ჩემი “მადლობა” და “ბოდიში”

…ვზივარ და ვფიქრობ. იმიტომ არა რომ საფიქრალი მაქვს ბევრი ან იმიტომ რომ ფრიად მოაზროვნე ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი, უბრალოდ ვზივარ იმიტომ რომ წოლისგან დავიღალე და ვფიქრობ იმიტომ რომ არ მინდა ჩამეძინოს…     😀 😀

ნუ ამ ბოლო დროს მოვუხშირე “ვაიმე დედა რა ღადო ვარ” პოსტების წერას და  როგორც ხედავთ არც ამ პოსტის დასაწყისში გადამიხვევია “ერთხელ არჩეული გზისთვის”  😉

ხოდა რა ხდება…

აი, ეხლა მომივიდა თავში და რომ არ დავწერო “არ იქნების, არ მოხერხდების”  😛

ყველა ადამიანს ვისაც ჩემ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოუჭყეტი, კომენტარი დაუტოვებია, ან უბრალოდ მოსწონებია ჩემი დაწერილი ბოდვა და თუნდა 1 წუთი დაფიქრებულა ამაზე… მინდა ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხრა

“მადლობა!”

არ ვიცი, შეიძლება სისულელეა ამის დაწერა, მარამ მართლა ძალინ დიდი სტიმულს მაძლევს ის ემოცია რომელსაც მე თქვენი კომენტარების კითხვისას განვიცდი…

მადლობა დედას, მამას, ჩემ დას და ძმას, კიდე ჩემი ბიძაშვილის მეზობელს იმისთვის რომ სწამდა ჩემი..

and THE OSCAR goes to… 😀 😀

ვიცი ზოგიერთი მეტყვის, და მათ შორის უპირველესი ალბათ ჩემი ფრიად პატივცემული  და იქნება, რა მადლობების გადახდა აგიტყდა აქეთ გიხადონ მადლობაო,  🙂 (ჩემი დის ლინკს შეგნებულად არ ვუთითებ 🙂 )   მაგრამ არ იქნება მართალი..

რა თქმა უნდა მე არც ისეთი თავმდაბალი ვარ რომ უცილობლად მეორე ლოყა მივუშვირო ვინმეს, 🙂  მაგრამ რაც მაქვს და ჩემ თავს ვერ დავუკარგავ, არის ჩემი უნარი რომ შემიძლია (და ვცდილობ არასდროს დამავიწყდეს 🙂 )  მადლობის გადახდა ადამიანებისთვის..

ხო კიდე რაც მომწონს და ზოგიერთისგან განხვავებით არც მიტყდება,  და შემიძლია ესეც ისეთივე წარმატებით  ხმამაღლა ვთქვა, როგორც წეღან მადლობას ვამბობდი:

“ბოდიში!…  “


არ ვიცი და ვერც ვხვდები ადამიანების უმრავლესობა რატომ ვერ/არ ახერხებს ბოდიშის მოხდას როცა იცის რომ დამნაშავეა?

არ მინდა ეხლა  “დედა რა კარგი გოგო ვარ” პოსტი გამომივიდეს და დავწერო როგორ ზრდილობიანად ვიხდი ბოდიშს მაშინაც კი როცა  მე მეტაკებიან ქუჩაში ან ტრანსპრტში ან როცა რაღაცას უნებურად ვაფუჭებ…

უბრალოდ მიმაჩნია რომ ბოდიშის მოხდა სულაც არ აკნინებს ადამიანს, პირიქით ჩემს თვალში ზრდის კიდევაც და სხვის თვალში როგორაა ეს ამბავი არ ვიცი 🙂

ასე რომ მე ამაყად და ასევე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა:

“მე შემიძლია მადლობა გადავიხადო და ბოდიში მოვიხადო!!!”

და არა პირიქით  🙂

p.s.  აბიტურიენტობის მერე ვერ ვიტან გადახდილ ბოდიშებს და მოხდილ მადლობებს 😀 😀 😀


დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?

