ჩვენ ვხედავთ მზეს!

მზე რომ ძალიან ძალიან, რაღაც სხვანაირად მიყვარს, ეს მგონი ყველამ იცის ვინც კი ოდესმე თუნდაც შემს ბლოგზე მოხვედრილა.  ასე რომ, რა გული გამიძლებდა, მეც არ შევვერთებოდი ტომუშკას წამოწყებულ თამაშს “მე ვხედავთ მზეს!”

დღეიდან მომავალი 1 თვის მანძილზე ყოველდღე  ხისსუნიანი სახლის დიასახლისი, გრინმარი, სქოლიოზიანი ემბრიონი, ტომუშკა,  კანარიო, კლოუნი, გიგოლი, baccus, როცა ონკანში ჭის წყალი მოდისსიცარიელით სავსე ბლოგი და მე,  ჩვეს ირგვლივ მოციმციმე მზეებს დავინახავთ. ვეცდებით სულ არაფერში დავინახოთ კარგი ამბები და არ გამოგვეპაროს სულ, სულ პაწაწკინტელა სიკეთე და სიხარული ჩვენს ირგვლივ!

ჩემი დღევანდელი სიხარული: მგონი თანდათან ჩემს იდეას ფრთები ესხმება!

რამდენი ხანია აკვიატებული მაქვს ლაშქრობაზე წასვლა. როგორც იქნა ჩამოვყალიბდი, გამოცდების დამთავრებისთანავე ბორჯომ-ხარაგაულის პარკში წავალთ ლაშქრობაზე 2 დღით მარშუტი უკვე გვაქვს და ახლა დღის დაგეგმვა და რაც მთავარია თანამგზავრების მოძიება დაგვრჩა🙂

ტა-ტააამ  ! ! ! ღამეს სრულიად უსასყიდლოდ (მადლობა ტყე-პარკის ადმინისტრაციას :)) ამ კოტეჯში გავათევთ!

(ფოტოები რეალურია და სულ რამდენიმე დღის წინ არის გადაგებული🙂 )

null

 

თან რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, შიგ არის ბუხარი და 11 კილოომეტრის გავლის შემდეგ შეციებულები ცეცხლს როგორ მივეტუზებით, წარმოიდგინეთ🙂

 

 

და  თოვლიიი❤  აი აქ მაინც მოვახერხებ გუნდაობას ცოტას!

აი ჩემი სიხარული (sun) არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც… : )


17 Comments on “ჩვენ ვხედავთ მზეს!”

  1. Toma says:

    auu auu es koteji ra maagariiiaaa

    • salolas says:

      ხოო მეც კოტეჟმა აღმაფრთოვანა ძალიაან! ეს რეინჯერების კოტეჯია და ტურისტების არის ცოტა ზევით თურმე და ის უფრო ლამაზია!!
      (ატვირთვა მეზარება, სიტყვაზე მენდეთ😀 )

  2. sunwaited says:

    ეგ რა თოვლია გოგო ბოლო სურათში :დ

    მაინც ვერ წახვალ😛

    • salolas says:

      ნერვებს ნუ მიშლი შეენ! 😐 მაინც წავალ😛 დედას დავარწმუნებ რომ ჩემ ხორცი უგემურია და დათვები არც კი გამეკარებიან😛

  3. niksologi says:

    ძალიან კარგია…
    რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება მსგავსი ”ბოდიალით” საქართველოში მით უკეთესი. სასიამოვნო და შემეცნებითი პროცესია. მით მეტეს როდესაც სასურველ ადამიანებთან ერთად ხარ. არაფერი შეედრება ნაღდად.

    • salolas says:

      აჰაა… ჩემთვის იდეალური დასვენებაა, ვგიჟდები “ბოდიალზე” : )

  4. რა მაგარიაააა!.. მეც მინდა )😀😀

  5. იიი… ^_^ მზიანი პოსტია, თან თოვლიანიც…. განსაკუთრებული იცი რა არის? ამ თოვლიან პოსტს “ჩვენი მზე” რომ არ დაადნობს, იმიტომ რომ კეთილია… ^_^

  6. Gigoli says:

    კაია კაი ცხოვრება🙂

  7. salolas says:

    : ))) კაი ცხოვრება თუ ლაშქრობები?🙂

    p.s. ამ ფოტოზე შენ ხარ?

    • Gigoli says:

      ერთიც კაია და მეორეც. კი მე და მამნე ვართ, რამოდენიმე წლის.

      • salolas says:

        ახლა ვნახე facebook-ზე შენი რამდენიმე ფოტო, აშკარად შენც გიყავრს ბოდიალი და კარვები🙂❤

      • Gigoli says:

        ჰოდა წავბოდიალდეთ სადმე.

  8. ბორჯომიი❤ აუ სალო რა კაია ლაშქრობა,მეც მინდა❤

    • salolas says:

      ჯერ ჩვენ წავალთ და მერე თუ ყველაფერი კარგად იქნება ბლოგერული ლაშქრობაც მოვაწყოთ ამავე მარშუტით : ) გზა მაინც მეცოდინება და ის მგლები არიან იქ თუ დათვები😀😀

  9. რუსა says:

    რა კარგია!! ყოველი დღე მზიანი!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s