შლოპანცები კვერცხებზე

ბათუმი საოცარი ქალაქია –  ნიცადქცეული და ბულვარდაგრძელებული. 

დაგრძელებულმა ბულვარმა, როგორც ჩანს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებში პოსტმოდერნიზმისკენ სწრაფვის სურვილი გააღვივა და სულ მალე ერთიმეორის მიყოლებით გაჩდნენ დაჭმუჭნილი ბოთლის, ალის და ნინოს და გულით ხელში ყირამალა მდგარი ბიჭის მონუმენტები…

იქ ზემოთ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დაასკვნეს, რომ ერთით მეტი ქანდაკება ბათუმს და ბათუმელებს ”ყელში არ გაეჩხირებოდათ” და კიდევ ერთხელ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დააგვირგვინეს:

შლოპანცი კვერცხებზე!




საზოგადოების დამოკიდებულება ორგვარია. (უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ ”დემოკრატიის განვითარებიათვის”, ჩავთვალოთ, რომ ორგვარია :) ): ერთნი აქებენ მონუმენტის კრეატიულობას, სხვები კი აკრიტიკებენ მას.

ყველაფერი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მარტივადაა…

თითქოს, მართლაც არალოგიკურია შლოპანცი კვერცხებზე, თუმცა ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მონუმენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი იქნება მთელს ბათუმში.

მოიწონებენ ან დაიწუნებენ.

მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მთავარია, რომ ტურისტები  მაინც ყველაზე მეტჯერ სწორედ იქ მივლენ და აი უკვე მერამდენეჯერ მოიმარჯვებენ ფოტოაპარატს და იტყვიან:  ჩიიიზ გაიღიმეთ, სურათი გადაღებულია! :)

არანაირი სიმბოლოები, იდეა  და სწრაფვა პოსტმოდერნიზმისაკენ…

ძალიან შორს ვართ…  უბრალოდ, ესაა და ეს.

………………………………………………………………………………

 ყველაფერი, მაინც ძალიან, ძალიან მარტივადაა… 


ვარდისფერი სათვალიდან დანახული სამყარო!

ბავშვობაში ხშირად მესმოდა: ”მოიხსენი ვარდისფერი სათვალე! შეხედე ცხოვრებას რეალურად!

მე მიკვირდა.

მიკვირდა არა ჩემი თავის, არამედ იმის, თუ რატომ უნდა გინდოდეს ვარდისფერი სათვალის მოხსნა.

… რატო უნდა გინდოდეს, როცა სკოლაში კლასელის მიერ დაუმსახურებლად მიღებულ ნიშანზე შეგიძლია იფიქრო, რომ მან ეს დაიმსახურა და არა ის, რომ მამამისი ”დიდი კაცია”,  მასწავლებელი კი, უბრალოდ,  ”პატარა მექრთამე”…

… რატომ უნდა გინდოდეს, როცა ქუჩაში, ეკლესიის ეზოებში, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტროსადგურებთან,  მაღაზიებთან… ყველგან, ყველგან…  გხვდებიან დიდი, პატარა, თეთრი, შავი, დაუბანელი და კანაქერცლილი… სევდიანად გამოშვერილი ხელები და შეგიძლია იფიქრო, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ შენ სიკეთე აკეთო…

… რატომ მოიხსნი, როცა ყვითელ სამარშუტო ტაქსებში 80 თეთრის გადახდისას შეგიძლია იფიქრო, რომ ასე ქვეყნის კეთილდღეობისთვის არის საჭირო.

… ან მაშინ რატომ უნდა მოიხსნა, როცა ბათუმში ენრიკე ჩამოდის?!

ან თუკი დაჭმუჭნილ ბოთლს და კვერცხებიან შლოპანცს გადააწყდები შემთხვევით სადმე…

რატომ მოიხსნი ვარდისფერ სათვალეს, როცა წეროვანთან  დომინოს ქვებივით ჩამწკრივებულ, ერთნაირსახურავიანი სახლების ტყეს დაინახავ?!.

