიატურაც 😀
აი ასე თავ და ყირა დავდივაარ!!!
მიხარია…
მიხარია რომ დავბრუნდი ჩემს ყველაზე მზიან და თბილ ქალაქში!!! (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით 🙂 )
მიხარია რომ დავბრუნდი ყველაზე მზიური წვიმის ალუბლების თავშესაფარში...
ჩემიანებთან! ❤
კომენტარები