ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…


მე მივდივარ!!! შეხვედრამდე… : )))

მივდივარ!!!

ცოტა ხნით გავექცევი ქალაქის სიცხეს და მტვერს!!!

ბავშოვიდან მიყვარს იქ წასვლა. დუშეთის რაიონში ერთი პატარა და თითქოს მოსაწყენი სოფელია, ჩემთვის კი სიგიჟე და სიყვარული!

ბევრი, ძალიან ბევრი რამ მახსოვს…

იქ არის ჩემი ბავშვობის უდარდელად გატარებული დღეები, ჩემი ეკლესია და ჩემი მამა დავითი….

ჭორიკანა მეზობლის ქალები, და სულ მუდამ მთვრალი, სახედაღარული და ხელებდაძარღვული “მათი კაცები”…

ჩემი კალოები, ადგილი სადაც არაერთხელ დანთებულა ცეცხლი და მოფარული სიმინდები შემწვარა.. ადგილი სადაც ხშირად უთამაშიათ ქვებით მიწაშე შემოსაზღვრული სახლობანა და ფეხბურთი.. სადაც გვიკრეფია ჯერ კიდევ მკუხე კუნელი მუჭებით გვიყრია პირში.. კალოების მოიპირდაპირედ კი ნასახლარები.. ძველებური, ჩამონგრეული ქვის კედლები, დატეხილი კრამიტები და მაღალი, გაფარჩხული კაკლის ხეები..

ქვემოთ ხევი… ცივი მხიარული წყალი. ოდნავ ზემოთ თუ აყვები ხევი ორად იყოფა. მარცხნივ მშრალი ხევია, მარჯვნივ სველი. მიყვარს მშრალი ხევი, ბევრი შავად აბრიალებული მაყვლით და ყვითელი ტყემლებით, სულ ზემოთ, გორებზე კი წმინდა ბარბარეს ეკლესია, მხოლოდ საკურთხევლის კედელი და მასში გამოჭრილი ნიშები როა დარჩენილი..

მშრალზე უფრო სველი ხევი მიყვარს.. რაც უფრო შორს მიდიხარ სულ უფრო და უფრო რომ მრავლდება და დიდდებიან ბუერები, ვირისტერფები და დათვის ბალახები. უფრო ზემოთ კი შინდის და იფნის ხეებიც გვხვდება…

ზემოთ მთაზე წმინდა მარინეს სახელობის ძველი  ეკლესია, მთელ სოფელს რომ გადმოჰყურებს.  მის წინ დიდი და მწვანე მინდორი, მინდვირს ბოლოს კი უკვე ტყის მყუდრო ბილიკი…  სულ სულ წინ თუ ივლი  და ბილიკს მიყვები სულ მალე წყლის ჩხრიალსაც გაიგონებ..  ჩვენი ჩანჩქერი!…  ❤      და კიდე ქვემოთ ჭალებში ხმაურიანი, სწრაფი და ცივი ქსანი. დიდი ქვებით და მის ნაპირზე ქვიშაში დახატული მზეებით…  შორტებიანი გოგოებით და ტალახში ამოთხვრილი ბავშვებით..   აჰ სულ დამავიწყდა, სოფლის ბოლოში, ახალგორის საზღვართან ძალიან ახლოს ლომისის სალოცავი, ქვემოთ კი გორგი ერისთავის სახლმუზეუმი.  კიდე რა ვთქვა, რავი..  არაფერია თითქოს მაგრამ… იქ არის ჩემი ბავშვობა და ჩემი მოგონებები.. იქ იყო დაფარული მზერები..  ფლირტაობის პირველი ცდები.. 🙂  ბევრი ვაშლატამები…იქ იყო საათობით  ლაპარაკი ხანდახან სრულიად უაზრო თემებზე.. იქ იყო პირველი მოწონება… გატეხილი ცხვირი და იოდიანი თითები….  😉  ტენისის თამაში… უსაშინლესი “წითელი, ყვითელი, შავიც” კი იყო…   იქ იყო პირველი ჩახუტება… სითბო…  იქ.. იყო!..

