“მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…”

მიყვარს გაზაფხული!

ან ვის არ უყვარს თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები…    მხიარული წვიმები და ანცი მზე…   🙂      გულის უცნაურად ფეთქვა და ჰაერში ყვავილებისა  და წვიმით დასველებული მიწის სუნი…


თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ცოტა ადრეა..   🙂    ჯერ მხოლოდ გაზაფხული შემომარტდა…  🙂

“მარტია, მარტია, ენძელებს მაყრიან…

სიცოცხლე ლამაზი როგორ მიხარია.. ”

რამდენიმე დღეა ამეკვიატა  ბავშვობისდროინდელი ლექსის სტრიქონები.. 🙂


მიხარია…   მიხარიააააა…    მიუხედავად იმისა რომ  დღეს 1 მარტია და არც ანცი მზისთვის მომიკრავს სადმე თვალი, არც მხიარული წვიმისთვის… არც ყვავილების და მიწის სურნელი მიგრძვნია სადმე…

ხო მართლა..   🙂

ჩემს ქუჩაზე ჯერ კიდევ 2 დღის წინ შევამჩნიე აყვავებული ჭერმის ხე..   🙂

გული კი უკვე 5 თვეა რაც  უცნაურად მიცემს… :*


6 Comments on ““მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…””

  1. ეკუსი ამბობს:

    usayvarlesi posti iyo :*

  2. salomea_mze ამბობს:

    მადლობთ საყვარელოო :*

  3. notespost ამბობს:

    ლამაზი პოსტია, გაზაფხულს გილოცავ 🙂

  4. emotional ამბობს:

    hmm 🙂 მომეწონა შენი ბლოგი

  5. salomea_mze ამბობს:

    Notespost მეც გილოცაავ :* 🙂

    Emotional მადლობ.. 🙂

  6. lana chanturidze ამბობს:

    ლექსის ავტორი თუ შეიძლება რომ მითხრათ, ამ ლექსს ვეძებ და გუგლში ვერ ვნახე
    მადლობა


დატოვე კომენტარი