ვერონა __ yeah

მორჩა!!! გადაწყდა! მე ვერონაში მივდივარ…

არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ რომეო და ჯულიეტას სახელგანთქმულ აივანს, არაა ეს ჩემი რომანტიულობის ბრალი არაა ( არც ვარ რომანტიული ), უბრალოდ დავფიქრდი სად წავიდოდი აი ისე უცებ და პირველივე რაც თავში მომივიდა ვერონა იყო…

კიი.. ვიცი რომ სიყვარულის ქალაქია ვერონა და იქ ორნი მიდიან ხოლმე… იქ ხომ აიი ის რომეო ცხოვრობდაა ერთ დროს.. და კიდევ ჯულიეტაც…
წავხეტიალდები იმ ძველ ქუჩებში… არც ერთ შესახვევს არ გამოვტოვებ…. არც ერთ სახლს….არც ერთ ხიდს…
წავალ ჩუმად… ხოო კარგი შევუვლი ჯულიეტასაც სახლში და ერთი ჰოლივუდური ფილმისა არ იყოს დავუტოვებ წერილს სახლის კედელზე… მერე ჯულიეტას მდივნები მიპასუხებენ…

წავხეტიალდები მოედანზე…
იცით რა ძალიან ლამაზია?! ჩემთვის სილამაზეა ეგ…ის ქუჩებია სილამაზე, ის უცხოობა, ის.. ის…. ვერონა…

იქ არც ჩემი შაკიკი იქნება და არც ეს იდიოტური ტკივილები…

სადმე კუთხეში ვიპოვი სკამს, გავკომფორტულდები და დავწერ… რა მნიშვნელობა აქვს რას დავწერ.. უბრალოდ და იმას რაც მიყვარს, იმაზე ვინც მიყვარს და როგორც მიყვარს…

მე სხვაგანაც მელიან, მაგრამ მინდა ვიყო ვერონაში. ერთხელ მაინც წავხეტიალდე, შემოვირბინო ის ქუჩები… ეჰჰ…

გადამკვდარად შეყვარებულიც არ ვარ ამ ქალაქზე, უბრალოდ მინდა… ჩემი განვლილი ცხოვრების სტატისტიკას რომ გადავხედე რაც ჩემთვის მინდა არასოდეს გამომდის.. ჰოდა გადავწყვიტე მარტო არ წავიდე… ხალხს ვაგროვებ წასასვლელად.. და სალოლ წამომყვებიი?

p.s. სამართლიანად (მგონი) ვითხოვ ჩემს კატეგორიას.. არ ვიცი ხოლმე რომელში ჩავწერო და…

ისე როგორ ვიცი ხოლმე შემოჭრა რაა… ხომ შემეძლო ჩემს ბლოგზე დამეწერა მაგრამ აქ მომინდა… თავშესაფარში…

This slideshow requires JavaScript.


Face.ge – ყველაზე ყურადღებიანი საიტი :D

რა საყვარლები, ყურადღებიანები და ჩასაყლაპები არიან!

მე კი როგორი უმადური  და აბეზარი 🙂 – მხოლოდ იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ჩემი ლექსის ავტორის მითითების გარეშე განთავსებისთვის ერთი გემრიელად გამომელანძღა 😀

აჰაა, როგორ დაწვრილებით პატაკს მაბარებენ 😀

მმმ.. აი ამის წაკითხვის შემდეგ კი კინაღამ ხელი წამიცდა და სურათი ავტვირთე 😀  ვენაცვალე ამას, როგორ ზრუნავს ჩემს ბედნიერებაზე 😀

…….   იმედია, შეიგრძნობთ ირონიას და “აუ, რა გოიმიააა”-ს იარლიყმირტყმულს არ დამტოვებთ : )))

საუკეთესო სურვილებით (როგორც დიადი Face.ge  გვეტყოდა 😀 )  ბედნიერად :*

p.s. ეს ისე.. ბლოგი რომ არ გამყინვოდა…


რა მესიყვარულება

შემოგაზაფხულდა…

შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.

მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..

მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!

მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.

არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!

არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.

არ ვფიქრობ იმაზე,  რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)

და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!

შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!

შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)

არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. ❤  ჩემიიიი…  :*  ვგიჟდები.. ❤  სიცოცხლე ხარ.. ***  ერთადერთი.. :* ” და ა.შ.  მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.

ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო 🙂

სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი  “რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.

კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით  ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )

ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )

და საერთოდაც,  რა საჭიროა სხვა..  როგორც ერთ ლექსში ვამბობ,

“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”


გილოცავ დეე…

მზეს ველოდები, როგორც არასდროს,

ცის სხივებს ვეტრფი..

გულის სიღრმიდან ამოდის მღერა,

თბილ ქუჩებს ერწყმის…

ტყემლის ხეებზე ცეკვავენ ფრთები,

პატარძლის ფერი..

მიწის სურნელით ივსება სული

სიფხიზლეს ველი!..

იღვიძებს დილა,

იღიმის დედა შინდისფერ კაბით.

მე ვმღერი, რადგან აღარ არის ამ ქვეყნად დარდი…

გაზაფხულის დღე იღიმის ახლა,

ყვავილებს ისვრის…

მე ვკრეფ ყვავილებს და სიცილით სახლისკენ ვილტვი…

მიმაქვს სხივები, ნარცისები,

ყოჩივარდები..

ფუტკრის ზუზუნი,

ვარდისფერი ატმის ყვავილი..

მივრბი, მივღელავ,

მივგიჟმაჟობ მე, როგორც მარტი..

დედას სიზმრისფერ ყოჩივარდებს

ჩავუწნავ თმაში…

გილოცავ დეე….

p.s. 2007 წელს დაწერილი ლექსია.. არ ვიცი მგონი მაშინ მუზები “მეძალებოდა” 😀

დღეს უბრალოდ ქოთანში ჩარგული პაწაწინა ყვავილები ვაჩუქე..

როგორ უაზროდ მიყვარს…