მაშინ ხომ საერთოდ აღარ მოგინდება მოხსნა, როცა გმირთა მოედანთან ბაბილონის გოდოლივით ”ცასაწვდილი კოშკი” შეგეგებება.  მაღალი, იქამდე მაღალი, სანამ ყველა გვარი არ დაეტეოდა!..

… და მერე აგვისტოც გაგახსენდება. სისხლი და ტირილი.. ახლა უკვე შენს აზრებსაც გინდა,  გაუკეთო ერთი კარგი ვარდისფერი სათვალე.

…. და საერთოდაც, რატომ მოიხსნი, როცა შეგიძლია გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟივით იყვირო:

 ”ღამის 3 საათია და ყველაფერი გენიალურადააააააააა!” 

…………………………………………………………………………………………….

მაგრამ…

ჩემს ვარდისფერ სათვალეს მინები ჩამსხვრეული აქვს და მე ვხედავ!


მზიანი პოსტი, მერე რა რომ თოვს…

”მომენატრა ერთი შენებური, მზიანი პოსტი..”   

თითები გაყინული მაქვს.. გარეთ თოვს..  და მე არაგამართულქართულად დამთბა <3

დაბრუნებისთვის კი  ეს ერთი წინადადება საკმარისი იყო…

დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი . . .

იმდენაც ჩემი ხარ და იმდენად მიყვარხარ…..

ისეთი ახლო ხარ და თან შორი…

ისე მინდა ბედნიერი იყო და ისე ვიღუშები, როცა მეუბნები რომ დაიღალე, მოგბეზრდა და უბრალოდ გინდოდა  პატარა ლამაზი სიყვარული, თუნდაც საერთოდ არ ეთქვა, რომ უყვარხარ…

აგრიე და ავირიე მეც.

და ისე მინდა, იმდენად, ისე უაზროდ რომ მზე იყოს!

გარეთ..

ჩემთან..

და შენთან…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მინდოდა, ამით მეთქვა?..

უბრალოდ, დავბრუნდი.

და ეს    ”გეძღვენა მხოლოდ შენ!”  : )


შენ გქვია დედა!

ეს ჩემი მეგობრის დაწერილი პოსტია, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. თემა, ალბათ, მარადიულია – მშობლის როლი შვილის აღზრდაში.

p.s. ნუ შეგაშინებთ დასაწყისში პოსტის პატეთიკური ტონი, ეს ისე შესავლისთვისააო. :) მერე “წყალივით იკითხება” : )

“მშობელო დედა !  

შენ ხარ გიდი შვილის ცხოვრებისა, თითოეული შენი ნაბიჯი მკაფიოდ აისახება შვილის ყოფა-ცხოვრებაზე და თუ ის არ იქნება ბედნიერი, პირველი მიზეზი სარკის წინ ეძებე…   ბავშვის სწორი ჩამოყალიბება-განვითარება რთული და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, მას თან სდევს ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა. ამ მოვლენებში ყველაზე დიდ და მთავარ როლს გარემოება ასრულებს. საინტერესოა რეალურად რამდენ ადამიანს ესმის ზემოთხსენებულის აზრი, და რამდენი აცნობიერებს რეალურად რას ნიშნავს ეს ყოველივე.    ბავშვი ეს გამჭვირვალე  ჭურჭელია, რომელიც იმ ფერს მიიღებს , რა ფერის სითხესაც ჩაასხავთ შიგ, ხოლო როცა იგი სრულიად გაივსება, ასეთი დარჩება ბოლომდე, მანამდე სანამ დრო არ იმოქმედებს თავისას მასთან მიმართებაში. 

 წარმოიდგინეთ რა საცოდაობა და სულმდაბლობაა დედა, რომელიც თავის 15 წლის გოგონას იმისათვის სჯის ( უარეს შემთხვევაში სცემს) , რომ მეორედ უპოვა სიგარეტი წვრილი ღერები ჩანთაში( ან ჯიბეში) , რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა მისი საუკეთესო დაქალის და ეს ყველაფერი ხდება მაშინ , როდესაც გოგონას ყრობაში კალიასკასთან ლამაზ “ხმაურასთან” ერთად KENT ის ელეგანტური საფერფლე ედგა.

