News-ები გაუცხოებული ბლოგიდან

 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.

ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია🙂

უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ :)    ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა🙂

ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!

შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ😀 ) !

ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება”😐

არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! <3  (sun)

ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი😀 სწრაფი ვარ რა😀

და ჩემი ქორწილიიიიი?!!!  ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..

კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე😀

დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!

არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება :D  მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*

ხო კიდევ რა?  მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))

ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს  ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀

მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში❤

Good  Lucks!!!


2 Comments on “News-ები გაუცხოებული ბლოგიდან”

  1. sunwaited says:

    საალ, შენ კი არა, მეც არანაკლებ ვნერვიულობ არა, მარა ვემზადები თამოს ქორწილისთვის ))

    და არა მარტო მე, მე და აჩო წინასწარ გავივლით რეპეტიციას :დ

    შენ სასიამოვნო სიალეს კი რაც შეეხება, მგონი მაგრად ვერ მიტანს ეგ ბიჭი და რაღაცა უნდა უშველო :დ

    • salolas says:

      არაა საიდან მოიტანე რომ ვერ გიტანს?😛 ისე ჩვენში დარჩერს და ეგეც მაგას მეუბნება, ვეკო მგონი ვერ მიტანსო😀😀 რაც მთავარია მე გიტანთ გადასარევად ორივეს😀😀😀 ❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s