“მზის ფესტივალი” მზიურში

“აი მე ვარ მართლა პარაზიტი, ხალხის გამფუჭებელი, ლექციების გამცდენელი, გამცუღლუტებელი და ა.შ. : )))))) 

მარა აი მიყვააააააააააააააააააააარს ასეთი რომ ვარ : ))) “ – ჩემი გუშინდელი სტატუსი facebook–ზე🙂

რატოომ? იმიტომ რომ დილაუთენია ჯერ ლოგინიდან წამოვაფრინე ანი, მერე ტვინი გავუბურღე, სანამ ლექციების გაცდენაზე და მზიურში წასვლაზე არ დავითანხმე.

მიზეზი მნიშვნელოვანი,

არგუმენტი შეუცვლელი,

დასაბუთება შეურყეველი:

ჩვენი დღე უნდა აღვნიშნოთ! 

წავედით!

მთელი გზა მებუზღუნებოდა, ლექციებს მაცდენინებ, პრეზენტაცია გასაკეთებელი მაქვს, რეფერატი დასაწერიო, მაგრამ…

შევედით თუ არა მზიურში, ყველაფერი დაავიწყდა..

…ლოყებზე მზეებდახატული ბავშვები, იასამნისფერი ბუშტები, ბევრი ყვავილები, ასფალტზე ფერადი ცარცებით დახატული ნახატები, სათამაშოები, წვრილ–წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, შრეკი და მზე…

ამდენი დიდი ხანია აღარ გვიცნია. არც ამდენი გვითამაში ბავშვებთან ერთად.

სოსო, ქეთი, სერგო, კატო, ლუკა, გიორგი, საბა….  კიდე რამდენი.

როგორ უხაროდათ ჩვენთან ერთად თამაში.

მშობლების ხელებს ჩაჭიდებული, ლამაზ ტანსაცმელში გამოპრანჭული ბავშვები გარშემო გვივლიდნენ, თითქოს რატომღაც ერიდებოდათ ჩვენთან მოსვლა.

 “არა, ამას ვერ ითამაშებს” – უცნაური ტონით მითხრა დიდსაყურეებიანმა ქალმა და  ბავშვი  გაგვარიდა.

არავის გვიდარდია.

ვთამაშობდით ჩვენ და ბავშვები, ბავშვები სურამის სახლიდან….


8 Comments on ““მზის ფესტივალი” მზიურში”

  1. idoizzm says:

    gogo anis mainc daanebe tavi magas kidev mzeebi da bavshvebi unda. P.S.gaxsovdess anonimoba

    • salolas says:

      ჰა ჰა “გახსოვდეს ანონიმობა”🙂

      ვერ დავანებებ მე ანის თავს და ნუ მთხოვ მაგას🙂 ტყუილად ხომ არ არის ჩემი ტყუპისცალი : )))

  2. ani says:

    უსაყვარლესები იყვნენ… ძალიან მინდა კიდე მათთან თამაში… მართლა ყველაფერი დამავიწყდა… და მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია… წინა დღის ოცნება ამიხდა…ყველა ბედნიერია, ყველა იღიმის… სალ იცი ერთ ქალს ველაპარაკე… დედას… როგორ ვერ შეძლებს თამაშს იცით რა ადვილიათქო… და დავატოვებინე ბავშვი… და ის დიდსაყურებიანისთვის არც კი შემიხედია იმდენად ვიყავით გართული თამაშით…

    • salolas says:

      გენაცვალე ჩემო❤ ხო, ვიცი რა ბედნიერი იყავი და მზიანი : ) ხომ შეგპირდი ასე იქნება, არ ინანებ წამოსვლასთქო : )))

      საერთოდაც, ერთად როცა ვართ როდის ვერთობით ცუდად🙂

  3. LiLaC says:

    ეჰ… მე, ალბათ, ბავშვობიდან პირდაპირ სიბერეში გადავვარდი და გუშინ სახლიდან გამოსვლა დამეზარა
    : (((((

    • salolas says:

      უპს😦

      არაუშავს, “მზიური” არსად გადაუტანიათ და 1 ივნისიც მხოლოდ ფორმალურადაა აღიარებული ბავშვთა დღეს😉

      გაააადი გარეთ ახლავე! : )))

  4. Mari says:

    რა საყვარელი ხარ :)) ანამ გაგაცუღლუტა ეს წესიერი ბავშვი :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s