ვიცი არ იქნება ყველაფერი ისევ ისე… მაგრამ მაინც!!

მე მივდივარ!!!    და ვიცი ყველაფერი მაინც კარგად იქნება….  ❤

მიყვარხართ ყველა….  ❤


ქარის მოტანილი წერილი…

უკვე მესამე დღეა რაც აქ შემოპარვას ვცდილობ და როგორც იქნა დღეს მეღირსა!!!  ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში… ძალიან ძალიან კომფორტულად….

ყველამ კარგად იცით ქარის მოტანილი წერილების დღეზე… ხოდა მეც დავწერე წერილი, დავდექი ყველაზე მაღალ მთაზე, ავხტი და

აღმოსავლეთისკენ გამოვაფრინე ჩემი წერილი… ბევრი ელოდებოდა აქეთ წერილს და წერილმა კი ეს თავშესაფარი აირჩია…

სალოლა ექსკლუზიურად შენთვის… გახსენი ეხლა ეს დაჭმუჭნილი, გზაში დაღლილი წერილი და წაიკითხე….

გამარჯობა!!!
არ ვიცი ჩემი წერილი ქარმა საით გაიტაცა, ვის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ თუ ეხლა დგახარ, ხელში დაჭმუჭნილი ქაღალდი გიჭირავს და ამ წერილს კითხულობ, ე.ი. ბედმა გამიღიმა. არ იფიქრო ვიღაც სასოწარკვეთილი ადამიანი წერდეს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ ტრაქტატს. არაა… ეს მე არ ვარ. პირიქით ამ დღეს – ქარის მოტანილი წერილების დღეს მაინც მინდა ჩემი სითბო გაგინაწილო…

შენ!!! ხო, ხო აი შენ… ეხლა გვერდით რომ ჩამიარე თვალი გამისწორე და მითხარი რამდენჯერ გიუხეშია, რამდენჯერ გიტკენინებია გული საყვარელი ადამიანისათვის. მოდი თავი არ დახარო და არ გაწითლდე ისე მიპასუხე. ჰმმ… ასეც ვიცოდი – არაერთხელ. შენ სულ დაგავიწყდა რომ ყველაზე ძვირფასი ისაა, რაც ძალიან გიყვარს მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ აფასებ და გენატრება, როცა საბოლოოდ დაკარგავ. ეხლა მიდი, გაიქეცი და მაგრად ჩასჭიდე ხელი იმას, ვინც გიყვარს, შენსკენ მოზიდე, ჩაეხუტე, სუნი იგრძენი და ყურში ძალიან ფრთხილად ჩასჩურჩულე რომ გიყვარს. დაჩოქილმა სთხოვე შენდობა და ილოცე, რომ მოგიტევოს. ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ სახლიდან რომ გავიდეს და უკან ვეღარ დაბრუნდეს, დაფიქრებულხარ როგორი სიცარიელე დაგრჩება, რა იქნები… ყოველ დღე უთხარი რომ გიყვარს, ოღონდ ჩუმად, ძალიან ფრთხილად.. წადი ეხლა, აწიე ეგ ცრემლიანი სახე… გაიქეცი, ხომ ხედავ გელოდება…

ამას დამიხედეთ!!! როგორ გაბღენძილა… ერთი აქეთაც გამოიხედე.. შენ დიახ შენ… არ გცხვენია?! როგორ იქცევი!!! დაგავიწყდა რომ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მეორეს ზემოდან დახედოს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება…. დაგავიწყდა, რომ ყველანი ერთი სამყაროს ნაწილები ვართ და ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია. შენ ისე ურცხვად მიყურებ მარადისობის კანონი ალბათ არც კი გაგიგია… სულის ტარებაში შეაშველე ხლი, თორემ დარჩები ერთხელ მარტო მარტოობასთან.. მოიდრიკე ეგ ქედი ერთხელ მაინც და ეგ გაბოროტებული მზერაც მოიშორე, არ უხდება შენს თვალებს. ეხლა გაიღიმე და ცას ახედე.. ცის-ფერია… და კიდევ უფრო მეტიც.. ეხლა წადი… მზად ხარ!!!

