“წამება ქეთევან დედოფლისა”

ქეთევან დედოფალი შირაზში იყო. ათი წელიწადი აღარ ენახა საქართველო. მისი სათაყვანო სამშობლოს მიწაც, ცაც და წყალიიმ ერთმუჭა ქართულ მიწაში ჩაკუმშულიყო, მკერდზე რომ ეკიდა იესო მაცხოვრის ჯვარცმასთან ერთად. დღენიადაგ იმ სურნელით სუნთქავდა, საქართველოდან წამოღებულ ნივთებს და წიგნებს რომ ასდიოდა ისე ცხოვლად და დამათრობლად…
და ერთ დღეს შაჰ აბასის ბრძანება მიიღო იმამ-ყულიხან უნდილაძემ: დაუყოვნებლივ ჩემის სახელით უბრძანე ქეთევან დედოფალს, ქრისტიანობა განაგდოს და მაჰმადიანობა მიიღოს, ხოლო უკეთუ ჩემი ბრძანება არ აღასრულოს, მაშინვე სასტიკი წამებით შეჰყარე სიკვდილსო!    ქეევანმა მოკლედ, მშვიდად და სიტყვაშეუქცევლად თქვა თავისი პასუხი: “… მე სხეულის გადარჩენისთვის არ გავწირავ ჩემს სულს, რასაც ჰქვია ქრისტიანობა და ქართველობა. სხეული მიწაა და დღეს თუ ხვალ ისედაც მიწად უდა იქცეს, ხოლო ქრისტეს სჯული და საქართველო, რომელიც ჩემში დაბადებითვე ჩასახლებულა, უკვდავია, მარადიულია და მისი  მოკვლა არც შენს ხელმწიფეს შეუძლია და არც ცრუ ღვთაებას”

 

და ასე გადაწყდა წამება  დიადი ქართველი ქალისა.
ხოლო  “წამების ხელოვნებას” ოცდაერთი საუკუნის  “გამოცდილება” ჰქონდა სპარსეთში…
..შირაზი.
1624 წლის 13 სექტემბერი. (26 ახალი სტილით)
უბერავს ქარი, ცხელი, ხორშაკიანი.
ცეცხლი გიზგიზებს “მეიდანზე”
რკინის მარწუხები, მაშები, შამფურები, ლურსმნით სავსე ქვაბები და სპილენძის მიტრა-თავსარქმელები ვარვარებენ ცეცხლში ჩალაგებულნი.
გამოდის ქეთევან დედოფალი.
თეთრი ქათქათა კაბით შემოსილს, მარჯვნივ და მარცხნივ მოაცილებენ წითელხალათიანი ჯალათნი.
..ნება მომეცით სიკვდილის წინ ვილოცოვოო და იქვე მდგარი კათოლიკური ეკლესიისკენ ანიშნა ქეთევანმა.
შევიდა და ილოცა ქეთევან დედოფალმა, საქართველო დალოცა, ღვთისმშობელს შეავედრა “მისი წილხვდომილი ქვეყანა”; მერე მარიამს და იესოს შესთხოვა წამების ჟამს ტკივილთა დათრგუნვის ძალა და განწმენდილი და განმტკიცებული გამოვიდა სამლოცელოდან.
ცეცხლთან მივიდა, დადგა და ანიშნა ჯალათებს.
ჯალათებმა მაშებით ცეცლხიდან აღმოახდინეს გავარვარებული მიტრა და ჩამოაცვეს ქალს. დაცემა ვერ მოასწრო ქეთევანმა-უმალვე წითლად აბრდღვიალებული ლურმნების “სარეცელი” დაუგეს და ზედ გულაღმა “დარეცეს” ჯალათებმა. თეთრი სუდარა შემოაფხრიწეს. ჯვარცმა ააგლიჯეს. საკინძე აუშალეს. ქართული მიწა ჩამოუშალეს.

ცეცხლის საგებელზე იწვა დედა საქართველოსი, შიშველი და ყვავილ-ჩაუქრობელ მკერდზე ქართული მიწის ნაშთით მიმოფანტული.

წითლად მოლაპლაპე ბარი დაუსვენა ჯალათმა ძუძუთა შორის.
ქალი არ ტიროდა, არც კვნესოდა. ოღონდ ლოცულობდა მკრთალი ჩურჩულით: “ქრისტე”, “მარიამ”, “საქართველო”…
ჯალათმა სისხლისფრად აელვარებული მარწუხი აიტაცა, მარცხენა ძუძუს ჩასჭიდა და მოჰგლიჯა. მერე მარჯვენა ძუძუს მისწვდა და ისიც განაშორა მკერდს.მხურვალე შამფურები აძგერეს ორივე ნაძუძურზე. მერე მთელს ტანზე ცხელი ლურსმნის “საბანი” დაჰხურეს.
“საქართველო”-კიდევ აღმოხდა წამებულის ბაგეს.
და დედოფლის შუბლს დაუმიზნა და დასცა ჯალათმა ნაცეცხლარი და ნასისხლარი ბარი.
და კიდევ ერთი სიტყვა მოასწრო უკვე სიკვდილის საუფლოში ჩაძირულმა:
“შვილო!”
და არავინ იცის, ვინ გაახსენდა სიკვდილ-სიცოცხლის განსადრეკელზე საქართველოს დედას-სვეგამწარებული თეიმურაზ მეფე, მისი შვილი, თუ თვითონ საქართველო…
…ქეთევან დედოფლის დამწვარი, დასახიჩრებული და დარღვეული სხეული ჯალათებმა დაუსაფლავებლად დააგდეს ცისა და მიწის შუა..”
ლევან სანიკიძე “დედა ისტორია”

15 Comments on ““წამება ქეთევან დედოფლისა””

  1. Diana ამბობს:

    Es inpormacia dzalian gamomadga istoriis gakvetilze 10 damiweres da did madlobas gixdit:D:D…..

  2. cotne ამბობს:

    madloba istoriam mosadzieblad mogvca es da dzlivs vipove

  3. cotne ამბობს:

    კარგი 😀 და კიდევ ერთხელ მადლობა

  4. keti ამბობს:

    istoriis maswavlebelma momca mosadzieblad da dzlivs vipove modloba

  5. borashvili.2000@mail.ru ამბობს:

    wvrilad ro weria isic amovwero ??? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 :* *: * :* :

  6. სანდრო ამბობს:

    დიდი დიდი მადლьობა ამასითვის ძალიან დამეხმარა თქვენი წყალობიტ მივიღე 10 . უდიდესი მადლობა. სანდრო.

  7. ნიკოლოზი ამბობს:

    დიდი მადლობა

  8. ნიკოლოზი ამბობს:

    ძაან დამეხმარეთ 10 მივიღე და ძაან მიხარია ტქვენი წყალობიტ ❤ მიყვარს ისტორია

  9. Davit ამბობს:

    უღრმესი მადლობა ❤

  10. THE GAMER ამბობს:

    magaria madloba vinc es dawera istoriashi 10 mivige


დატოვე კომენტარი