გილოცავ სალოლ

აუ რავიცი იმდენი რაღაც დამიგროვდა სათქმელი არც კი ვიცი რითი უნდა დავიწყო ან დავამთავრო. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ ვიფიქრო და ისე რაც დაიწერება დაიწეროს მძიმეების და სასვენი ნიშნების გარეშე.

მე უნდა ჩამოვსულიყავი დიდ ქალაქში და შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი.

მე უნდა მომეყოლა ყველაფერი ჩემზე და შენ უნდა გცოდნოდა ჩემი ყველა გულის გატეხვის ისტორია.

შენ უნდა გეტირა ჩემს კალთაში და მერე თმაზე უნდა მოგფერებოდი.

მე უნდა ვყოფილიყავი შენი ტკივილების ერთადერთი წამალი, როცა ყველა ჩემზე ახლო მეგობარი ვერაფერს გაგიგებდა რა გიჭირს.

მე არც ერთი არ ვარ რაც ზემოთ წერია. მე არ გიცნობ ყველაზე კარგად. მე არ ვარ შენი საუკეთესო მეგობარი. მე არ ვიცი რაზე ფიქრობ ხოლმე ღამღამობით როცა დასაძინებლად წვები. მე არ ვიცი რამდენად ხშირად აკითხავ ბლოგს და როდის ნახავ ამ ნაწერს და მიხვდები, რომ შენი დაბადების დღე არ დამვიწყებია, უბრალოდ სალოლ გილოცავ-ს ვერ მოგწერდი. არ შემიძლია, შემიძლია გული გამისკდეს.

მე არ ვიცი რამდენჯერ გატკინეს გული, რამდენჯერ იტირე, საერთოდ არაფერი ვიცი შენზე, როგორია შენიოთახი, როგორები არიან შენიმეგობრები, როგორია ის ბიჭი, რომელიც იმდენად გიყვარს ცოლადაც კი გაყევი. მე არაფერი ვიცი შენზე მაგრამ მაინც ვიცი, რომ როცა მე ვერ გამიგებენ შენზე ახლო მეგობრები რა მიჭირს შემიძლია შენთან მოვიდე და თავიდან ბოლომდემოგიყვე ყველაფერი რაც ოდესმე გადამიტანია. შენ იჯდები და მშვიდად მომისმენ, იმიტომ რომ პირველი იქნება ეს ამბები შენთვის და თავზე ხელსაც გადამისვამ ალბათ. მე ჭირვეული ბავშვი ვარ, შენმზრუნველი მეგობარი.

სალოლ ვუყურებ შენს ფოტოებს და ვხვდები რომ მთელმა შენმა ცხოვრებამ ჩემ გვერდით ჩაიარა, არადა თითქოს როგორ მარტივად შემეძლო ამყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. უბრალოდ ხდება ასე დაუმთავრებელი სიტყვები, ბოლომდე არ მოყოლილი ამბავი, ვერგაბედილი შეხვედრები. პატარა ვიყავი, მერე გავიზარდე. რომ გავიზარდე თავიდან რომ მომეწერა ასე მეგონა გული გამისკდებოდა. ახლაც მგონიანელნელამისკდება გული. მისკება იმიტომ რომ არ დაგელაპარაკე როცა პირველად ვნახე რომვიღაც გიყვარდა, არც მერე მოგწერეროცა თეთრ კაბაშიულამაზესი იყავი (დედას გეფიცები მართლა ულამაზეი, სასწაულად ლამაზი არ ვიცი რანაირად დავწერო ისეთი ლამაზი), არც ახლა გწერ არადა დაბადების დღე გქვს.

დარწმუნებული ვარ ახლა უბედნიერესი ხარ შენს ბიჭთან ერთად (მომკალი და ქმარს ვერ ვუძახი). აღნიშნავთ შენს დაბადების დღეს, მერე ბედნიერებისგან დაღლილი დაიძინებ და როცა გაიღვიძებ ახალი დღე იქნება. მე რავიცი,მე ვიფიქრებ რომ ახლა თუ არ გამისკდა გული არც არასოდეს გამისკდება, იმიტომ რომ უკვე იცი ისედაციცოდიმაგრამმაინცრომ გულისგასკომამდე ისბავშვი ვიქნები დედამისს რმო უყვიროდა დედა ტელევიზორში სალოლაჩანს დახმას აუწიე დროზე მოდი ტელევიზორთანმეთქი.

მიყვარხარ მე სალოლ ძალიან, და გილოცავ


დაბადების დღეს გილოცავ სალოლ!!!