ღმერთო, რამდენნი ხართ და სულ სხვადასხვანაირი… როგორ მოგწვდეთ ყველას. ყველასთან მინდა მოვიდე და თითო სიტყვა მაინც გითხრათ… სად მაქვს ამდენი ძალა…

მისმინეთ რაა!!! ყველამ, სულ სულ ყველამ უსმინეთ ამ პატარა მზის სხივის წერილს დღეს დილით ამოსვლისას მზემ რომ ზგვის ქარს გამოატანა თქვენთან… დააფასეთ ხალხი თქვენს ირგვლივ, ზოგჯერ სრულიად უცხო თვალებში იპოვი ხოლმე სულის მეგობარს.. პატარა შემთხვევითობებში ეძებეთ სიმართლე და არ დაგავიწყდეთ შემთხვევით არასოდეს არაფერი ხდება., ყველაფერი ღვთის შექმნილი სამყაროს ნაწილია. არ დაგენანოთ არავისთვის სითბო და ღიმილი, მზე სითბოთი და სიყვარულით ანთებული ადამიანების სულებით ანათებს. ერთი გაღიმებით შეგიძლიათ ადამიანის სული გადაარჩინო. და არასოდეს, არასოდეს დამალო შენი გრძნობები. თქვი როცა გიყვარს – ხმამაღლა!!! ზოგჯერ მაინც დაუჯერე საკუთარ თავს, სხვაზე უარესი რა უნდა გირჩიოს…

და ყოველთვის გახსოვდეთ ყველაზე საშინელი წვიმის და შტორმის შემდეგაც კი ყველაფერი მშვიდდება და ცისარტყელა ჩნდება.


შენი ბლოგის გასაღები ჯიბეში მაქვს….


“hey soul sister!!!” <3

ჩემთან ერთი საყვარელი არსება შემოვასახლე ..   ❤  ჩემი მზიანი…
ხოდა ეხლა მთხოვა იქნებ 5 წუთიანი სიმშვიდე მომანიჭო და პოსტს გიწერო 😀
ვანიჭებ :)))

ვაიმეე….  როგორ ველოდები თვითონაც არ იცის ❤

ყველაზე ჩემიანი….  მასთანაც რომ სულ მზეა   -‘๑’


დამთავრდა გამოცდები-დაიწყო ზაფხული! <3

ყველაფერი გენიალურადაა!
გამოცდები მივაღრჩვე, თან არც თუ ურიგოდ.

არ ვნერვიულობდი დიდად. უბრალოდ ძალიან მინდა სტიპენდია, არა მხოლოდ იმიტომ რომ თვეში 150 ლარი საკუთარი ფული მექნება და როგორც მინდა ისე გავფლანგავ 😉  ნუ ესეც მნიშვნელოვანია, მამ უფრო იმიტომ, რომ მიდა ჩემებს დავუმტკიცო, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები.. იმ დღეს დეიდაჩემი მეუბნებოდა, რა არის ჩააბარე და ეხლა ვსიოვო?

