ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!

…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…

მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.

არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!

მაგრამ ისევ… მოწყენაა…

მძიმე მოწყენა..  ჩუმი და მძიმე…

გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!

გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს…  მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…

მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…

გულის ფანჯრებს….

მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…

მ ე   თ ქ ვ ე ნ   მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ   ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !


18 Comments on “ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!”

  1. თითქოს ჩემს აზრებს ვკითხულობდი….

    უკვე აღარ შემიძლია ბოლო ხმაზე იმის ყვირილი რომ გააღონ ეგ ფანჯრები ერთხელ და სამუდამოდ!!! ითხოვს სამყარო, მთელი სულითა და გულით ითხოვს ღიმილიან სიყვარულიან სახეებს… იცი მზე რითი ცოცხლობს და ანათებს?! იმ გარდაცვლილი ადამიანებით სიყვარულში რომ მოკვდნენ.. ხოო ხოო… არ გაგეცინოს ესეა ეს… ნოდარ დუმბაძემ თქვა🙂🙂 და მართლა ესეა

    • salolas says:

      არ ვიცოდი ასე თუ იყო, ეხლა ვიცი და მჯერა😉 არ გამეცინება, ასე რომ იყოს მაშინ ჩემ ყველა აზრზე მე თვითონ უნდა ვიცინოდე…

      აი შენ კიდევ ერთი ადამიანი ხარ ვისაც გაღებული აქვს გულის ფანჯარა და აჩუქებს სხვას სიყვარულს!!! :*

      • “მარადისობის კანონი”>>მანდაა მზის სიკვდილის სცენა…. ძალიან მიყვარს….

        იმდენად ცოტა ადამიანი კვდება სიყვარულით რომ მზე კვდება😦 მერე მაინც გადაარჩენენ….

        ერთი შენ, მეორე მე… ბევრია მოსაძებნი🙂🙂🙂

  2. salolas says:

    მგონი კიდევ ერთხელ უნდა გადავიკიტხო დუმბაძე🙂

    ხოო კიდე ძაააალიან ბევრია მოსაძებნი, მზე უნდა შევაყვაროთ ყველას…😉

  3. siyvarulovna says:

    რა კარგია რომ არც დამიხურავს = ))

    • salolas says:

      დავიჯერო ხანდახან ცოტათი მაინც არ მიხურავ ხოლმე? შენ თუ არა “ქარი” მაინც მიაჯახუნებდა შემთხვევით😉 ხოდა შეამოწმე ხოლმე და სასწრაფოდ გამოაღე ფართოდ!

  4. ადამიანის სული, გაცილებით მძიმეა, ვიდრე მისი სხეული. იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული. თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და სე დაუსაბამოდ, რამეთუ სხვისი გარდაცვალების შემდეგ მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე… …აიი მარადისობის კანონიიი

    • salolas says:

      ვაიმეეეეეეეე………….. რა კარგი ვინმე ხარ :* :* :* ეგ მართლა სამაგიდო წიგნია🙂 ტყუილად არ ქვია “მარადისობის კანონი” სამარადისოა!

  5. sunwaited says:

    ჩემ სახლს ფანჯარა არ აქვს ♥ ♥ ♥ : )))

  6. gela_jvania says:

    maradisobis kanonis aghmomcheni pirovnebaa, ukvdavebas naziarebi. nodarma iumorith gamschvalul natsarmoebebshi saucxood gadmosca adamiantha sevda da sixaruli, siyvaruli da martoobaa, maradiuli saxeebi sheqmna da gaacocxla adamiantha sulebi, gaapatiosna da daubruna adamianoba, totalitaruli rejimis mier saxe tsarthmeulth…

  7. bzuuk says:

    vaime Zalian tbili da sayvareli posti iyo. madloba amistvis. visiamovne🙂

  8. რუსა says:

    გენაცვალე სალოლა!მართლაც გამათბო შენმა პოსტმა….უტკბილესი ხარ…ძალიან შემაყვარე თავი..შენს ბლოგზე შემოხედვითაც კი მითბება გული…მეც მინდა შენ სამყაროს მივეკედლო..ფართოდ გავაღო ფანჯრები და ბოლო ხმაზე ვიყვირო: მიყვარხაააააააააართ!!!!!!!

  9. qeto10 says:

    ეს პოსტი უკვე წაკითხული მაქვს.. :(( ოღონდ სამწუხაროდ სხვა ავტორისგან.. რატოომ?? რატომ არ აღებ შენს “ფანჯარას” სალოლა და სხვისი ფანჯრიდან რატომ გველაპარაკებიი?? ნუ რა მნიშვნელობა აქვს..ძალიან დადებითი ადამიანი ჩანხარ და გულწრფელად წარმატებებს გისურვეებ… :))❤❤

    • salolas says:

      ქეთო, იქნებ მითხრა სად გაქვს წაკითხული?😦 ნამდვილად ჩემი დაწერილია და სამწუხაროდ ეგ ერთადერთი შემთხვევა არ იქნება როცა ვიღაცამ ავტორის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ჩემი პოსტი😦

      მიხარია თუ მოგეწონა და მადლობა თბილი სიტყვებისთვის🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s