ნამძინარევი ფიქრები


…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა.  მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო.  ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.

ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები.  take it easy… 

რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.

რა მზრუნველი ვარ..  :)

მერე ისევ დავიძინე.

……………………………………………………………………

დღეს ანის ვნახავ.  გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს:  ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ! 

ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით.  (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი…🙂 )  რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს!   ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )

…………………………………………………………………………………….

9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა.   მოკლედ ქართული გავაცდინე.

წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ,  რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა.  მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : )))  მიყვარს რაა…❤

………………………………………………………………………………….

20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!

დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა  და საზრიანების შერკინება🙂  წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!

……………………………………………………………………………………

 ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა,  მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ  გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა.  ხოდა დავეშვი. მგონი.  უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.

ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები :  ))

………………………………………………………………………………….

1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება…🙂

ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )


10 Comments on “ნამძინარევი ფიქრები”

  1. LiLaC says:

    ვახტანგუსთან ხარ ქართულზე?❤
    შეფასების სისტემაზე ვიცან : )))

    • salolas says:

      აჰაა მაქვს ამის ბედნიერება : )))
      შენ წინა წელს გაიარეე?

      • LiLaC says:

        კი და ძალიან მიყვარს ეგ კაცი :)) და იმასაც ვუყვარდი :დ❤

  2. Chiamaria says:

    მერე ნახეთ ისეთი ბლოკნოტი? მეც ვაპირებ ყიდვას და ჯერ ვერ შემხვდა გამძლე ყდიანი🙂

  3. Mari says:

    ეეე, რატომ დაეშვი? შენ აშვებულობა უფრო გიხდება😀

  4. ninito says:

    kargiaaaa…. ) Cemtanac Semixede… sul axaliaa.. :))

    http://www.farvanashome.blogspot.com <————– winaswar maadlob : )) :


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s