დაბადების დღეს გილოცავ სალოლ!!!

სანამ მოგვიყვებოდე როგორ გაატარე შენი დაბადების დღე :**


ქარის მოტანილი წერილი

სალოლ…

ჩემი წერილი წელს ცოტათი ახლოდან მოფრიდა.
წერილის წერა განსაკუთრებული რიტუალია… ჯერ ფურცელი უნდა შეარჩიო დიდი სიფრთხილით, მერე ფანქრები ფრთხილად გათალო და მოამზადო სიტყვებთან შესახვედრად(ჰო, შენ ჯერ არ იცი, რომ მე ფანქრით მიყვარს წერა).
მოკლედ მზად ვარ!!! ფურცელი მაქვს.. ღია ცის-ფერი. ფანქრები-ლურჯის ყველა ტონალობა..
ახლა მთავარია სიტყვები სწორად შევარჩიო, მე ხომ მთელი ერთი წელი ველოდები ამ დღეს. წერილებს ისეც ვწერ, მაგრამ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა და ცოტა მძიმედ მსუბუქი უნდა დამეწერა რამე…
სალოლ, ბედნიერი ვარ… აი ისეთი ბედნიერი თვალებს რომ ხუჭავ და გაღიმებული რომ დგახარ (სხვებისთვის უაზრო გამომეტყველებით). ღამით თვალებგახელილი ჭერს რომ უყურებ და მთელი ჭერი, კედლები ყველაფერი რომ მშობლიური და თბილია. ჩუმად გეტყვი – ამეთვისტო ვიპოვე ჩემი…
და უცებ ყველაფერი განათდა. ასე თუ გიგრძვნია თავი ოდესმე? როცა წინ არაფრის გეშინია…. მიდიხარ და იცი რომ სიმშვიდე და ბევრი კარგი დღე გელოდება. ყველაზე კარგი შენს ცხოვრებაში რაც აქამდე გქონია. და გინდა რაც შეიძლება მალე წახვიდე იმ-წინ…
სანამ წერას დავიწყებდი უამრავი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრს ვერაფერს დავწერ. უბრალოდ მინდოდა დამეწერა რომ ბედნიერი ვარ (იმდენჯერ ვიმეორებ ამას…) და მინდა ყველა ასეთი ბედნიერი იყოს.
ის ტრადიციული კითხვები მეც მიპყრობს ხოლმე – ვიმსახურებ კი ამხელა ბედნიერებას? ან უცებ რომ გაქრეს? ვაღიარებ ამის ოდნავ მეშინია კიდეც, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ უაზრობა და სისულელეა შენს ყველაზე ძვირფას და ლამაზ წუთებში იმაზე ფიქრობდე, რომ ეს ადრე თუ გვიან შეიძლება გაქრეს(თან შეიძლება სულაც არ გაქრეს). თან ამ ფიქრებში უფრო და უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გაქვს და მეტად და მეტად უჭერ ხელს, რომ არსად წავიდეს.

და მაინც, როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ წამებით ათეულობით წლის შემდეგაც კი ღიმილად რომ გაგახსენდება, მთელ მარადისობად რომ ღირს.
და როცა ბედნიერი ვარ ამ სიმღერით ვიწყებ და ვიღამებ
p.s.ღიმილი….ასე გაიღიმე ხოლმე ხშირად…

მთელი დღე დღეს შენს წერილს ველოდებოდი, მაგრამ მიღალატე… ჯერ კიდევ გაქვს დრო შეცდომა გამოასწორო… ჯერ კიდევ ქარის მოტანილი წერილების დღეა…

ჰმმ მე კიდევ ბოდიში მინდოდა მომეხადა პაწუა წერილისთვის


გამოგაზაფხულდა და შემოგირბინე

გილოცავ გამოგაზაფხულებას…ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს აქ შემოჭრა.. იმედია მოგეწონება, თავი ავხადე ჩემს საჭურჭლეს – ამ ფოტოებს არავის ვაჩვენებ ხოლმე და…. ))

This slideshow requires JavaScript.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების…
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.


ვერონა __ yeah

მორჩა!!! გადაწყდა! მე ვერონაში მივდივარ…

არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ რომეო და ჯულიეტას სახელგანთქმულ აივანს, არაა ეს ჩემი რომანტიულობის ბრალი არაა ( არც ვარ რომანტიული ), უბრალოდ დავფიქრდი სად წავიდოდი აი ისე უცებ და პირველივე რაც თავში მომივიდა ვერონა იყო…

კიი.. ვიცი რომ სიყვარულის ქალაქია ვერონა და იქ ორნი მიდიან ხოლმე… იქ ხომ აიი ის რომეო ცხოვრობდაა ერთ დროს.. და კიდევ ჯულიეტაც…
წავხეტიალდები იმ ძველ ქუჩებში… არც ერთ შესახვევს არ გამოვტოვებ…. არც ერთ სახლს….არც ერთ ხიდს…
წავალ ჩუმად… ხოო კარგი შევუვლი ჯულიეტასაც სახლში და ერთი ჰოლივუდური ფილმისა არ იყოს დავუტოვებ წერილს სახლის კედელზე… მერე ჯულიეტას მდივნები მიპასუხებენ…

წავხეტიალდები მოედანზე…
იცით რა ძალიან ლამაზია?! ჩემთვის სილამაზეა ეგ…ის ქუჩებია სილამაზე, ის უცხოობა, ის.. ის…. ვერონა…

იქ არც ჩემი შაკიკი იქნება და არც ეს იდიოტური ტკივილები…

სადმე კუთხეში ვიპოვი სკამს, გავკომფორტულდები და დავწერ… რა მნიშვნელობა აქვს რას დავწერ.. უბრალოდ და იმას რაც მიყვარს, იმაზე ვინც მიყვარს და როგორც მიყვარს…

მე სხვაგანაც მელიან, მაგრამ მინდა ვიყო ვერონაში. ერთხელ მაინც წავხეტიალდე, შემოვირბინო ის ქუჩები… ეჰჰ…

გადამკვდარად შეყვარებულიც არ ვარ ამ ქალაქზე, უბრალოდ მინდა… ჩემი განვლილი ცხოვრების სტატისტიკას რომ გადავხედე რაც ჩემთვის მინდა არასოდეს გამომდის.. ჰოდა გადავწყვიტე მარტო არ წავიდე… ხალხს ვაგროვებ წასასვლელად.. და სალოლ წამომყვებიი?

p.s. სამართლიანად (მგონი) ვითხოვ ჩემს კატეგორიას.. არ ვიცი ხოლმე რომელში ჩავწერო და…

ისე როგორ ვიცი ხოლმე შემოჭრა რაა… ხომ შემეძლო ჩემს ბლოგზე დამეწერა მაგრამ აქ მომინდა… თავშესაფარში…

This slideshow requires JavaScript.