სანამ მოგვიყვებოდე როგორ გაატარე შენი დაბადების დღე :**


ქარის მოტანილი წერილი

სალოლ…

ჩემი წერილი წელს ცოტათი ახლოდან მოფრიდა.
წერილის წერა განსაკუთრებული რიტუალია… ჯერ ფურცელი უნდა შეარჩიო დიდი სიფრთხილით, მერე ფანქრები ფრთხილად გათალო და მოამზადო სიტყვებთან შესახვედრად(ჰო, შენ ჯერ არ იცი, რომ მე ფანქრით მიყვარს წერა).
მოკლედ მზად ვარ!!! ფურცელი მაქვს.. ღია ცის-ფერი. ფანქრები-ლურჯის ყველა ტონალობა..
ახლა მთავარია სიტყვები სწორად შევარჩიო, მე ხომ მთელი ერთი წელი ველოდები ამ დღეს. წერილებს ისეც ვწერ, მაგრამ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა და ცოტა მძიმედ მსუბუქი უნდა დამეწერა რამე…
სალოლ, ბედნიერი ვარ… აი ისეთი ბედნიერი თვალებს რომ ხუჭავ და გაღიმებული რომ დგახარ (სხვებისთვის უაზრო გამომეტყველებით). ღამით თვალებგახელილი ჭერს რომ უყურებ და მთელი ჭერი, კედლები ყველაფერი რომ მშობლიური და თბილია. ჩუმად გეტყვი – ამეთვისტო ვიპოვე ჩემი…
და უცებ ყველაფერი განათდა. ასე თუ გიგრძვნია თავი ოდესმე? როცა წინ არაფრის გეშინია…. მიდიხარ და იცი რომ სიმშვიდე და ბევრი კარგი დღე გელოდება. ყველაზე კარგი შენს ცხოვრებაში რაც აქამდე გქონია. და გინდა რაც შეიძლება მალე წახვიდე იმ-წინ…
სანამ წერას დავიწყებდი უამრავი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრს ვერაფერს დავწერ. უბრალოდ მინდოდა დამეწერა რომ ბედნიერი ვარ (იმდენჯერ ვიმეორებ ამას…) და მინდა ყველა ასეთი ბედნიერი იყოს.
ის ტრადიციული კითხვები მეც მიპყრობს ხოლმე – ვიმსახურებ კი ამხელა ბედნიერებას? ან უცებ რომ გაქრეს? ვაღიარებ ამის ოდნავ მეშინია კიდეც, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ უაზრობა და სისულელეა შენს ყველაზე ძვირფას და ლამაზ წუთებში იმაზე ფიქრობდე, რომ ეს ადრე თუ გვიან შეიძლება გაქრეს(თან შეიძლება სულაც არ გაქრეს). თან ამ ფიქრებში უფრო და უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გაქვს და მეტად და მეტად უჭერ ხელს, რომ არსად წავიდეს.

და მაინც, როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ წამებით ათეულობით წლის შემდეგაც კი ღიმილად რომ გაგახსენდება, მთელ მარადისობად რომ ღირს.
და როცა ბედნიერი ვარ ამ სიმღერით ვიწყებ და ვიღამებ
p.s.ღიმილი….ასე გაიღიმე ხოლმე ხშირად…

მთელი დღე დღეს შენს წერილს ველოდებოდი, მაგრამ მიღალატე… ჯერ კიდევ გაქვს დრო შეცდომა გამოასწორო… ჯერ კიდევ ქარის მოტანილი წერილების დღეა…

ჰმმ მე კიდევ ბოდიში მინდოდა მომეხადა პაწუა წერილისთვის


გამოგაზაფხულდა და შემოგირბინე

გილოცავ გამოგაზაფხულებას…ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარს აქ შემოჭრა.. იმედია მოგეწონება, თავი ავხადე ჩემს საჭურჭლეს – ამ ფოტოებს არავის ვაჩვენებ ხოლმე და…. ))

This slideshow requires JavaScript.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების…
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.


