შენ გქვია დედა!
Posted: ოქტომბერი 25, 2011 Filed under: problem... | Tags: დედა, მასწავლებელი, შვილი, Facebook, fashion, KENT 6 Commentsეს ჩემი მეგობრის დაწერილი პოსტია, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. თემა, ალბათ, მარადიულია – მშობლის როლი შვილის აღზრდაში.
p.s. ნუ შეგაშინებთ დასაწყისში პოსტის პატეთიკური ტონი, ეს ისე შესავლისთვისააო. 🙂 მერე “წყალივით იკითხება” : )
“მშობელო დედა !
შენ ხარ გიდი შვილის ცხოვრებისა, თითოეული შენი ნაბიჯი მკაფიოდ აისახება შვილის ყოფა-ცხოვრებაზე და თუ ის არ იქნება ბედნიერი, პირველი მიზეზი სარკის წინ ეძებე… ბავშვის სწორი ჩამოყალიბება-განვითარება რთული და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, მას თან სდევს ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა. ამ მოვლენებში ყველაზე დიდ და მთავარ როლს გარემოება ასრულებს. საინტერესოა რეალურად რამდენ ადამიანს ესმის ზემოთხსენებულის აზრი, და რამდენი აცნობიერებს რეალურად რას ნიშნავს ეს ყოველივე. ბავშვი ეს გამჭვირვალე ჭურჭელია, რომელიც იმ ფერს მიიღებს , რა ფერის სითხესაც ჩაასხავთ შიგ, ხოლო როცა იგი სრულიად გაივსება, ასეთი დარჩება ბოლომდე, მანამდე სანამ დრო არ იმოქმედებს თავისას მასთან მიმართებაში.
წარმოიდგინეთ რა საცოდაობა და სულმდაბლობაა დედა, რომელიც თავის 15 წლის გოგონას იმისათვის სჯის ( უარეს შემთხვევაში სცემს) , რომ მეორედ უპოვა სიგარეტი წვრილი ღერები ჩანთაში( ან ჯიბეში) , რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა მისი საუკეთესო დაქალის და ეს ყველაფერი ხდება მაშინ , როდესაც გოგონას ყრობაში კალიასკასთან ლამაზ “ხმაურასთან” ერთად KENT ის ელეგანტური საფერფლე ედგა.
ანდაც კიდევ უარესი, წარმოიდგინეთ მშობელთა კრება,საკლასო ოთახი, მშობლები გასუსულები სხედან და გაფაციცებით ელოდებიან რას იტყვის ნერვებისგან გავარვარებული დამრიგებელი, რომელიც ბოღმისაგან ისეა უკვე,აღარ იცის საიდან დაიწყოს გადმონთხევა და მოუსვენრად სცემს ბოლთას საკლასო ოთახის ერთი თავიდან მეორე თავამდე. ბოლოს მისი მრავალნაცადი გამჭრიახი გონებაც არ აყოვნებს და სწრაფად აწვდის იდეას ” ყველაზე ტკბილი ბოლოსთვის შემოინახოს” და ისიც მონოლოგს წარჩინებული ბავშვების ქებით იწყებს. ამის მოსმენაზე უფრო და უფრო აზარტში შედიან “დანარჩენი” ბავშვების მშობლები, აი დადგა დამრიგებლის სანატრელი დროც, გახსნა ჭიშკარი და თამამად გამოუშვა სალანძღავი და საძაგელი სიტყვების მთელი არმია, რომელთაც ერთიანად გადაურბინეს და მიწასთან გაასწორეს “მსხვერპლი მშობელი”. დამრიგებელმა რათქმაუნდა შვებით ამოისუნთქა და ადამიანის ფერი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როდია?!
