შესვენებაზე დაწერილი პოსტი ანუ, რით გჯობია ჩემი ბლოგი შენ!
Posted: მარტი 13, 2013 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), შენ გწერ :), problem... | Tags: ბლოგი, ბოტები, გაზაფხული, კაბა, მზე, მოკითხვა, ნაცნობი, სამსახური, უგულო, შესვენება 7 Commentsრა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება?
უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე.
ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე მეოთხე წელია შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა თვეობით იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: “რატომ დამივიწყე? სად დაიკარგეე? ერთი არ უნდა მომწერო ხო 😦 მე თუ არ გამახსენდი ისე ხო საერთოდ არ მომიკითხავ!” და სხვ.
ეს ჩემი ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ეს დიდი პლიუსი არ აქვს!!!
საშინლად ნერვებს მიშლის ნათესავებისგან, უბრალოდ ნაცნობებისგან და არც ისე მეგობრებისგან მსგავსი ტიპის ფრაზების მოსმენა. და მერე რომ უნდა უხსნა რაღაცეები, თითქოს ვალდებული ხარ რომ ყოველდღე მოიკითხო.
ვერავინ იტყვის, რომ უგულო ადამიანი ვარ. არც უყურადღებო. უბრალოდ ლოგიკურია, რომ იმას მოვიკითხავ ხშირ-ხშირად ვინც მინდა და ვინც ჩემს გულს გაუხარდება, ფორმალობებს კი საერთოდ ვერაფერში ვერ ვიტან!
“-რას შვები როგორ ხარ?
-რავი ვარ რა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. შენები როგორ არიან? მომიკითხეეე..
-კარგად, გადავცემ აუცილებლად. შენც მომიკითხე შენები.
-კარგიი.. “
ი ვსიო. მეტი არაფერი. ნუ რაღაცეების მოფიქრება და დიალოგის გავრცობა კიდე შეიძლება ხოლმე, მაგრამ ამ 3 წინადადების თქმის სურვილიც რომ არ გაქვს იმასთან რატომ უნდა მოიფიქრო და განავრცო?
და რა, ამ სამი წინადადების ჩემ მიერ პერმანენტულად ხშირ-ხშირი მიწერით ნეტა ბედნიერდება ვინმე?! რაღაც არამგონია 🙂
ვიცი, საშინელი არსება ვარ ეხლა!
მაგრამ ეგრეა და ჰა..
მე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებთან და ძააალიან ახლობლებთან ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუსაყვედურო რომ სადღაც დაიკარგნენ და აღარ მომიკითხეს სანამ მე არ მივწერე.
სხვებთან ამის თქმის უფლება თითქოს არ მაქვს, რაღაც არ მომწონს, არ შემიძლია, რატო ვკითხო? იქნებ სულაც არ უნდა ჩემი მოკითხვა და ხო არ დავაძალებ ადამიანს? უხერხულ სიტუაციაში ვაყენებ მერე იმასაც და მეც ჩემს თავს 😀
მოკლედ, ასე, ამოვანთხიე დაგროვილი დარდი და ვარამი 😀 და იმდენი უაზრობა დავწერე, მემგონი ჯობდა ეს დროც არ დამეკარგა და შესვენება მთლიანად ჭამაზე ფიქრისთვის დამეთმო ^_^ 😀
მზიანი ამინდი მაინც იყოს..
არადა, როგორი მზიანი და “გაზაფხულური” კაბა ჩავიცვი ❤
მაგრამ მოიღრუბლა.
დაე იწვიმოს, მზიან და “გაზაფხულურ” კაბასთან ერთად ჩემი ლამაზი ბოტებიც ჩავიცვი და შემიძლია დაუღალავად ვიჭყაპუნო გუბეებში ❤
ვიჭყაპუნებ და სახლში მისული, ყველას სათითაოდ მოგწერთ: “რას შვები როგორ ხაარ? სად დამეკარგე?!” 🙂
შლოპანცები კვერცხებზე
Posted: დეკემბერი 7, 2011 Filed under: NewsRoom, problem... | Tags: ალი და ნინო, ბათუმი, ბულვარი, ტურიზმი, ტურისტი, შლოპანცები კვერცხებზე 5 Commentsბათუმი საოცარი ქალაქია – ნიცადქცეული და ბულვარდაგრძელებული.
