ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 


5 Comments on “ორი გოგო”

  1. saloia ამბობს:

    სულ ასე ხდება.მეც პირველკურსელი ვარ და უკვე იმდენი ბავშვი ,,შემომეძაცვა” ხელში რომ ცოტა გული მტკივა.სულ ვაძლევ ჩემ თავს პირობას არავის დავუახლოვდები ისე რომ მერე მათთან დაშორებით გული მეტკინოსთქო მაგრამ სულ ვარგვევ ამ პირობას.ვიცი ერთი წლის მერეც მეტკინება გული.ზუსტად ვიცი.იმიტომ რომ დრო ცვეტს ურთიერთობებს

    • salolas ამბობს:

      ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ გავა წლები და მიხვდები, რომ ზუსტად ის ადამიანები დარჩნენ შენს გარშემო, რომლებიც ყველაზე მეტად შენიანები იყვნენ.
      და თუ მაინც იფიქრებ, რომ ვიღაც არ უნდა “შემოგძარცვოდა”, მაშინ ისიც იცოდე, რომ ურთიერთობის აღდგენა საერთოდ არ არის ძნელი.
      მთავარია მოინდომო და უბრალოდ ერთ საღამოს ნახო ❤

  2. saloia ამბობს:

    კი გეთანხმები ჩვეულებრივი ამბავია.კარგი, მოვინდომებ და ვნახავ:]ჩემი უბედურება იცი რა არის?ზედმეტად ვეჩვევი ხალხს პლუს ამას ზედმეტად მგრძობიარე ვარ ყველაფერზე.მაგარმ არ ვამხელ:}:}:} მარტო შენ გითხარი.

  3. Name ამბობს:

    კარგი პოსტია, მელანქოლიანარევი სევდის ნალექი დატოვა:]


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s