ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!

…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…

მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.

არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!

მაგრამ ისევ… მოწყენაა…

მძიმე მოწყენა..  ჩუმი და მძიმე…

გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!

გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს…  მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…

მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…

გულის ფანჯრებს….

მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…

მ ე   თ ქ ვ ე ნ   მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !


Next Post

ეს ჩანახატი დახლოებით 2 წლის წინ არის დაწერილი..

ზუსტად არ მახსოვს რის გამო ვიყავი ასეთი დათრგუნული 😆 მაგრამ მახსოვს როგორ დავწერე ეს…

მაშინ ვფიქრობდი რომ ეს მომავალში ჩემი ცხოვრების თანამგზავრისთვის უნდა წამეკითხა… იმ ადამიანისთვის რომელსაც მომავალში გავიცნობდი, ვინც “ჩემკენ მოდიოდა…” ადამიანისთვის რომელიც ძალიან მეყვარებოდა და ზუსტად იმ დროს როცა ასე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მენდომებოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო.. და მე “მის მხრებში თავჩარგულს მეტირა” 🙂

უკვე წავაკითხე იმ ერთადერთს… 🙂

ხოდა ახლა თავს უფლებას ვაძლევ რომ ყველას წავაკითხო 🙂  (ნუ ყველას არა, ვინც შემოვა 😀 )

კენ მომავალს…


არ ვიცი ვინ ხარ ,     მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო…

მინდა შენს მკერდში თავჩარგულმა ვიტირო!..

ისე, უბრალოდ…

ყველაფრის აუხსნელად…

ვიცი, შენი განიერი მხრები გაუძლებენ ახლა ჩემში ჩამოწოლილ სევდას და გამაღიმებენ…

მაგრამ არ მჭირდება გაღიმება…

მე მხოლოდ თანადგომას ვითხოვ!

ახლა რომ ჩემთან იყო, მე აღარ ვიფიქრებდი არაფერზე! უბრალოდ ისე, ყველაფრის აუხსნელად ჩაგეხუტებოდი და შენს მხრებში თავჩარგული გულამოსკვნით ავტირდებოდი… შენ დაიბნეოდი, ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ მაინც არ მკითხავდი ტირილის მიზეზს…

მე კი ვიტირებდი…

ვიტირებდი…

ვიტირებდი სანამ უკანასკნელი ცრემლი არ შემიშრებოდა თვალებში და მერე გავყუჩდებოდი…

შენ ყურს დაუგდებდი ჩემს მოფრთხიალე გულს და უფრო მაგრად მიმიკრავდი მკერდზე…

აღარ ვიფიქრებდი არაფერზე…

აღარ იქნებოდა სევდა…

ჩუმად გავაყლაპავდი ყელში გაჩხერილ ბურთს და თვალებს დავხუჭავდი…

ასე ვქნებოდი მანამ, სანამ გული ისევ ჩვეულ რიტმში არ დაიწყებდა ფეთქვას…

……………………………………….

…არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო….

2008...