შლოპანცები კვერცხებზე

ბათუმი საოცარი ქალაქია –  ნიცადქცეული და ბულვარდაგრძელებული. 

დაგრძელებულმა ბულვარმა, როგორც ჩანს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებში პოსტმოდერნიზმისკენ სწრაფვის სურვილი გააღვივა და სულ მალე ერთიმეორის მიყოლებით გაჩდნენ დაჭმუჭნილი ბოთლის, ალის და ნინოს და გულით ხელში ყირამალა მდგარი ბიჭის მონუმენტები…

იქ ზემოთ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დაასკვნეს, რომ ერთით მეტი ქანდაკება ბათუმს და ბათუმელებს ”ყელში არ გაეჩხირებოდათ” და კიდევ ერთხელ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დააგვირგვინეს:

შლოპანცი კვერცხებზე!




საზოგადოების დამოკიდებულება ორგვარია. (უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ ”დემოკრატიის განვითარებიათვის”, ჩავთვალოთ, რომ ორგვარია 🙂 ): ერთნი აქებენ მონუმენტის კრეატიულობას, სხვები კი აკრიტიკებენ მას.

ყველაფერი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მარტივადაა…

თითქოს, მართლაც არალოგიკურია შლოპანცი კვერცხებზე, თუმცა ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მონუმენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი იქნება მთელს ბათუმში.

მოიწონებენ ან დაიწუნებენ.

მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მთავარია, რომ ტურისტები  მაინც ყველაზე მეტჯერ სწორედ იქ მივლენ და აი უკვე მერამდენეჯერ მოიმარჯვებენ ფოტოაპარატს და იტყვიან:  ჩიიიზ გაიღიმეთ, სურათი გადაღებულია! 🙂

არანაირი სიმბოლოები, იდეა  და სწრაფვა პოსტმოდერნიზმისაკენ…

ძალიან შორს ვართ…  უბრალოდ, ესაა და ეს.

………………………………………………………………………………

 ყველაფერი, მაინც ძალიან, ძალიან მარტივადაა… 


ვარდისფერი სათვალიდან დანახული სამყარო!

ბავშვობაში ხშირად მესმოდა: ”მოიხსენი ვარდისფერი სათვალე! შეხედე ცხოვრებას რეალურად!

მე მიკვირდა.

მიკვირდა არა ჩემი თავის, არამედ იმის, თუ რატომ უნდა გინდოდეს ვარდისფერი სათვალის მოხსნა.

… რატო უნდა გინდოდეს, როცა სკოლაში კლასელის მიერ დაუმსახურებლად მიღებულ ნიშანზე შეგიძლია იფიქრო, რომ მან ეს დაიმსახურა და არა ის, რომ მამამისი ”დიდი კაცია”,  მასწავლებელი კი, უბრალოდ,  ”პატარა მექრთამე”…

… რატომ უნდა გინდოდეს, როცა ქუჩაში, ეკლესიის ეზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტროსადგურებთან,  მაღაზიებთან… ყველგან, ყველგან…  გხვდებიან დიდი, პატარა, თეთრი, შავი, დაუბანელი და კანაქერცლილი… სევდიანად გამოშვერილი ხელები და შეგიძლია იფიქრო, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ შენ სიკეთე აკეთო…

… რატომ მოიხსნი, როცა ყვითელ სამარშუტო ტაქსებში 80 თეთრის გადახდისას შეგიძლია იფიქრო, რომ ასე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის საჭირო.

… ან მაშინ რატომ უნდა მოიხსნა, როცა ბათუმში ენრიკე ჩამოდის?!

ან თუკი დაჭმუჭნილ ბოთლს და კვერცხებიან შლოპანცს გადააწყდები შემთხვევით სადმე…

რატომ მოიხსნი ვარდისფერ სათვალეს, როცა წეროვანთან  დომინოს ქვებივით ჩამწკრივებულ, ერთნაირსახურავიანი სახლების ტყეს დაინახავ?!.

მაშინ ხომ საერთოდ აღარ მოგინდება მოხსნა, როცა გმირთა მოედანთან ბაბილონის გოდოლივით ”ცასაწვდილი კოშკი” შეგეგებება.  მაღალი, იქამდე მაღალი, სანამ ყველა გვარი არ დაეტეოდა!..

… და მერე აგვისტოც გაგახსენდება. სისხლი და ტირილი.. ახლა უკვე შენს აზრებსაც გინდა,  გაუკეთო ერთი კარგი ვარდისფერი სათვალე.

…. და საერთოდაც, რატომ მოიხსნი, როცა შეგიძლია გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟივით იყვირო:

 ”ღამის 3 საათია და ყველაფერი გენიალურადააააააააა!” 