ბლოგოსფეროში ახალი ტეგ-თამაში დაიწყო, ნუ  რაღა ახალი, მაგრამ უჭუკლესმა ვეკომ მას თამაშის სახე მისცა  და დაიწყოოო… მე სიყვარულოვნასგან ვიქმენნი დათაგული 🙂  ასე რომ რა უფლება მაქვს არ გამოვიყენო ესოდენი პატივი და უდიერად მოვეპყრო მის ჩემდამი სიმპატიებს, დაფასებას, სიყვარულს, ჩახუტებას, გაგებას და ამბავს 😀 😀

სიმართლე რომ გითხრათ განსაკუთრებით საინტერესო “მაძებრები” არ მყავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბლოგზე ვერასოდეს შეხვდებით “სექს”, “ძუძუს” და ა.შ. ( უკვე შეხვდებით 😀 )

მოკლედ ვიწყებ:

დევიდ კოპერფილდი – ნუ აშკარად ინტელექტუალი მაძებარი იყო, მაგრამ  ვგონებ იმედები გაუცრუვდებოდა 😀

lamazi bichebi –   ლამაზი ქალი ვიცი მე 😀 ყველაზე ხშირად მგონი ამით ხვდებან ჩემთან 🙂

ნერვოზი-ნევროზი (3-ჯერ )–  არ მაქვს გენაცვალე, დამანებე თავი რაა.. კიდე აქ ხაარ? გადი არა, არა, არ მჭიიირს ვაიმე შემომაკვდებიი!!!!

პ.ს. აი ხო გეუბნებოდი არ მჭირს ნერვოზი 🙂

remarki – აჰ, კიდევ ერთი ინტელექტუალი 🙂

me mapatiet – არაფერია შე კაცო, რა ბოდიშებს იხდი, კიდე შემოიარე 🙂

წვიმის ხმა ფანჯრის მინებზე? 😉 არა ღია მქონდა და პირდაპირ ოთახში ასხავდა 😀

ჩემი მი –   მი არა მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ დო, რე და ლა 😀

კოპერ ფილდი –  კოპერი აქაა და ფილდი გასულია და ხვალ  იქნება, სხვა დროს მობრძანდით 🙂

წვიმა და სიყვარული – ხოო მაგას ბევრს იპოვიდით ჩემთან 😉

კიდევ ჩემთან ეძებენ “ვარდისფერს”  “ალუბალს”  “ქოლგებს” და “მზეს…”  თავიდანვე ხომ ვთქვი არ მყავს “საინტერესო მაძებრებითქო” 🙂
არც ამის დაწერის ხასიათზე ვიყავი ჩემი უმძიმესი  დერესიის ზღვარზე ყოფნის გამო და ამიტომაც იყო ეს პოსტი მთელი კვირა დრაფტებში რომ ესვენა 🙂
ნუ როგორც იქნა მოვაბი თავი და სულ მალე დავკლიკავ “publish”-ს  🙂
მანამდე კი როგორ იქნება რომ წესებს არ დავემორჩილო და ეს თამაში სასიკვდილო
გავწირო 😀  ამიტომაც მისი სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ვთაგავ ჩემს  უსაყვარლეს მზიან ბლოგერს  Here Comes The Sun-s და წყაროს 🙂

ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა :

salolas.wordpress.com —  სწორად მომაგენით, და მიხარია რომ გსმენიათ და მეძებდით  😉  🙂



მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

“ღამის 3 საათია და ყველაფერი გეეენიალურადააააა!!!!!”

… აღარ მინდა დომენიკო..   წამიყვანე რაა..  ლამაზ ქალაქში წამიყვანე, კამორაში… სადაც გინდა იქ წამიყვანე… შენთან ვიქნები და მეცოდინება რომ საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდება.

აღარ მინდა აქ დომენიკო.. აქ უარესი ლამაზ ქალაქია, აქ უფრო საშინელი კამორა.. შენს ქალაქებში მირჩევნია დომენიკო..  ვიცი ბოლოს ყველაფერი დამთავრდება და შენს სოფელში წავალთ… იმ პირვანდელ სამოსელსაც დავიბრუნებთ მანდ..