დაგრძელებულმა ბულვარმა, როგორც ჩანს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებში პოსტმოდერნიზმისკენ სწრაფვის სურვილი გააღვივა და სულ მალე ერთიმეორის მიყოლებით გაჩდნენ დაჭმუჭნილი ბოთლის, ალის და ნინოს და გულით ხელში ყირამალა მდგარი ბიჭის მონუმენტები…
იქ ზემოთ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დაასკვნეს, რომ ერთით მეტი ქანდაკება ბათუმს და ბათუმელებს ”ყელში არ გაეჩხირებოდათ” და კიდევ ერთხელ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დააგვირგვინეს:
შლოპანცი კვერცხებზე!
საზოგადოების დამოკიდებულება ორგვარია. (უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ ”დემოკრატიის განვითარებიათვის”, ჩავთვალოთ, რომ ორგვარია 🙂 ): ერთნი აქებენ მონუმენტის კრეატიულობას, სხვები კი აკრიტიკებენ მას.
ყველაფერი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მარტივადაა…
თითქოს, მართლაც არალოგიკურია შლოპანცი კვერცხებზე, თუმცა ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მონუმენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი იქნება მთელს ბათუმში.
მოიწონებენ ან დაიწუნებენ.
მაგრამ მთავარი ეს არ არის.
მთავარია, რომ ტურისტები მაინც ყველაზე მეტჯერ სწორედ იქ მივლენ და აი უკვე მერამდენეჯერ მოიმარჯვებენ ფოტოაპარატს და იტყვიან: ჩიიიზ გაიღიმეთ, სურათი გადაღებულია! 🙂
არანაირი სიმბოლოები, იდეა და სწრაფვა პოსტმოდერნიზმისაკენ…
ძალიან შორს ვართ… უბრალოდ, ესაა და ეს.
………………………………………………………………………………
ყველაფერი, მაინც ძალიან, ძალიან მარტივადაა…
ვარდისფერი სათვალიდან დანახული სამყარო!
Posted: დეკემბერი 6, 2011 Filed under: NewsRoom, problem... | Tags: გმირთა მოედანი, გურამ დოჩანაშვილი, ენრიკე, ვარდისფერი, კვერცხებიანი შლოპანცი, სათვალე, წეროვანი 4 Commentsბავშვობაში ხშირად მესმოდა: ”მოიხსენი ვარდისფერი სათვალე! შეხედე ცხოვრებას რეალურად!
მე მიკვირდა.
მიკვირდა არა ჩემი თავის, არამედ იმის, თუ რატომ უნდა გინდოდეს ვარდისფერი სათვალის მოხსნა.
… რატო უნდა გინდოდეს, როცა სკოლაში კლასელის მიერ დაუმსახურებლად მიღებულ ნიშანზე შეგიძლია იფიქრო, რომ მან ეს დაიმსახურა და არა ის, რომ მამამისი ”დიდი კაცია”, მასწავლებელი კი, უბრალოდ, ”პატარა მექრთამე”…
… რატომ უნდა გინდოდეს, როცა ქუჩაში, ეკლესიის ეზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტროსადგურებთან, მაღაზიებთან… ყველგან, ყველგან… გხვდებიან დიდი, პატარა, თეთრი, შავი, დაუბანელი და კანაქერცლილი… სევდიანად გამოშვერილი ხელები და შეგიძლია იფიქრო, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ შენ სიკეთე აკეთო…
… რატომ მოიხსნი, როცა ყვითელ სამარშუტო ტაქსებში 80 თეთრის გადახდისას შეგიძლია იფიქრო, რომ ასე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის საჭირო.
… ან მაშინ რატომ უნდა მოიხსნა, როცა ბათუმში ენრიკე ჩამოდის?!
ან თუკი დაჭმუჭნილ ბოთლს და კვერცხებიან შლოპანცს გადააწყდები შემთხვევით სადმე…
რატომ მოიხსნი ვარდისფერ სათვალეს, როცა წეროვანთან დომინოს ქვებივით ჩამწკრივებულ, ერთნაირსახურავიანი სახლების ტყეს დაინახავ?!.
