…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)

ჩემი ძმა რომ უზომოდ მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია, უკვე ძველია.
ძველი კი არა, ეს (მგონი) ყველა და-ძმისთვის ასეა…
მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, არსებობს მომენტი, როცა ფიქრობ, თუ რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?!😀

1. გამუდმებით მოგთხოვს დასვა კომპიუტერთან.

2.მოგბაძავს და თვითონაც გააკეთებს ბლოგს🙂

3. აუცილებლად შეგიჭამს ნერვებს და კომპიუტერის მეხსიერებას რაღაც უაზრო თამაშებით :X

4. “გაიძულებს” გაგამეორებინოს კარატეზე ნასწავლი ილეთები😀 :X

5. ღამის 12 საათზეც რომ მოხვიდე სახლში, მაინც დაგელოდება და შეგამოწმებინებს ქართულის თემას.. :*🙂 so sweet..

6. არხი “საქართველო” ტელევიზორის ეკრანებს არ მოსცილდება..

7. დილით, როცა საქმე არაფერი გაქვს და გემრიელად გამოძინებას აპირებ, აუცილებლად გაგაღვიძებს ჯერ მაღვიძარა და მერე დედის ხმა: “სანდრო, ადექი სკოლაში გაგვინდებაა!”

8. დედა დაწოლის წინ ბოლოს იმას აკოცებს😐

9. ზაფხულში სულ კუდში დაგყვება (საბედნიეროდ, საიდუმლოს გინახავს😀 თუ შემთხვევით არ წამოცდება ხოლმე😀 )

10. ძმის გამო გედაქალებიან 12 წლამდე ასაკის გოგოები😀😀 “სალიკუნაა” lool

11. სახლის ტელეფონზე შენ უკვე თითქმის აღარავინ გირეკავს😐 (სამაგიეროდ არც გაკვეთილების ჩანიშვნისთვის გაწუხებს ვინმე :happy:

12. გაიძულებს ეთამაშო ჭადრაკი, თან იქამდე, სანამ არ მოუგებ.. (ანუ დაუსრულებლად😐 ვერასდროს ვუგებ😦 )

13. გთხოვს დააჭრა ფრჩხილები, მაგრამ მოითხოვს, არ ატკინო!

14. იბუზღუნებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია🙂

15. არ დაივიწყებს ფულს, რომელიც როდესღაც “ესესხე”😀😀 პროცენტებსაც დაუმატებს😀

და ბოლოს… რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?  

სანამ შენ სიგარეტის მოსაწევად გახვალ და ფეისბუქს ჩართულს დატოვებ, შენს მაგივრად არავის მიწერს: იცი რა, ჩემს ძმას მოსწონხარ, სულ შენზე ლაპარაკობს და მე თუ მკითხავ უყვარხარ კიდევაც!..😉

p.s.ეს ბოლო, რა თქმა უნდა, სანდროს არ ეხებოდა.. უბრალოდ შეგონება, მიაქციეთ ყურადღება პატარა ძმებს, ხშირად თქვენს მოწონების ობიექტთან ჩამშვებებად გევლინებიან😀


19 Comments on “…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)”

  1. lasha says:

    es bolo chem dzmasac ar exeboda xo?😀😀

  2. ketusi says:

    ვაიმე რა საყვარელი პოსტია, ბევრი ვიხალისე.სულ მინდოდა ძმა მყოლოდა 🙂
    კარგი გოგო ხარ :*

    • salolas says:

      ვაიმე მადლობა ^_^ მართლა მაგარია ძმა რომ გყავს🙂 ცალკე პოსტად უნდა დავწერო დადებითი მხარეები😀

  3. lasha says:

    chemi dzma vabshe ra shuashia xo?😀😀😛

  4. siyvarulovna says:

    აი ზუუუუუუუუუუუუუუუსტად :დდდდ არც მეტი არც ნაკლები :დდ

    საბედნიეროდ მე ჩემი კომპიუტერი მაქვს, და თავშიაც ქვა უხლია იმდენი თამაში ჩაუწერია სანამ კომპიუტერი არ აგინებს :დდ

    და კიდევ, ეს ფრჩხილების დაჭრა რა უბედურებაა😐 ჩემი ძმაც არავისთან მიდის ჩემს გარდა:/ და ჭადრაკის გარდა ნარდს, უნოს, დომინოს, დურაკას და ა.შ ითხოვს ხოლმე :დდ

    პ.ს ამ ფოტოში სანდრო ძაააალიან ჰგავს ვეკოს

    • salolas says:

      ვაიმეეე შენც გოგოო?😀😀 ხოოო ფრჩხილებს მართლა მარტო მე მაჭრევინებს ესეეც😀😀

      აუ კარგია პატარა ძმა❤

  5. დედისერთობა რა კარგია❤

  6. აუუუ ^_^
    ჩემი ძმა ახლა მე-12 კლასშია და მთლად ასე აღარაა, მარა ადრე უარესი იყო🙂
    მაგარია ძმა რომ გყავს, თან პატარა. მერე რომ იზრდება და თანდათან ზრუნვას იწყებს შენზე ^_^

    • salolas says:

      ხოო მართეს ახლავე ზრუნავს უკვე😐 აი ხო პატარაა და ისეთ რაღაცეებს ხვდება, მაგიჟებს😀

      აი ხო დავწერე სულ თან დამყვება მეთქი ზაფხულობით და ჩემზე ადრე ამჩნევს ვის მოვეწონები ხოლმე😀 მერე მეკაიპება😐 ^__^

  7. მართლა მგავს? რა მაგარია : )))

    შენ კი სალომე ჩემზე მეტად უყვარხარ სანდროს😦 მემგონი. მარა არა, მეც ვუყვარვარ, პროსტა მე “მაღალი ღობე” ვარ, ამიტომ შენთან უფრო ახლოსაა : ((

    • salolas says:

      ნუ ეჭვიანობ გოგოო : )) შენც უყვარხარ, უბრალოდ მართლა ეგრეა, შენ მაღალი ღობე ხარ, თუ როგორცაა😀

      მიყვარხარ ვეეეეეკ :*

  8. nanuka says:

    salome exla panikashi chavardebi shen erti gtavs da me 4


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s