…………………………………………………………………………………………….

მაგრამ…

ჩემს ვარდისფერ სათვალეს მინები ჩამსხვრეული აქვს და მე ვხედავ!


მე და “კვირის პალიტრა”

ბავშვობაში “კვირის პალიტრის” კითხვას ბოლო გვერდიდან ვიწყებდი. გასართობი გვერდები იქით იყო. “კურიოზები”, “საბავშვო სალაღობო”. “წისქვილმა კი ფქვასო..” ვკითხულობდი ამ და ამის მსგავს რუბრიკებს და ვერთობოდი. “სამხედრო თემას” და “პოლიტიკას”, რა თქმა უნდა, სწრაფად ვფურცლავდი.

მერე გავიზარდე.

ჯერ პირველ გვერდს ვეცნობოდი. ვკითხულობდი წინ გამოტანილი სტატიების სათაურებს, ამონარიდებს და მერე კი ცნობისწადილგაღვიძებული ვეცნობოდი ბავშვობაში უამრავჯერ სწრაფად გადაფურცლული რუბრიკების გვერდებს.

მერე ვისწავლე ბალანსი.

და მივხვდი რომ კარგი სტატია არ არის, თუ  მხოლოდ აღნიშნავ ფაქტს და ამ საკითხზე მხოლოდ ერთ მხარეს გაესაუბრები. თუნდაც ორივე მხარეს.. მაინც არ არის!

მერე ვისწავლე თვალსაზრისი.

და “კვირის პალიტრაში” თითქმის საერთოდ ვერ ვიპოვე ის…

მერე ვისწავლე, როგორია სარეკლამო სტატია.

და თვალებში გამეჩხირა ასე მომრავლებული ნიშანი R

მერე ვისწავლე სუბიექტურობა (თუ ეს მანამდე ვისწავლე? 🙂 ).

და დავინახე უამრავი გამჟღავნებული პოზიციები…

მერე? მერე არაფერი.

ახლა უბრალოდ ვკითხულობ და ვაფასებ!

ვაფასებ რას წერენ, როგორ და რატომ.

თუმცა, მარტო ამას არა..

ვაფასებ, რომ მე  “კვირის პალიტრას” ბავშვობიდან ვკითხულობდი (მერე რა მოხდა, რომ ბოლო გვერდებს 🙂 ) და ახლაც ვკითხულობ.

ვაფასებ, რომ სიტყვა “გაზეთის” გაგონებისას, რატომღაც პირველას  “კვირის პალიტრა” მახსენდება.

ვაგასებ, რომ მას აქვს თავისი ნიშა.

ვაფასებ, რომ საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა კითხულობს მას.

ვაფასებ კიდევ იმას, რომ როდესაც “კვირის პალიტრას” ხელში ვიღებ და პირველი გვერდის (ახლა უკვე პირველის) თვალიერებას ვიწყებ, თვალში მხვდება წარწერა:

“თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!”

მოკლედ, სუბიექტური ვარ!


Hide-and-seek

დიახ, დიახ, სწორედ მიხვდით, მე ისა ვარ, აი მომავალი სკანდალური ჟურნალისტი, ცოტა მოგვიანებით რომელიმე ძალიან ცნობილი ბრენდული კოპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კიდე ცოტა უფრო მოგვიანებით ყველაზე რეიტინგული ტელევიზიისა და ჟურნალის დამფუძნებელი!

დიახ, დიახ, მე ისა ვარ, აი ყველაზე ამბიციური! 🙂

ამბიციები იცოცხლე, მაგრამ რას ვაკეთებ ერთი ამისთვის?  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობ და მაგისტრატურის გავლას პიარის კუთხით ვაპირებ, არა მგონია ეს კმაროდეს მარტო. 🙂

ბლოგიც იმიტომ გავაკეთე, ვფიქრობდი მომავალი ჟურნალისტისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა რაც უნდა და როგორც უნდა ისე წეროს და განვითარდეს-მეთქი. მაგრამ რავი, რაღაც ეჭვი მეპარება მზიანი  წვიმის და ალუბლების ბლოგმა ჩემს ჟურნალისტურ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი 😀

ყოველთვის როცა ქვეყანაში მიმდინარე რაიმე აქტუალურ საკითხზე მინდა წერა, ყოველთვის მეუხერხულება ასეთი პოსტები,  “ვაიმედედამზემიყვარს” პოსტების გვერდით განვათავსო! : )

ვერ ვურევ საქმეს და პირადს ერთმანეთში!  (ჟურნალისტიკის ეთიკური კოდექსი  აშკარად შესისხლხორცებული მაქვს)

ხოდა სწორედ ამიტომ შევქმენი ახალი ბლოგი! რომელსაც რაღა თქმა უნდა არ გავლინკავ 🙂

ვიქნები ჩემთვის და ვფიცავ იქ ნამდვილად აღარ დავწერ არაფერს პირადულს!