მაშინ ხომ საერთოდ აღარ მოგინდება მოხსნა, როცა გმირთა მოედანთან ბაბილონის გოდოლივით ”ცასაწვდილი კოშკი” შეგეგებება. მაღალი, იქამდე მაღალი, სანამ ყველა გვარი არ დაეტეოდა!..
… და მერე აგვისტოც გაგახსენდება. სისხლი და ტირილი.. ახლა უკვე შენს აზრებსაც გინდა, გაუკეთო ერთი კარგი ვარდისფერი სათვალე.
…. და საერთოდაც, რატომ მოიხსნი, როცა შეგიძლია გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟივით იყვირო:
”ღამის 3 საათია და ყველაფერი გენიალურადააააააააა!”
…………………………………………………………………………………………….
მაგრამ…
ჩემს ვარდისფერ სათვალეს მინები ჩამსხვრეული აქვს და მე ვხედავ!
შენ გქვია დედა!
Posted: ოქტომბერი 25, 2011 Filed under: problem... | Tags: დედა, მასწავლებელი, შვილი, Facebook, fashion, KENT 6 Commentsეს ჩემი მეგობრის დაწერილი პოსტია, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. თემა, ალბათ, მარადიულია – მშობლის როლი შვილის აღზრდაში.
p.s. ნუ შეგაშინებთ დასაწყისში პოსტის პატეთიკური ტონი, ეს ისე შესავლისთვისააო. 🙂 მერე “წყალივით იკითხება” : )
“მშობელო დედა !
შენ ხარ გიდი შვილის ცხოვრებისა, თითოეული შენი ნაბიჯი მკაფიოდ აისახება შვილის ყოფა-ცხოვრებაზე და თუ ის არ იქნება ბედნიერი, პირველი მიზეზი სარკის წინ ეძებე… ბავშვის სწორი ჩამოყალიბება-განვითარება რთული და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, მას თან სდევს ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა. ამ მოვლენებში ყველაზე დიდ და მთავარ როლს გარემოება ასრულებს. საინტერესოა რეალურად რამდენ ადამიანს ესმის ზემოთხსენებულის აზრი, და რამდენი აცნობიერებს რეალურად რას ნიშნავს ეს ყოველივე. ბავშვი ეს გამჭვირვალე ჭურჭელია, რომელიც იმ ფერს მიიღებს , რა ფერის სითხესაც ჩაასხავთ შიგ, ხოლო როცა იგი სრულიად გაივსება, ასეთი დარჩება ბოლომდე, მანამდე სანამ დრო არ იმოქმედებს თავისას მასთან მიმართებაში.
წარმოიდგინეთ რა საცოდაობა და სულმდაბლობაა დედა, რომელიც თავის 15 წლის გოგონას იმისათვის სჯის ( უარეს შემთხვევაში სცემს) , რომ მეორედ უპოვა სიგარეტი წვრილი ღერები ჩანთაში( ან ჯიბეში) , რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა მისი საუკეთესო დაქალის და ეს ყველაფერი ხდება მაშინ , როდესაც გოგონას ყრობაში კალიასკასთან ლამაზ “ხმაურასთან” ერთად KENT ის ელეგანტური საფერფლე ედგა.
ანდაც კიდევ უარესი, წარმოიდგინეთ მშობელთა კრება,საკლასო ოთახი, მშობლები გასუსულები სხედან და გაფაციცებით ელოდებიან რას იტყვის ნერვებისგან გავარვარებული დამრიგებელი, რომელიც ბოღმისაგან ისეა უკვე,აღარ იცის საიდან დაიწყოს გადმონთხევა და მოუსვენრად სცემს ბოლთას საკლასო ოთახის ერთი თავიდან მეორე თავამდე. ბოლოს მისი მრავალნაცადი გამჭრიახი გონებაც არ აყოვნებს და სწრაფად აწვდის იდეას ” ყველაზე ტკბილი ბოლოსთვის შემოინახოს” და ისიც მონოლოგს წარჩინებული ბავშვების ქებით იწყებს. ამის მოსმენაზე უფრო და უფრო აზარტში შედიან “დანარჩენი” ბავშვების მშობლები, აი დადგა დამრიგებლის სანატრელი დროც, გახსნა ჭიშკარი და თამამად გამოუშვა სალანძღავი და საძაგელი სიტყვების მთელი არმია, რომელთაც ერთიანად გადაურბინეს და მიწასთან გაასწორეს “მსხვერპლი მშობელი”. დამრიგებელმა რათქმაუნდა შვებით ამოისუნთქა და ადამიანის ფერი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როდია?!
