I <3 TSU

უყურებ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს და ხვდები! არც ბევრი ფიქრი უნდა და არც დედუქციური მეთოდების გამოყენება. უბრალოდ შეხედავ და იტყვი: “ეს პირველკურსელია!” მერე გეღიმება ისეთი ღიმილით რომელსაც ვერაფრით ჩაწვდება “ის” სანამ მომავალ წელს თვითონაც არ დაინახავს მის გარშემო დაბნეული სახეებით, უკიდურესი მარაზმის დროს მშობლების თანხლებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოჩვენებითი თავდაჯერებულობით შენიღბულ ბავშვებს.. და ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს, წამოცდება “ჰმ, პირველი კურსი!”

ჩვენგან განსხვავებით ამათ უფრო გაუმართლათ. ზუსტად მახსოვს შარშან 28 სექტემბერს დაიწყო სწავლა. საააშინლად წვიმდა და გაწუწული ქათმებივით დავბოდიალობდით😀


რაც იყო, იყო.. ახლა ვთქვათ დღეს რა იყო (რა კარგი სიტყვაა “იყო”🙂 )
დღეს ბევრზე ბევრი ნაცნობი სახე და ძალიან გულწრფელი ღიმილი, უთბილესი ჩახუტებები და ბევრი ბევრი კოცნა❤ კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ მიხარია!

მიყვარს თსუ და თსუ-ელები🙂


2 Comments on “I <3 TSU”

  1. და ნათელი მომავლის რწმენით ანთებულნი,აქაოდა ცოდნის ტაძარში მოვხვდითო..

    • salolas says:

      აჰაა, დაახლოებით კი არა ეგაა🙂
      და სანდრო და კოსტა თავიანთი “პესიმისტურ-რეალისტური” ლოზუნგებით ყველანაირ იმედს უქრობდნენ😀
      “აქ რამ მოგიყვანათ!”
      “მოიმარაგეთ ბევრი არაყი თორე ისე ვერ გაძლებთ” და ა.შ 😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s