არადა მართლა ძალიან მაღალი ქულებით მოვხვდი, რა თქმა უნდა 100 % დაფინანსებით.. ხოდა პირველ სემესტრში  დასვენება და კაი ცხოვრება მოვიწყვე 😀  ნუ სხვა ფაქტრებიც იყო, რომლის გამოც ხშიიიირად ვაცდენდი ლექციებს და დავბოდიალობდი წაღმა-უკუღმა 🙂
რა თქმა უნდა ამან ჩემს ქულებზეც იმოქმედა. 🙂  საბედნიეროდ არაფერი ჩამრჩენია, თორე ყველაზე დებილ და ზარმაც ადამიანად შევრაცხავდი ჩემს თავს 😀
მეორე სემესტრში ცოტა მობილიზება (თუ მობილიზირება?) მოვახდინე, თან ის ზემოთხსენებული “ფაქტორიც” გაქრა ჩემი ცხოვრებიდან (გაქრა კი? საკითხავი აი ეს არის 😀  ნუ რეალურად მაინც… )
მგონი ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა…
ხოდა იმას ვამბოდი რომ გამოცდებს მოვრჩი!  (აქ საზეიმო მილოცვა 😀 )  ეხლა მალე ქულებიც დაიდება.  ჯერ მარტო 2 საგნის ვიცი, 98 და 92 მყავს (happy)
რაც არ უნდა იყოს, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია და მომავალ წელს უფრო ვეცდები 🙂
მთავარია რომ უახლოესი 2 თუ 3 თვის მანძილზე არ გავეკარები არავითარ სილაბუსებს, რიდერებს, ჩვენი ლექტორებისთვის ასე საყვარელ ქსეროქსებს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ უბედურებას 🙂
რა კარგია რომ დეიდაჩემი ახალ-ახალი წიგნებით მამარაგებს 🙂  ამ ზაფხულს საკითხვარი არ მომაკლდება 🙂

თეთრი თუთის ქვეშ ჰამაკში წიგნები…  ❤ ასევე ვიცი არ მომაკლდება მთის ჰაერი, ცივი მდინარე და ჩანჩქერი, მზე, მეგობრები და  ხანდახან ტვინის ბურღვა სოფლელი ბავშვების… 😀
მიყვარს ზაფხულიიიიი!!!!!!!!!!!!!!!

აქ.. თივის ქვეშ…

მდინარის პირას საღამოობით…

მინდორში.. მზეში…

ჩემი ოცნებები ასრულებას იწყებენ ხოლმე… ❤

იქნებ ამ ზაფხულსაც  … : ))))


სოც. მედიის დღე და “იდეალური კრიტიკოსები”

დარწმუნებული ვარ უკვე ყველა იქ მყოფი ბლოგერი დაწერდა როგორ აღინიშნა სოციალური მედიის დღე მთაწმინდის პარკში, ვინ წარმოადგინა პრეზენტაციები, რომელი ბლოგერები გაიცნეს და ა.შ.   🙂

მე კი როგორც ყველაზე ზარმაცი და უფრო მეტად კი  და-ძმის მიერ შევიწროებული ბლოგერი,  ახლა ვეცდები რამეფრად რაც მახსოვს ის მაინც დავწერო, თორე რომ ვთქვა გუშინდელი ემოციები დღემდე გამომყვათქო, არ ვიქნები მართალი 🙂

ამ დღესთან დაკავშირებული პოსტების უმეტესობა რა თქმა უნდა აღფრთოვანების გამომხატველი ეპითეტებითა და შორისდებულებითაა სავსე,  თუმცა ზოგიერთმა მწვავე კრიტიკაც არ დაიშურა 🙂

მაგრამ მოდით ყველაფეერს თავის სახელი დავარქვათ!

რაც გაკეთდა დასაფასებელია!

რა აზრი აქვს იმის მოყოლას თუ რომელი ბლოგერები გავიცანი, ვის გავუღიმე,  რამდენი ნაჭერი პიცა შევჭამე და რა მოხერხებულ პოზებში ვაფიქსირე დიადი ბლოღერები!
.
მთავარია ისაა რომ არ მომწონს წამოსული ტენდენცია,  ასე ყველაფრის ხაზის გადასმა და გაკრიტიკება!
.
ალბათ ყველა აღიარებს, იყო ბევრი ხარვეზი: ტექნიკური პრობლემები,  ხმაური,  შეუფერებელი სამიზნე აუდიტორია..  ამას ემატებოდა ზოგიერთი პრეზენტაცა რომელსაც ეტყობოდა მოუმზადებლობა..
.
მაგრამ მოდით შევეშვათ იმას თუ  რა იყო ცუდი!  და უბრალოდ ვაღიაროთ  რომ  უმეტესობისთვის ეს დღე სხვა თუ არაფერი, მხიარულ და მზიან დღეებში ჩაიწერა 😉
.
რა არის ცუდი იმაში თუ ვიღაცას მოუვიდა თავში იდეა, მერე ვიღაცას გაუმხილა, მერე ბევრი იწვალეს თუ ცოტა იფიქრეს, ამ იდეას ხორცი შეასხეს და მოახერხს რომ რამდენიმე ათეული ბლოგერი შეეკრიბათ და თავიანთი ცოდნა გაეზიარებინათ.
ის სხვა საკითხია თუ რა არ ვიცოდით და რა გაგვაგებინეს ახალი, მაგრამ მე ვფიქრობ, მთავარი მაინც რაიმეს კეთების სურვილია!
.
და თქვენ, ვინც ასე ხმამაღლა აცხადებთ, რომ ეს დღე სოციალური მედიის კრახი იყო, მინდა გითხრათ:
აი ბურთი და მოედანიც თქვენთვის დაგვითმია!