ანდაც კიდევ უარესი, წარმოიდგინეთ მშობელთა კრება,საკლასო ოთახი, მშობლები გასუსულები სხედან და გაფაციცებით ელოდებიან რას იტყვის ნერვებისგან გავარვარებული დამრიგებელი, რომელიც ბოღმისაგან ისეა უკვე,აღარ იცის საიდან დაიწყოს გადმონთხევა და მოუსვენრად სცემს ბოლთას საკლასო ოთახის ერთი თავიდან მეორე თავამდე. ბოლოს მისი მრავალნაცადი გამჭრიახი გონებაც არ აყოვნებს და სწრაფად აწვდის იდეას ” ყველაზე ტკბილი ბოლოსთვის შემოინახოს”  და ისიც მონოლოგს წარჩინებული ბავშვების ქებით იწყებს. ამის მოსმენაზე უფრო და უფრო აზარტში შედიან “დანარჩენი” ბავშვების მშობლები, აი დადგა დამრიგებლის სანატრელი დროც, გახსნა ჭიშკარი და თამამად გამოუშვა სალანძღავი და საძაგელი სიტყვების მთელი არმია, რომელთაც ერთიანად გადაურბინეს და მიწასთან გაასწორეს “მსხვერპლი მშობელი”.  დამრიგებელმა რათქმაუნდა შვებით ამოისუნთქა და ადამიანის ფერი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როდია?!

ახლახანს “მიწასთან გასწორებული” მშობელი, რომელიც ზის და იმას ფიქრობს , რომ ურჩევნია მიწა გაუსკდეს და საბოლოოდ დაინთქას, თავის ჯერს ელოდება : ” აბა ხომ არ შეარჩენს შვილზე ამდენი ხალხის წინ ამდაგვარი რაღაცეებით თქმას ? ” , თან ესეც არ იყოს თავს და ოჯახს შეურაწყოფილად გრძნობს, რატომღაც მხოლოდ ეხლა გაახსენდა , რომ “შვილი ოჯახის სარკეა” , როგორც იქნა მოუყარა თავი, მასში აღძრულ ყველა გრძნობასა და განცდას და ერთი გემოზე გამოლანძღა შენი “გულდამშვიდებული” დამრიგებელი, შემდეგ კი, როგორც ყველაზე მარტივი გამოსავალია, ისე მოიქცა და პროტესტის ნიშნად დატოვა საკლასო ოთახი, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი არარის, მას ახლა მეორე დუბლი აქვს სათამაშო. მისი გონება ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაუხდის სამაგიეროს შვილს ასეთი დამცირებისთვის. “იატაკის საწმენდი ჯოხით ააჭრელოს ( გააპოლისჯოხოს ) თუ მხოლოდ გაჩეჩვით დაკმაყოფილდეს? ”  საბოლოოდ მაინც ის აზრი იმარჯვებს რომ “პოლისჯოხი” საჭირო ნივთია სახლში და ისევ თმებით თრევა სჯობს, თან ამ უკანასკნელს ერთი-ორი ალიყურითაც გააფორმებს და შემდეგ კრებაზე მისულს დამრიგებელი წითელ ხალიჩას დაუგებს სანიმუშო შვილის აღზრდისთვის.

სახლში დაბრუნებულ გაცეცხლებულ დედას შვილი რათქმაუნდა კომპიუტერთან დახვდება, რომელსაც “Odno” ში  ” Acenkebi” სა და “Facebook” ში “Like” ების წერისაგან უკვე მოხარშული თევზივით აქვს თვალები. ეს ფაქტი რათქმუნდა დედის ცეცხლზე ნავთს დაასხამს და უფრო დაუზოგავად ჩააფრინდება შვილს ახალდაყენებულ “fashion” ვარცხნილობაში, აი კულმინაცია კი მაშინ იწყება როდესაც ამ ფაქტს მამა შეესწრება. გაურკვევლობისგან დაბნეული “ოჯახის ბურჯი” გემრიელად და მთელი არსებით “კითხულობს” და ნაირ-ნაირი სიტყვებით ამკობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ამოუსუნთქავს მისი საყვარელი მეუღლის გვარში. შემდეგ როცა ყველაფერი “დალაგდება” და ოჯახის დიასახლისიც შეწყვეტს ნერვებისგან ისერიულ კანკალს, მოჰყვება ბოლოსდაბოლოს მისი განრისხების მიზეზს, იმასაც უფრო “გააზვიადებს” მეტი ეფექტურობისთვის. ჰოი საოცრებავ, ახლა მამის მეორე დუბლის ჯერი დადგა და ისევ “იხსენებს” ოჯახისწევრებს ნათესავებს  …

