კიდევ ერთი მზე ჩემთან…
Posted: იანვარი 14, 2011 Filed under: დიადი ბლოგოსფერო, მე ვხედავ მზეს!, მზიანები | Tags: ეკლესია, ზიარება, კომპიუტერი, მე ვხედავ მზეს, ნამცხვარი, სალომე, ძმა 12 Comments. 14/01/2011.
დილით ეკლესიაში ვიყავი. უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში 30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…
და მერე… ორივე ვეზიარეთ… რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…
აღარ გვციოდა არცერთს..
ჩემი ყველაფერი!..
. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 ) და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .
დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.
. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..
სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…
არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.
სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!
და მაინც..
თურმე.
კიდევ ერთი მზიანი…
ra magari namcxvaria 🙂
damaviwyda damewera.
yovel dge araa sahciro msgavsi postebis cera. kovel meore mesame dgesac kargia, gaachnia shen ramdens stxov shen tavs.
არა, მინდოდა რომ დამეწერა დღეს, უბრალოდ, ნამცხვრისგან განსხვავებით უგემური პოსტი გამომივიდა… : ))
დღეს მე ამ ადგილიდან ვერ ამწყვიტავ :ყეს: ოღონდ მართლა 😉 აი, ნახე შენ თუ გაცალო აქ ჯდომა , სამაგიეროს გიხდი :ყეს:
:მებოროტი: 😀
😀 😀 ჩვენ ისეთი მონდომებული ბავშვები ვართ მაინც ვიმეცადინებთ 😛
გაწიე მა ნამცხარი თვარა სულ შეგიჭამ.
: ))) სამწუხაროდ აღარ დარჩა 😀
აღარ დარჩა! :I ეგ არი ეე თქვენი სააკაშვილი, იძახე ახლა აღარ დარჩა 😀
😀 😀
სალომეების შეკრება თუა, შემოგემატებით.. :)))
: ) მოდი :*
[…] ღრმა და სულიერი, უბრალოდ ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და გამოცდაში მიღებული შეფასება იყო […]