ზაფხულივით არეული პოსტი : )

სულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.

იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )

………………………………………………………………………………………………….

2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება 🙂 31 ივლისი იქნება  ყველაზე ბედნიერი დღე  ჩემი დის ცხოვრებაში!

ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..

ამ ერთ აბზაცში  არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი  :Xxx

და იქნებ გამოვასწორო..

………………………………………………………………………………..

ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა..  მეგობრები..  არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები…  ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული 🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და  ყელში ამოსული ნამიოკობანა 🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…

ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი 🙂

ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”

მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით…… ❤

……………………………………………………………………………………………..

მრცხვენია ჩემი ბლოგის.

მრცხვენია ჩემი თავის.

მრცხვენია თქვენი.

ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…

………………………………………………………………………………………………….

რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )

ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))

არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..

ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან 🙂  მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”

მოკლედ, არაფერი რომატიული 🙂

……………………………………………………………………………………………….

ანისთან  მივდივარ მეტეხში!   მე ანი და ქეთი.  უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )

………………………………………………………………………………………………………

ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )


“მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!” :)

ხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ვნანობთ… ვნანობთ, იმიტომ რომ ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, ან როგორც გვეგონა რომ გამოვიდოდა..

შეცდომებს ვუშვებ ვხვდები!

არ მეშინია შეცდომების დაშვების, არც მათი გამოსწორების!  უბრალოდ…

ყველაფერი ორიგინალური მე უნდა მოვიგონო. :) კარგია განსხვავებულობა,  მაგრამ თუ გინდა განსაკუთრებული იყო, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ  კარგი მრჩეველი არ გეყოლება არავინ დედამიწის ზურგზე! იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათთვის შენს მიერ აღმოჩენილი განსხვავებულობა უცხო და უცნობი იქნება!

ვერავინ გეტყვის როდის დაუშვი შეცდომა, იმიტომ რომ  ახალი გნსაკუთრებულობა არ ჯდება არავითარ ჩარჩოში, არ გავს არცერთ სხვას, წინათ ყოფილს ჩემს თუ სხვის ცხოვრებაში…

” წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო” გამიგონია… აი მე კი ჩემს წინ მიმავალს ვერავის ვხედავ..  მე უნდა ვიყო ჩემი თავის წინაც და უკანაც :)

მე უნდა ვურჩიო ჩემს თავს, როდის შევჩერდე,  ვუთხრა, თუ  როდის ვუშვებ შეცდომებს, როდის არ შეიძლება გაღიმება და როდის უნდა დავიხიო უკან…

სისულელეა… ავირიე…

“ხო, ვიცი რომ სულელი ვარ.. ვიცი რომ ნებით ვკარგავ იმას, რაც ბედნიერს მხდის.. ვიცი… მაგრამ.. მიხარია, რომ შემიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება! თუნდაც ყველაფერი “უკუღმა” იყოს…
მე, მე ვარ!!! ♥  ” –   ჩემი სტატუსი facebook-ზე..

ავირიე…

მეგონა სწორად ვიქცეოდი და ეს იყო ჩემი შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა, მაგრამ ახლა მივხვდი,  ამით კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი..

და facebook-ის ტესტები? :) არ ვიცი მგონი სადგაც ამართლებს..  “ფრაზები შენი პატარა ვარდისფერი დღიურისთვის”

consult:   ” ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ..”

აი, ესეც ჩემსავით უკუღმართი პოსტი :) არაუშავს, ამიტანეთ…

შეგიძლიათ კითხვა ბოლოდან დაიწყოთ :)

p.s. დღეს გიორგობაა,  ხვალ ანუ ოთხშაბათს გურიაში მივდივარ, ხუთშაბათს ნათესავის  ქორწილია,  პარასკევს გურიიდან წამოვალ და შაბათს ჩემი თამუნას და გიოს ქორწილი, თან მეჯვარე ვარ!  ❤   ხოდაა…

” მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?

უნდა სხვანაირად ვძლიო  სვე-ბედს,

მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,

ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ …”   :)


News-ები გაუცხოებული ბლოგიდან

 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.

ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂

უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂    ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂

ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!

შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !

ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐

არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤  (sun)

ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀

და ჩემი ქორწილიიიიი?!!!  ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..

კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀

დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!

არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀  მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*

ხო კიდევ რა?  მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))

ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს  ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀

მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤

Good  Lucks!!!


ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)

ვუყურებ. ჩემს წინ ზის და გიოს ტელეფონზე ელაპარაკება. თვალწინ მიდგება ბავშვობის კადრები. უცბად ვყვირი “ვაიმე” და სახეზე ქაღალდებს ვიფარებ. მარი გაკვრივებული მიყურებს, თამუნა ისევ ლაპარაკობს..

მარი მეკითხება რა მოგივიდაო და ვუხსნი რომ 2 კლასის დროინდელი კადრები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა როგორები ვიყავით, როგორ ვგიჟობდით და ვდიდგოგოობდით პატარები..  და ახლა.. როგორ მალე გავიდა დრო!

მარი მეთანხმება.  ამბობს: “მეგონა სულ ასე ვიქნებოდით..” სუულ?”-ვკითხულობ მე და მეღიმება. თამო უკვე ჩვენ გვისმენს და “სულ ასე ჩვენი მტერი იყოსო”- ეცინება 😀  შინაბერობა არ გვინდა არცერთს : )   მაგრამ მაინც..

და ვგრძნობთ რომ დიდები ვართ და ამის მერე უკვე ყველაფერი “ისევ ისე” აღარ იქნება..

ჩემი თამუნა..

ჩემი ყველაზე ახლობელი…   ყველაზე ჩემი…   ჩემიანი!…  ❤

საოცრად მიხარია! სადღაც გულში კი რაღაც გაურკვეველი ნამცეცები დაფუსფუსობენ… და უცბად მომდის თავში და ვხვდები რატომ ვერ ეგუებიან ადვილად მამები ქალიშვილების გათხოვებას 🙂

როგორ უსაშველოდ კარგად გვესმის ერთმანეთის.  სულ უსიტყვოდაც..

ვეღარ ვწერ.. იმდენი მაქვს სათქმელი ჩვენზე და ახლა..

ჩემი თამუნა.. თეთრი დედოფალი…

და მერე მუცელი რომ წამოეზრდება და ჩემ მომავალ ნათლულს გარედან მივესალმები..  მე და მარი უკვე წინასწარ ვიცინით და ვგეგმავთ რომ ორსულობისას აუცილებლად ვეტყვით რომ ძალიან გასუქებულია და ჩვენ ტანწერწეტას გავაგიჟებთ 🙂

და მერე დედასავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოები და მამიკოსავით ფეხბურთელი ბიჭები… ❤  ვაიმეეე რა უღმერთოდ შორს წავედი..

თამ გახსოვს 2 წლის წინ წერილი რომ მოგწერეე? რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და საშინლად რომ მენატრებოდი.. ეხლა გადავხედე იმ ლექს იმ წერილში რომ მოგწერე..  აქაც დავწერ..  ხო, ვიცი რომ რითმაც აკლია, სიტყვებიც, ბავშვურიცაა და გაუმართავიც მაგრამ..

შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ!

ფიქრები იბრძვიან, აღწევენ გულიდან,
გონებას იპყრობენ გზები…
შენი სიფაქიზე, ჩემი ცელქობები
გიჟური მყვირალა ხმები…

რამდენჯერ უაზროდ გულები გვტკენია,
ჩხუბსაც ვერ დაარქმევ მაგას…
მერე ისევ ისე ერთად გვიცელქია,
არ შეგვიმჩნევია დაღლა…

დრომ არ შეგვიბრალა, დრო სულ არ ჩერდება
ახლაც ისევ-ისე მიდის..
მიჰქრის, მიაბოტებს და თან გვერეკება
თავისი სასტიკი ხელით…

მე კი უკან ვრჩები, უკან ვიხედები,
და წინ აღარ მიშვებს გული.
დასატოვებლად აღარ მემეტება
ბავშვობის ჩვენი წლები..

ოდნავ მეღიმება, ახლა მეცინება,
გული გამალებით მიცემს..
როგორც ნაწვიმარ ცაზე მზის სხივები
ფიქრები ასწრებენ ფიქრებს…


არ დამთავრებულა ჩვენი გიჟობები!
მე კვლავ ბავშვობაში ვრჩები!
ლამაზ ყვავილებთან, ფერად ოცნებებთან,

შენც გეპატიჟები, რჩები?!..

2008  წ

მიყვარხარ სიგიჟემდე! და რა კარგია რომ შენ ეს იცი!… ❤