ახლახანს “მიწასთან გასწორებული” მშობელი, რომელიც ზის და იმას ფიქრობს , რომ ურჩევნია მიწა გაუსკდეს და საბოლოოდ დაინთქას, თავის ჯერს ელოდება : ” აბა ხომ არ შეარჩენს შვილზე ამდენი ხალხის წინ ამდაგვარი რაღაცეებით თქმას ? ” , თან ესეც არ იყოს თავს და ოჯახს შეურაწყოფილად გრძნობს, რატომღაც მხოლოდ ეხლა გაახსენდა , რომ “შვილი ოჯახის სარკეა” , როგორც იქნა მოუყარა თავი, მასში აღძრულ ყველა გრძნობასა და განცდას და ერთი გემოზე გამოლანძღა შენი “გულდამშვიდებული” დამრიგებელი, შემდეგ კი, როგორც ყველაზე მარტივი გამოსავალია, ისე მოიქცა და პროტესტის ნიშნად დატოვა საკლასო ოთახი, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი არარის, მას ახლა მეორე დუბლი აქვს სათამაშო. მისი გონება ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაუხდის სამაგიეროს შვილს ასეთი დამცირებისთვის. “იატაკის საწმენდი ჯოხით ააჭრელოს ( გააპოლისჯოხოს ) თუ მხოლოდ გაჩეჩვით დაკმაყოფილდეს? ” საბოლოოდ მაინც ის აზრი იმარჯვებს რომ “პოლისჯოხი” საჭირო ნივთია სახლში და ისევ თმებით თრევა სჯობს, თან ამ უკანასკნელს ერთი-ორი ალიყურითაც გააფორმებს და შემდეგ კრებაზე მისულს დამრიგებელი წითელ ხალიჩას დაუგებს სანიმუშო შვილის აღზრდისთვის.
სახლში დაბრუნებულ გაცეცხლებულ დედას შვილი რათქმაუნდა კომპიუტერთან დახვდება, რომელსაც “Odno” ში ” Acenkebi” სა და “Facebook” ში “Like” ების წერისაგან უკვე მოხარშული თევზივით აქვს თვალები. ეს ფაქტი რათქმუნდა დედის ცეცხლზე ნავთს დაასხამს და უფრო დაუზოგავად ჩააფრინდება შვილს ახალდაყენებულ “fashion” ვარცხნილობაში, აი კულმინაცია კი მაშინ იწყება როდესაც ამ ფაქტს მამა შეესწრება. გაურკვევლობისგან დაბნეული “ოჯახის ბურჯი” გემრიელად და მთელი არსებით “კითხულობს” და ნაირ-ნაირი სიტყვებით ამკობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ამოუსუნთქავს მისი საყვარელი მეუღლის გვარში. შემდეგ როცა ყველაფერი “დალაგდება” და ოჯახის დიასახლისიც შეწყვეტს ნერვებისგან ისერიულ კანკალს, მოჰყვება ბოლოსდაბოლოს მისი განრისხების მიზეზს, იმასაც უფრო “გააზვიადებს” მეტი ეფექტურობისთვის. ჰოი საოცრებავ, ახლა მამის მეორე დუბლის ჯერი დადგა და ისევ “იხსენებს” ოჯახისწევრებს ნათესავებს …
დამნაშავე კი ბოლოს არის ბავშვი, რომელსაც რამდენჯერმე არ მოერიდა მასწავლებლის წინ უწმაწური სიტყვების რახარუხი და არც “ენის ტრიალზე” უთქვამს უარი უფროსების წინაშე.
ბევრი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს უარესი, როცა დედა შვილს მეზობელ ბიჭთან სადარბაზოში რაღაც უცნაურს და საეჭვოს შეამჩნევს , თან უკვე მერამდენედ ? თუმცა რატომ არაფერი იღონა აქამდე? ალბათ იმიტომ რომ გულით სჯეროდა მისი “ქალიშვილი” სულით სპეტაკი იყო და იგი მხოლოდ “ოჯახობანას” და “დენ-დენ-დურის” თამაშით შემოიფარგლებოდა. ის კი რატომრაც დაავიწყდა, როდესაც ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად ბრუნდებოდა, როგორ გაეარშიყა მას არაერთი “თაყვანისმცემელი”, ისე რომ არც თვითონ უთქვამს უარი. სახლში კი ბევრი შემთხვევა ჰქონია როდესაც ახალ “დაქვრივებულს” და მარტოდ დარჩენილს ” ნუგეში” სჭირდებოდა და რათქმაუნდა “მანუგეშებლებიც ” არასოდეს იგვიანებდნენ, ეს ყველაფერი კი ხდებოდა რათქმაუნდა სახლში, შუშისკარებიან ოთახში , საიდანაც რატომღაც საწოლის ჭრიალის ხმა გამოდიოდა და ხელს უშლიდან სასტუმრო ოთახში ობლად დარჩენილ ბავშვს, იმ სათამაშოთი გართობაში, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიუგდეს, “ჭკვიანად” ყოფნის მიზნით.
სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი საკმაოდ სამარცხვინო რეალობაა. ეს არ ხდება მარტო ბავშვებში. მშობლის “უღირსი” საქციელი ყოველთვის აისახება შვილზე, დიდობაშიც და ყრმობაშიც, არ აქვს მნიშვნელობა სად როგორ და რანაირად. მე მეცოდებით და მებრალებით ყველა ამის ჩამდენი და გულახდილად რომ ვთქვა მეზიზღებით კიდეც, ხოლო რეალურად დამნაშავე ვინაა ამ ყველაფერში, თქვენთვის მომინდვია მკითხველო . “
უტა შინჯიკაშვილი
…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)
Posted: სექტემბერი 19, 2011 Filed under: შენ გწერ :), ჩე_მზე, problem... | Tags: ბლოგი, კარატე, კომპიუტერი, სანდრო, სიგარეტი, ძმა, Facebook 19 Commentsჩემი ძმა რომ უზომოდ მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია, უკვე ძველია.
ძველი კი არა, ეს (მგონი) ყველა და-ძმისთვის ასეა…
მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, არსებობს მომენტი, როცა ფიქრობ, თუ რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?! 😀
1. გამუდმებით მოგთხოვს დასვა კომპიუტერთან.
2.მოგბაძავს და თვითონაც გააკეთებს ბლოგს 🙂
3. აუცილებლად შეგიჭამს ნერვებს და კომპიუტერის მეხსიერებას რაღაც უაზრო თამაშებით :X
4. “გაიძულებს” გაგამეორებინოს კარატეზე ნასწავლი ილეთები 😀 :X
5. ღამის 12 საათზეც რომ მოხვიდე სახლში, მაინც დაგელოდება და შეგამოწმებინებს ქართულის თემას.. :* 🙂 so sweet..
6. არხი “საქართველო” ტელევიზორის ეკრანებს არ მოსცილდება..
7. დილით, როცა საქმე არაფერი გაქვს და გემრიელად გამოძინებას აპირებ, აუცილებლად გაგაღვიძებს ჯერ მაღვიძარა და მერე დედის ხმა: “სანდრო, ადექი სკოლაში გაგვინდებაა!”
8. დედა დაწოლის წინ ბოლოს იმას აკოცებს 😐
9. ზაფხულში სულ კუდში დაგყვება (საბედნიეროდ, საიდუმლოს გინახავს 😀 თუ შემთხვევით არ წამოცდება ხოლმე 😀 )
10. ძმის გამო გედაქალებიან 12 წლამდე ასაკის გოგოები 😀 😀 “სალიკუნაა” lool
11. სახლის ტელეფონზე შენ უკვე თითქმის აღარავინ გირეკავს 😐 (სამაგიეროდ არც გაკვეთილების ჩანიშვნისთვის გაწუხებს ვინმე :happy:
12. გაიძულებს ეთამაშო ჭადრაკი, თან იქამდე, სანამ არ მოუგებ.. (ანუ დაუსრულებლად 😐 ვერასდროს ვუგებ 😦 )
13. გთხოვს დააჭრა ფრჩხილები, მაგრამ მოითხოვს, არ ატკინო!
14. იბუზღუნებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია 🙂
15. არ დაივიწყებს ფულს, რომელიც როდესღაც “ესესხე” 😀 😀 პროცენტებსაც დაუმატებს 😀
და ბოლოს… რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?
სანამ შენ სიგარეტის მოსაწევად გახვალ და ფეისბუქს ჩართულს დატოვებ, შენს მაგივრად არავის მიწერს: იცი რა, ჩემს ძმას მოსწონხარ, სულ შენზე ლაპარაკობს და მე თუ მკითხავ უყვარხარ კიდევაც!.. 😉
p.s.ეს ბოლო, რა თქმა უნდა, სანდროს არ ეხებოდა.. უბრალოდ შეგონება, მიაქციეთ ყურადღება პატარა ძმებს, ხშირად თქვენს მოწონების ობიექტთან ჩამშვებებად გევლინებიან 😀
მე დავწერდი, რომ…
Posted: მაისი 27, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: ანი, დოქი, ზაფხული, მზე, რძე, ღამე, ხელისგულები, Facebook, KBH 13 Commentsრომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..
ნათესავები..
ჯგუფელები..
კურსელები..
KBH-ელები….
ჩემი მეგობრის დედა…
Facebook-იდან შემოხეტებულები…
მე დავწერდი რომ…..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მთელ დღეს ვფიქრობდი. დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო. მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..
დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.
მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.
იქაც, ტაძარში…
მოკლედ, ავირიე!
უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…
ჩემში.
სულ მინდა რომ იყოს.
და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.
შეღამდებოდა.
აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.
მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.
იქნებოდა ზაფხული და ღამე.
ზაფხულის გრძელი ღამე.
დილით მამლები.