დამნაშავე კი ბოლოს არის ბავშვი, რომელსაც რამდენჯერმე არ მოერიდა მასწავლებლის წინ უწმაწური სიტყვების რახარუხი და არც “ენის ტრიალზე”  უთქვამს უარი უფროსების წინაშე.    

ბევრი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს უარესი, როცა დედა შვილს მეზობელ ბიჭთან სადარბაზოში რაღაც უცნაურს და საეჭვოს შეამჩნევს , თან უკვე მერამდენედ ? თუმცა რატომ არაფერი იღონა აქამდე? ალბათ იმიტომ რომ გულით სჯეროდა მისი “ქალიშვილი” სულით სპეტაკი იყო და იგი მხოლოდ “ოჯახობანას” და “დენ-დენ-დურის” თამაშით შემოიფარგლებოდა. ის კი რატომრაც დაავიწყდა, როდესაც ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად ბრუნდებოდა, როგორ გაეარშიყა მას არაერთი “თაყვანისმცემელი”, ისე რომ არც თვითონ უთქვამს უარი. სახლში კი ბევრი შემთხვევა ჰქონია როდესაც ახალ “დაქვრივებულს” და მარტოდ დარჩენილს ” ნუგეში” სჭირდებოდა და რათქმაუნდა “მანუგეშებლებიც ” არასოდეს იგვიანებდნენ, ეს ყველაფერი კი ხდებოდა რათქმაუნდა სახლში, შუშისკარებიან ოთახში , საიდანაც რატომღაც საწოლის ჭრიალის ხმა გამოდიოდა და ხელს უშლიდან სასტუმრო ოთახში ობლად დარჩენილ ბავშვს, იმ სათამაშოთი გართობაში, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიუგდეს, “ჭკვიანად” ყოფნის მიზნით. 

სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი საკმაოდ სამარცხვინო რეალობაა. ეს არ ხდება მარტო ბავშვებში. მშობლის “უღირსი” საქციელი ყოველთვის აისახება შვილზე, დიდობაშიც და ყრმობაშიც, არ აქვს მნიშვნელობა სად როგორ და რანაირად. მე მეცოდებით და მებრალებით ყველა ამის ჩამდენი და გულახდილად რომ ვთქვა მეზიზღებით კიდეც, ხოლო რეალურად დამნაშავე ვინაა ამ ყველაფერში, თქვენთვის მომინდვია მკითხველო . “

უტა შინჯიკაშვილი



22 წლის შემდეგ…

 <3

    გვერდით ოთახში დედიკო მამას ტელეფონზე ელაპარაკება…….

……………………

…მეც მინდა ერთად ცხოვრების 22 წლის შემდეგაც ასე მიყვარდეს და ასე ვუყვარდე!..

<3


დაბადების დღეს გილოცავ სალოლ!!!

სანამ მოგვიყვებოდე როგორ გაატარე შენი დაბადების დღე :**


თსუ-ს კოშმარი!

…. შეშინებულსა და მთლად გაოფლილს გამეღვიძა…  ალბათ მანიაკებითა და ზომბებით სავსე სიზმარი ვერ შემაშინებდა ასე.  ეს ნამდვილად უარესი იყო:  “ბაზა გახსნილია.. მე დავაგვიანე.. ვერაფერს ვირჩევ!  ნერვები მეშლება.. ვტირი.. აააარცერთი კრედიტი!” :|

სწრაფად ვახელ თვალებს და რატომღაც ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვუწყებ თვალას. სიზმარს ვიდგენ  მეხსიერებაში..  საათს დავხედე. 03:14.. 