ვერონა __ yeah

მორჩა!!! გადაწყდა! მე ვერონაში მივდივარ…

არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ რომეო და ჯულიეტას სახელგანთქმულ აივანს, არაა ეს ჩემი რომანტიულობის ბრალი არაა ( არც ვარ რომანტიული ), უბრალოდ დავფიქრდი სად წავიდოდი აი ისე უცებ და პირველივე რაც თავში მომივიდა ვერონა იყო…

კიი.. ვიცი რომ სიყვარულის ქალაქია ვერონა და იქ ორნი მიდიან ხოლმე… იქ ხომ აიი ის რომეო ცხოვრობდაა ერთ დროს.. და კიდევ ჯულიეტაც…
წავხეტიალდები იმ ძველ ქუჩებში… არც ერთ შესახვევს არ გამოვტოვებ…. არც ერთ სახლს….არც ერთ ხიდს…
წავალ ჩუმად… ხოო კარგი შევუვლი ჯულიეტასაც სახლში და ერთი ჰოლივუდური ფილმისა არ იყოს დავუტოვებ წერილს სახლის კედელზე… მერე ჯულიეტას მდივნები მიპასუხებენ…

წავხეტიალდები მოედანზე…
იცით რა ძალიან ლამაზია?! ჩემთვის სილამაზეა ეგ…ის ქუჩებია სილამაზე, ის უცხოობა, ის.. ის…. ვერონა…

იქ არც ჩემი შაკიკი იქნება და არც ეს იდიოტური ტკივილები…

სადმე კუთხეში ვიპოვი სკამს, გავკომფორტულდები და დავწერ… რა მნიშვნელობა აქვს რას დავწერ.. უბრალოდ და იმას რაც მიყვარს, იმაზე ვინც მიყვარს და როგორც მიყვარს…

მე სხვაგანაც მელიან, მაგრამ მინდა ვიყო ვერონაში. ერთხელ მაინც წავხეტიალდე, შემოვირბინო ის ქუჩები… ეჰჰ…

გადამკვდარად შეყვარებულიც არ ვარ ამ ქალაქზე, უბრალოდ მინდა… ჩემი განვლილი ცხოვრების სტატისტიკას რომ გადავხედე რაც ჩემთვის მინდა არასოდეს გამომდის.. ჰოდა გადავწყვიტე მარტო არ წავიდე… ხალხს ვაგროვებ წასასვლელად.. და სალოლ წამომყვებიი?

p.s. სამართლიანად (მგონი) ვითხოვ ჩემს კატეგორიას.. არ ვიცი ხოლმე რომელში ჩავწერო და…

ისე როგორ ვიცი ხოლმე შემოჭრა რაა… ხომ შემეძლო ჩემს ბლოგზე დამეწერა მაგრამ აქ მომინდა… თავშესაფარში…

This slideshow requires JavaScript.


კიდევ ერთი მზიანი…

დავიწყებული მზე შემოგეპარე ბლოგზე….

მოკლედ ისე უბრალოდ გამახსენდა, რომ მე ვსარგებლობ პრივილეგიით ვწერო ის რაც მინდა….

მზეო მზეო.. ჩვენ მზეს ვხედავთო.. ჩემზე მეტად ხედავთ თქვენ მაგ მზეს?! ჰმმ….

სულ ხელცარიელიც არ მოვსულვარ ჩემი მზიანი ფოტოების დიდი კოლექცია მოგიტანე… რამდენი ხანია ვაგროვებ რომ იცოდე… მმმ…

This slideshow requires JavaScript.

კიიდევ… მოგიტანე ნაწყვეტი ჭილაძის ლექსიდან….

წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები.
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის.
დიდი ხნის მერე.
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება…
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მზეო,
ნურასოდეს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვუტანთ.
როცა სხეული მზითაა სავსე.

ახლა როგორც შემოვიპარე ისე გავქრები…. თუ ამ სურათებმა ცოტათი მაინც გაგაღიმათ და მზის სითბო მოგიტანათ სულ ტყუილადაც არ მოვსულვარ :))

:**


ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…


ქარის მოტანილი წერილი…

უკვე მესამე დღეა რაც აქ შემოპარვას ვცდილობ და როგორც იქნა დღეს მეღირსა!!!  ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში… ძალიან ძალიან კომფორტულად….

ყველამ კარგად იცით ქარის მოტანილი წერილების დღეზე… ხოდა მეც დავწერე წერილი, დავდექი ყველაზე მაღალ მთაზე, ავხტი და

აღმოსავლეთისკენ გამოვაფრინე ჩემი წერილი… ბევრი ელოდებოდა აქეთ წერილს და წერილმა კი ეს თავშესაფარი აირჩია…

სალოლა ექსკლუზიურად შენთვის… გახსენი ეხლა ეს დაჭმუჭნილი, გზაში დაღლილი წერილი და წაიკითხე….