აქ კი არ ვიცი, აღარ ვიცი.. ვეღარ ვუძლებ დომენიკო… აქაც ყოველდღე ისმის ღამის დარაჯის ხმა: ” ღამის 2…3…4… საათია და ყველაფერი გენიალურადაა!” ყოველ დღე ისმის დომენიკო.. მანდ მარტო ღამ-ღამობით! დღეც ტყუილია აქ და ღამეც…

დავიღალე დომენიკო… რამდენი საყელოშეხსნილი ვინსტენტე დადის იცი? და ედმონდო კი ვერსად ვიპოვე ჯერ… ჩემი უმეგობრო,  მეგობრის მაძებარი ედმონდო…

აქ ვერც კანუდოსს ვხედავ, დომენიკო.. მთელი ცხოვრება რომ ვეძებდი.. აქ არც მანუელოა, არც ზე.. არც “საზარელი” მიჩინიო..  მარტო ვარ, დომენიკო…

ვიცი შეგრცხვება დომენიკო, ვიცი გამაჩუმებ, მაგრამ მაინც გეტყვი.. გახსოვს დილის ქალი, სყვარული და ადამიანობა რომ აგრძნობინე მის გულს.. და მერე უკანასკლები გროშები რომ დაგიტოვა სამადლობლად.. რა იგრძენი დომენიკო, ხომ აგეწვა მუცელი და გაგეჩხირა ყელში რაღაც.. მაგრამ ვიცი, არ გიფიქრია დილის ქალზე.. არ გიფიქრია რომ ის, როცა შენ გახევებული უყურებდი მაგიდაზე დაყრილ გროშებს, ბედნიერებისგან აცრემლებული თვალებით დადიოდა ახლადგაღვიძებული კანუდოსის ბნელ ქუჩებში. მიდიოდა და შენი ნაჩუქარი სიყვარულის და ადამიანობის რწმენა მიჰქონდა თან!…

და მე კი.. დავიღალე…

გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით დავდივარ… ამდენ ტყუილს და ორპირობას მანდაც კი ვერ ვნახავ დომ.. ხოდა წამიყვანე, რა იქნება, წამიყვანე…

ვიცი დომენიკო… “დედამიწას სიყვარული ატრიალებს, ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, ვეღარ შეძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა… ” ვიცი… ეს მე შენთან ერთად ვისწავლე დომენიკო.. შენ უსმენდი, მე ვკითხულობდი ამას.. მაგრამ შენ მოახერხე გეპოვნა და მე ვერ…

ხშირად იმ ლაქასაც ვეღავ ვხედავ, დომენიკო.. ჩემმა კაკტუსმა კი შეყვითლება დაიწყო თითქოს…

მეც დავტოვებდი დილის ქალივით უკანასკნელ გროშს სიყვარულისთვის!..

დომ.. დომე.. დომენიკო…     წამიყვანე რააა!…..


და თუნდაც გამიშვან ხელი!…

როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები… 

 

ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….

როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….

 

 

 

18/05/2009 W.w

p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა 🙂 თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე… 😉

 

 


-‘๑’ მე ბავშვობიდან მოვდივარ… -‘๑’

“მგონი რაღაც ავურიე… ხო რა ასე დაუფიქრებლად და უაზროდ!

ვაიმე სალომე მიგაღრჩობ სადმე. :@  აბა ეს რა იყო ჯერ ლექციების ცხრილი ჩაურაკრაკე და მერე ვითომ სასხვათაშორისოდ რომ მიაყოლე ლექციებს შორის შუალედი რომელზე გაქვს. 🙂  ჰა  არ  თქვა რომ არ იცოდი რა მოყვებოდა…   კაი, კაი, არ დაიწყო მაგის მტკიცება.. ჩემთან მაინც არ გინდა რაა… 🙂  თან მითუმეტეს მანადმე გითხრა ხვალ მეც ვაპირებ უნიში შემოვლასო…  ხოდა შენც საქმე გაუადვილე,  🙂  “ხვალ მაგ შუალედში თსუ–ში რომ ამოვიდე და “შემთხვევით”  გნახო  რამეს ხო არ დავაშავებ?”– ხელიდან არ გაუშვა შენივე შექმნილი სიტუაცია.  🙂  იდიოტი ხარ რაა…

რა არ იცოდი რომ გეტყოდა? იცოდი  მაგრამ.. ხო, თვითონვე გინდოდა რომ ეთქვა..   არადა კაცმა რომ გკითხოს თავს გაიგიჟებ, რა სისულელეა,   ვაიმე ეგოო? და თვალებს ისე აღაშფოთებ რომ ეჭვსაც კი არ შეიტანენ არაფერშო   😀  😀  ეხ სალო, სალო… მე მაინც არ გიცნობდე რაა… 😉

ხო თავის გაგიჟება როგორ გიყვარს ხოლმეე 🙂 რა სისულელეა, საერთოდ არ მომწონს და არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებო. ჰა ეხლა ხვალ რომ ნახავ “რამენაირ” ურთიერთობებში არ შედის ეეგ?

