“ქალი გამოვიდა საღალატოდ”

ძილში ჩამესმა წვიმის ხმა.. საოცრად, გრუხუნით წვიმდა და მე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა გადვწყვიტე რომ ლექციებზე არ მივდივარ! ცოტა გამოვფხიზლდი და ცხრილს გონების თვალი გადავავლე.   მივხვდი არ ივარგებდა 8 ლექციის გაცდენა და ზლაზვნით წამოვდექი…

წვიმას დაეკლო.   ნაცრისფერი იყო ყველაფერი.  გავაჩერე სამარშუტო ტაქსი და მძღოლის გვერდით მოვკალათდი.  ვაკვირდებოდი ქუჩაში მოსიარულე და ტრანსპორტში ამომავალი მგზავრების მოღუშულ სახეებს და მეც ცუდ გუნებაზე დავდექი.

უკან ადგილები შეივსო.

“მარშუტკას” გოგონამ დაუქნია ხელი. წინ ვიჯექი და კარგად ვხედავდი.  გამხდარი, შავგვრემანი გოგო იყო. ორ მხარეს კიკინებად შეკრული, ჩამოშლილი თმებით, გვერდზე გადაკიდებული ჩანთით და ჯინსის შარვლით. არაფერი განსაკუთრებული.  შორიდანვე  შევნიშნე ხელში წიგნი.

ჩემ გვერდით დაჯდა.  მაშინვე წიგნს დავხედე. ოტია იოსელიანის “ქალი გამოვიდა საღალატოდ.”

სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.  ყოველთვის ასე ვიცი როცა კარგ წიგნს შევხვდები 😉  სათაურიდანვე მოვიხიბლე…

ჩუმად ვათვალიერებ გოგოს, რაღაც მიზიდავს.    წიგნი.

გადაშალა.  ლამის ჩავვარდე ცხვირით ფურცლებში.  კითხულობს. ვკითხულობ.  მგონი შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა. არ ვიმჩნევ. ასეთ დროს არ მაინტერესებს არაფერი სხვა..

მძღოლი ამუხრუჭებს, სწრაფად ვწევ თავს. კინაღამ დავეჯახეთ. უცბად ვერკვევი, ვუბრუნდები წიგნს.  აჰ გადაუშლია…   ვაგრძელებ კითხვას.  თვალები მერევა.   ვკითხულობ.  კითხულობს…

…………………………

–  ”  აქ გამიჩერეთ!.. ”

 

შეძრწუნებული და ნაწყენი თვალებით ვუყურებ.   თითქოს რაღაც ძალიან დიდი წამართვა…

3 ფურცლის მერე ჩავიდა.

თვალებით გავაცილე…    საღალატოდ გამოსული ქალი..

 



ისეთი ამინდია უნდა მოიწყინო.. მეც სხვა რა გზა მაქვს…

უკვე რამდენი დღეა ვფიქრობ ამაზე…

ყველა ერთიდაიმავეს მეუბნება ამდენი ხანი, მაგრამ რად გინდა…

რა მე არ ვიცი რომ ყველაფერი გაივლის, რომ უკეთესს შევხვდები, რომ გავა დრო და ყველაფერი დამავიწყდება, რომ ჩემი ღირსი არაა, უკეთესს ვიმსახურებ, რომ ბევრი არ უნდა ვიფიქრო… და ვინ იცის კიდე რამდენი ასეთი…

მაგრამ  ყველაზე ცუდი ისაა რომ სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია არავის!

არც მე შემიძლია რამე!…

და საერთოდაც სასწაულოები არ ხდება რა!!

– რა შუაშია  სასწაულები?..   სასწაულს ველოდები ალბათ  : ))  (?)

ვიცი არაფერი ხდება ტყუილად.

ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი ჩემით!  არც მინდა შეცვლა.. ალბათ..

მაგრამ დამღალა სიზმრებმა…  ფიქრებმა… მოგონებებმა….

კარგად ვარ ! ! !

კარგად! ! !

ვარ ! ! !