გამარჯობა!!!
არ ვიცი ჩემი წერილი ქარმა საით გაიტაცა, ვის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ თუ ეხლა დგახარ, ხელში დაჭმუჭნილი ქაღალდი გიჭირავს და ამ წერილს კითხულობ, ე.ი. ბედმა გამიღიმა. არ იფიქრო ვიღაც სასოწარკვეთილი ადამიანი წერდეს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ ტრაქტატს. არაა… ეს მე არ ვარ. პირიქით ამ დღეს – ქარის მოტანილი წერილების დღეს მაინც მინდა ჩემი სითბო გაგინაწილო…

შენ!!! ხო, ხო აი შენ… ეხლა გვერდით რომ ჩამიარე თვალი გამისწორე და მითხარი რამდენჯერ გიუხეშია, რამდენჯერ გიტკენინებია გული საყვარელი ადამიანისათვის. მოდი თავი არ დახარო და არ გაწითლდე ისე მიპასუხე. ჰმმ… ასეც ვიცოდი – არაერთხელ. შენ სულ დაგავიწყდა რომ ყველაზე ძვირფასი ისაა, რაც ძალიან გიყვარს მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ აფასებ და გენატრება, როცა საბოლოოდ დაკარგავ. ეხლა მიდი, გაიქეცი და მაგრად ჩასჭიდე ხელი იმას, ვინც გიყვარს, შენსკენ მოზიდე, ჩაეხუტე, სუნი იგრძენი და ყურში ძალიან ფრთხილად ჩასჩურჩულე რომ გიყვარს. დაჩოქილმა სთხოვე შენდობა და ილოცე, რომ მოგიტევოს. ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ სახლიდან რომ გავიდეს და უკან ვეღარ დაბრუნდეს, დაფიქრებულხარ როგორი სიცარიელე დაგრჩება, რა იქნები… ყოველ დღე უთხარი რომ გიყვარს, ოღონდ ჩუმად, ძალიან ფრთხილად.. წადი ეხლა, აწიე ეგ ცრემლიანი სახე… გაიქეცი, ხომ ხედავ გელოდება…

ამას დამიხედეთ!!! როგორ გაბღენძილა… ერთი აქეთაც გამოიხედე.. შენ დიახ შენ… არ გცხვენია?! როგორ იქცევი!!! დაგავიწყდა რომ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მეორეს ზემოდან დახედოს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება…. დაგავიწყდა, რომ ყველანი ერთი სამყაროს ნაწილები ვართ და ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია. შენ ისე ურცხვად მიყურებ მარადისობის კანონი ალბათ არც კი გაგიგია… სულის ტარებაში შეაშველე ხლი, თორემ დარჩები ერთხელ მარტო მარტოობასთან.. მოიდრიკე ეგ ქედი ერთხელ მაინც და ეგ გაბოროტებული მზერაც მოიშორე, არ უხდება შენს თვალებს. ეხლა გაიღიმე და ცას ახედე.. ცის-ფერია… და კიდევ უფრო მეტიც.. ეხლა წადი… მზად ხარ!!!

ღმერთო, რამდენნი ხართ და სულ სხვადასხვანაირი… როგორ მოგწვდეთ ყველას. ყველასთან მინდა მოვიდე და თითო სიტყვა მაინც გითხრათ… სად მაქვს ამდენი ძალა…

მისმინეთ რაა!!! ყველამ, სულ სულ ყველამ უსმინეთ ამ პატარა მზის სხივის წერილს დღეს დილით ამოსვლისას მზემ რომ ზგვის ქარს გამოატანა თქვენთან… დააფასეთ ხალხი თქვენს ირგვლივ, ზოგჯერ სრულიად უცხო თვალებში იპოვი ხოლმე სულის მეგობარს.. პატარა შემთხვევითობებში ეძებეთ სიმართლე და არ დაგავიწყდეთ შემთხვევით არასოდეს არაფერი ხდება., ყველაფერი ღვთის შექმნილი სამყაროს ნაწილია. არ დაგენანოთ არავისთვის სითბო და ღიმილი, მზე სითბოთი და სიყვარულით ანთებული ადამიანების სულებით ანათებს. ერთი გაღიმებით შეგიძლიათ ადამიანის სული გადაარჩინო. და არასოდეს, არასოდეს დამალო შენი გრძნობები. თქვი როცა გიყვარს – ხმამაღლა!!! ზოგჯერ მაინც დაუჯერე საკუთარ თავს, სხვაზე უარესი რა უნდა გირჩიოს…

და ყოველთვის გახსოვდეთ ყველაზე საშინელი წვიმის და შტორმის შემდეგაც კი ყველაფერი მშვიდდება და ცისარტყელა ჩნდება.


შენი ბლოგის გასაღები ჯიბეში მაქვს….