მე და “კვირის პალიტრა”
Posted: ივნისი 30, 2011 Filed under: NewsRoom | Tags: "კვირის პალიტრა", ბავშვობა, ბალანსი, გაზეთი, გვერდი, თვალსაზრისი, პოზიცია, რეკლამა, საქართველო, სუბიექტურობა 2 Commentsბავშვობაში “კვირის პალიტრის” კითხვას ბოლო გვერდიდან ვიწყებდი. გასართობი გვერდები იქით იყო. “კურიოზები”, “საბავშვო სალაღობო”. “წისქვილმა კი ფქვასო..” ვკითხულობდი ამ და ამის მსგავს რუბრიკებს და ვერთობოდი. “სამხედრო თემას” და “პოლიტიკას”, რა თქმა უნდა, სწრაფად ვფურცლავდი.
მერე გავიზარდე.
ჯერ პირველ გვერდს ვეცნობოდი. ვკითხულობდი წინ გამოტანილი სტატიების სათაურებს, ამონარიდებს და მერე კი ცნობისწადილგაღვიძებული ვეცნობოდი ბავშვობაში უამრავჯერ სწრაფად გადაფურცლული რუბრიკების გვერდებს.
მერე ვისწავლე ბალანსი.
და მივხვდი რომ კარგი სტატია არ არის, თუ მხოლოდ აღნიშნავ ფაქტს და ამ საკითხზე მხოლოდ ერთ მხარეს გაესაუბრები. თუნდაც ორივე მხარეს.. მაინც არ არის!
მერე ვისწავლე თვალსაზრისი.
და “კვირის პალიტრაში” თითქმის საერთოდ ვერ ვიპოვე ის…
მერე ვისწავლე, როგორია სარეკლამო სტატია.
და თვალებში გამეჩხირა ასე მომრავლებული ნიშანი R
მერე ვისწავლე სუბიექტურობა (თუ ეს მანამდე ვისწავლე? 🙂 ).
და დავინახე უამრავი გამჟღავნებული პოზიციები…
მერე? მერე არაფერი.
ახლა უბრალოდ ვკითხულობ და ვაფასებ!
ვაფასებ რას წერენ, როგორ და რატომ.
თუმცა, მარტო ამას არა..
ვაფასებ, რომ მე “კვირის პალიტრას” ბავშვობიდან ვკითხულობდი (მერე რა მოხდა, რომ ბოლო გვერდებს 🙂 ) და ახლაც ვკითხულობ.
ვაფასებ, რომ სიტყვა “გაზეთის” გაგონებისას, რატომღაც პირველას “კვირის პალიტრა” მახსენდება.
ვაგასებ, რომ მას აქვს თავისი ნიშა.
ვაფასებ, რომ საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა კითხულობს მას.
ვაფასებ კიდევ იმას, რომ როდესაც “კვირის პალიტრას” ხელში ვიღებ და პირველი გვერდის (ახლა უკვე პირველის) თვალიერებას ვიწყებ, თვალში მხვდება წარწერა:
“თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!”
მოკლედ, სუბიექტური ვარ!
ვანოს დღე და დაუვიწყარი ღამე!
Posted: ივნისი 11, 2011 Filed under: დაუვიწყარი დღე!, ჩე_მზე, KBH | Tags: დაბადების დღე, ვანო, კარაოკე, ნიკუშა, სასმელი, ტორტი, ღამე, ცეკვა, KBH 10 Commentsახლა ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ ვიცი, რაც უფრო ბევრი დრო გავა, მერე უფრო დამეზარება, მე კი არ მინდა რომ ეს დღე როდესმე დამავიწყდეს! არც დამავიწყდება! უბრალოდ მინდა აქაც დავწერო.
სანამ ჯერ კიდევ მტკივა ფეხის კუნთები, ჯერ კიდევ მაქვს უძილობისგან თვალები დასიებული და სადაც დავჯდები იქ მეყვინთება.
მოკლედ, ვანოს დაბადების დღის ამბებზე ვყვები!
მოკლედ, მე ბანალური გოგო ვარ და ბანალურადვე ვიტყვი: “არც კი ვიცი საიდან დავიწყო!”
არ მინდა უემოციოდ მოვყვე, არადა ვხვდები რომ აქ ისე კარგად ვერაფერს დავწერ და ვერ გაგაგებინებთ რა კარგი იყო!
წარმოიდგინეთ თსუს კავეენშიკები!
ყველზე მხიარულები, ყველაზე საზრიანები და ყველაზე მეგობრულები!
მთელი ოჯახი!
საღამოს 7 საათიდან დილამდე ერთად. ყველაზე არაჩვეულებრივი ღამე!
