გამოგაზაფხულდა და შემოგირბინე

გილოცავ გამოგაზაფხულებას…ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს აქ შემოჭრა.. იმედია მოგეწონება, თავი ავხადე ჩემს საჭურჭლეს – ამ ფოტოებს არავის ვაჩვენებ ხოლმე და…. ))

This slideshow requires JavaScript.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების…
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.


2 Comments on “გამოგაზაფხულდა და შემოგირბინე”

  1. salolas says:

    ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს გოგო ჩემია…❤

    გული გამითბა…

    შენ იცი, როგორ უდნა გამახარო : )

    ულამაზესი ფოტოებია და ლექსი, მართლა…

    უზომოდ ჩემი ხარ❤

    • თავი ავწიე…. მმ რა კარგია რა კარგი… ეს რა კარგი ვყოფილვარ ))…

      ძააალიან გამეხარდა რომ გაგეხარდა🙂 ❤❤ ჩემი თბილი სალოლა


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s