გილოცავ დეე…

მზეს ველოდები, როგორც არასდროს,

ცის სხივებს ვეტრფი..

გულის სიღრმიდან ამოდის მღერა,

თბილ ქუჩებს ერწყმის…

ტყემლის ხეებზე ცეკვავენ ფრთები,

პატარძლის ფერი..

მიწის სურნელით ივსება სული

სიფხიზლეს ველი!..

იღვიძებს დილა,

იღიმის დედა შინდისფერ კაბით.

მე ვმღერი, რადგან აღარ არის ამ ქვეყნად დარდი…

გაზაფხულის დღე იღიმის ახლა,

ყვავილებს ისვრის…

მე ვკრეფ ყვავილებს და სიცილით სახლისკენ ვილტვი…

მიმაქვს სხივები, ნარცისები,

ყოჩივარდები..

ფუტკრის ზუზუნი,

ვარდისფერი ატმის ყვავილი..

მივრბი, მივღელავ,

მივგიჟმაჟობ მე, როგორც მარტი..

დედას სიზმრისფერ ყოჩივარდებს

ჩავუწნავ თმაში…

გილოცავ დეე….

p.s. 2007 წელს დაწერილი ლექსია.. არ ვიცი მგონი მაშინ მუზები “მეძალებოდა” 😀

დღეს უბრალოდ ქოთანში ჩარგული პაწაწინა ყვავილები ვაჩუქე..

როგორ უაზროდ მიყვარს…

Advertisements