ჯერ-ჯერობით ანონიმურობის შენარჩუნება მინდა და მერე ვნახოთ…

წარმოიდგინეთ რომ დამალობანას გეთამაშებით და თუ იპოვით ჩემს ბლოგს 🙂

hide-and-seek…. 😀

წარმატებები მისურვეთ  ახალ ბლოგზე : )


კაცი, რომელმაც ამერიკელ ქალებს სიგარეტის მოწევა “ასწავლა”

დღეს ძალზე ხშირად გამოიყენება სიტყვა  “პიარი”, თუმცა ბევრმა როდი იცის მისი გამომგონებლის შესახებ. ედუარდ ბერნაიზი, PR-ის ფუძემდებელი და მსოფლიოში აღიარებული ერთადერთი სპეციალისტი, რომელსაც მეტსახელად უწოდეს ,,პიარის გურუ’’. კაცი რომელმაც ასწავლა ქალებს სიგარეტის მოწევა და ამერიკელების საყვარელ კერძად აქცია შემწვარი კვერცხი ბეკონით!

ამერიკაში ედი 1893 წელს მოხვდა. მაშინ ის 2 წლისაც არ იყო, მამასისი, ვენაში მოღვაწე კომერსანტი, დაჯილდოებული იყო არაჩვეულებრივი ინტუიციით და ანშლუსამდე და საკონცენტრაციო ბანაკებამდე დიდი ხნით ადრე ამტკიცებდა: “ებრაელებს ამ ქვეყანაში არ აცოცხლებენ, უნდა წავიდეთ!” ედის აზრი არავის აინტერესებდა, ის უბრალოდ მოათავსეს გემზე, როგორც ერთგვარი ბარგი. როდესაც ჰორიზონტზე თავისუფლების ქანდაკება გამოჩნდა, პატარა ედიმ გაიღიმა და ფუმფულა თითი მისკენ გაიშვირა. ამერიკა მას იმ წამსვე მოეწონა..

როცა წამოიზარდა მამამ ის უნივერსიტეტში გაგზავნა.. სოფლის მეურნეობის შესასწავლად. 3 წლის მერე კი ედი ბრუკლინის გაქვავებულ ჯუნგლებში გაიპარა.  შემდეგ ჩავიდა ევროპაში სადაც გაიცნო დედამისის ძმა ზიგმუნდ ფროიდი. ედვარდზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიძია ზიგის  “კოლექტიურმა არაცნობიერმა”. გარდა ამისა მასზე გავლენა იქონია ფრანგმა ფილოსოფოსმა ლემონმა , რომელიც დემოკრატიის მგზნებარე მოწინააღმდეგე იყო.

ასეთი ინტელექტუალრუი განათლებით დაბრუნდა ედი სახლში და გახდა “სარელამო აგენტი” ბროდვეზე. მის მიერ შექმნილ საქმიანობას ეწოდა Public Relations, უბრალოებისთვის PR, ხოლო თავის თავს უწოდა პიარმენი.

ბროდვეიზე მან უამრავი მეგობარი გაიჩინა, რომელთა შორის იყო მსახიობი ბენეტი. მან დადგა პიესა სადაც მოთხრობილი იყო მეძავების შესახებ. იმ დროის პურიტანულ ამერიკაში სავსებით შესაძლებელი იყო ეს პიესა დაეხურათ და ამიტომ მან დახმარებისათვის ბერნაიზს მიმარტა. ედვარდმა კი ჩამოაყალიბა ვენერიულ დაავადებებთან მებრძოლი საზოგადოების ფონდი. ამ ფონდის სხდომებზე “სხვათაშორის” აღინიშნებოდა ხოლმე რომ პიესა “გაფუჭებული საქონელი” წარმოაჩენს საკითხს პროსტიტუციის პრობლემებთან დაკავშირებით და სულ მალე ბენეტის თეატრს მაყურებლის დიდი ნაკადი მიაწყდა. ბერნაიზმა სწორად განსაჯა: საქონელს უნდა აქებდეს არა გამყიდველი, არამედ მყიდველი! ეს აზრი გახდა ის ქვაკუთხედი, რომელზედაც დაფუძნდა ბერნაიზის  “იმიჯის გაყიდვა”.   სიტყვა  “იმიჯი” კი პირველად სწორედ მან გამოიყენა თავის წიგნში “თანხმობის შენება”, სადაც იგი ხელოვნურად შექმნილ რეპუტაციას აღნიშნავდა.