ძირს დავარდნამდე ცეკვა, ბევრი სასმელი, ჭერზე ასხმული შამპანიური და ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი. გოგოების ცეკვა ვანოს, ჩვენი ჰიმნი, ზემოთ ამოვარდნილი აკივლებული მეზობელი, კედლებზე სამახსოვრო წარწერები, პირველად გასინჯული არაყი და კიდე ის რაღაც ცეცხლებიანი სასმელი ყელი რომ ჩამწვა და დამაბრუალა 🙂
კარაოკეში შეჯიბრებები, რაღაც გიჟური თამაშები, ერთ ფურცელზე ცეკვა, “ყური ტერფზე” და კიტრის შუბლებს შორის გაჩერება წყვილებში 🙂
მერე უფრო გვიან, დაღლილებმა და გაბრუებულებმა რომ ავითვისეთ ყველა ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული და მივეყარეთ. აივანზეც კი ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, როგორც იტყვიან ხოლმე 🙂
და რომ არ მეძინებოდა და არც სხვას ვაძინებდი, რა იყოთ ხვალაც აქ კი არ ვიქნებით გავათენოთ–მეთქი…
მერე ყველაზე შავი ისტორიები , მეც რომ გამაბრიყვეს, ჯერ მომასმენინეს და მერე მეც დამაწყებინეს გამოგონება : ))
და მერე ნიკუშას და ჩემი გულახდილი საუბრები.. უფრო ჩემი : ) (ნიკუშ ჩემში ხარ! :* )
მეორე ოთახში კი ერთ ლეიბზე მიყრილი ბავშვები და “მოსატანი მეეტანათ” და
“ის ღამეე, თივის ზვინზე გავათენეეე” : ))))
მერე მართლა დაგვათენდა თავზე…
არადა, როგორ ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო ის ღამე!
იმიტომ რომ მიყვარხართ!
ჩემები ხართ!
და როგორც ვანომ თქვა, მგონი მართლა “ვაშენებთ ამჯადოსნურ ადგილას ოჯახს!”
ჩვენი ჰიმნი! იქნებ თქვენც აგეკვიატოთ 🙂
ALWAYS TOGETHER!
ნამძინარევი ფიქრები
Posted: ივნისი 7, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: ანი, ბლოკნოტი, ვეკო, თსუ, ლექცია, წვიმა, KBH 10 Comments
…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო. ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.
ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები. take it easy…
რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.
რა მზრუნველი ვარ.. 🙂
მერე ისევ დავიძინე.
……………………………………………………………………
დღეს ანის ვნახავ. გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს: ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ!
ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით. (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 ) რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს! ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )
…………………………………………………………………………………….
9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა. მოკლედ ქართული გავაცდინე.
წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ, რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა. მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : ))) მიყვარს რაა… ❤
………………………………………………………………………………….
20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!
დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა და საზრიანების შერკინება 🙂 წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!
……………………………………………………………………………………
ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა, მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა. ხოდა დავეშვი. მგონი. უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.
ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები : ))
………………………………………………………………………………….
1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂
ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )
სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )
Posted: ივნისი 6, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, Uncategorized | Tags: გაზაფხული, დრაფტები, ზაფხული, ლექცია, მზე, უნივერსიტეტი, შუალედი 2 Comments
უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..
სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.
არ დავსახავდი მარშუტს – გავყვებოდი მზეს ❤
მარტო წავიდოდი.
ან ვინმესთან ერთად..
თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი 🙂
“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂
მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”
ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი. 30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…
ახლა რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”
ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.
არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂
და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))
ნეტა რა მიხარია.
დავიღალე! 😐
“მზის ფესტივალი” მზიურში
Posted: ივნისი 2, 2011 Filed under: მე ვხედავ მზეს! | Tags: "მზის ფესტივალი", 1 ივნისი, ანი, მე ვხედავ მზეს, მზიური, სურამის ბავშვთა სახლი 8 Comments“აი მე ვარ მართლა პარაზიტი, ხალხის გამფუჭებელი, ლექციების გამცდენელი, გამცუღლუტებელი და ა.შ. : ))))))
მარა აი მიყვააააააააააააააააააააარს ასეთი რომ ვარ : ))) “ – ჩემი გუშინდელი სტატუსი facebook–ზე 🙂
რატოომ? იმიტომ რომ დილაუთენია ჯერ ლოგინიდან წამოვაფრინე ანი, მერე ტვინი გავუბურღე, სანამ ლექციების გაცდენაზე და მზიურში წასვლაზე არ დავითანხმე.
მიზეზი მნიშვნელოვანი,
არგუმენტი შეუცვლელი,
დასაბუთება შეურყეველი:
ჩვენი დღე უნდა აღვნიშნოთ!
წავედით!
მთელი გზა მებუზღუნებოდა, ლექციებს მაცდენინებ, პრეზენტაცია გასაკეთებელი მაქვს, რეფერატი დასაწერიო, მაგრამ…
შევედით თუ არა მზიურში, ყველაფერი დაავიწყდა..
…ლოყებზე მზეებდახატული ბავშვები, იასამნისფერი ბუშტები, ბევრი ყვავილები, ასფალტზე ფერადი ცარცებით დახატული ნახატები, სათამაშოები, წვრილ–წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, შრეკი და მზე…
ამდენი დიდი ხანია აღარ გვიცნია. არც ამდენი გვითამაში ბავშვებთან ერთად.
სოსო, ქეთი, სერგო, კატო, ლუკა, გიორგი, საბა…. კიდე რამდენი.
როგორ უხაროდათ ჩვენთან ერთად თამაში.
მშობლების ხელებს ჩაჭიდებული, ლამაზ ტანსაცმელში გამოპრანჭული ბავშვები გარშემო გვივლიდნენ, თითქოს რატომღაც ერიდებოდათ ჩვენთან მოსვლა.
“არა, ამას ვერ ითამაშებს” – უცნაური ტონით მითხრა დიდსაყურეებიანმა ქალმა და ბავშვი გაგვარიდა.
არავის გვიდარდია.
ვთამაშობდით ჩვენ და ბავშვები, ბავშვები სურამის სახლიდან….
კომენტარები