მე და “კვირის პალიტრა”

ბავშვობაში “კვირის პალიტრის” კითხვას ბოლო გვერდიდან ვიწყებდი. გასართობი გვერდები იქით იყო. “კურიოზები”, “საბავშვო სალაღობო”. “წისქვილმა კი ფქვასო..” ვკითხულობდი ამ და ამის მსგავს რუბრიკებს და ვერთობოდი. “სამხედრო თემას” და “პოლიტიკას”, რა თქმა უნდა, სწრაფად ვფურცლავდი.

მერე გავიზარდე.

ჯერ პირველ გვერდს ვეცნობოდი. ვკითხულობდი წინ გამოტანილი სტატიების სათაურებს, ამონარიდებს და მერე კი ცნობისწადილგაღვიძებული ვეცნობოდი ბავშვობაში უამრავჯერ სწრაფად გადაფურცლული რუბრიკების გვერდებს.

მერე ვისწავლე ბალანსი.

და მივხვდი რომ კარგი სტატია არ არის, თუ  მხოლოდ აღნიშნავ ფაქტს და ამ საკითხზე მხოლოდ ერთ მხარეს გაესაუბრები. თუნდაც ორივე მხარეს.. მაინც არ არის!

მერე ვისწავლე თვალსაზრისი.

და “კვირის პალიტრაში” თითქმის საერთოდ ვერ ვიპოვე ის…

მერე ვისწავლე, როგორია სარეკლამო სტატია.

და თვალებში გამეჩხირა ასე მომრავლებული ნიშანი R

მერე ვისწავლე სუბიექტურობა (თუ ეს მანამდე ვისწავლე?🙂 ).

და დავინახე უამრავი გამჟღავნებული პოზიციები…

მერე? მერე არაფერი.

ახლა უბრალოდ ვკითხულობ და ვაფასებ!

ვაფასებ რას წერენ, როგორ და რატომ.

თუმცა, მარტო ამას არა..

ვაფასებ, რომ მე  “კვირის პალიტრას” ბავშვობიდან ვკითხულობდი (მერე რა მოხდა, რომ ბოლო გვერდებს🙂 ) და ახლაც ვკითხულობ.

ვაფასებ, რომ სიტყვა “გაზეთის” გაგონებისას, რატომღაც პირველას  “კვირის პალიტრა” მახსენდება.

ვაგასებ, რომ მას აქვს თავისი ნიშა.

ვაფასებ, რომ საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა კითხულობს მას.

ვაფასებ კიდევ იმას, რომ როდესაც “კვირის პალიტრას” ხელში ვიღებ და პირველი გვერდის (ახლა უკვე პირველის) თვალიერებას ვიწყებ, თვალში მხვდება წარწერა:

“თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით!”

მოკლედ, სუბიექტური ვარ!


2 Comments on “მე და “კვირის პალიტრა””

  1. LiLaC says:

    მეც უკნიდან ვკითხულობდი. პრინციპში, ეგ ჩვევა ეხლაც შემომრჩა. მარტო ლიტერატურულ ჟურნალებს მივყვები წინიდან : )))
    ”საბავშვო სალაღობო” და ”წისქვილმა კი ფრქვასო” ჩემი საყვარელი რუბრიკები იყო, თუმცა ”ნეკროლოგების” კითხვაზეც ვგიჟდებოდი : )) და კიდევ ”თქვენთვის, ქალბატონებო” ^_^

  2. tamara says:

    “კვირის პალიტრას” მეც ბავშვობიდან ვკითხულობ და ჩემს თვალში მისი რეიტინგის დაწევა მხოლოდ ჩემს მიერ რაღაცების გაგების შედეგი არაა, ისიც ფაქტია, რომ ეგ გაზეთი თვალსა და ხელს შუა გააფუჭეს…
    მე და შენ რომ ვკითხულობდით, მაშინ კარგი რედაქტორი ჰყავდა, რომელიც ამჟამინდელი დიპლიპიტო მასალების ჩაყრას არ დაუშვებდა გაზეთში. ახლა კი საოცრებები იწერება, უსირცხვილოდ ამღერებენ უძველეს იუმორისტულ თუ დეტექტიურ მასალებს და აახლებენ… ნუ, კარგით რა!!!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s