შლოპანცები კვერცხებზე

ბათუმი საოცარი ქალაქია –  ნიცადქცეული და ბულვარდაგრძელებული. 

დაგრძელებულმა ბულვარმა, როგორც ჩანს, მოქანდაკეებსა და არქიტექტორებში პოსტმოდერნიზმისკენ სწრაფვის სურვილი გააღვივა და სულ მალე ერთიმეორის მიყოლებით გაჩდნენ დაჭმუჭნილი ბოთლის, ალის და ნინოს და გულით ხელში ყირამალა მდგარი ბიჭის მონუმენტები…

იქ ზემოთ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დაასკვნეს, რომ ერთით მეტი ქანდაკება ბათუმს და ბათუმელებს ”ყელში არ გაეჩხირებოდათ” და კიდევ ერთხელ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, დააგვირგვინეს:

შლოპანცი კვერცხებზე!




საზოგადოების დამოკიდებულება ორგვარია. (უფრო ერთგვაროვანი, მაგრამ ”დემოკრატიის განვითარებიათვის”, ჩავთვალოთ, რომ ორგვარია 🙂 ): ერთნი აქებენ მონუმენტის კრეატიულობას, სხვები კი აკრიტიკებენ მას.

ყველაფერი კი, ჩემი აზრით, გაცილებით მარტივადაა…

თითქოს, მართლაც არალოგიკურია შლოპანცი კვერცხებზე, თუმცა ქვეყანაში, სადაც პრიორიტეტი ტურიზმის განვითარებაა, ეს მონუმენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ტურისტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი იქნება მთელს ბათუმში.

მოიწონებენ ან დაიწუნებენ.

მაგრამ მთავარი ეს არ არის.

მთავარია, რომ ტურისტები  მაინც ყველაზე მეტჯერ სწორედ იქ მივლენ და აი უკვე მერამდენეჯერ მოიმარჯვებენ ფოტოაპარატს და იტყვიან:  ჩიიიზ გაიღიმეთ, სურათი გადაღებულია! 🙂

არანაირი სიმბოლოები, იდეა  და სწრაფვა პოსტმოდერნიზმისაკენ…

ძალიან შორს ვართ…  უბრალოდ, ესაა და ეს.

………………………………………………………………………………

 ყველაფერი, მაინც ძალიან, ძალიან მარტივადაა… 


5 Comments on “შლოპანცები კვერცხებზე”

  1. Di@ ამბობს:

    😀 😀 😀 ცოტა უფრო მაღალი ხარისხის მაინც დაემზადებინათ?! ბაზრობის 7 ლარიანი ფლოსტები რომ დაადეს ზედ. 😀

  2. djguro ამბობს:

    – Hallo. Where are you?
    – I don’t know.. here’re some kind of aggs.. and people here are talking about some “kverebi”

  3. nica ამბობს:

    “ცხოვრება ისეთივე სათუთია, როგორც შლოპანცები კვერცხებზე” – მონუმეტის აზრი ასეთიაო, ასე გავიგე მეე.


დატოვე კომენტარი