ახლახანს “მიწასთან გასწორებული” მშობელი, რომელიც ზის და იმას ფიქრობს , რომ ურჩევნია მიწა გაუსკდეს და საბოლოოდ დაინთქას, თავის ჯერს ელოდება : ” აბა ხომ არ შეარჩენს შვილზე ამდენი ხალხის წინ ამდაგვარი რაღაცეებით თქმას ? ” , თან ესეც არ იყოს თავს და ოჯახს შეურაწყოფილად გრძნობს, რატომღაც მხოლოდ ეხლა გაახსენდა , რომ “შვილი ოჯახის სარკეა” , როგორც იქნა მოუყარა თავი, მასში აღძრულ ყველა გრძნობასა და განცდას და ერთი გემოზე გამოლანძღა შენი “გულდამშვიდებული” დამრიგებელი, შემდეგ კი, როგორც ყველაზე მარტივი გამოსავალია, ისე მოიქცა და პროტესტის ნიშნად დატოვა საკლასო ოთახი, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი არარის, მას ახლა მეორე დუბლი აქვს სათამაშო. მისი გონება ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაუხდის სამაგიეროს შვილს ასეთი დამცირებისთვის. “იატაკის საწმენდი ჯოხით ააჭრელოს ( გააპოლისჯოხოს ) თუ მხოლოდ გაჩეჩვით დაკმაყოფილდეს? ” საბოლოოდ მაინც ის აზრი იმარჯვებს რომ “პოლისჯოხი” საჭირო ნივთია სახლში და ისევ თმებით თრევა სჯობს, თან ამ უკანასკნელს ერთი-ორი ალიყურითაც გააფორმებს და შემდეგ კრებაზე მისულს დამრიგებელი წითელ ხალიჩას დაუგებს სანიმუშო შვილის აღზრდისთვის.
სახლში დაბრუნებულ გაცეცხლებულ დედას შვილი რათქმაუნდა კომპიუტერთან დახვდება, რომელსაც “Odno” ში ” Acenkebi” სა და “Facebook” ში “Like” ების წერისაგან უკვე მოხარშული თევზივით აქვს თვალები. ეს ფაქტი რათქმუნდა დედის ცეცხლზე ნავთს დაასხამს და უფრო დაუზოგავად ჩააფრინდება შვილს ახალდაყენებულ “fashion” ვარცხნილობაში, აი კულმინაცია კი მაშინ იწყება როდესაც ამ ფაქტს მამა შეესწრება. გაურკვევლობისგან დაბნეული “ოჯახის ბურჯი” გემრიელად და მთელი არსებით “კითხულობს” და ნაირ-ნაირი სიტყვებით ამკობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ამოუსუნთქავს მისი საყვარელი მეუღლის გვარში. შემდეგ როცა ყველაფერი “დალაგდება” და ოჯახის დიასახლისიც შეწყვეტს ნერვებისგან ისერიულ კანკალს, მოჰყვება ბოლოსდაბოლოს მისი განრისხების მიზეზს, იმასაც უფრო “გააზვიადებს” მეტი ეფექტურობისთვის. ჰოი საოცრებავ, ახლა მამის მეორე დუბლის ჯერი დადგა და ისევ “იხსენებს” ოჯახისწევრებს ნათესავებს …
დამნაშავე კი ბოლოს არის ბავშვი, რომელსაც რამდენჯერმე არ მოერიდა მასწავლებლის წინ უწმაწური სიტყვების რახარუხი და არც “ენის ტრიალზე” უთქვამს უარი უფროსების წინაშე.