არადა სულ თავს იკავებდი გენახა ვინმე ვინც ოდნავ მაინც არ მოგწონდა. თუნდაც ამას რამდენი ხანი ახვეწნინე.. 🙂  და დღეს კიდე ჰოპ დაა ვსიოოო 🙂  ხვალ ნახავ  😐  არადა ის მაინც იცოდე რად გინდა..

შენ არ იცი და მე ვიცი, იიშ!

ი–ყე–ნებ!!!

კაი ეხლა ისევ ის შეშფოთებული სახე და აწყლიანებული თვალები არ გინდა რაა.. ხო იყენებ ! ჩუუმეთქი!…  კაი რა მოხდა მერე : )

იმ შუალედში თითქმის ყოველთვის მარტო გიწევს ხოლმე სადმე ფეხის მორთხმა და წიგნის კითხვა…. და იპოვე გამრთობი!

სალომეა, სალომეა….  -‘๑’

ვიცი  ვიცი ბავშვობიდან უფრთხი ვინმესთვის გულის ტკენას.. გახსოვს მე–5 კლასში შენს  კლასელს რომ უყვარდი,  (1–ლი კლასიდან მიყვარსო ამბობდა.. ნუ ეს ბავშვობა…)  ბიჭები ჩაგაცივდნენ… სულელები : |  ისიც იქ იყო მაშინ…  ეხლაც მახსოვს როგორ არ გინდოდა რამე გეთქვა.. იცოდი ბავშვურად დაწყვეტდი გულს.. სხვა გზა არ დაგიტოვეს, რა უნდა გექნა…

ან ის თუ გახსოვს როგორ გამოექეცი  ერთს…  იცოდი სიყვარული უნდა აეხნა და…  გამბედაობა მოკრებილს სიტყვაც კი არ ათქმევინე.. არც კი დაელაპარაკე, გეშინოდა რომ შენც უნდა გეთქვა რამე.. იმის გულის ტკენის გეშინოდა თვითონ…  მერე აღარც უფიქრია რამე..

როგორ ბავშვურად განიცდიდი ყველაფერს…

არც ახლა შეცვლილხარ სალ…

ისევ გიყვარს ჩაბნელებულ ოთახში შენი მოგონილი სიმღერების მღერა… ისევ ხშირად უყურებ გაშტერებული თვალებით ცას როცა გაწყენინებენ და ისევ არ იღებავ თმებს.. : )

თუმცა ახლა აღარ უფრთხი პირდაპირ თქვა  რასაც ფიქრობ…  უკვე მიხვდი, უთქმელობას ისევ  სიმართლის თქმა ჯობია, თუნდაც მომწარო გემო დაკრავდეს მას…

ხო ხედავ, ცოტას ერთობი კიდეც, ვითომ რა მოხდა, იმასაც გავახარებ რომ მნახავს და მეც დროს გავიყვანო ფიქრობ…  ჩუუ–მეთქი!  იქ ტვინის ღმა ხვეულებში ხო ფიქრობ?!

თან მე ხომ ვიცი..  : )    იმასაც ეტყვი, არ უნდა მენახეო ალბათ…

მერე ხომ საერთოდ არ დაალაპარაკებ არაფერზე..

ვიცი სალომეა ვიცი, შენზე არ ვრცელდება გუშინ ფსიქოლოგიაზე მოსმენილი თეორია “ფეხი კარებში”– თუ ადამიანს რაიმე პატარას გააკეთებინებ მერე ძალიან იზრდება შანსი უდრო დიდის გაკეთებაზეც დაითანხმო და უარი ვერ გითხრასო…

ეს შენ გგონია ხოლმე ხანდახან, სუსტი და სულელი პატარა გოგო ვარო..  მე ხომ ვიცი ჭკვიანი ხარ, ძლიერი და… ხო პატარა გოგო!…     😉

ჩემი სალომეა მიყვარს….  -‘๑’

” რა ეგოისტი ვარ, ღმერთო…”


