მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : ) 


13 Comments on “მე დავწერდი, რომ…”

  1. გვირილა ამბობს:

    როგორ მიყვარს შენი ბლოგი. გრძნობებზე რომ წერ ისე მიხარია, თან ნაცნობია რაღაცეები და 🙂
    ეს პატარა ოცნებაც მომეწონა, აქედან ჩანს გრძნობა :-*
    თუ გინდა რომ სულ შენთან იყოს, იქნება 😉

    • salolas ამბობს:

      ამ “პატარა ოცნების” გამო ჩემი დაქალი მკლავს, სოფელში საცხოვრებლად არ მემეტებიო :)) არადა, რააცნაირად მერომანტიკულება სადმე მთის სოფელში ცხოვრება.. ოღონდ შვილებს იქ არ გავზრდიდი…

      მეც სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ თუ რამე მართლა ძალიან გინდა იქნება, მაგრამ…

  2. vekoo ამბობს:

    სალ , ანის სოფლისთვის და მე იმ დაძარღვულმკლავიანისთვის არ მემეტები :დ

  3. ani ამბობს:

    სალ არ მინდა რომ მხოლოდ აქ იყო… იცი როგორ მინდა, მთელმა საქართველომ და მთელმა ქვეყანამ გაიგოს ეს საოცარი ნაწერი… ნამდვილი სასწაული ხარ… და განსაკუთრებით იმ ადამიანმა რომელსაც ეძღვნება ეს საოცრება, ის კი დადის დედამიწაზე და არც კი იცის, რომ ერთი ანგელოზი დედამიწაზე ჩემოვარდნილი მას ეტრფის… იმედია დაიმსახურებს როდისმე რომ ეს გაიგოს… :* :* :*

    • salolas ამბობს:

      : ))) მეც ვფიქორბ ხოლმე მაგაზე, როცა ვწერ.. და წარმოვიდგენ ხოლმე ვიღაც ჩემზე რომ წერდეს ასე და მე არ ვიცოდე…

      არ ვიცი, შეიძლება როდესმე გაიგოს, შეიძლება არა… რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ ჩემშია ეს : ))

      პ.ს. ისე ქალბატონო, გაიხსენე რომ შენ თვითონ მიკრძალავ ფეისბუქზე დაშეარებას, თორე მართლა გაიგებდა ნახევარი საქართველოც და ვისაც ეძღვნება ისიც 🙂

      • ani ამბობს:

        ხალხი ჭრელია და ფიქრობს… ნუ შეგაშინებს ეს ჭორები…სხვამ რაც უნდა ის იფიქროს… ახლა მოდაშია ჩურჩულები… მაინც საქართველოში ვცხოვრობთ და იმიტომ თორემ… შესაძლებელი რომ იყოს პირველი მე გავაპიარებდი შენს შედევრებს… შენ ვერ დამასწრებდი… :* :* :*

  4. ani ამბობს:

    ისე ჩემი დევიზი იყო:” ადამიანს რაც უნდა, ის უნდა გააკეთოს ”(ნორმების ფარგლებში) ეხლა კი იმდენი აკრძალვები შემომაქვს…მეშინია…

    • salolas ამბობს:

      ვაიმე ეს სიმღერა სად გაგახსენდა ანიიი 🙂

      ხო, კაი, ნურაფრის ნუ გეშინია :* ყველაფერი კარგად იქნებაა : ))
      იმიტომ, რომ ერთად ძალიან ჭკვიანები ვართ, ცალ-ცალკე ვიბნევით ხოლმე : ))))

  5. Mari ამბობს:

    რა კარგი ხარ, სალო :*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s