“თუ ხვალ გავიგე რომ შუაღამისას გაიხსნა  ბაზა, ჩავთვლი,  რომ წინასწარმეტყველური ნიჭი მაქვს.”  რატომღაც სულელივით ვიღიმი და გვერდს ვინაცვლებ.

 ბბრ.. ვერ ვისვენებ.

სწრაფად ვდგები და კომპიუტერს ვრთავ… 

sms.tsu.ge …   სტუდენტი.  სალომე ჩხეიძე. პაროლი ( :P ) … ინდივიდუალური ცხრილი…

საგნების არჩევა ისევ გაფერმკრთალებულია. ბაზა არ გახსნილა!
 რატომღაც ისევ სულელივით ვიკრიჭები და  მიტოვებული  ლოგინისკენ მივიწევ…

ჩემი სიზმარი მეორე დღესვე ამიხდა: ზუსტად ღამის 4 საათამდე ვიჯექი და ველოდებოდი როდის გაიხსნებოდა ბაზა..  ვცდილობდი არ დამეკარგა მოთმინება.   ვცდილობდი…

ბოლოს უკვე ვიცინოდი…

ვიცინოდი ვერ არჩეულ კრედიტებზე, ჩემს თავზე, ჩემი ჯგუფელების სასოწარკვეთილ და გინებაგარეულ სტატუსებზე..  ვერ გახსნილ ბაზაზე და 3 და 4 კრედიტიან არჩევით საგნებზე..  დაწყვეტილ ნერვებზე და ჯერარდაწყვეტილებზეც..
მოკლედ ვიცინოდი.
თსუ-ზე!..

მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტად გამიმართლა… 2 დღიანი საგნებს ჩასაფრებისა და უნივერსიტეტის დეკანატში რამდენიმე ვიზიტის შემდგეგ.. “იქმნა ნათელიი!”

8 საგანი. ზუსტად 35 კრედიტი და რაც მთავარი ყვეეელა ჟურნალისტიკის!!! სხვა ფაკულტეტების და ჩემთვის არასაინტერესო საგნების შემოჩეჩების გარეშე!

ჩემი ამ სემესტრის ცხრილი!!!

ჩათვალეთ რომ ღორი ვარ და გახარბებთ :)

p.s. ხო, გილოცავთ თსუ-ელობას პირველკურსელებო, მეც მიხაროდა თქვენხელა რომ ვიყავი :)

ხოდა თქვენც გილოცავთ, მაინც :) ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ  ;)

p.s.2 :) ის კოშმარული 2 დღე მთლიანად არ აღვწერე. არა იმიტომ რომ ყველაფეირ ზედმიწევნით არ მახსოვს.. არა,   უბრალოდ დავიღალე… :| თსუ-ელი თუ ხარ ამას ისედაც მიხვდები… თუ არადა take it easy ;)


JACK DENIALS + ვოდკა, ანუ სიმთვრალის ბოდვანი :D

მთვრალი ვარ! და ვწერ პოსტს, რადგან ხვალ წავიკითხო და ვნახო როგორია სიმთვრალე.

ვცი, შეცდომები ბევრი მექნება ნაწერშI და ამის გამო არ გამაკრიტიკოთ. ანუ როგორ ვარ? თვალები მგონი მიელამდება და სულ მიდნა ვიცინოოო :D :D
ხო კიდე იცი რა მინდაა?!    მაგრად ჩავეხუტოოოოოო!

