…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)

ჩემი ძმა რომ უზომოდ მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია, უკვე ძველია.
ძველი კი არა, ეს (მგონი) ყველა და-ძმისთვის ასეა…
მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, არსებობს მომენტი, როცა ფიქრობ, თუ რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?! 😀

1. გამუდმებით მოგთხოვს დასვა კომპიუტერთან.

2.მოგბაძავს და თვითონაც გააკეთებს ბლოგს 🙂

3. აუცილებლად შეგიჭამს ნერვებს და კომპიუტერის მეხსიერებას რაღაც უაზრო თამაშებით :X

4. “გაიძულებს” გაგამეორებინოს კარატეზე ნასწავლი ილეთები 😀 :X

5. ღამის 12 საათზეც რომ მოხვიდე სახლში, მაინც დაგელოდება და შეგამოწმებინებს ქართულის თემას.. :* 🙂 so sweet..

6. არხი “საქართველო” ტელევიზორის ეკრანებს არ მოსცილდება..

7. დილით, როცა საქმე არაფერი გაქვს და გემრიელად გამოძინებას აპირებ, აუცილებლად გაგაღვიძებს ჯერ მაღვიძარა და მერე დედის ხმა: “სანდრო, ადექი სკოლაში გაგვინდებაა!”

8. დედა დაწოლის წინ ბოლოს იმას აკოცებს 😐

9. ზაფხულში სულ კუდში დაგყვება (საბედნიეროდ, საიდუმლოს გინახავს 😀 თუ შემთხვევით არ წამოცდება ხოლმე 😀 )

10. ძმის გამო გედაქალებიან 12 წლამდე ასაკის გოგოები 😀 😀 “სალიკუნაა” lool

11. სახლის ტელეფონზე შენ უკვე თითქმის აღარავინ გირეკავს 😐 (სამაგიეროდ არც გაკვეთილების ჩანიშვნისთვის გაწუხებს ვინმე :happy:

12. გაიძულებს ეთამაშო ჭადრაკი, თან იქამდე, სანამ არ მოუგებ.. (ანუ დაუსრულებლად 😐 ვერასდროს ვუგებ 😦 )

13. გთხოვს დააჭრა ფრჩხილები, მაგრამ მოითხოვს, არ ატკინო!

14. იბუზღუნებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია 🙂

15. არ დაივიწყებს ფულს, რომელიც როდესღაც “ესესხე” 😀 😀 პროცენტებსაც დაუმატებს 😀

და ბოლოს… რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?  

სანამ შენ სიგარეტის მოსაწევად გახვალ და ფეისბუქს ჩართულს დატოვებ, შენს მაგივრად არავის მიწერს: იცი რა, ჩემს ძმას მოსწონხარ, სულ შენზე ლაპარაკობს და მე თუ მკითხავ უყვარხარ კიდევაც!.. 😉

p.s.ეს ბოლო, რა თქმა უნდა, სანდროს არ ეხებოდა.. უბრალოდ შეგონება, მიაქციეთ ყურადღება პატარა ძმებს, ხშირად თქვენს მოწონების ობიექტთან ჩამშვებებად გევლინებიან 😀


უსაქმურობის ერთი დღე :|

ნანატრი ხუთშაბათი.

მაღვიძარამ,  ჩვეულისებისამებრ, 07:15–ზე დარეკა.  გამოვრთე და კედლისაკენ გადავბრუნდი.

11:30–ზე ავდექი.

ერთ ხანს პიჟამოებით ვიბოდიალე. ჯერ ოთახებში, მერე ინტერნეტში.

ყველაფერი ისე იყო, როგორც ვნატრობდი, ერთი ეგ იყო რომ ჩაის ჭიქა არ მეჭირა ხელში…

მერე ჩემთვის კარტოფილი შევწვი და ხელი ზედ არ მივაყოლე  🙂

მერე ისევ ბოდიალი.

 

 

უქმე ხუთშაბათი!

მივხვდი რომ მძაგს!

 

მირჩევნია 08:15–ზე მაღვიძამ დარეკოს და მე გამოვრთო და სინდისმა შემაწუხოს ამის გამო.   მერე დედა ოთახში შემოვიდეს, პროცესორზე გაკრულ ჩემს ლექციების ცხრილს შეავლოს თვალი და მითხრას რომ დამაგვიანდა!

