რა უნდა გავითვალისწინოთ სესხებისას ვალებში რომ არ გადავვარდეთ?

ზოგისთვის სესხის მოთხოვნა კრიზისის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს , ზოგისთვის კი ეს ყოველთვიური პროცესია . და მაინც , რა უნდა გაითვალისწინოთ რომ ყოველთვის სარგებელი მიიღოთ და დამატებითი პრობლემების მიზეზი არ გახდეს სესხები ?money-loan

დარწმუნდით რომ ნამდვილად გჭირდებათ ეს კონკრეტული სერვისი. სესხის მიღებამდე გადაამოწმეთ შესაძლო დანაზოგები და იმის შესახებაც იფიქრეთ , თუ როდის და როგორ შეძლებთ ნასესხები თანხის გასტუმრებას.

თუკი ხელფასამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი და გაფუჭებული სარეცხის მანქანის სასწრაფოდ ჩანაცვლება გინდათ , კარგად დაფიქრდით, იქნებ უმჯობესია ის რამდენიმე დღე დაიცადოთ და მომავალში ზედმეტ ფინანსურ პრობლემებს აარიდოთ თავი?!

ისიც გასათვალისწინებელია, გაქვთ კი მუდმივი ფინანსური წყარო , რომლის საშუალებითაც შეძლებთ ყოველთვიურად იხადოთ გარკვეული რაოდენობის თანხა?!

დაფიქრდით, ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთი ხომ არ აქვს თქვენს მიერ შერჩეულ სესხების გამცემ კომპანიას და სარგებლობს კი ნდობით საზოგადოებაში?!

გადაამოწმეთ ის მიზეზები , რის გამოც იღებთ პასუხისმგებლობას და მიმართავთ სესხს.

თუკი ზემოთხსენებული მიზეზები დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს და თუკი თანხა მუსიკალურ კონცერტზე დასასწრებლად ან თმის მელირებისათვის გესაჭიროებათ , იქნებ უმჯობესია თანხის სესხებისგან თავი შეიკავოთ?

და მიუხედავად ყველაფრისა, თუკი გადაწყვეტთ თანხის სესხებას და ეს იქნება იპოთეკური, ონლაინ თუ სესხი უბრალოდ პიროვნებისგან, დააზუსტეთ და გამოთვალეთ პროცენტების ჯამური თანხა.  ჩამოყალიბდით, კონკრეტულად რისთვის, რამდენი და რატომ გჭირდებათ თანხა და შემდეგ გააფორმეთ იურიდიული თუ მორალური ხელშეკრულება რადგან აიცილოთ ვალები და კვლავ გამოუვალი სიტუაციები .

წყარო:   უსწრაფესი ონლაინ სესხები| sesxebi


გილოცავ სალოლ

აუ რავიცი იმდენი რაღაც დამიგროვდა სათქმელი არც კი ვიცი რითი უნდა დავიწყო ან დავამთავრო. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ ვიფიქრო და ისე რაც დაიწერება დაიწეროს მძიმეების და სასვენი ნიშნების გარეშე.

მე უნდა ჩამოვსულიყავი დიდ ქალაქში და შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი საუკეთესო მეგობარი.

მე უნდა მომეყოლა ყველაფერი ჩემზე და შენ უნდა გცოდნოდა ჩემი ყველა გულის გატეხვის ისტორია.

შენ უნდა გეტირა ჩემს კალთაში და მერე თმაზე უნდა მოგფერებოდი.

მე უნდა ვყოფილიყავი შენი ტკივილების ერთადერთი წამალი, როცა ყველა ჩემზე ახლო მეგობარი ვერაფერს გაგიგებდა რა გიჭირს.

მე არც ერთი არ ვარ რაც ზემოთ წერია. მე არ გიცნობ ყველაზე კარგად. მე არ ვარ შენი საუკეთესო მეგობარი. მე არ ვიცი რაზე ფიქრობ ხოლმე ღამღამობით როცა დასაძინებლად წვები. მე არ ვიცი რამდენად ხშირად აკითხავ ბლოგს და როდის ნახავ ამ ნაწერს და მიხვდები, რომ შენი დაბადების დღე არ დამვიწყებია, უბრალოდ სალოლ გილოცავ-ს ვერ მოგწერდი. არ შემიძლია, შემიძლია გული გამისკდეს.

მე არ ვიცი რამდენჯერ გატკინეს გული, რამდენჯერ იტირე, საერთოდ არაფერი ვიცი შენზე, როგორია შენიოთახი, როგორები არიან შენიმეგობრები, როგორია ის ბიჭი, რომელიც იმდენად გიყვარს ცოლადაც კი გაყევი. მე არაფერი ვიცი შენზე მაგრამ მაინც ვიცი, რომ როცა მე ვერ გამიგებენ შენზე ახლო მეგობრები რა მიჭირს შემიძლია შენთან მოვიდე და თავიდან ბოლომდემოგიყვე ყველაფერი რაც ოდესმე გადამიტანია. შენ იჯდები და მშვიდად მომისმენ, იმიტომ რომ პირველი იქნება ეს ამბები შენთვის და თავზე ხელსაც გადამისვამ ალბათ. მე ჭირვეული ბავშვი ვარ, შენმზრუნველი მეგობარი.