ქუჩაში რომ შემოგხვდეთ… : )

-‘๑’-        საციციკორემ დამთაგა.  : ) ხოდა ახლა როგორც ჩანს მომიწევს ჩემს თავზე ლაპარაკი და ბევრი ბლა–ბლა–ბლა : )   “ვარ მაღალი ქერა, ციფერთვალება, 90–60–90…”  უი უკაცრავად ეს რა შუაშია?!  🙂  🙂

მოკლედ ასე,  ვიწყებ : )

როგორც წესი სწრაფად დავდივარ, გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევისა, როცა მაღლები მაცვია, ქუსლზე კი მართლა ძააალიან იშვიათად ვარ, და თუ მაინც მაცვია, მაშინ ჩემს გაბერილ ჩანთასაც დააკვირდით, შიგნით აუცილებლად “ბალეტკები” მედება : ))))  რავიცი იქნებ უცბად დაჭერობანას თამაში მომინდეს 🙂 🙂 : )

ასე რომ არ გამოვიყურებოდე  🙂 🙂 🙂

აქედან გამომდინარე ალბათ იმასაც მიხვდებოდით რომ დიიიდი ჩანთები მიყვარს სადაც უამრავ უსარგებლო ნივთთან ერთად, ზოგჯერ პატარა სათამაშოებსაც აღმოაჩენთ 🙂

თუ წვიმიანი ამინდია და ქუჩაში შემთხვევით ჩემი ნახვაც გინდათ, მაშინ  ვარდისფერ ქოლგიანი გოგო ეძებეთ : )

ხო და კიდე რომ დავაზუსტოდ, ქოლგა აუცილებლად აქეთ–იქით ირხევა, იმიტომ რომ მძიმეა და იმიტომ რომ ამ გოგოს ხელში ძალა არ აქვს.   თუ გვერდით  გოგოს ვინმეც მიყვება, მაშინ იმ “ბედნიერს” აუცილებლად თავში ხვდება ყოველ მოძრაობაზე 🙂

ოჰ, ასევე მნიშვნელოვანი მომენტიც, თუ  მარტო არ  ვარ, მაშინ უმეტეს შემთხვევაში მე ვლაპარაკობ და  როგორც წესი ძალიან სწრაფად  🙂

და თუ მარტო ვარ, დაკვირვებული თვალი ადვილად შემამჩნევს რომ სულ აქეთ–იქით ვიყურები, არა იმიტომ რომ რამის მეშინია 🙂  არა, უბრალოდ მიყვარს ყველაფრის თვალიერება დაწყებული ხეზე შეფენილი პარკებით და დამთავრებული მკაცრი სახეებით მიმავალი ხალხით 🙂

ყველაფერში რასაც ვაკვირდები რაღაცას ვხედავ, ხან სასაცილოს, ხან ცუდს და ხან სასიამოვნოს..  აქედან გამომდინარე თითქმის არასდროს დავდივარ უემოციო სახით..

მგონი უკვე ძალიან ბევრი დავწერე,   მეყო მეც და თქვენც… 😉

თამაშს ვაგრძელებ და ვთაგავ მარის და ბექას.

ხო მართლა ამ ფოტოს დაგიტოვებთ, იქნებ უფრო ადვილად მიცნოთ  🙂  თამამად მოდით და გახსოვდეთ, რომ თქვენ  ერთ ადამიანს ძალიან ახარებთ!    😉


სხვა დედებსაც ჰყავთ ლამაზი ბიჭები ანუ გერმანელებო გაფასებთ! : )))

”sxva dedebsac hyavt lamazi bichebi”  🙂    აი ასეთი კომენტარი დამხვდა დღეს  ერთ–ერთ პოსტზე 🙂    ისე მომეწონა ეს გერმანული გამოთქმა რომ სულ დამავიწყა ყველაფერი!!!

დღეს ჩემი დღეა!!!  და დღეის მერეც ყველა დღე ჩემი იქნება  მარტო!!!  (  მომიტევეთ ეგოისტობა   : )  )

გუშინ  როგორც იქნა შევძელი..   დაცარიელდა სურათებით და მესიჯებით გატენილი ჩემი მობილური  : ))   მეგობრებიდანაც მოვაშთე : )

ამდენი ხანი სულ ვფიქრობ და ვერ მივხვდი ძლიერი ვარ თუ სუსტი?!..  თუ ძლიერი ვარ რატომ ვტირი მარტო დარჩენილი.. თუ სუსტი ვარ, მაშინ როგორ ვძლებ მარტო?!

ხან ძლიერი ვარ ხან სუსტი…

“ხან მიწისა ვარ, ხან ცისა…”  : )))

არ ვიცი საიდან დავიწყო, ან რა მოგიყვე.. ან საერთოდ გაინტერესებს თუ არა რასაც გიყვები, თან არ მინდა რომ ერთი დებილი გოგო გეგონო რომელიც “უიღბლო” სიყვარულს მისტირის! და საერთოდაც, არც არავის მხარზე ტირილი არ მინდა რაა!!!!