ბევრი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს უარესი, როცა დედა შვილს მეზობელ ბიჭთან სადარბაზოში რაღაც უცნაურს და საეჭვოს შეამჩნევს , თან უკვე მერამდენედ ? თუმცა რატომ არაფერი იღონა აქამდე? ალბათ იმიტომ რომ გულით სჯეროდა მისი “ქალიშვილი” სულით სპეტაკი იყო და იგი მხოლოდ “ოჯახობანას” და “დენ-დენ-დურის” თამაშით შემოიფარგლებოდა. ის კი რატომრაც დაავიწყდა, როდესაც ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად ბრუნდებოდა, როგორ გაეარშიყა მას არაერთი “თაყვანისმცემელი”, ისე რომ არც თვითონ უთქვამს უარი. სახლში კი ბევრი შემთხვევა ჰქონია როდესაც ახალ “დაქვრივებულს” და მარტოდ დარჩენილს ” ნუგეში” სჭირდებოდა და რათქმაუნდა “მანუგეშებლებიც ” არასოდეს იგვიანებდნენ, ეს ყველაფერი კი ხდებოდა რათქმაუნდა სახლში, შუშისკარებიან ოთახში , საიდანაც რატომღაც საწოლის ჭრიალის ხმა გამოდიოდა და ხელს უშლიდან სასტუმრო ოთახში ობლად დარჩენილ ბავშვს, იმ სათამაშოთი გართობაში, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიუგდეს, “ჭკვიანად” ყოფნის მიზნით.
სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი საკმაოდ სამარცხვინო რეალობაა. ეს არ ხდება მარტო ბავშვებში. მშობლის “უღირსი” საქციელი ყოველთვის აისახება შვილზე, დიდობაშიც და ყრმობაშიც, არ აქვს მნიშვნელობა სად როგორ და რანაირად. მე მეცოდებით და მებრალებით ყველა ამის ჩამდენი და გულახდილად რომ ვთქვა მეზიზღებით კიდეც, ხოლო რეალურად დამნაშავე ვინაა ამ ყველაფერში, თქვენთვის მომინდვია მკითხველო . “
უტა შინჯიკაშვილი
თსუ-ს კოშმარი!
Posted: ოქტომბერი 2, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, problem... | Tags: ბაზა, თსუ, კრედიტი, საგანი, სიზმარი, ცხრილი 9 Comments…. შეშინებულსა და მთლად გაოფლილს გამეღვიძა… ალბათ მანიაკებითა და ზომბებით სავსე სიზმარი ვერ შემაშინებდა ასე. ეს ნამდვილად უარესი იყო: “ბაზა გახსნილია.. მე დავაგვიანე.. ვერაფერს ვირჩევ! ნერვები მეშლება.. ვტირი.. აააარცერთი კრედიტი!” 😐
სწრაფად ვახელ თვალებს და რატომღაც ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვუწყებ თვალას. სიზმარს ვიდგენ მეხსიერებაში.. საათს დავხედე. 03:14..
“თუ ხვალ გავიგე რომ შუაღამისას გაიხსნა ბაზა, ჩავთვლი, რომ წინასწარმეტყველური ნიჭი მაქვს.” რატომღაც სულელივით ვიღიმი და გვერდს ვინაცვლებ.
ბბრ.. ვერ ვისვენებ.
სწრაფად ვდგები და კომპიუტერს ვრთავ…
sms.tsu.ge … სტუდენტი. სალომე ჩხეიძე. პაროლი ( :P) … ინდივიდუალური ცხრილი…
საგნების არჩევა ისევ გაფერმკრთალებულია. ბაზა არ გახსნილა!
რატომღაც ისევ სულელივით ვიკრიჭები და მიტოვებული ლოგინისკენ მივიწევ…
ჩემი სიზმარი მეორე დღესვე ამიხდა: ზუსტად ღამის 4 საათამდე ვიჯექი და ველოდებოდი როდის გაიხსნებოდა ბაზა.. ვცდილობდი არ დამეკარგა მოთმინება. ვცდილობდი…
ბოლოს უკვე ვიცინოდი…
ვიცინოდი ვერ არჩეულ კრედიტებზე, ჩემს თავზე, ჩემი ჯგუფელების სასოწარკვეთილ და გინებაგარეულ სტატუსებზე.. ვერ გახსნილ ბაზაზე და 3 და 4 კრედიტიან არჩევით საგნებზე.. დაწყვეტილ ნერვებზე და ჯერარდაწყვეტილებზეც..