წამოვიზლაზნო.

რაც ხელში მომხვდება ჩავიცვა.

მერე ხელში მოხვედრილი აღარ მომეწონოს და კიდევ ერთხელ გამოვიცვალო.

ჩაი ორ წამში გამოვცალო.

უკვე ჩაცმული ფეხსაცმელები გავწმინდო (დედა მაპატიე, ვერ შევეჩვიე სახლში მოსვლისას გაწმენდას და არა მეორე დღეს, გასვლის წინ : ) ).

მერე ერთი საათი გზაში და ლექციაზე დაგვიანებით შესვლა და ლექტორის შემოხედვისას ჩემი იდიოტურად გაკრეჭილი და გამოუძინებელი სახე..

საღამოს ლექციების შემდეგ რეპეტიციები.  ბავშვები, რომლებიც უბრალოდ მიყვარს.  ❤

დღეს კი…..

1. ჯერ კიდევ თმებდაუვარცხნელი კომპიუტერტან ვზივარ.

2. ლოგინი ასალაგებელი.

3. სახლი დასალაგებელი 🙂

4. “ნადირობა ცხვარზე” დასამთავრებელი, არადა დღეს ბიბლიოთეკაში უნდა დავაბრუნო.

5. საღამოს თექაზე უნდა წავიდე, ჩანთის შეკერვა კი ჯერ ვერ დავასრულე 😐

6. ხვალ თუ არ წავალ სამინისტროში, შაბათ–კვირას ვერ მოვახერხებ, იქით კვირისთვის კი უკვე დაწერილი სტატია უნდა მქონდეს მაგიდაზე.

7. ზღვა ინფორმაცია მოსაძიებელი. 😐 მე კი გუგლის მაგივრად, ფეისბუქი მაქვს ჩართული.

უქმე ხუთშაბათი მძაგს! 😐

 


კიდევ ერთი მზე ჩემთან…

. 14/01/2011.

დილით ეკლესიაში ვიყავი.  უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში  30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…

და მერე… ორივე ვეზიარეთ…  რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…

აღარ გვციოდა არცერთს..

ჩემი ყველაფერი!..

. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 )  და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .

დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.

. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..

სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…

არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.

სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!

და მაინც..

თურმე.

კიდევ ერთი მზიანი…


კომპიუტერი გვხმარობს?! O_o

გუშინ მოთმინებიდან გამოსულმა დედაჩემმა ასეთი საოცარი ფრაზა მტკიცა: “კომპიუტერს კი არ ხმარობთ თქვენ, კომპიუტერი გხმარობთ!”   🙂   ნუ სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ რეალობასთან მგონი მართლა ახლოა.. O_o

ხო სანამ დედა ამ საოცრებას მეტყოდა, მამა გამოდიოდა მწყობრიდან   🙂   მეორედ აღარ დავინახო ინტერნეტი ჩაურთო ამათო – დედას უბღვერდა 🙂

არადა ნამდვილად არ ვარ ისე რომ მთელი დღე თავით ვიყო შემხტარი კომპში, უბრალოდ ძაან ცუდი რამე მჭირს, ზოგჯერ როცა რამეს ვაკეთებ, ან ვინმეს ვწერ, რას მელაპარაკებიან არ მესმის და პასუხს უმრავლეს შემთხვევაში არ ვცემ, ან თუ მაინც ვპასუხობ არაფერ კავშირში არ არის  იმ თემასთან რაზეც მელაპარაკებოდნენ. 🙂

მგონი ბევრს აქვს ეს პრობლემა, თუ დავიჯერო მე ვარ ასეთი “უნიკალური” (რა თქმა უნდა ცუდი გაგებით 🙂 )

ეჰ წავედი თავი ამტკივდა, დავიძინებ..  აი აი ეხლა სად არიან ჩემი მშობლები, რომ დააფიქსირონ როგორ დემონსტრაციულად გამოვრთავ ამ  “ეშმაკის მანქანას” ( 🙂 ) ჩემი ხელით! 😉