20-იანი წლები  “ოქროს ათწლეული” გახდა PR-ისათვის, მაგრამ  დიდი ხნით ადრე ედვარდმა მოაწყო უჩვეულო აქცია. აშშ-ში რუსული ბალეტი ჩამოიყვანა. ბალეტი საყოველთაოდ პოპულარული იყო ევროპაში თუმცა ამერიკაში მას ” გარყვნილთა  ხელოვნებად” მიიჩნევდნენ. ბერნაიზმა გასტროლებმადე დიდი ხნით ადრე დაიწყო გაზეთებში სტატიების ბეჭდვა, სადაც დადებითად იყო წარმოჩენილი ბალეტი. ასევე საზოგადოებას აცნობდა ბალეტის მოცეკვავეების ცხოვრებას და სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი სექსუალური თავგადასავლები, რის შედეგადაც მკვიდრდებოდა აზრი რომ ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. ამ და სხვა მრავალი აქციის შედეგად სულ მალე რუსული ბალეტის წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთების რიგი კილომეტრებზე იყო გაჭიმული და მილიონერი მამიკოები კი თავიან შვილებს ერთიმეორის მიყოლებით აგზავნიდნენ საბალეტო სკოლებში.

იმავე მეთოდით ბერნაიზმა დაარწმუნა ამერიკელები, რომ ბეკონი საუკეთესო საუზმე იყო. მან გამოაქვეყნა ცნობილი ექიმების სტატიები მათ გვერდით კი განათავსა პოპულარული ადამიანების საუზმის პროცესში გადაღებული ფოტოები. სუფრის ცენტრში რა თქმა უნდა იყო შემწვარი კვერცხი ბეკონით. შემდეგი პროექტი ედვარდს დაუკვეთა “Lucky Strike“-მა  რომელსაც ქალთა მრავალათასიანი აუდიტორიის ათვისება სურდა. ბერნაიზის დაკვეთით ექიმები იტყუებოდნენ რომ მოწევა ხელს უწყობს საჭმლის მოენლებას, ხოლო საოპერო მომღერლები ამტკიცებდნენ, რომ სიგარეტი აუმჯობესებს ხმას. ამასთან ცოლის ფემინისტი მეგობრების დახმარებით რეკლამას უკეთებდა სიგარეტს, როგორც ქალთა დამოუკიდებლობის და მამაკაცებთან გათანაბრების სიმბოლოს.

აღსანიშნავია რომ თავად ედვარდი არ ეწეოდა  და ნიკოტინს შხამად თვლიდა. თუმცა ედი საქმის საჭიროების გამო მზად იყო დაეთმო თავისი პრინციპები და გაეყიდა სინდისი!

ჰიტლერის მთავრობის პროპაგანდის მინისტრი ჰებელსი იყენებდა ედვარდის ბევრ ტექნოლოგიას და ამბობდა რომ ” მიუხედავად იმისა, რომ ის ებრაელია, საქმე მაინც გამოსდის!” ბერნაიზის კლიენტების სია მოგაგონებდათ ცნობარს “ვინ ვინ არის ამერიკაში”-პრეზიდენტები, კონგრესმენები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ა.შ.

1964 წელს ედვარდი ცოლთან ერთად ნიუ-იორკიდან გადასახლდა კემბრიჯში. იქ მან უკანასკნელად გამოიყენა თავისი ლეგენდარული ნიჭი: როდესაც მისი სახლის მახლობლად აპირებდნენ ავტოტრასის აშენებას, მან 2 საათში მოახერხა სახალხო დემონსტრაციის ორგანიზება ლოზუნგით “ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს ბორბლების ქვეშ დასაღუპავად!”

მეუღლის გარდაცვალების შემდეს მან დაიქირავა მომვლელი ქალი ჯოან ვონდრა, რომელმაც დაითანხმა მოხუცი ედი მის სასარგებლოდ დაეწერა ანდერძი. ეს არ აწყობდათ მის ქალიშვილებ-ექიმს დორისს და ცნობილ მწერალ ენს. დიდი სკანდალის შემდეგ თითქმის 100 წლის ედი და ჯოანი ჩასხდნენ მანქანაში და სასტუმროში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქალიშვილებმა კი ჯოანს სასამართლოში უჩივლეს მამის გატაცების ბრალდებით. ყოველივე ეს ნაკლებად ადარდებდა ედვარდს: მან დიდი ხანია იცოდა, რომ სწორად წარმართული სკანდალი აუმჯობესებს იმიჯს. მალე მან გამოსცა თავისი მოგონებების წიგნი ოპტიმისტური სახელწოდებით: “ჩემი პირველი 100 წელი”, თუმცა მისი მეორე ასწლეული ხანმოკლე აღმოჩნდა-1995 წლის 9 მარტს PR-ის მამა ჩუმად გარდაიცვალა თავის სახლში!..