დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?

ბლოგოსფეროში ახალი ტეგ-თამაში დაიწყო, ნუ  რაღა ახალი, მაგრამ უჭუკლესმა ვეკომ მას თამაშის სახე მისცა  და დაიწყოოო… მე სიყვარულოვნასგან ვიქმენნი დათაგული🙂  ასე რომ რა უფლება მაქვს არ გამოვიყენო ესოდენი პატივი და უდიერად მოვეპყრო მის ჩემდამი სიმპატიებს, დაფასებას, სიყვარულს, ჩახუტებას, გაგებას და ამბავს😀😀

სიმართლე რომ გითხრათ განსაკუთრებით საინტერესო “მაძებრები” არ მყავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბლოგზე ვერასოდეს შეხვდებით “სექს”, “ძუძუს” და ა.შ. ( უკვე შეხვდებით😀 )

მოკლედ ვიწყებ:

დევიდ კოპერფილდი – ნუ აშკარად ინტელექტუალი მაძებარი იყო, მაგრამ  ვგონებ იმედები გაუცრუვდებოდა😀

lamazi bichebi –   ლამაზი ქალი ვიცი მე😀 ყველაზე ხშირად მგონი ამით ხვდებან ჩემთან🙂

ნერვოზი-ნევროზი (3-ჯერ )–  არ მაქვს გენაცვალე, დამანებე თავი რაა.. კიდე აქ ხაარ? გადი არა, არა, არ მჭიიირს ვაიმე შემომაკვდებიი!!!!

პ.ს. აი ხო გეუბნებოდი არ მჭირს ნერვოზი🙂

remarki – აჰ, კიდევ ერთი ინტელექტუალი🙂

me mapatiet – არაფერია შე კაცო, რა ბოდიშებს იხდი, კიდე შემოიარე🙂

წვიმის ხმა ფანჯრის მინებზე?😉 არა ღია მქონდა და პირდაპირ ოთახში ასხავდა😀

ჩემი მი –   მი არა მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ დო, რე და ლა😀

კოპერ ფილდი –  კოპერი აქაა და ფილდი გასულია და ხვალ  იქნება, სხვა დროს მობრძანდით🙂

წვიმა და სიყვარული – ხოო მაგას ბევრს იპოვიდით ჩემთან😉

კიდევ ჩემთან ეძებენ “ვარდისფერს”  “ალუბალს”  “ქოლგებს” და “მზეს…”  თავიდანვე ხომ ვთქვი არ მყავს “საინტერესო მაძებრებითქო”🙂
არც ამის დაწერის ხასიათზე ვიყავი ჩემი უმძიმესი  დერესიის ზღვარზე ყოფნის გამო და ამიტომაც იყო ეს პოსტი მთელი კვირა დრაფტებში რომ ესვენა🙂
ნუ როგორც იქნა მოვაბი თავი და სულ მალე დავკლიკავ “publish”-ს  :)
მანამდე კი როგორ იქნება რომ წესებს არ დავემორჩილო და ეს თამაში სასიკვდილო
გავწირო😀  ამიტომაც მისი სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ვთაგავ ჩემს  უსაყვარლეს მზიან ბლოგერს  Here Comes The Sun-s და წყაროს🙂

ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა :

salolas.wordpress.com —  სწორად მომაგენით, და მიხარია რომ გსმენიათ და მეძებდით  ;)  :)



5 Comments on “დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?”

  1. Marr says:

    მაგარია🙂 შენთანაც ნამეტანი საინტერესო თერმებით შემოდიან😀

  2. siyvarulovna says:

    ნეტა ამ ხალხის ტვინში ჩამახედა რაა😀

  3. salolas says:

    რა საინტერესო გოგო გავგიჟდი, ვერაფერს ვერ ვწერდი ისეთი დებილობები იყო და ამდენ ხანს იმიტომ გამეწელა😀

    • Marr says:

      აბა რა გინდა გენაცვალე, მაინცდამაინც იმ სიტყვებით უნდა შემოვიდნენ ზევით რომ დაწერე?😀😀

  4. […] PDRTJS_settings_941248_post_928 = { "id" : "941248", "unique_id" : "wp-post-928", "title" : "%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3+Search+Terms", "item_id" : "_post_928", "permalink" : "http%3A%2F%2Ftskaro.wordpress.com%2F2010%2F06%2F30%2Fsearch-terms%2F" } ოლა! მე… მე.. მე მინდა ვთქვა, რომ მე დამთაგეს….. […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s