რას მირჩევთ, გადავაქოთო? :)
Posted: აპრილი 26, 2010 Filed under: problem... | Tags: ბლოკნოტი 20 Commentsჩემი ბლოკნოტი დავკარგე! მგონი.. ხო მგონი დავკარგე. დიდი ხანია რაც არც თვალში და არც ხელში არ მომხვედრია. 😦 იქ მეწერა ჩემი ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები.. ხოდა თუ მართლა დავკარგე მაშინ ოოო…. ჯერ ზუსტად არ ვიცი დავკარგე თუ არა, იმიტომ რომ კარგად არ მომიძებნია. მარტო ჩემს უჯრაში და ჩანთებში ჩავიხედე.. მაგრამ თან არც მინდა რომ კარგად მოვძებნო. იმიტომ რომ თუ მთელ სახლს თავდაყირა დავაყენებ, უჯრებს ამოვქექავ, თაროებიდან წიგნებს და რვეულებს გადმოვყრი, ლოგინების ქვემოთ შევიხედავ ( 🙂 ) და მაინც ვერ ვიპოვი… მერე საშინლად დამწყდება გული… 😦 ხოდა ჯერ ვიხანგძლივებ ამ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცი დავკარგე თუ არა…
ძალიან ცუდია როცა რაღაცას კარგავ…. როგორი გრძნობაა იცით? მითუმეტეს თუ ეს “რაღაცა” ძალიან გიყვარს…
ხოდა რას მირჩევთ? გადავაქოთო ყველაფერი და მერე მოგიყვეთ მართლა როგორ დავკარგე ჩემი საყვარელი, “შემოქმედებით სავსე” ( 🙂 ) ბლოკნიტი? არ ვიცი, არ ვიცი….
არ არის და მინდა რომ იყოს…
Posted: აპრილი 23, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: გივი ძნელაძე, გიორგობისთვე, მზე, წამი 7 Commentsეს ალბათ ყველაზე სულელური პოსტი იქნება მათ შორის რაც კი ოდესმე დამიწერია.. მაგრამ დავწერ… იმიტომ რომ მინდა რომ დავწერო 🙂
სულელური იქნება იმიტომ რომ გარეთ წვიმს და არ მინდა რომ წვიმდეს…
არ არის მზე და მინდა რომ იყოს…
წასასვლელი ვარ და არ მინდა რომ წავიდე…
მარტო ვარ და არც მარტო მინდა რომ ვიყო…
აბა მითხარით ასეთ დროს როგორ უნდა დაწერო რამე……
“წუთო,
წამო,–
ერთი წამით შეჩერდი…
წამი,
წამო,
ერთი წუთით დადექ!…
შე ჩერჩეტო,
სხვა ვერ ნახე
ჩემს მეტი?–
რას დამჩხავი:
– წამო…
წამო..
წამო!…
…………………………………
“რა ლამაზად ჩამომდგარა გიორგობისთვეო!..”
გივი ძნელაძე..
პ.ს. განწყობის ლექსი…. : ))))
თსუ-ში ძეგლს დამიდგავენ! :D
Posted: აპრილი 16, 2010 Filed under: Uncategorized 5 Commentsარ ვიცი ვისთის რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია 🙂
გუშინ, 15 აპრილს, როდესაც უმეტესობა სიყვარულის დღეს აღნიშნავდა, მე ზუსტად 10 საათნახევარი გავატარე უნივერსიტეტში და აქედან სრული 9 საათი ლექციებზე. 😀
არ ვიცი შეიძლება არის თქვენ შორის ასეთი თავდადებული სტუდენტები მაგრამ ჩემ სანაცნობო-საახლობლოში არავინ მეგულება 🙂
ხოდა თუ თქვენ ხართ ასეთი ან ამ პოსტის კითხვისას (თუ წაიკითხავთ საერთოდ) ვინმე გაგახსენდათ, გამაცანით რაააა… 😀 😀
მოვა კიდე რაიმე ბანალური მისალოცი დღე და სიამოვნებით გავატარებ მასთან ერთად! :))))
კომენტარები