ვერონა __ yeah

მორჩა!!! გადაწყდა! მე ვერონაში მივდივარ…

არც ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ერთი სული მაქვს როდის ვნახავ რომეო და ჯულიეტას სახელგანთქმულ აივანს, არაა ეს ჩემი რომანტიულობის ბრალი არაა ( არც ვარ რომანტიული ), უბრალოდ დავფიქრდი სად წავიდოდი აი ისე უცებ და პირველივე რაც თავში მომივიდა ვერონა იყო…

კიი.. ვიცი რომ სიყვარულის ქალაქია ვერონა და იქ ორნი მიდიან ხოლმე… იქ ხომ აიი ის რომეო ცხოვრობდაა ერთ დროს.. და კიდევ ჯულიეტაც…
წავხეტიალდები იმ ძველ ქუჩებში… არც ერთ შესახვევს არ გამოვტოვებ…. არც ერთ სახლს….არც ერთ ხიდს…
წავალ ჩუმად… ხოო კარგი შევუვლი ჯულიეტასაც სახლში და ერთი ჰოლივუდური ფილმისა არ იყოს დავუტოვებ წერილს სახლის კედელზე… მერე ჯულიეტას მდივნები მიპასუხებენ…

წავხეტიალდები მოედანზე…
იცით რა ძალიან ლამაზია?! ჩემთვის სილამაზეა ეგ…ის ქუჩებია სილამაზე, ის უცხოობა, ის.. ის…. ვერონა…

იქ არც ჩემი შაკიკი იქნება და არც ეს იდიოტური ტკივილები…

სადმე კუთხეში ვიპოვი სკამს, გავკომფორტულდები და დავწერ… რა მნიშვნელობა აქვს რას დავწერ.. უბრალოდ და იმას რაც მიყვარს, იმაზე ვინც მიყვარს და როგორც მიყვარს…

მე სხვაგანაც მელიან, მაგრამ მინდა ვიყო ვერონაში. ერთხელ მაინც წავხეტიალდე, შემოვირბინო ის ქუჩები… ეჰჰ…

გადამკვდარად შეყვარებულიც არ ვარ ამ ქალაქზე, უბრალოდ მინდა… ჩემი განვლილი ცხოვრების სტატისტიკას რომ გადავხედე რაც ჩემთვის მინდა არასოდეს გამომდის.. ჰოდა გადავწყვიტე მარტო არ წავიდე… ხალხს ვაგროვებ წასასვლელად.. და სალოლ წამომყვებიი?

p.s. სამართლიანად (მგონი) ვითხოვ ჩემს კატეგორიას.. არ ვიცი ხოლმე რომელში ჩავწერო და…

ისე როგორ ვიცი ხოლმე შემოჭრა რაა… ხომ შემეძლო ჩემს ბლოგზე დამეწერა მაგრამ აქ მომინდა… თავშესაფარში…

This slideshow requires JavaScript.


6 Comments on “ვერონა __ yeah”

  1. salolas says:

    … რომ მითხარი თავშესაფარში რაღაც დაგიტოვეო, არ იცი გული როგორ ამიფართხალდა..❤ იცი, როგორ უნდა გამახარო : )

    პირველივე წინადადება წავიკითხე თუ არა, მაშინვე მინდოდა მეთქვა რომ მეც წაგეყვანე : )
    ვიბოდიალებთ ერთად ვერონის ვიწრო და აივნებიან ქუჩებში და მერე ჩამოვხდებით სადმე შადრევნის წინ, ერთმანეთზე ზურგებით მიხუტებულები დავწერთ ჩუმ და შეყვარებულ სიტყვებს…

    არც მე მიფიქრია, სიმართლე გითხრა, არასდროს ვერონაზე. დღეიდან ვფიქრობ : )

    p.s. საყვედური გათვალისწინებულია და უკვე გამოვასწორე – შენი კატეგორია დამატებულია🙂
    შეგიძლია, ამის მერე როცა მოგინდება და რამდენიც მოგინდება წერო :*

  2. vekoo says:

    რა საყვარლობაა : )) ხარჯებს თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავთ, მე მოვდივარ :დ

    • salolas says:

      სახელმწიფო ბიუჯეტიი?… შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭრერენ და ტრიფონიასაც დაიჭერენ😀

  3. მოკლედ გადაწვეტილია რაა მივდივართ,,, სურვილი იყოს და დამფინანსებელს ვიპოვი :***

  4. “ერთი კაციც და გავდივართ”-ო სანამ იტყოდეთ, იცოდეთ, რომ ის ერთი მე ვარ❤

  5. როგორ მიყვარს❤ მთლიანი იტალია,არა მხოლოდ ვერონა..❤ ძალიან მინდა ერთხელ ამინც ვიხილო❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s