და მზე…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხო, აი ამას დავწერდი… : )
და ანი გადამერეოდა : )
გამოფეისბუქებულნი
Posted: აპრილი 19, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: მიწისთხილი, სალომე, ფილმი, Facebook 7 Comments
თუ გინდათ ჭეშმარიტი გამოფეისბუქებულები იხილოთ, ახლა ჩვენ უნდა გვიყურებდეთ.
სალო თავის ვარდისფერ ლეპტოპს ჩაციებული, მე ცოტა მოუხერხებელ სკამზე კომპიუტერის წინ.
facebook ორივესთან ციმციმებს.
ერთმენეთის სტატუსებს კომენტარს ვუკეთებთ და ვლაპარაკობთ, როცა სულ 2 მეტრის დაშორებით ვსხედვართ.
სახლში მარტოები ვართ. სალომესიანები სოფელში წავიდნენ. მოკლედ ბურთიც ჩვენია და მოედიანიც, მაგრამ ჩვენ რატომღაც მხოლოდ ფეისბუქი გვიზიდავს 🙂
………………………………………………….
სამზარეულოში მიწისთხილი იხალება – ცოტა ხანში ფილმის ყურებას და კნატუნობანას ვაპირებთ ❤
მგონი დავწვით, რაღაც სუნია…
…არა, გადავრჩით 🙂
……………………….
ფილმი უკვე გადმოიწერა.
მიწისთხილიც მოიხალა.
მოკლედ წავედი 🙂
გპირდებით, facebook-ს გამოვრთავთ და ისე ვიკნატუნებთ 🙂
“მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!” :)
Posted: ნოემბერი 23, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: გიორგობა, გურია, ორიგინალური, ქორწილი, შეცდომა, Facebook 5 Commentsხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ვნანობთ… ვნანობთ, იმიტომ რომ ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, ან როგორც გვეგონა რომ გამოვიდოდა..
შეცდომებს ვუშვებ ვხვდები!
არ მეშინია შეცდომების დაშვების, არც მათი გამოსწორების! უბრალოდ…
ყველაფერი ორიგინალური მე უნდა მოვიგონო. კარგია განსხვავებულობა, მაგრამ თუ გინდა განსაკუთრებული იყო, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ კარგი მრჩეველი არ გეყოლება არავინ დედამიწის ზურგზე! იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათთვის შენს მიერ აღმოჩენილი განსხვავებულობა უცხო და უცნობი იქნება!
ვერავინ გეტყვის როდის დაუშვი შეცდომა, იმიტომ რომ ახალი გნსაკუთრებულობა არ ჯდება არავითარ ჩარჩოში, არ გავს არცერთ სხვას, წინათ ყოფილს ჩემს თუ სხვის ცხოვრებაში…
” წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო” გამიგონია… აი მე კი ჩემს წინ მიმავალს ვერავის ვხედავ.. მე უნდა ვიყო ჩემი თავის წინაც და უკანაც
მე უნდა ვურჩიო ჩემს თავს, როდის შევჩერდე, ვუთხრა, თუ როდის ვუშვებ შეცდომებს, როდის არ შეიძლება გაღიმება და როდის უნდა დავიხიო უკან…
სისულელეა… ავირიე…
“ხო, ვიცი რომ სულელი ვარ.. ვიცი რომ ნებით ვკარგავ იმას, რაც ბედნიერს მხდის.. ვიცი… მაგრამ.. მიხარია, რომ შემიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება! თუნდაც ყველაფერი “უკუღმა” იყოს…
მე, მე ვარ!!! ♥ ” – ჩემი სტატუსი facebook-ზე..
ავირიე…
მეგონა სწორად ვიქცეოდი და ეს იყო ჩემი შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა, მაგრამ ახლა მივხვდი, ამით კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი..
და facebook-ის ტესტები? არ ვიცი მგონი სადგაც ამართლებს.. “ფრაზები შენი პატარა ვარდისფერი დღიურისთვის” –
consult: ” ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ..”
აი, ესეც ჩემსავით უკუღმართი პოსტი არაუშავს, ამიტანეთ…
შეგიძლიათ კითხვა ბოლოდან დაიწყოთ
p.s. დღეს გიორგობაა, ხვალ ანუ ოთხშაბათს გურიაში მივდივარ, ხუთშაბათს ნათესავის ქორწილია, პარასკევს გურიიდან წამოვალ და შაბათს ჩემი თამუნას და გიოს ქორწილი, თან მეჯვარე ვარ! ❤ ხოდაა…
” მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ …”
კომენტარები