კომპიუტერი გვხმარობს?! O_o

გუშინ მოთმინებიდან გამოსულმა დედაჩემმა ასეთი საოცარი ფრაზა მტკიცა: “კომპიუტერს კი არ ხმარობთ თქვენ, კომპიუტერი გხმარობთ!”   🙂   ნუ სასაცილოდ კი ჟღერს მაგრამ რეალობასთან მგონი მართლა ახლოა.. O_o

ხო სანამ დედა ამ საოცრებას მეტყოდა, მამა გამოდიოდა მწყობრიდან   🙂   მეორედ აღარ დავინახო ინტერნეტი ჩაურთო ამათო – დედას უბღვერდა 🙂

არადა ნამდვილად არ ვარ ისე რომ მთელი დღე თავით ვიყო შემხტარი კომპში, უბრალოდ ძაან ცუდი რამე მჭირს, ზოგჯერ როცა რამეს ვაკეთებ, ან ვინმეს ვწერ, რას მელაპარაკებიან არ მესმის და პასუხს უმრავლეს შემთხვევაში არ ვცემ, ან თუ მაინც ვპასუხობ არაფერ კავშირში არ არის  იმ თემასთან რაზეც მელაპარაკებოდნენ. 🙂

მგონი ბევრს აქვს ეს პრობლემა, თუ დავიჯერო მე ვარ ასეთი “უნიკალური” (რა თქმა უნდა ცუდი გაგებით 🙂 )

ეჰ წავედი თავი ამტკივდა, დავიძინებ..  აი აი ეხლა სად არიან ჩემი მშობლები, რომ დააფიქსირონ როგორ დემონსტრაციულად გამოვრთავ ამ  “ეშმაკის მანქანას” ( 🙂 ) ჩემი ხელით! 😉


სიკვდილის რეპეტიცია…

ოთარ ჭილაძე:     “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.  და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”

მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე…   დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში.  სიჩუმე….   გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა  და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა!  და მერე  ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად…  თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული…  თეთრი ყვავილები..  ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.

და ვტიროდი.  დავტიროდი ჩემს თავს… ჩემს სხეულს. ჩემს  ნაადრევ სიკვდილს.  ყველას მაგივრად ვტიროდი…

და მერე გადიდოდა დრო… ისევ იღვიძებდა დილა…  ისევ ვგრძნობდი გრძნობების ნაკლებობას და ისევ…   ისევ ჩემს ფიქრებში გათამაშებული  სიკვდილის რეპეტიცია…  იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდნენ ადამიანები.. ისევ  ისე ხშირად და უფრო ხშირადაც ავიწყდებოდათ ერთმანეთი და “სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებში გათქვეფილი” გრძნობა…

უკვე აღარ მერქვა ბავშვი..  უკვე აღარც უნდა მეტირა თითქოს..

უნდა მცნობებოდა, მაგრამ  რა ვქნა, არ მინდოდა დამეჯერებინა და    ასეთი შემეცნო სამყარო…  და ისევ ვკვდებოდი..  და თითქოს ამით შურს ვიძიებდი  სიყვარულისგან დაცლილ გაციებულ ადამიანეზე. მთელ სამყაროზე…

ახლა ხომ მაინც აღარ ვარ ბავშვი…  ან შეიძლება ჯერ კიდე ვარ თუმცა რა აზრი აქვს… მე ისევ ვტირი.  და ისევ ისე ძველებურად ვმართავ ხოლმე ჩემი სიკვდილის რეპეტიციას….


ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!

…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…

მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.

არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!

მაგრამ ისევ… მოწყენაა…

მძიმე მოწყენა..  ჩუმი და მძიმე…

გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!

გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს…  მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…

მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…

გულის ფანჯრებს….

მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…

მ ე   თ ქ ვ ე ნ   მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !


I’m debil? :) თუ…

“შენში ყველაზე მეტად რა მომწონს იცი?  რო არაფერს მიმალავ აბსოლუტურად, მერე მაგ ყველაფერზე რომ ხმებს გივრცელებ  🙂  და არ ბრაზდები და ბოლოს მე რასაც გეუბნები შენ რომ არ მიბაზრებ!..

მე გამიხარდა…

“ხო მოგწონს მერე ეგ? მარა იცოდე ბოროტად არ გამოიყენო 😉 სულ ასეთი არ ვიქნები, შეიძლება მეც შევიცვალო…”

თქვენც გაგიხარდებოდათ, თუ მე ვარ დებილი?   😉