ვის? რავიცი… ეგ რო ვიცოდე ჩემთვისაც კარგია :D

არა, პირნციპში კი ვიცი.. ნუ ზუსტად არა მაგრამ ეხლა სიმთვრალეში ჩასახუტებლად ეგ მშვენიერი კანდიდატურა : )))

მმმ…..  <3  არა მარტო სიმთვრალეში.. ^_^ უბრალოდ ახლა უფრო თამამი ვარ, ხომ გესმით :)

როგორ დავთვერიი? :D :D   1 ბოთლი  JACK DANIELS + 1 ბოთლი არაყი გაყავით 3 კაცზეე და = სიმთვრალეს   :  )))  ესეც სიმთვრალის ფორმაულა ^_^

ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე კოსტა და ეკა ეკლესიის მერე ტორტზე დავპატიჟე და ჩემთან წამოვაბრძანე :D   კარგია რომ ახლოს ვცხოვრობ : )
დედაჩემის კითხვაზე თუ რას დალევდნენ, რა თქმა უნდა გაინაზნენ :)

მერე?.. მერე ტორტი იყო გემრილი მახსოვს..  და ვისკის პირველი ჭიქის ჩამოსხმისას რა თქმა უნდა ორივე ამბობდა: “აუ ბევრი არ დამისხა რააა”

ცხვირზე ხელის მოჭერა და  ყლუპ. ლყუპ. ლყუპ….. სამი ყლუპ ერთად და სამი დაჭყანული სახე  : )

მერეე?  მერე როდის დავისხით მეორე ჭიქა აღარ მახსოვს.

მერე მესამე და მეოთხე ჭიქაზე უკვე რა სადღეგრძელოს ვამბობდით მაგას არ ვიტყვი :D

მერე გვანცას დავურეკეთ. ჩვენი ბაჭიააააა <3 ჩაქვში იყო.. ვაიმეე მაგათ რა ვუთხარი, დიპლომატიურ კონპერენციაზეა თუ ბომჟ-ფართიზე  ნეტაა :D   კლუბში იყო და გამოვიყვანეთ გარეთ, მეთქვი ტვინი უნდა ვუბურღოთ რომ მოგვენატრა და მალე ჩამოვიდეეს, ეგ კიდეე ” აუ მიყვარხააააართ! თქვენთან მინდააააა! მენატრებიიიით… ჩემი ბაჭიები ხაააააააართ!… ბლა ბლა ბლა…|”  მოკლედ, ეგეც ჩვენზე არანაკლებად მთვრალი იყო :D

ხო მერეე?.. მერე ზუსტად აღარ მახსოვს. ხოო.. იმას ვამბობდით, ენაზე არა, პირდაპირ ყელში გადავუშვათთქო :D
უკვე გაგვიტკბა..უკვე აღარც კი ვიჭყანებოდით დალევის მერე  და ბოლოს ჩემ ჭიქაში რომ სულ რამდენიმე წვეთი  ჩამოვარდა, მივხვდით, რომ დავცალეეეეთ :D

მერე ვვარჯიშობდით როგორ გაგვევლო სწორ ხაზზე და როგორ უნდა ეთქვათ დედაჩემისთვის “ნახვამდის” ისე  რომ სიმთვრალე არ შეტყობოდათ :D

უუჰ.. ჰაერი. ამოვისუნთქეთ…

და კოსტას გაეხსნა: “მოდი კიდე ერთი ბოთლი არაყი ვიყიდოოოთ” :  )) ეკა ისევ გაინაზა :D   ჩემი რაფაელოო <3

მერე ერთლი ბოთლი არაყი და შოკოლადის ფილა..

და მერე:  ვიღაცას რომ სადღაც ვენატრებით… აი ეხლა რომ  გაიარა და ჩვენზე იფიქრა ვაიმე ესენი ვერ არიანო… აი ფანჯრებიდან რომ შუქი გამოდის და გველოდებიან…   აი, ეს ძაღლები…. ერთგულები რომ არიან პატრონის, ანუ ერთგულების..  აი, იმ მონატრების… და ბოლოს ისევ “ჩვენ გაგვიმარჯოს!”
ეკა: “ვაიმე მართლა წყალივითააა” :D :D

ფუფ.. ისევ ჩემზე გათავდა ის არყის ბოთლიც :X   მგონი გათავება დამებედა :D

მერე სახლებისკენ.. არეული ნაბიჯით. უფრო სწორედ. არაფერი არ უნდა შემემჩნეს.

