-‘๑’ მე ბავშვობიდან მოვდივარ… -‘๑’

“მგონი რაღაც ავურიე… ხო რა ასე დაუფიქრებლად და უაზროდ!

ვაიმე სალომე მიგაღრჩობ სადმე. :@  აბა ეს რა იყო ჯერ ლექციების ცხრილი ჩაურაკრაკე და მერე ვითომ სასხვათაშორისოდ რომ მიაყოლე ლექციებს შორის შუალედი რომელზე გაქვს. :)  ჰა  არ  თქვა რომ არ იცოდი რა მოყვებოდა…   კაი, კაი, არ დაიწყო მაგის მტკიცება.. ჩემთან მაინც არ გინდა რაა…🙂  თან მითუმეტეს მანადმე გითხრა ხვალ მეც ვაპირებ უნიში შემოვლასო…  ხოდა შენც საქმე გაუადვილე,  :)  “ხვალ მაგ შუალედში თსუ–ში რომ ამოვიდე და “შემთხვევით”  გნახო  რამეს ხო არ დავაშავებ?”– ხელიდან არ გაუშვა შენივე შექმნილი სიტუაცია.  :)  იდიოტი ხარ რაა…

რა არ იცოდი რომ გეტყოდა? იცოდი  მაგრამ.. ხო, თვითონვე გინდოდა რომ ეთქვა..   არადა კაცმა რომ გკითხოს თავს გაიგიჟებ, რა სისულელეა,   ვაიმე ეგოო? და თვალებს ისე აღაშფოთებ რომ ეჭვსაც კი არ შეიტანენ არაფერშო  😀  :D  ეხ სალო, სალო… მე მაინც არ გიცნობდე რაა…😉

ხო თავის გაგიჟება როგორ გიყვარს ხოლმეე🙂 რა სისულელეა, საერთოდ არ მომწონს და არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებო. ჰა ეხლა ხვალ რომ ნახავ “რამენაირ” ურთიერთობებში არ შედის ეეგ?

არადა სულ თავს იკავებდი გენახა ვინმე ვინც ოდნავ მაინც არ მოგწონდა. თუნდაც ამას რამდენი ხანი ახვეწნინე..🙂  და დღეს კიდე ჰოპ დაა ვსიოოო🙂  ხვალ ნახავ  :|  არადა ის მაინც იცოდე რად გინდა..

შენ არ იცი და მე ვიცი, იიშ!

ი–ყე–ნებ!!!

კაი ეხლა ისევ ის შეშფოთებული სახე და აწყლიანებული თვალები არ გინდა რაა.. ხო იყენებ ! ჩუუმეთქი!…  კაი რა მოხდა მერე : )

იმ შუალედში თითქმის ყოველთვის მარტო გიწევს ხოლმე სადმე ფეხის მორთხმა და წიგნის კითხვა…. და იპოვე გამრთობი!

სალომეა, სალომეა….  -‘๑’

ვიცი  ვიცი ბავშვობიდან უფრთხი ვინმესთვის გულის ტკენას.. გახსოვს მე–5 კლასში შენს  კლასელს რომ უყვარდი,  (1–ლი კლასიდან მიყვარსო ამბობდა.. ნუ ეს ბავშვობა…)  ბიჭები ჩაგაცივდნენ… სულელები : |  ისიც იქ იყო მაშინ…  ეხლაც მახსოვს როგორ არ გინდოდა რამე გეთქვა.. იცოდი ბავშვურად დაწყვეტდი გულს.. სხვა გზა არ დაგიტოვეს, რა უნდა გექნა…

ან ის თუ გახსოვს როგორ გამოექეცი  ერთს…  იცოდი სიყვარული უნდა აეხნა და…  გამბედაობა მოკრებილს სიტყვაც კი არ ათქმევინე.. არც კი დაელაპარაკე, გეშინოდა რომ შენც უნდა გეთქვა რამე.. იმის გულის ტკენის გეშინოდა თვითონ…  მერე აღარც უფიქრია რამე..