სალოლ ვუყურებ შენს ფოტოებს და ვხვდები რომ მთელმა შენმა ცხოვრებამ ჩემ გვერდით ჩაიარა, არადა თითქოს როგორ მარტივად შემეძლო ამყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. უბრალოდ ხდება ასე დაუმთავრებელი სიტყვები, ბოლომდე არ მოყოლილი ამბავი, ვერგაბედილი შეხვედრები. პატარა ვიყავი, მერე გავიზარდე. რომ გავიზარდე თავიდან რომ მომეწერა ასე მეგონა გული გამისკდებოდა. ახლაც მგონიანელნელამისკდება გული. მისკება იმიტომ რომ არ დაგელაპარაკე როცა პირველად ვნახე რომვიღაც გიყვარდა, არც მერე მოგწერეროცა თეთრ კაბაშიულამაზესი იყავი (დედას გეფიცები მართლა ულამაზეი, სასწაულად ლამაზი არ ვიცი რანაირად დავწერო ისეთი ლამაზი), არც ახლა გწერ არადა დაბადების დღე გქვს.

დარწმუნებული ვარ ახლა უბედნიერესი ხარ შენს ბიჭთან ერთად (მომკალი და ქმარს ვერ ვუძახი). აღნიშნავთ შენს დაბადების დღეს, მერე ბედნიერებისგან დაღლილი დაიძინებ და როცა გაიღვიძებ ახალი დღე იქნება. მე რავიცი,მე ვიფიქრებ რომ ახლა თუ არ გამისკდა გული არც არასოდეს გამისკდება, იმიტომ რომ უკვე იცი ისედაციცოდიმაგრამმაინცრომ გულისგასკომამდე ისბავშვი ვიქნები დედამისს რმო უყვიროდა დედა ტელევიზორში სალოლაჩანს დახმას აუწიე დროზე მოდი ტელევიზორთანმეთქი.

მიყვარხარ მე სალოლ ძალიან, და გილოცავ


ნინო

“ბავშვები საერთოდ, ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე. თანაც, დიდებისგან განსხვავებით, არამარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, არამედ მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხვონილება, ძალაუნებურად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობებს, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი.” 

ოთარ ჭილაძე.

ყველაფერი არის მარტივი.

ყველაფერი არის ჩუმი.

ხოდა, ხშირად უთხარით თქვენს შვილებს, დებს, ძმებს, დედებს, მამებს, მეგობრებს, ახლობლებს და საერთოდ ვისაც გინდათ, რომ ძალიან გიყვართ და თქვენთვის ძვირფასები არიან.

მარტო კი არ უთხრათ, აგრძნობინეთ.

თორე, ერთხელაც, მარტო წარმოდგენა აღარ დააკმაყოფილებთ.

ადგებიან, ჩაუყვებიან “თელავის ქუჩებს” და ჩუმად წავლენ “მუხათწყაროს ტყეში”…


ორი გოგო

პირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.

მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.

..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.

..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.

ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.

ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.

ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო🙂

ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥

 


კუბოკრულპერანგიანი კაცი

გურჯაანისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში ვსხედვართ. ტრენინგზე მივდივართ.  გვაგვიანდება.

მღოლის გვერდით ასე 30 წლამდე ქალი ზის, ოღონდ იმ პირობით, თუ ვივარაუდებთ, რომ ზურგიდან ასაკის გამოცნობა შეიძლება.

ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ.

“ის ქალი აცდენს, თორე უფრო სწრაფად ივლიდა”, – ვეუბნები მარის ცოტა ნაწყენი.

მუსიკას ვრთავ და თვალებს ვხუჭავ. ვახელ.  ისევ ლაპარაკობენ.

ახლა ქალი რამდენიმე სანტიმეტრით არის გადახრილი კაცისკენ. რაღაცას უყვება თან  ხელებს იშველიებს.  კეფაზეც კი ეტყობა, რომ ამ დროს იღიმება და თვალებში ციცინათელებს ისხავს. სარკეში ვხედავ ,როგორ გადახედავს ხოლმე კაცი ქალს ღიმილით. ისეთი ღიმილით, აი რომ ვერ ახსნი და რომ უნდა დაინახო.

ან შენ თვითონვე უნდა გაგიღიმოს ასე ვინმემ და იგრძნო…

კაცს საერთოდ არსად არ ეჩქარება, მიდის და მირონინობს. ზურგიდანვე ვატყობ, კუბოკრულპერანგიან განიერ ბეჭებზე, – მთელი დღე ივლიდა ასე, არ დაიღლებოდა. მეორე დღეც, მესამეც…

“ამ ქალს არ ვიცი რას ვუზავ”, – ბრაზდება მარი.