(არა მგონია მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ უარი გითხრათ 🙂 )
არ დაგაღალატებთ და “ჩვენ ისევ მოვალთ!” 😀

p.s.  საერთოდ არ ვაპირებდი ასეთი სახის პოსტი დამეწერა ამ დღესთან დაკავშირებით, მაგრამ უკვე ყველასთან დაწერილია შინაარსობრივი მხარე, ახალს რას გეტყოდით და ასე წერა-წერაში ჩემი რეაქცია შემომეპოსტა 🙂
რა ვქნა, არ მიყვარს ადამიანები რომლებსაც მარტო სხვივი კრიტიკა გამოსდით კარგად!
თუ ჰგონიათ რომ დანარჩენებმა ვერ შევამჩნიეთ უამრავი ხარვეზი და მოუმზადებლობა?!    არაა საჭირო კრიტიკით ვიღაცაზე უკეთესად წარმოაჩინო თავი!
it’s all..   🙂
.
და კიდევ ერთხელ თამამად აღიარეთ რომ ნამდვილად იყო ერთი თბილი, მეგობრული, მხიარული, ზეპიცური, ბევრფოტოებიანი, ბომბორიანი და “როგოოოორ”-იანი დღე, რომელსაც სოციალური მედიის დღე ერქვა!!!!
.


გერმანიის ფსევდოფანები და ტანტალა ბიჭი :)

მე რომ ეხლა სულ ცოტა ტვინი მქონდეს თავში და ერთი ნაოჭი მაინც მოიძებნებოდეს, აქ კი არ უნდა ვიჯდე, ორი ღამის მღვიძარობის შემდეგ უნდა მივწვე ლოგინზე და საღამომდე ვიძინო!
ხოლო თუ ერთის ნაცვლად 2 ნაოჭი მექნებოდა, მაშინ ძილის მაგივრად ჯურნალისტიკის ქსეროქსებით უნდა ვიყო გარშემორტყმული და ხვალინდელი გამოცდისთვი ვემზადებოდე!
მაგრამ როგორც ხედავთ არც მძინავს და თქვენც წარმოიდგინეთ ვერც წიგნებს და ქსეროქსებს დალანდავთ სადმე ჩემს გარშემო..  დასკვნა თქვენთვის მომინდია 😀 😀 😀
მგონი ცოტა მაინც შემომრჩა საღად აზროვნების უნარი… ხოდა აი:   მართლა უნამუსობაა ლექტორი ყველაზე მაღალ ქულას მე და სალოს (2 სალო :* )  გვიწერდეს მთელ ჯგუფში, და ჩვენ კიდე ამით “გაბლატავებულები” გამოცდისთვის სამეცადინოდ განსაზღვრულ დროს ასე “ფუჭად” ვფლანგავდეთ 😀
ასევე უნამუსობაა მამა დაქალთან     “კი ჩემი სიცოცხლე, დარჩი და იმეცადინეთ”-სიტყვებით  გტოვებდეს და თქვენ კიდე ჯერ მთელი დღე ჭორაობდე და შიგადაშიგ (უფრო ხშირადაც 🙂 ) მოპირდაპირე სახლის აივანზე ძააალიან საყვარელ ბიჭს უთვალთვალებდეთ 😀
აჰ და ყველაზე აღმაშფოთებელი გინდა გითხრათ? ის ჩვენი ცოდვით სავსე შიშველი დატანტალებდა აივანზე და იმდენი ვიძახეთ ჩვენთვის, “ჩაიცვი ახლა შე კაცო, არ მოგვწონხარ ეგეთიო” რომ ცოტა ხანში მართლა ჩაცმული გამობრწყინდა  🙂  მერე ძმაკაცები ამოუვიდნენ, და მე, სალო და მარი აივანზე გამოვეფინეთ და ახლა იქ დავიწყეთ “მეცადინეობა” 🙂  მერე შეიხიკნენ სახლში და ჩვენ პატიოსნად განვაგრძეთ სწავლა  😀

