მე მივდივარ!!! შეხვედრამდე… : )))

მივდივარ!!!

ცოტა ხნით გავექცევი ქალაქის სიცხეს და მტვერს!!!

ბავშოვიდან მიყვარს იქ წასვლა. დუშეთის რაიონში ერთი პატარა და თითქოს მოსაწყენი სოფელია, ჩემთვის კი სიგიჟე და სიყვარული!

ბევრი, ძალიან ბევრი რამ მახსოვს…

იქ არის ჩემი ბავშვობის უდარდელად გატარებული დღეები, ჩემი ეკლესია და ჩემი მამა დავითი….

ჭორიკანა მეზობლის ქალები, და სულ მუდამ მთვრალი, სახედაღარული და ხელებდაძარღვული “მათი კაცები”…

ჩემი კალოები, ადგილი სადაც არაერთხელ დანთებულა ცეცხლი და მოფარული სიმინდები შემწვარა.. ადგილი სადაც ხშირად უთამაშიათ ქვებით მიწაშე შემოსაზღვრული სახლობანა და ფეხბურთი.. სადაც გვიკრეფია ჯერ კიდევ მკუხე კუნელი მუჭებით გვიყრია პირში.. კალოების მოიპირდაპირედ კი ნასახლარები.. ძველებური, ჩამონგრეული ქვის კედლები, დატეხილი კრამიტები და მაღალი, გაფარჩხული კაკლის ხეები..

ქვემოთ ხევი… ცივი მხიარული წყალი. ოდნავ ზემოთ თუ აყვები ხევი ორად იყოფა. მარცხნივ მშრალი ხევია, მარჯვნივ სველი. მიყვარს მშრალი ხევი, ბევრი შავად აბრიალებული მაყვლით და ყვითელი ტყემლებით, სულ ზემოთ, გორებზე კი წმინდა ბარბარეს ეკლესია, მხოლოდ საკურთხევლის კედელი და მასში გამოჭრილი ნიშები როა დარჩენილი..

მშრალზე უფრო სველი ხევი მიყვარს.. რაც უფრო შორს მიდიხარ სულ უფრო და უფრო რომ მრავლდება და დიდდებიან ბუერები, ვირისტერფები და დათვის ბალახები. უფრო ზემოთ კი შინდის და იფნის ხეებიც გვხვდება…

ზემოთ მთაზე წმინდა მარინეს სახელობის ძველი  ეკლესია, მთელ სოფელს რომ გადმოჰყურებს.  მის წინ დიდი და მწვანე მინდორი, მინდვირს ბოლოს კი უკვე ტყის მყუდრო ბილიკი…  სულ სულ წინ თუ ივლი  და ბილიკს მიყვები სულ მალე წყლის ჩხრიალსაც გაიგონებ..  ჩვენი ჩანჩქერი!…  <3      და კიდე ქვემოთ ჭალებში ხმაურიანი, სწრაფი და ცივი ქსანი. დიდი ქვებით და მის ნაპირზე ქვიშაში დახატული მზეებით…  შორტებიანი გოგოებით და ტალახში ამოთხვრილი ბავშვებით..   აჰ სულ დამავიწყდა, სოფლის ბოლოში, ახალგორის საზღვართან ძალიან ახლოს ლომისის სალოცავი, ქვემოთ კი გორგი ერისთავის სახლმუზეუმი.  კიდე რა ვთქვა, რავი..  არაფერია თითქოს მაგრამ… იქ არის ჩემი ბავშვობა და ჩემი მოგონებები.. იქ იყო დაფარული მზერები..  ფლირტაობის პირველი ცდები..🙂  ბევრი ვაშლატამები…იქ იყო საათობით  ლაპარაკი ხანდახან სრულიად უაზრო თემებზე.. იქ იყო პირველი მოწონება… გატეხილი ცხვირი და იოდიანი თითები….  ;)  ტენისის თამაში… უსაშინლესი “წითელი, ყვითელი, შავიც” კი იყო…   იქ იყო პირველი ჩახუტება… სითბო…  იქ.. იყო!..

ვიცი არ იქნება ყველაფერი ისევ ისე… მაგრამ მაინც!!

მე მივდივარ!!!    და ვიცი ყველაფერი მაინც კარგად იქნება….  <3

მიყვარხართ ყველა….  <3


6 Comments on “მე მივდივარ!!! შეხვედრამდე… : )))”

  1. LiLaC says:

    awww, ra magaria❤ karg dasvenebas gisurveb…
    netav me rodis gavagwev am uhaerobidan ;;(

  2. siyvarulovna says:

    მე ჩემს სოფელში მინდაააააააა
    ჩემი სიმინდები და ქვაჯარა და ალგეთი და ყველაფერი მომენატრაააააააა

  3. Mari says:

    მხიარულ დასვენებას გისურვებ სალ :* :* მომენატრები.

  4. dj-guro says:

    ესე არ შეიძლება კაცო, ერთი სურათი მაინც დაგედო.😦

  5. ააააააააა
    მთაზე ვგიჟდები. მეც მაქვს სოფელი მაგრამ მანდ არარის საინტერესო ადგილები –____–


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s