ახლა მეც მეღიმება.

“გაუშვი რა გინდა, იცინონ.” – ვპასუხობ და ჩემს “სოკო გოგოს”  ვუბრუნდები.


………………………………..

რა თქმა უნდა, ტრენინგზე დავაგვიანეთ.

მაგრამ ვიცით, რომ  ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც ხდება :  ) 


შესვენებაზე დაწერილი პოსტი ანუ, რით გჯობია ჩემი ბლოგი შენ!

რა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება?

უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე.

ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე მეოთხე წელია შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა თვეობით იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: “რატომ დამივიწყე? სად დაიკარგეე? ერთი არ უნდა მომწერო ხო😦 მე თუ არ გამახსენდი ისე ხო საერთოდ არ მომიკითხავ!” და სხვ.

ეს ჩემი ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ეს დიდი პლიუსი არ აქვს!!!

საშინლად ნერვებს მიშლის ნათესავებისგან, უბრალოდ ნაცნობებისგან და არც ისე მეგობრებისგან მსგავსი ტიპის ფრაზების მოსმენა. და მერე რომ უნდა უხსნა რაღაცეები, თითქოს ვალდებული ხარ რომ ყოველდღე მოიკითხო.

ვერავინ იტყვის, რომ უგულო ადამიანი ვარ. არც უყურადღებო. უბრალოდ ლოგიკურია, რომ იმას მოვიკითხავ ხშირ-ხშირად ვინც მინდა და ვინც ჩემს გულს გაუხარდება, ფორმალობებს კი საერთოდ ვერაფერში ვერ ვიტან!

“-რას შვები როგორ ხარ?

-რავი ვარ რა, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. შენები როგორ არიან? მომიკითხეეე..

-კარგად, გადავცემ აუცილებლად. შენც მომიკითხე შენები.

-კარგიი.. “

ი ვსიო. მეტი არაფერი. ნუ რაღაცეების მოფიქრება და დიალოგის გავრცობა კიდე შეიძლება ხოლმე, მაგრამ ამ 3 წინადადების თქმის სურვილიც რომ არ გაქვს იმასთან რატომ უნდა მოიფიქრო და განავრცო?

და რა, ამ სამი წინადადების ჩემ მიერ  პერმანენტულად ხშირ-ხშირი მიწერით ნეტა ბედნიერდება ვინმე?!   რაღაც არამგონია🙂

ვიცი, საშინელი არსება ვარ ეხლა!

მაგრამ ეგრეა და ჰა..

მე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებთან და ძააალიან ახლობლებთან ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუსაყვედურო რომ სადღაც დაიკარგნენ და აღარ მომიკითხეს სანამ მე არ მივწერე.

სხვებთან ამის თქმის უფლება თითქოს არ მაქვს, რაღაც არ მომწონს, არ შემიძლია, რატო ვკითხო? იქნებ სულაც არ უნდა ჩემი მოკითხვა და ხო არ დავაძალებ ადამიანს? უხერხულ სიტუაციაში ვაყენებ  მერე იმასაც და მეც ჩემს თავს😀

მოკლედ, ასე, ამოვანთხიე დაგროვილი დარდი და ვარამი😀  და იმდენი უაზრობა დავწერე, მემგონი ჯობდა ეს დროც არ დამეკარგა და შესვენება მთლიანად ჭამაზე ფიქრისთვის დამეთმო ^_^😀

მზიანი ამინდი მაინც იყოს..

არადა, როგორი მზიანი და “გაზაფხულური” კაბა ჩავიცვი❤

მაგრამ მოიღრუბლა.

დაე იწვიმოს, მზიან და “გაზაფხულურ” კაბასთან ერთად ჩემი ლამაზი ბოტებიც ჩავიცვი და შემიძლია დაუღალავად ვიჭყაპუნო გუბეებში❤

ვიჭყაპუნებ და სახლში მისული, ყველას სათითაოდ მოგწერთ: “რას შვები როგორ ხაარ? სად დამეკარგე?!”🙂


მზიანი დღე ფანჯრებს იქით…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.

…დროზე მიხვედი.

გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….

ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.

ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები.  და მზის სხივები მაინც აღწევს.

მზეა…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის.  …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი  ”ნახვამდის”-ს   –  რატომღაც, იშვიათად..

… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.

კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ:  ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება  ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?

– ჰო, მაგრამ  ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..

-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება🙂

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ…  მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…

და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’

მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…

ჩუმდები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მივდივართ, მივდივართ…  აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ.  მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.

ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.

ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…

მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.

მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.

’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.

შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.

მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.

იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ  მე რას ვიტყვი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!

-ხო, ვიცი!’’

ვბრუნდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის  ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.

’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’

სახლში ხარ, თბილა….