ყველაზე ტკბილი

რაიმე თბილი, მზიანი და იმედიანი პოსტი კარგი იქნებოდაო..

…………………………….

ჩემი სახლის ვრცელი და გრილი სადარბაზო.

ეზოს ბავშვების სასახლე –   პატარ–პატარა მინებიანი მაღალი ფანჯრით,  გრძელი კიბეებით და  ხის რიკულებიანი მოაჯირით.

…სადარბაზოს შესასვლელ კარში გაჭირვებით ვაფარებთ გრძელ, ალაგ–ალაგ ჩრჩილისგან ამოჭმულ ფარდას.

ფურცლებს პატარ–პატარ მართკუთხედებად ვჭრით და დიდი მონდომებით გამოგვყავს სულ რამდენიმე სიტყვა:

ბილეთი

დასაწყისი 5 სთ.ზე                              ფასი 20 თეთრი

გრძელ სკამებს ვამწკრივებთ სადარბაზოს შესასვლელთან და ფარდის ნახვრეტებიდან ჩუმად ვიჭყიტებით.

ნელ–ნელა ივსება სკამები და თითქოს ერთმანეთის გულისცემაც გვესმის.

..და მერე ვმღერით საბავშვო ბაღში ნასწავლ სიმღერებს, გამოთქმით და ხელების ნარნარი შლით ვყვებით ლექსებს, (🙂 ) ვცეკვავთ.

ბევრი ტაში და ყვავილები…

მეზობლები იღიმიან.

“კულისებში” ჩუმად ვიცინით და ერთმანეთს ვეხუტებით.

მოსაღამოვდა. ფარდას ვხსნით და სკამებს ვალაგებთ.

“ოცი.. ორმოცი.. სამოცი…..  ლარი..”

(“ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეეთ, ტიტუუ რა ბევრიაა”🙂 )

გვიხარია.

თავქუდმოგლეჯილები მივრბივართ.

5 წუთში ყველას ტკბილი, გემრიელი ჩუპა–ჩუპსებით გვაქვს გაბერილი ლოყები.

არ ვიცი, რამდენად თბილი, მზიანი და მითუმეტეს იმედიანი გამომივიდა ..

უბრალოდ ეს ჩემი ბავშვობაა.. ყველაზე ტკბილი  <3


14 Comments on “ყველაზე ტკბილი”

  1. LiLaC says:

    პირველ რიგში, რა ლამაზი თემაა❤
    ასევე პოსტიც, თანაც, ჩემი ბავშვობაც გამახსენდა : ) ოღონდ ჩვენ ”პრიანიკებს” ვყიდულობდით, მგონი : )
    და კიდევ, დღეს იურას ლექციაზე რა მაგარი იყო : )

    • salolas says:

      მიხარია რომ შენც მოგწონს ჩემი ახალი დიზანი : )

      ”პრიანიკები” , ”ჩუპა-ჩუპსი”, ”ლოვე”…. : ) )) სულ ერთია❤

      პ.ს. იურაა :დ :დ:დ შენ გირჩევნია შემდეგი ლექციისთვის მოემზადო დაეგ სტროფი კარგად ისწავლო :დ

  2. kristi says:

    მომწონს შენთან… მეც მქონდა მსგავსი ბავშობა, მაგრამ ბილეთებს არ ვაკეთებდით:) პირიქით სხვენს ვეჯიბრებოდით მათზე უკეთესი რომ გამოგვსლოდა. მაგარია ბავშობაააა, უდარდელი…..

    • salolas says:

      არა ჩვენთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ბილეთების გაკეთება : ) რაღაც სხვანაირი მუღამი ქონდა🙂 მახსოვს ერთხელ ნათლიაჩემს დავაბეჭდინე კიდევაც :დ

      პ.ს. თუ მოგწონს, დარჩი.. ან შემომიარე ხოლმე ხშირად ^_^

  3. დიზაინი სალოოლ რა კარგია❤

    მგონი ყველას ქონდა ბავშვობაში ესეთი თბიილი ტკბილი დღეები… როგორ ძალიან მიყვარდა ის კულისები… ეჰჰ ))) მადლობა ტკბილი მოგონებებისთვის

    • salolas says:

      რომ ვწერტი არ ვფიქრობდი მაგაზე რომ ასეთი კონცერტები ყველას გექნებოდათ გამართული, უბრალოდ ვიხსენებდი და მსიამოვნებდა.. მაგრამ ახლა ვხვდები რომ არ შეიძლება ამის გარეშე გაატარო ბავშვობა ❤

      პ.ს. უკვე მეეერანმდენეს მიხარია რომ დიაზაინი მოეწონათ🙂 შენ განსაკუთრებით :*

  4. რუსა says:

    ♥ ♥გამოგივიდა და როგორ! მართლაც ბავშვობა ხომ ყველაზე,ყველაზე ტკბილი ეტაპია ჩვენი ცხოვრების…პატარაობისას ამას ვერ ვაცნობიერებთ და დიდობანას ვთამაშობთ…დიდობაში კი სულ ბავშვობას შევნატრით და ვხვდებით,რომ ის იყო ყველაზე ტკბილი და ბედნიერი…
    ♥ ♥ გავთბი..ბავშვობის ტკბილი მოგონებები აიშალა…მადლობა ამისთვის…♥ ♥

  5. idoizzm says:

    ბავშვობა. ეს ის მომენტია ჩემს ცხოვრებაში რომელიც ბუნდოვნად არასდროს არ გამახსენედება):):)

    • salolas says:

      : )) მიხარია ხოლმე შენი კომენტარები ჩემთან. არ მიყვარს ჩუმად რომ მკითხულობენ😐

  6. ჯუნა says:

    რა ლამაზია შენი ახალი დიზაინი… მომწონს ძალიან, გიხდება🙂 მე გკითხულობ ხოლმე ჩუმად🙂

    • salolas says:

      მართლაა? აი ეგ კი ნამდვილად არ მეგონა რომ შენ მკითხულობდი : )

      მე კი ხშირად, ოღონდ მეც ჩუმად🙂

  7. სალო ისეთი თბილი პოსტი გამოგივიდა,რომ რავიცი..❤ მეც კი ძალიან ლამაზი ამდაგვარი წუთები გამახსენე,რაც თითქმის დავიწყებული მქონდა არადა სულრ ამოდენიმე ეწლიწადი გავიდა.. ))

    • salolas says:

      მიხარია თუ ცოტათი მაინც კარგ განწყობაზე დაგაყენეთ და უკან ბავშვობაში გადაგაგდეთ❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s