ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)

ვუყურებ. ჩემს წინ ზის და გიოს ტელეფონზე ელაპარაკება. თვალწინ მიდგება ბავშვობის კადრები. უცბად ვყვირი “ვაიმე” და სახეზე ქაღალდებს ვიფარებ. მარი გაკვრივებული მიყურებს, თამუნა ისევ ლაპარაკობს..

მარი მეკითხება რა მოგივიდაო და ვუხსნი რომ 2 კლასის დროინდელი კადრები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა როგორები ვიყავით, როგორ ვგიჟობდით და ვდიდგოგოობდით პატარები..  და ახლა.. როგორ მალე გავიდა დრო!

მარი მეთანხმება.  ამბობს: “მეგონა სულ ასე ვიქნებოდით..” სუულ?”-ვკითხულობ მე და მეღიმება. თამო უკვე ჩვენ გვისმენს და “სულ ასე ჩვენი მტერი იყოსო”- ეცინება😀  შინაბერობა არ გვინდა არცერთს : )   მაგრამ მაინც..

და ვგრძნობთ რომ დიდები ვართ და ამის მერე უკვე ყველაფერი “ისევ ისე” აღარ იქნება..

ჩემი თამუნა..

ჩემი ყველაზე ახლობელი…   ყველაზე ჩემი…   ჩემიანი!…  <3

საოცრად მიხარია! სადღაც გულში კი რაღაც გაურკვეველი ნამცეცები დაფუსფუსობენ… და უცბად მომდის თავში და ვხვდები რატომ ვერ ეგუებიან ადვილად მამები ქალიშვილების გათხოვებას🙂

როგორ უსაშველოდ კარგად გვესმის ერთმანეთის.  სულ უსიტყვოდაც..

ვეღარ ვწერ.. იმდენი მაქვს სათქმელი ჩვენზე და ახლა..

ჩემი თამუნა.. თეთრი დედოფალი…

და მერე მუცელი რომ წამოეზრდება და ჩემ მომავალ ნათლულს გარედან მივესალმები..  მე და მარი უკვე წინასწარ ვიცინით და ვგეგმავთ რომ ორსულობისას აუცილებლად ვეტყვით რომ ძალიან გასუქებულია და ჩვენ ტანწერწეტას გავაგიჟებთ🙂

და მერე დედასავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოები და მამიკოსავით ფეხბურთელი ბიჭები…❤  ვაიმეეე რა უღმერთოდ შორს წავედი..

თამ გახსოვს 2 წლის წინ წერილი რომ მოგწერეე? რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და საშინლად რომ მენატრებოდი.. ეხლა გადავხედე იმ ლექს იმ წერილში რომ მოგწერე..  აქაც დავწერ..  ხო, ვიცი რომ რითმაც აკლია, სიტყვებიც, ბავშვურიცაა და გაუმართავიც მაგრამ..

შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ!

ფიქრები იბრძვიან, აღწევენ გულიდან,
გონებას იპყრობენ გზები…
შენი სიფაქიზე, ჩემი ცელქობები
გიჟური მყვირალა ხმები…

რამდენჯერ უაზროდ გულები გვტკენია,
ჩხუბსაც ვერ დაარქმევ მაგას…
მერე ისევ ისე ერთად გვიცელქია,
არ შეგვიმჩნევია დაღლა…

დრომ არ შეგვიბრალა, დრო სულ არ ჩერდება
ახლაც ისევ-ისე მიდის..
მიჰქრის, მიაბოტებს და თან გვერეკება
თავისი სასტიკი ხელით…

მე კი უკან ვრჩები, უკან ვიხედები,
და წინ აღარ მიშვებს გული.
დასატოვებლად აღარ მემეტება
ბავშვობის ჩვენი წლები..

ოდნავ მეღიმება, ახლა მეცინება,
გული გამალებით მიცემს..
როგორც ნაწვიმარ ცაზე მზის სხივები
ფიქრები ასწრებენ ფიქრებს…


არ დამთავრებულა ჩვენი გიჟობები!
მე კვლავ ბავშვობაში ვრჩები!
ლამაზ ყვავილებთან, ფერად ოცნებებთან,

შენც გეპატიჟები, რჩები?!..

2008  წ

მიყვარხარ სიგიჟემდე! და რა კარგია რომ შენ ეს იცი!… ❤



5 Comments on “ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)”

  1. sunwaited says:

    სააალ, პირველი ვარ😛

    ისე, თამუნას უფრო მარტივად შეელევი თუ მე?😛

  2. okey says:

    kai posti iyo😀 mometsona😀

  3. […] და ჩემი ქორწილიიიიი?!!!  ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა….. […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s