მოკლედ ვიცინოდი.
თსუ-ზე!..
მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტად გამიმართლა… 2 დღიანი საგნებს ჩასაფრებისა და უნივერსიტეტის დეკანატში რამდენიმე ვიზიტის შემდგეგ.. “იქმნა ნათელიი!”
8 საგანი. ზუსტად 35 კრედიტი და რაც მთავარი ყვეეელა ჟურნალისტიკის!!! სხვა ფაკულტეტების და ჩემთვის არასაინტერესო საგნების შემოჩეჩების გარეშე!
ჩემი ამ სემესტრის ცხრილი!!!
ჩათვალეთ რომ ღორი ვარ და გახარბებთ 🙂
p.s. ხო, გილოცავთ თსუ-ელობას პირველკურსელებო, მეც მიხაროდა თქვენხელა რომ ვიყავი 🙂
ხოდა თქვენც გილოცავთ, მაინც 🙂 ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ 😉
p.s.2 🙂 ის კოშმარული 2 დღე მთლიანად არ აღვწერე. არა იმიტომ რომ ყველაფეირ ზედმიწევნით არ მახსოვს.. არა, უბრალოდ დავიღალე… 😐 თსუ-ელი თუ ხარ ამას ისედაც მიხვდები… თუ არადა take it easy 😉
…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)
Posted: სექტემბერი 19, 2011 Filed under: შენ გწერ :), ჩე_მზე, problem... | Tags: ბლოგი, კარატე, კომპიუტერი, სანდრო, სიგარეტი, ძმა, Facebook 19 Commentsჩემი ძმა რომ უზომოდ მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია, უკვე ძველია.
ძველი კი არა, ეს (მგონი) ყველა და-ძმისთვის ასეა…
მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, არსებობს მომენტი, როცა ფიქრობ, თუ რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?! 😀
1. გამუდმებით მოგთხოვს დასვა კომპიუტერთან.
2.მოგბაძავს და თვითონაც გააკეთებს ბლოგს 🙂
3. აუცილებლად შეგიჭამს ნერვებს და კომპიუტერის მეხსიერებას რაღაც უაზრო თამაშებით :X
4. “გაიძულებს” გაგამეორებინოს კარატეზე ნასწავლი ილეთები 😀 :X
5. ღამის 12 საათზეც რომ მოხვიდე სახლში, მაინც დაგელოდება და შეგამოწმებინებს ქართულის თემას.. :* 🙂 so sweet..
6. არხი “საქართველო” ტელევიზორის ეკრანებს არ მოსცილდება..
7. დილით, როცა საქმე არაფერი გაქვს და გემრიელად გამოძინებას აპირებ, აუცილებლად გაგაღვიძებს ჯერ მაღვიძარა და მერე დედის ხმა: “სანდრო, ადექი სკოლაში გაგვინდებაა!”
8. დედა დაწოლის წინ ბოლოს იმას აკოცებს 😐
9. ზაფხულში სულ კუდში დაგყვება (საბედნიეროდ, საიდუმლოს გინახავს 😀 თუ შემთხვევით არ წამოცდება ხოლმე 😀 )
10. ძმის გამო გედაქალებიან 12 წლამდე ასაკის გოგოები 😀 😀 “სალიკუნაა” lool
11. სახლის ტელეფონზე შენ უკვე თითქმის აღარავინ გირეკავს 😐 (სამაგიეროდ არც გაკვეთილების ჩანიშვნისთვის გაწუხებს ვინმე :happy:
12. გაიძულებს ეთამაშო ჭადრაკი, თან იქამდე, სანამ არ მოუგებ.. (ანუ დაუსრულებლად 😐 ვერასდროს ვუგებ 😦 )
13. გთხოვს დააჭრა ფრჩხილები, მაგრამ მოითხოვს, არ ატკინო!
14. იბუზღუნებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია 🙂
15. არ დაივიწყებს ფულს, რომელიც როდესღაც “ესესხე” 😀 😀 პროცენტებსაც დაუმატებს 😀
და ბოლოს… რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?
