გუშინდელი ვოიაჟი რომელსაც გუშინ დაწერა არ ეღირსა :D
Posted: იანვარი 27, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: ვირთხა, სილამაზის სალონი, ქრესტომათია %(count)s კომენტარი
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა კარგია როცა შენ თავს ცოტას ანებივრებ და სასიამოვნო დღეს იწყობ 🙂
ამისთვის არც თუ ისე ბევრი რამაა საჭირო… მაგრამ უუუმთავრესია შესაბამისი განწყობა და სულ ცოტა ფინანსებიც 🙂
მშვენივრად ვიბოდიალე 🙂
სახლში მოვიმიზეზე რომ უნიში რაღაც წიგნი მქონდა მისატანი (მართლა მქონდა) და მე და გვანცუცა წავედით.. 😀 ჯერ უნივერსიტეტში მივედით რომ სინდისი სუფთა გვქონოდა და “საერთაშორისო ურთიერთობების ქრესტომათია” “პატრონს” ჩავაბარეთ 😀 მერე მარჯანიშვილზე გავვარდით და ფეხები დავიტეხეთ ჩემი დის ქებული სალონის ძებნაში 😀 მერე ერთმა ბიჭმა მიგვასწავლა და თან ისიც დააყოლა თქვენ რა გინდათ სილამაზის სალონში ისედაც ლამაზები ხართო 😀 თითქოს სალონში მარტო მახინჯები დადიოდნენ 😀 😀
სულ მალე დავრწუნდი თუ რა “კარგად მუშაობს” ქალაქის დასუთავების სამსახური.. 🙂
საზიზღარ და ნაწლავებგამოყრილ (მაპატიეთ 😦 ) მკვდარ ვირთხას დავაბიჯე ფეხი 😦 😦
როგორც იქნა მივაგენით.. 🙂 გავლამაზდით შეძლებისდაგვარად 😀 😀
მერე მაღაზიებიც დავიარეთ, ერთი-ორი საყვარელი კაბაც შევათვალიერეთ სულ მალე ყიდვის პერსპექტივით წამოვედით 😀
გამოვვარდი ლაშას სანახავად.. . 5 დღე არ მყავდა ნანახიიიი!!!! ჩემი ყველაფერი… 🙂 გვანცა სახლში გავუშვი ჩვენ კიდე.. თუმცა ეს უკვე სხვა თემაა… 😛 მიყვარს ყველაზე ძალიაააან!!!
only verbs… :)
Posted: იანვარი 15, 2010 Filed under: ჩემეული ჩანახატები... :) | Tags: მიღიმი, მკოცნი, მოგწონვარ, მომდევ, შემიყვარებ 6 Comments
მიღიმი… მიცინი… მჯერა! მოგწონვარ!…
გიღიმი… მჯერა, მომწონხარ! ვიცინით…
მივრბივარ.. მომდევ.. მეწევი.. მიჭერ… მკოცნი… ვიცინით. გეპრანჭები.. ვჩურჩულებთ… ვსუნთქავთ…
-მოგწონვარ?
-მომწონხარ!
-გამიღიმებ?
-გაგიცინებ!
-გეხსომები?
-მენატრები… გჯერა?
-მჯერა! მეპრანჭები? 🙂
– . . . . .
-მოგეფერო?
-მეჩურჩულე.. 🙂
-შემიყვარებ?
– . . . . .
-გაკოცო?
-მაკო . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
-შეგიყვარებ?! მიყვარხარ!!!
-მჯერა!
ვიცინით… ვიღიმით… ვჩურჩულებთ…
Next Post
Posted: იანვარი 13, 2010 Filed under: Uncategorized | Tags: გული, თვალები, მკერდი, მომავალი, რიტმი, სევდა, ფეთქვა, ცრემლი %(count)s კომენტარიეს ჩანახატი დახლოებით 2 წლის წინ არის დაწერილი..
ზუსტად არ მახსოვს რის გამო ვიყავი ასეთი დათრგუნული 😆 მაგრამ მახსოვს როგორ დავწერე ეს…
მაშინ ვფიქრობდი რომ ეს მომავალში ჩემი ცხოვრების თანამგზავრისთვის უნდა წამეკითხა… იმ ადამიანისთვის რომელსაც მომავალში გავიცნობდი, ვინც “ჩემკენ მოდიოდა…” ადამიანისთვის რომელიც ძალიან მეყვარებოდა და ზუსტად იმ დროს როცა ასე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მენდომებოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო.. და მე “მის მხრებში თავჩარგულს მეტირა” 🙂
უკვე წავაკითხე იმ ერთადერთს… 🙂
ხოდა ახლა თავს უფლებას ვაძლევ რომ ყველას წავაკითხო 🙂 (ნუ ყველას არა, ვინც შემოვა 😀 )
ჩემსკენ მომავალს…
არ ვიცი ვინ ხარ , მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო…
მინდა შენს მკერდში თავჩარგულმა ვიტირო!..
ისე, უბრალოდ…
ყველაფრის აუხსნელად…
ვიცი, შენი განიერი მხრები გაუძლებენ ახლა ჩემში ჩამოწოლილ სევდას და გამაღიმებენ…
მაგრამ არ მჭირდება გაღიმება…
მე მხოლოდ თანადგომას ვითხოვ!
ახლა რომ ჩემთან იყო, მე აღარ ვიფიქრებდი არაფერზე! უბრალოდ ისე, ყველაფრის აუხსნელად ჩაგეხუტებოდი და შენს მხრებში თავჩარგული გულამოსკვნით ავტირდებოდი… შენ დაიბნეოდი, ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ მაინც არ მკითხავდი ტირილის მიზეზს…
მე კი ვიტირებდი…
ვიტირებდი…
ვიტირებდი სანამ უკანასკნელი ცრემლი არ შემიშრებოდა თვალებში და მერე გავყუჩდებოდი…
შენ ყურს დაუგდებდი ჩემს მოფრთხიალე გულს და უფრო მაგრად მიმიკრავდი მკერდზე…
აღარ ვიფიქრებდი არაფერზე…
აღარ იქნებოდა სევდა…
ჩუმად გავაყლაპავდი ყელში გაჩხერილ ბურთს და თვალებს დავხუჭავდი…
ასე ვქნებოდი მანამ, სანამ გული ისევ ჩვეულ რიტმში არ დაიწყებდა ფეთქვას…
……………………………………….
…არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ახლა უზომოდ მინდა, რომ ჩემთან იყო….
2008...
ჩემი განაცხადი
Posted: იანვარი 13, 2010 Filed under: ჩე_მზე | Tags: დევიდ კოპერფილდი, მზიანები, მისალმება, ღიმილი 14 Comments“მე დავიბადე… თვითონ განსაჯეთ, ვინ იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, მე თუ ვინმე სხვა…”
კომენტარები