გაწიეთ თქვენი მხრები იქით,   🙂  ჩემი ცხვირსახოცებიც მეყოფა 🙂

ოჰ უკაცრავად, ცხირსახოცები  უკვე შორს მოვისროლო, საერთოდაც არ ვხმარობ, ბალიშები უფრო მიყვარს…. : )      მაგრამ ეხლა აღარც სველი ბალიში მინდა, აღარც “ნოვა” და  აღარც  ცრემლსადენი გაზი!

ეხლა მოდი იმ გერმანელეს გაუმარჯოს, ვინც  ეს სიტყვები პირველად წარმოთქვა!

მერე იმ მკითხველს ვინც ეს კომენტარი დამიტოვა და მერე იმ გოგოს ვინც ამაზე ბევრი იცინა, ჭკუაში დაუჯდა და პოსტი შემოეწერა!!!

“” Oder mutter haben schöne knabe auch!!!  “”

p.s.  პირველად ვინატრე გერმანული მცოდნოდა რომ ეს სიტყვები გადამეთარგმნა 🙂   მაგრამ მეგობრები მიცოცხლოს ღმერთმა 🙂   ხოდა თუ მაინცდამაინც სწორი არაა ნურც მარის განსჯით მკაცრად  : ))))

p.s.s  ისე არც ჩემზე გინდათ მაინცდამაინც ; ))))))


ჩემები მი–ყვარ–ხართ!!!

ამ წამს მოვედი ჩემი დაქალის ბოლო ზარიდან  და იმდენად დაღლილი დასიცხული ვარ რომ წესით ლოგინზე უნდა მივეგდო და დაახლოებით 1 საათი საერთოდ არ გავინძე, მაგრამ არ შემეძლო აქ არ დამეწერა ის განცდები რასაც ახლა ვგძნობ!

ჩემი სკოლა, ჩემი კლასი და ჩემები მომენატრნენ!!! დამაბრუნეთ რა!….

სკოლა ჩვენ წინა წელს დავამთავრეთ და ბოლო ზარი 31 მაისს გვქონდა. მგონი მთელ საქართველოში ყველაზე გვიან, ასე იმიტომ გადაიდო რომ გვიან დავიწყეთ რეპეტიციები და ძლივს მოვაბით თავი ყველაფერს. მაგრამ საბოლოოდ ისეთი მაგარი გამოვიდა რომ  ნუ რავიცი 🙂  თან რაც მთავარია არავითარი რეჟისორი არ გვყოლია 🙂   ხოდა კიდე რაც ყვეეეელაზე მაგარია, სცენიდან ჩამოვედით თუ არა ჯერ ეგრევე ჩვენ კლასში ჩვენი მარის დაბ. დღე ავღნიშნეთ და მეეეეერე  ჩავხტით ავტობუსში და 1 კვირიან  ექსკურსიაზე გავსქურეთ : ))))

ის 1 კვირა მართლა ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი იყო ჩვენს ცხოვრებაში.   იქ ვშლიდით კარვებს სადაც დაგვიღამდებოდა და ასე ბოდიალით თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ 🙂

პირველად აბასთუმნის ტყეში დავბანაკით, ულამაზესი იყო იქაურობა და ფართედპირდაღებულები ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს 🙂

ცუდი  ის იყო რომ ძალიან მალე დაგვაღამდა და ფარნის შუქზე და ნახევრად სიბნელეში მოუწიათ ბიჭებს შეშის მოგროვება, კარვების გაშლა და ჩვენ კიდე საჭმლის გამზადება 🙂

ისე ცუდი კი არა ზუსტად მაგას ქონდა მუღამი 😉  ხო მერე ცეცხლიც დაინთო და ბოლოს მწვადებიც  წამოაცვეს სახელდახელო შამფურებზე 🙂  გული მიგვდიოდა ისე გვინდოდა და რომ შეიწვა ხელში სუკების ნაცვლად ქათმის მენჯები შეგვხვდა : ))))))  მერე როგორც იქნა დავლაგდით და დაღლილები გავეხვიეთ საძილე ტომრებში..  დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ძალიან ციოდა..  ეხლა დაწვრილებით აღარ მოვყვები როგორ იბანავა მიშომ გაყინულ წყალში რომელშიც ჩვენ თითის ჩაყოფაც არ შეგვეძლო და კიდე ამდენ სისულელეს 🙂