სანამ შენ სიგარეტის მოსაწევად გახვალ და ფეისბუქს ჩართულს დატოვებ, შენს მაგივრად არავის მიწერს: იცი რა, ჩემს ძმას მოსწონხარ, სულ შენზე ლაპარაკობს და მე თუ მკითხავ უყვარხარ კიდევაც!.. 😉
p.s.ეს ბოლო, რა თქმა უნდა, სანდროს არ ეხებოდა.. უბრალოდ შეგონება, მიაქციეთ ყურადღება პატარა ძმებს, ხშირად თქვენს მოწონების ობიექტთან ჩამშვებებად გევლინებიან 😀
“ჩემი საწყალი სიყვარული”
Posted: თებერვალი 4, 2011 Filed under: ჩემეული ჩანახატები... :), problem... | Tags: დაშორება, ირონია, სიყვარული, შიში 17 Commentsმარი დაფრინავს.
თვალები უციმციმებს და ხშირ-ხშირად მეუბნება: “საალ მიყვააააარს!”
მესიჯებს მაკითხებს: “მიყვარხარ.. ჩემი ცხოვრება ხარ.. ერთადერთი.. ჩემი..”
არაფერს ვამბობ, უაზროდ ვიღიმი და ვცდილობ ირონია არ გამეპაროს ტუჩის კუთხეებიდან..
ვფიქრობ რომ სისულელეა.. ბავშვობა.
გამაჟრჟოლა – უკვე ეჭვი შემეპერა მის არსებობაში! : |
თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო მეუბნება: “სალ მეშინია..”
ვეუბნები, რომ ნუ ფიქრობს სისულელეებს, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება და ძალიან დიდხანს იქნებიან ერთად, რომ ჩემი მაგალითი არ გამოადგება…
ჩუმად მეკითხება – “თქვენც ხომ გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ..”
უბრალოდ ვუღიმი. რა უნდა ვთქვა..
………………………………………………
2 დღის შემდეგ: “სააალ როგორ ხარ? აუ ძალიან ცუდად ვარ! მე და ბექა დავშორდით. არაფერი მკითხო ოღონდ. ხო ვამბობდი… ცუდად ვარ..”
…..მაშინ იყო მეორედ რომ გამაჟრჟოლა.
მეშინია..
სოც. მედიის დღე და “იდეალური კრიტიკოსები”
Posted: ივლისი 2, 2010 Filed under: დიადი ბლოგოსფერო, problem... | Tags: ბლოგერი, კრიტიკა, მთაწმინდის პარკი, სოციალური მედიის დღე 8 Comments
ჩემი “მადლობა” და “ბოდიში”
Posted: ივნისი 23, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, problem... | Tags: აბიტურიენტობა, ბოდიში, თავმდაბალი, მადლობა, ფიქრები, ჩემი და 12 Comments…ვზივარ და ვფიქრობ. იმიტომ არა რომ საფიქრალი მაქვს ბევრი ან იმიტომ რომ ფრიად მოაზროვნე ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი, უბრალოდ ვზივარ იმიტომ რომ წოლისგან დავიღალე და ვფიქრობ იმიტომ რომ არ მინდა ჩამეძინოს… 😀 😀
ნუ ამ ბოლო დროს მოვუხშირე “ვაიმე დედა რა ღადო ვარ” პოსტების წერას და როგორც ხედავთ არც ამ პოსტის დასაწყისში გადამიხვევია “ერთხელ არჩეული გზისთვის” 😉
ხოდა რა ხდება…
აი, ეხლა მომივიდა თავში და რომ არ დავწერო “არ იქნების, არ მოხერხდების” 😛
ყველა ადამიანს ვისაც ჩემ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოუჭყეტია, კომენტარი დაუტოვებია, ან უბრალოდ მოსწონებია ჩემი დაწერილი ბოდვა და თუნდა 1 წუთი დაფიქრებულა ამაზე… მინდა ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხრა
“მადლობა!”
