ზაფხულივით არეული პოსტი : )
Posted: ივლისი 29, 2011 Filed under: არეული პოსტები, ჩე_მზე | Tags: ანი, ვეკო, ზაფხული, სოფელი., სტომატოლოგიური კაბინეტი, ფლირტი, ქორწილი 11 Commentsსულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.
იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )
………………………………………………………………………………………………….
2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება 🙂 31 ივლისი იქნება ყველაზე ბედნიერი დღე ჩემი დის ცხოვრებაში!
ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..
ამ ერთ აბზაცში არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი :Xxx
და იქნებ გამოვასწორო..
………………………………………………………………………………..
ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა.. მეგობრები.. არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები… ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული 🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და ყელში ამოსული ნამიოკობანა 🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…
ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი 🙂
ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”
მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით…… ❤
……………………………………………………………………………………………..
მრცხვენია ჩემი ბლოგის.
მრცხვენია ჩემი თავის.
მრცხვენია თქვენი.
ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…
………………………………………………………………………………………………….
რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )
ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))
არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..
ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან 🙂 მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”
მოკლედ, არაფერი რომატიული 🙂
……………………………………………………………………………………………….
ანისთან მივდივარ მეტეხში! მე ანი და ქეთი. უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )
………………………………………………………………………………………………………
ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )
კომენტარები