როგორ ბავშვურად განიცდიდი ყველაფერს…

არც ახლა შეცვლილხარ სალ…

ისევ გიყვარს ჩაბნელებულ ოთახში შენი მოგონილი სიმღერების მღერა… ისევ ხშირად უყურებ გაშტერებული თვალებით ცას როცა გაწყენინებენ და ისევ არ იღებავ თმებს.. : )

თუმცა ახლა აღარ უფრთხი პირდაპირ თქვა  რასაც ფიქრობ…  უკვე მიხვდი, უთქმელობას ისევ  სიმართლის თქმა ჯობია, თუნდაც მომწარო გემო დაკრავდეს მას…

ხო ხედავ, ცოტას ერთობი კიდეც, ვითომ რა მოხდა, იმასაც გავახარებ რომ მნახავს და მეც დროს გავიყვანო ფიქრობ…  ჩუუ–მეთქი!  იქ ტვინის ღმა ხვეულებში ხო ფიქრობ?!

თან მე ხომ ვიცი..  : )    იმასაც ეტყვი, არ უნდა მენახეო ალბათ…

მერე ხომ საერთოდ არ დაალაპარაკებ არაფერზე..

ვიცი სალომეა ვიცი, შენზე არ ვრცელდება გუშინ ფსიქოლოგიაზე მოსმენილი თეორია “ფეხი კარებში”– თუ ადამიანს რაიმე პატარას გააკეთებინებ მერე ძალიან იზრდება შანსი უდრო დიდის გაკეთებაზეც დაითანხმო და უარი ვერ გითხრასო…

ეს შენ გგონია ხოლმე ხანდახან, სუსტი და სულელი პატარა გოგო ვარო..  მე ხომ ვიცი ჭკვიანი ხარ, ძლიერი და… ხო პატარა გოგო!…    😉

ჩემი სალომეა მიყვარს….  -‘๑’

” რა ეგოისტი ვარ, ღმერთო…”


13 Comments on “-‘๑’ მე ბავშვობიდან მოვდივარ… -‘๑’”

  1. Marr says:

    გამამხიარულა ამ პოსტმა.😀😀 მაგარი ხარ რა… :*:*

  2. SaLoMea_Mze says:

    რამ გაგამხიარულა გოგო, მე აქ ჩემი გულის დარდები ამოვაფრქვიე 😀😀😀

    მადლიობა კომპლიმენტისთვის😀

    • Marr says:

      რავიცი, დარდიან პოსტს არ ჰგავს და…

      მეც მასე ვიცი ხოლმე ზოგჯერ ჩემი თავის გამოჭერა ეშმაკობებზე😀

      • salolas says:

        ხო არა დარდიანი არაა🙂

        არა რას იტყვი ღირს ნახვა თუ ჯობია პატიოსნად მოვიქცე და ვუთხრა ”ნახვამდის” 🙂

    • Marr says:

      მე ნახვამდის მეთქი ვეტყოდი, მაგრამ არ ვიცი სწორი იქნებოდა თუ არა. შეიძლება არ იყოს სწორი, იმიტომ რომ რა ვიცი რა ხდება. მაგრამ ტყუილად იმედის მიცემა და მერე გადაგდება, არავის არ შერჩება ცხოვრებაში

  3. siyvarulovna says:

    შენს თავს საყვედურობ? თუ სხვა სალომეს?😀 ესეთ პოსტებში ვიბნევი ხოლმე, მაგრამ ფაქტია ძალიან მომეწონა = ))

  4. sunwaited says:

    იგულავე შვილო, მეტი რა შეგრჩება :დ

  5. dj-guro says:

    ღმერთო კი მიშველე, ეს რეები ეწერა, დავიგრუზე.. გავედი წყალი დავლიო..

  6. siyvarulovna says:

    რამდენი ხანია გაგრძელებას ველოდები = (((

    • salolas says:

      არ იქნება გაგრძლება, დაანებე თავი ნუღა ელოდები😉 ისე მოგიყვები თU გინდა🙂

  7. […] აჰ, ამ ყმაწვილს თქვენ მგონი უნდა იცნობდეთ, თუ არადა მასთან დაკავშირებული მოკლე ისტორია  იხილეთ აქ! […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s