“მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!” :)

ხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს, რასაც შემდეგ ვნანობთ… ვნანობთ, იმიტომ რომ ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა, ან როგორც გვეგონა რომ გამოვიდოდა..

შეცდომებს ვუშვებ ვხვდები!

არ მეშინია შეცდომების დაშვების, არც მათი გამოსწორების!  უბრალოდ…

ყველაფერი ორიგინალური მე უნდა მოვიგონო. :) კარგია განსხვავებულობა,  მაგრამ თუ გინდა განსაკუთრებული იყო, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ  კარგი მრჩეველი არ გეყოლება არავინ დედამიწის ზურგზე! იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათთვის შენს მიერ აღმოჩენილი განსხვავებულობა უცხო და უცნობი იქნება!

ვერავინ გეტყვის როდის დაუშვი შეცდომა, იმიტომ რომ  ახალი გნსაკუთრებულობა არ ჯდება არავითარ ჩარჩოში, არ გავს არცერთ სხვას, წინათ ყოფილს ჩემს თუ სხვის ცხოვრებაში…

” წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო” გამიგონია… აი მე კი ჩემს წინ მიმავალს ვერავის ვხედავ..  მე უნდა ვიყო ჩემი თავის წინაც და უკანაც :)

მე უნდა ვურჩიო ჩემს თავს, როდის შევჩერდე,  ვუთხრა, თუ  როდის ვუშვებ შეცდომებს, როდის არ შეიძლება გაღიმება და როდის უნდა დავიხიო უკან…

სისულელეა… ავირიე…

“ხო, ვიცი რომ სულელი ვარ.. ვიცი რომ ნებით ვკარგავ იმას, რაც ბედნიერს მხდის.. ვიცი… მაგრამ.. მიხარია, რომ შემიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება! თუნდაც ყველაფერი “უკუღმა” იყოს…
მე, მე ვარ!!! ♥  ” –   ჩემი სტატუსი facebook-ზე..

ავირიე…

მეგონა სწორად ვიქცეოდი და ეს იყო ჩემი შეცდომის გამოსწორების ერთადერთი გზა, მაგრამ ახლა მივხვდი,  ამით კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი..

და facebook-ის ტესტები? :) არ ვიცი მგონი სადგაც ამართლებს..  “ფრაზები შენი პატარა ვარდისფერი დღიურისთვის”

consult:   ” ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ..”

აი, ესეც ჩემსავით უკუღმართი პოსტი :) არაუშავს, ამიტანეთ…

შეგიძლიათ კითხვა ბოლოდან დაიწყოთ :)

p.s. დღეს გიორგობაა,  ხვალ ანუ ოთხშაბათს გურიაში მივდივარ, ხუთშაბათს ნათესავის  ქორწილია,  პარასკევს გურიიდან წამოვალ და შაბათს ჩემი თამუნას და გიოს ქორწილი, თან მეჯვარე ვარ!  <3   ხოდაა…

” მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?

უნდა სხვანაირად ვძლიო  სვე-ბედს,

მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ,

ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ …”   :)


5 Comments on ““მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?!” :)”

  1. Mari says:

    მეც მასე ვარ, სალ. არასოდეს არავინ მყოლია ჩემ წინ მიმავალი. შენ უფროსი და მაინც გყავს. მე კი ჩემით მოვედი აქამდე და სულ. ისე ასე უფრო კარგია. როცა დამოუკიდებლად მოქმედებ, მთელი პასუხისმგებლობა შენზეა და ყველაფერს შენით სწავლობ.

  2. salolas says:

    არა მარ აქ სხვა სიტუაციაზე მაქვს ლაპარაკი და ამიტომ ვთქვი უკუღმართი პოსტია-მეთქი რომ ვიცოდი ვერ გაიგებდით..
    წინ მიმავალში იმას ვგულისხმობდი რომ ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, რომელიც არ მქონია და არც ჩემს გარშემომყოფს ქონია ვინმეს, ამიტომ რჩევები იქნება “გამოუცდელი” და ამიტომ “გამოუცდელი რჩევების” გამოყენებას მირჩევნია ისევ რომ ჩემს გონებას და უფრო მეტად კი გულს ვენდო… არა?!
    ჩემს დაზე გეთანხმები🙂 რომ არ მყავდეს რა მეშვლებოდა❤
    ნუ ყოველთვის კი არ ვართ ასეთი სიამტკბილობის გუნებაზე მაგრამ რეალურად ასეა😀

  3. sofi-sofi says:

    enacvalos shens das chemi darchenili sicocxle :))) misi ucnobi tayvanismcemeli😀 da ara marto misi, zogadad chxeidzeebis😀 :****

  4. რა კაი პოსტი იყო🙂 კარგი გაგებით ძალიან გავმხიარულდი,დადებითი ემოცია გადმომედო🙂❤
    რაც შეეხება არევის მომენტებს,ჩემი სტატუსების წაკითხვას არავის ვურჩევდი,ხშირად მაქვს ხოლმე არევის მომენტებიდა მერე საკუთარ თავზე ვხასლისობ ხოლმე🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s