აბასთუმნიდან დავიძარით ვარძიისაკენ, მანამდე კი გზაში მოვიანხულეთ ძალიან ლამაზი მონასტერი რომლის სახელიც სამწუხაროდ ჩემ დებილ თავს ეხლა უკვე აღარ ახსოვს 🙂  ვაიმე ვნახეთ ძალიან ბევრი თავის ქალა იქ  მოღვაწეების. ერთ–ერთმა ბერმა რომ შეგვატყო რომ ცანცარა და უაზრო ბავშვთა ხროვა არ ვიყავით, შეგვიყვანა საკურთხევლის გვერდით ოთახში და გვაჩვენა უხრწნელი ნაწილები იქ მოღვაწე ერთ–ერთი ბერის.. ეს იყო შოკი!  ნაწილები კი არა მთლიანი სხეული იყო ჩასვენებული.  სახეზე არ გადახსნა გადასაფარებელი, ცოტა დაგვინდო 🙂

ამის მერე წამოვედით ახალქალაქში სადაც გველოდებოდა ჩვენი  სუპერ სტარი კალათბურთელი კლასელი, რომელიც თამაშის გამო ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად წინა დღით 🙂   გული გულობსო ამაზე იყო ნამდვილად ნათქვამი 🙂

ვაიმე ეხლა გადავხედე და ვნახე რომ უკვე ძალიან ბევრი დამიწერია და დარწმუნებული ვარ რომ არავინ მოიკლავს ამის კითხვით თავს 🙂

მოკლედ გეტყვით რომ აბასთუმნიდან წავედით ვარძიაში, იქიდან რაჭაში, რაჭიდან ცაგერში, მერე ქუთაისში, ქუთაისიდან ოზურგეთში და ბოლოს სარფით დავაგვირგვინეთ 🙂    არ შეიმჩნიოთ რომ  ზოგიერთი სურათი ოდნოდან არის ამოკოპირებული 🙂   ესეც რომ მაქვს მიხარია  🙂

ეს ხერთვისის ციხეა  🙂 ეს კიდე.. ვაიმე რა მჭირს სახელები მავიწყდება, ხერთვისის მერე  ვარძიამდე სანამ მივალთ იქაა ეს ეკლესია და  არ ფუნქციონირებს, და როგორც გავიგეთ თურმე რაღაც არასწორად ყოფილა აშენებული  და მაგიტომ

ვარძიის გვირილები



“Add New Post” ანუ განწყობა ყოველთვის საჭიროა :)

რამდენი ხანია გახსნილი მაქვს “Add New Post” და ვერაფერს ვწერ..

ვერ ვხვდები იდეები არ მაქვს თუ იმ საშინელი დაღლილობის ბრალია გუშინდელმა დაუვიწყარმა დღემ რომ დამიტოვა (ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ, ფოტოები ჯერ არ გადმომიტანია კომპში 🙂 )

რაღაც აშკარად მაკლია..   განწყობასავით 🙂

იქნებ იმის ბრალია რომ ჩემი ბლოგის დიზაინით აღფრთოვანებული არ დავდივარ 🙂   მაგრამ რამის შეცვლაც მეზარება…

იქნებ იმის რომ ეს დღეები ცუდად მძინავს..

რაღაცეები მომენატრა….

ვოღაცებიც…   უფრო ვიღაც….  იქნებ ამის ბრალიცაა…

არ ვიცი არ ვიცი…

და ისევ ამდენი  მრავალწერტილები………

პ.ს. მესტუმრეთ ხოლმე ხშირად ჩემს ბლოგზე  😉 იქნებ უფრო ხშირად შემომეპოსტოს რამე : ))))

ხო ეს კი განწყობისთვის 😉 ცუდი გოგო ვარ,   უნდა მოგანდომოთ 😛

მმმმ………   😉

ძაან გემრიელი არამგონია იყოს მაგრამ ლამაზია 🙂

მმმ… ეს უეჭველი გემრიელია…..

ხო მართლა, მალე ჩემი დის დაბ. დღეა 🙂  სულ მარწყვის ტორტი აქვს ხოლმე 😛  მინდააააააააააააააააააააა


მრავალწერტილები…


რა ღირს ეს წიგნი?…

უკვე ძალიან დავიღალე.   ყველგან უარყოფითი ემოციები..

დამღლელი FB.   ასევე დამღლელი პოსტები ბლოგებზე. ყველგან “გახმაურებული  წიგნი” და ილიას უნივერსიტეტის აქციები. გიგი თევზაძე და  მართმადიდებელ მშობელთა კავშირი.

რა გახდა ერთი მდაბიო  წიგნი?   არანაირი მხატვრული ღირებულებებით…     მაგრამ  სათაურიდანვე შეურაცხმყოფელი.                                          ვისთვის  როგორ…

აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება.

პიარი და სრულად გაყიდული ტირაჟი.

რა ღირს ერთი მდაბიო წიგნი?    –  ერთი თხილის გულის ცხრად გამყოფთა შუღლი…

p.s.  დღეს მზე გამოვიდა…   იქნებ გვიშველოს!….