არ ვიცი, შეიძლება სისულელეა ამის დაწერა, მაგრამ მართლა ძალიან დიდი სტიმულს მაძლევს ის ემოცია რომელსაც მე თქვენი კომენტარების კითხვისას განვიცდი…
მადლობა დედას, მამას, ჩემ დას და ძმას, კიდე ჩემი ბიძაშვილის მეზობელს იმისთვის რომ სწამდა ჩემი..
and THE OSCAR goes to… 😀 😀
ვიცი ზოგიერთი მეტყვის, და მათ შორის უპირველესი ალბათ ჩემი ფრიად პატივცემული და იქნება, რა მადლობების გადახდა აგიტყდა აქეთ გიხადონ მადლობაო, 🙂 (ჩემი დის ლინკს შეგნებულად არ ვუთითებ 🙂 ) მაგრამ არ იქნება მართალი..
რა თქმა უნდა მე არც ისეთი თავმდაბალი ვარ რომ უცილობლად მეორე ლოყა მივუშვირო ვინმეს, 🙂 მაგრამ რაც მაქვს და ჩემ თავს ვერ დავუკარგავ, არის ჩემი უნარი რომ შემიძლია (და ვცდილობ არასდროს დამავიწყდეს 🙂 ) მადლობის გადახდა ადამიანებისთვის..
ხო კიდე რაც მომწონს და ზოგიერთისგან განხვავებით არც მიტყდება, და შემიძლია ესეც ისეთივე წარმატებით ხმამაღლა ვთქვა, როგორც წეღან მადლობას ვამბობდი:
“ბოდიში!… “
არ ვიცი და ვერც ვხვდები ადამიანების უმრავლესობა რატომ ვერ/არ ახერხებს ბოდიშის მოხდას როცა იცის რომ დამნაშავეა?
არ მინდა ეხლა “დედა რა კარგი გოგო ვარ” პოსტი გამომივიდეს და დავწერო როგორ ზრდილობიანად ვიხდი ბოდიშს მაშინაც კი როცა მე მეტაკებიან ქუჩაში ან ტრანსპრტში ან როცა რაღაცას უნებურად ვაფუჭებ…
უბრალოდ მიმაჩნია რომ ბოდიშის მოხდა სულაც არ აკნინებს ადამიანს, პირიქით ჩემს თვალში ზრდის კიდევაც და სხვის თვალში როგორაა ეს ამბავი არ ვიცი 🙂
ასე რომ მე ამაყად და ასევე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა:
“მე შემიძლია მადლობა გადავიხადო და ბოდიში მოვიხადო!!!”
და არა პირიქით 🙂
p.s. აბიტურიენტობის მერე ვერ ვიტან გადახდილ ბოდიშებს და მოხდილ მადლობებს 😀 😀 😀
კომპიუტერი გვხმარობს?! O_o
Posted: ივნისი 8, 2010 Filed under: problem... | Tags: ინტერნეტი, კომპიუტერი, მშობლები 21 Commentsგუშინ მოთმინებიდან გამოსულმა დედაჩემმა ასეთი საოცარი ფრაზა მტკიცა: “კომპიუტერს კი არ ხმარობთ თქვენ, კომპიუტერი გხმარობთ!” 🙂 ნუ სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ რეალობასთან მგონი მართლა ახლოა..
ხო სანამ დედა ამ საოცრებას მეტყოდა, მამა გამოდიოდა მწყობრიდან 🙂 მეორედ აღარ დავინახო ინტერნეტი ჩაურთო ამათო – დედას უბღვერდა 🙂
არადა ნამდვილად არ ვარ ისე რომ მთელი დღე თავით ვიყო შემხტარი კომპში, უბრალოდ ძაან ცუდი რამე მჭირს, ზოგჯერ როცა რამეს ვაკეთებ, ან ვინმეს ვწერ, რას მელაპარაკებიან არ მესმის და პასუხს უმრავლეს შემთხვევაში არ ვცემ, ან თუ მაინც ვპასუხობ არაფერ კავშირში არ არის იმ თემასთან რაზეც მელაპარაკებოდნენ. 🙂
მგონი ბევრს აქვს ეს პრობლემა, თუ დავიჯერო მე ვარ ასეთი “უნიკალური” (რა თქმა უნდა ცუდი გაგებით 🙂 )
ეჰ წავედი თავი ამტკივდა, დავიძინებ.. აი აი ეხლა სად არიან ჩემი მშობლები, რომ დააფიქსირონ როგორ დემონსტრაციულად გამოვრთავ ამ “ეშმაკის მანქანას” ( 🙂 ) ჩემი ხელით! 😉
კომენტარები