ოჰ, ნათლიაჩემი შემხვდა. გადაკოცნისას პირს მჭიდროდ ვხურავ რომ სუნი არ ეცეს: “როგორ ხართ?”-რაღაცნაირად  წვრილი ხმა ამომდის ყელიდან და მე ვფიქრობ რომ მგონი ტყუილად ვეჩხუბებოდი ჩაჩანიძეს, როცა KBH-ის თამაშის წინ კონიაკს სვავდა, ხმა ჩაგეხლიჩება ნუ სვავთქო. ის მიმტკიცებდა პირიქითო.. სად გამახსენდა.  ჰმმ.. მგონი მართლა მთვარლი ვარ :| ააა?

უკვე სახლში ვარ. მამაც აქააა. ვიღიმი და სრულიად სერიოზულ გამომეტყველაბას ვიღებ (ღიმილი და სრულიად სერიოზულობა?!  O_o )

ასე თუ ისე ვირიდებ კითხვებს.. გამოვდივარ ჩემს ოთახში. ვრთავ Facebook-ს და wordpress-ს.. ვხსნი New post-ს და ვწერ :    “მთვალი ვარ!”  ^_^
WHAT?

p.s. შენი ჩახუტება ისევ მინდა..  Facebook-ზე არ ხარ თორე გეტყოდი ამას..  :  )


ქარის მოტანილი წერილი

სალოლ…

ჩემი წერილი წელს ცოტათი ახლოდან მოფრიდა.
წერილის წერა განსაკუთრებული რიტუალია… ჯერ ფურცელი უნდა შეარჩიო დიდი სიფრთხილით, მერე ფანქრები ფრთხილად გათალო და მოამზადო სიტყვებთან შესახვედრად(ჰო, შენ ჯერ არ იცი, რომ მე ფანქრით მიყვარს წერა).
მოკლედ მზად ვარ!!! ფურცელი მაქვს.. ღია ცის-ფერი. ფანქრები-ლურჯის ყველა ტონალობა..
ახლა მთავარია სიტყვები სწორად შევარჩიო, მე ხომ მთელი ერთი წელი ველოდები ამ დღეს. წერილებს ისეც ვწერ, მაგრამ დღეს ქარის მოტანილი წერილების დღეა და ცოტა მძიმედ მსუბუქი უნდა დამეწერა რამე…
სალოლ, ბედნიერი ვარ… აი ისეთი ბედნიერი თვალებს რომ ხუჭავ და გაღიმებული რომ დგახარ (სხვებისთვის უაზრო გამომეტყველებით). ღამით თვალებგახელილი ჭერს რომ უყურებ და მთელი ჭერი, კედლები ყველაფერი რომ მშობლიური და თბილია. ჩუმად გეტყვი – ამეთვისტო ვიპოვე ჩემი…
და უცებ ყველაფერი განათდა. ასე თუ გიგრძვნია თავი ოდესმე? როცა წინ არაფრის გეშინია…. მიდიხარ და იცი რომ სიმშვიდე და ბევრი კარგი დღე გელოდება. ყველაზე კარგი შენს ცხოვრებაში რაც აქამდე გქონია. და გინდა რაც შეიძლება მალე წახვიდე იმ-წინ…
სანამ წერას დავიწყებდი უამრავი რამ მქონდა სათქმელი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრს ვერაფერს დავწერ. უბრალოდ მინდოდა დამეწერა რომ ბედნიერი ვარ (იმდენჯერ ვიმეორებ ამას…) და მინდა ყველა ასეთი ბედნიერი იყოს.
ის ტრადიციული კითხვები მეც მიპყრობს ხოლმე – ვიმსახურებ კი ამხელა ბედნიერებას? ან უცებ რომ გაქრეს? ვაღიარებ ამის ოდნავ მეშინია კიდეც, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ უაზრობა და სისულელეა შენს ყველაზე ძვირფას და ლამაზ წუთებში იმაზე ფიქრობდე, რომ ეს ადრე თუ გვიან შეიძლება გაქრეს(თან შეიძლება სულაც არ გაქრეს). თან ამ ფიქრებში უფრო და უფრო მეტად აფასებ იმას, რაც გაქვს და მეტად და მეტად უჭერ ხელს, რომ არსად წავიდეს.

