ზაფხულივით არეული პოსტი : )

სულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.

იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )

………………………………………………………………………………………………….

2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება🙂 31 ივლისი იქნება  ყველაზე ბედნიერი დღე  ჩემი დის ცხოვრებაში!

ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..

ამ ერთ აბზაცში  არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი  :Xxx

და იქნებ გამოვასწორო..

………………………………………………………………………………..

ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა..  მეგობრები..  არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები…  ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და  ყელში ამოსული ნამიოკობანა🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…

ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი🙂

ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”

მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით……❤

……………………………………………………………………………………………..

მრცხვენია ჩემი ბლოგის.

მრცხვენია ჩემი თავის.

მრცხვენია თქვენი.

ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…

………………………………………………………………………………………………….

რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )

ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))

არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..

ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან :)  მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”

მოკლედ, არაფერი რომატიული🙂

……………………………………………………………………………………………….

ანისთან  მივდივარ მეტეხში!   მე ანი და ქეთი.  უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )

………………………………………………………………………………………………………

ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )


11 Comments on “ზაფხულივით არეული პოსტი : )”

  1. მომნატრებიხარ….

    ვეკოს მილოცვა ))

    • salolas says:

      : ))) გენაცვალე :*
      მე გადავჩვეულვარ თურმე… რა “მოვსხიპე” ბოლოში დააკვირდიი?
      გადავცე.. ^_^

  2. salomeaa says:

    სალ უჭუკლესი ჭუკლი შენი დაა? გილოცავ დის ქორწილს:* შენს ბიჭს კი სტომატოლოგიურ კაბინეტზე უფრო მაგარმ ადგილას გაიცნობ და თან მალე: )))

    • salolas says:

      კიი ჩემი დაა : ) მადლობა, გაიხარე :*
      იმედია შევხვდები : )
      p.s. ისე სტომატოლოგიურ კაბინეტს რას უწუნებ?😀

  3. Kejeradze says:

    ეჭვი მაქვს, რომ სტომატოლოგიურ კაბინეტში ნაპოვნიც რომ მყავდეს, ჩემი სახის დანახვაზე გაიქცევა :))))
    გილოცავ დის ქორწილს : )

    • salolas says:

      რას სჭირს შენს სახეს? რა სისულელეა.. არავინაც არ გაიქცევა : )
      მთავარია სულში ჩაიხედოს და მორჩა..

      თუ სტომატოლოგიურში მარტო კბილები ჩანს, სული არა?😀 😀

      • Kejeradze says:

        ზოგადად არაფერი არ სჭირს, მაგრამ სტომატოლოგთან….🙂🙂

  4. არარეალური რეალურ სამყაროში ♥ says:

    ბევრი ბევრი ფლირტი …. მეცნობა და მომწონს🙂

  5. სტომატოლოგიურის ამბავი მაგარი იყო. თან შესავალიც რომ გაუკეთა😀

    რა კაია დასვენება, მე სამუშაოდ ჩამოვედი ბათუმში აბა ?😀

    • salolas says:

      საერთოდ ეგ შესავალი იმიტომ დაიწყო რომ გაგრძელება ეგ დამეწერა🙂

      საღამოობით მაინც გასცურავ და გამოსცურავ ზღვაში😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s