სადღაც ნახევარ საათში აშკარად მესმის ღრიალი იმ სახლიდან, სალოც გაოცებული თვალებით იყურება, თავიდან ვიფიქრეთ რომ საქეიფოდ იყვნენ ამოსულები ბიჭები ძმაკაცათან და ეს ღრიალი რა უბედურებაა… თან რო აღარც დამთავრდა…
და მოულოდნელად გაიელვა ჩემს ტვინში ნათელმა აზრმა:       “საალ ფეხბურთს უყურებენ ალბათ და გოლი გავიდააა!”- ვიღრიალე მთელი ხმით და გავვარდით ტელევიზორის ჩასართავად 😀

გერმანია-ინგლისი

1-0

მაინც რა ლოგიკა მაქვს მე თვითონ მიკვირს რაა 😀 😀   აბა სხვას რას შეიძლებოდა აეღრიალებინა ერთად შეკრებილი მამაკაცები სამხრეთ აფრიკული ციებ-ცხელების პერიოდში, თუ არა დიად ფეხბურთს! 😀

მივეკარით ტელევიზორის ეკრანს და გერმანელების ყველა შეტევას და უბრალოდ ფეხის გაქნევას ოვაციებით ვხვდებოდით 😀 იქნებადა იმ ბიჭმა გაიგოს, ჩვენც გერმანიას ვგულშემატკივრობთ და როცა საერთო ინტერესები გაქვთ უფრო ადვილად დაახლოვდებიან ხოლმე ადამიანებიო ვვარაუდობდი(თ)  😀
ერთი კი გავიფიქრეთ რა უსინდისო და მედროვე გულშემატკივრები ვართთქო, მაგრამ მაშინვე ვუარყავით ეს აზრი და გავაგრძელეთ შეძლებისდაგვარად  ხმამაღალი ბალეშიკობა 😀 😀
ცოტა ხანში რომ შევატყვეთ რომ ინგლისს კარგი დღე არ ადგა, შეგვეცოდა  დათრგუნული ფეხბურთელები (გვაპატიონ ინგლისისი ფანებმა სიბრალულისთვის)  და გადავწყვიტეთ, მოდი ეხლა ამათ ვუგულშემატკივროთ, იქნება და მოიგონო 😀    და ახლა ინგლისელების ყველა ფეხის  აქნევა-გამოქნევის და ცრუ ელემენტების შემცველი მოძრაობის მოწონებას გამოვხატავდი დაუოკებელი და ხმამაღალი შეძახილებით 😀


ვიყვირეთ, ვიყვირეთ.. ჩავიწყვიტეთ ხმის იოგები  მაგრამ რად გინდა..   მოპირდაპირე სახლის ფანჯარაზე  ფარდაც კი არ შერხეულა 😀
იმედგაცრუებული გადმოვდექი აივანზე და…

“- რა ამბავია, რა  გაყვირეეეებთ!” – ბრაზმორეული  თვალები შემოგვანათა და ამოგვყვირა  1-ლი სართულიდან  წერეთლის ქალმა 😀 😀