და მაინც, როცა ბედნიერი ხარ, უბრალოდ უნდა დატკბე იმ წამებით ათეულობით წლის შემდეგაც კი ღიმილად რომ გაგახსენდება, მთელ მარადისობად რომ ღირს.
და როცა ბედნიერი ვარ ამ სიმღერით ვიწყებ და ვიღამებ
p.s.ღიმილი….ასე გაიღიმე ხოლმე ხშირად…

მთელი დღე დღეს შენს წერილს ველოდებოდი, მაგრამ მიღალატე… ჯერ კიდევ გაქვს დრო შეცდომა გამოასწორო… ჯერ კიდევ ქარის მოტანილი წერილების დღეა…

ჰმმ მე კიდევ ბოდიში მინდოდა მომეხადა პაწუა წერილისთვის


…სანამ შენ სიგარეტს ეწევი! :)

ჩემი ძმა რომ უზომოდ მიყვარს და მის გარეშე არ შემიძლია, უკვე ძველია.
ძველი კი არა, ეს (მგონი) ყველა და-ძმისთვის ასეა…
მაგრამ მაინც, ამის მიუხედავად, არსებობს მომენტი, როცა ფიქრობ, თუ რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?! :D

1. გამუდმებით მოგთხოვს დასვა კომპიუტერთან.

2.მოგბაძავს და თვითონაც გააკეთებს ბლოგს :)

3. აუცილებლად შეგიჭამს ნერვებს და კომპიუტერის მეხსიერებას რაღაც უაზრო თამაშებით :X

4. “გაიძულებს” გაგამეორებინოს კარატეზე ნასწავლი ილეთები :D :X

5. ღამის 12 საათზეც რომ მოხვიდე სახლში, მაინც დაგელოდება და შეგამოწმებინებს ქართულის თემას.. :* :) so sweet..

6. არხი “საქართველო” ტელევიზორის ეკრანებს არ მოსცილდება..

7. დილით, როცა საქმე არაფერი გაქვს და გემრიელად გამოძინებას აპირებ, აუცილებლად გაგაღვიძებს ჯერ მაღვიძარა და მერე დედის ხმა: “სანდრო, ადექი სკოლაში გაგვინდებაა!”

8. დედა დაწოლის წინ ბოლოს იმას აკოცებს :|

9. ზაფხულში სულ კუდში დაგყვება (საბედნიეროდ, საიდუმლოს გინახავს :D თუ შემთხვევით არ წამოცდება ხოლმე :D )

10. ძმის გამო გედაქალებიან 12 წლამდე ასაკის გოგოები :D :D “სალიკუნაა” lool

11. სახლის ტელეფონზე შენ უკვე თითქმის აღარავინ გირეკავს :| (სამაგიეროდ არც გაკვეთილების ჩანიშვნისთვის გაწუხებს ვინმე :happy:

12. გაიძულებს ეთამაშო ჭადრაკი, თან იქამდე, სანამ არ მოუგებ.. (ანუ დაუსრულებლად :| ვერასდროს ვუგებ :( )

13. გთხოვს დააჭრა ფრჩხილები, მაგრამ მოითხოვს, არ ატკინო!

14. იბუზღუნებს იმაზე მეტს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია :)

15. არ დაივიწყებს ფულს, რომელიც როდესღაც “ესესხე” :D :D პროცენტებსაც დაუმატებს :D

და ბოლოს… რატომ არ უნდა გყავდეს სახლში პატარა ძმა?  

სანამ შენ სიგარეტის მოსაწევად გახვალ და ფეისბუქს ჩართულს დატოვებ, შენს მაგივრად არავის მიწერს: იცი რა, ჩემს ძმას მოსწონხარ, სულ შენზე ლაპარაკობს და მე თუ მკითხავ უყვარხარ კიდევაც!.. ;)

p.s.ეს ბოლო, რა თქმა უნდა, სანდროს არ ეხებოდა.. უბრალოდ შეგონება, მიაქციეთ ყურადღება პატარა ძმებს, ხშირად თქვენს მოწონების ობიექტთან ჩამშვებებად გევლინებიან :D


Follow

Get every new post delivered to your Inbox.